ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში (OSCE PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში
📦 საკანონმდებლო პაკეტი
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ინფორმაცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში (OSCE PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის ნიკოლოზ სამხარაძის მიერ წარმოდგენილი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში (OSCE PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2022 წლის ანგარიშის (№2-2221/23; 17.02.2023) კომიტეტის მიერ მოსმენის თაობაზე
- საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ინფორმაცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში (OSCE PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის ნიკოლოზ სამხარაძის მიერ წარმოდგენილი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში (OSCE PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2022 წლის ანგარიშის (№2-2221/23; 17.02.2023) კომიტეტის მიერ მოსმენის თაობაზე ანგარიში
- ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში (OSCE PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში (ეს პროექტი) ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
მიღების თარიღი 2023-03-23
შენიშვნები 134-XIმს-Xმპ, 23/02/2023 ცნობად იქნა მიღებული
📜 ტექსტი
წერილი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი
2-2811/23
27-02-2023
საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
ქალბატონო ეთერ,
გაცნობებთ,
რომ
საგარეო
ურთიერთობათა
კომიტეტმა
მოისმინა
ეუთოს
საპარლამენტო ასამბლეაში (OSCE PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი
დელეგაციის
ხელმძღვანელის
ნიკოლოზ
სამხარაძის
მიერ
წარმოდგენილი
ეუთოს
საპარლამენტო ასამბლეაში (OSCE PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი
დელეგაციის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ნიკოლოზ სამხარაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
ანგარიში
საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის ანგარიში ეუთოს საპარლამენტო
ასამბლეაში 2022 წლის განმავლობაში
•
•
•
დელეგაციის საქმიანობა წარიმართა როგორც ფიზიკურ, ასევე ონლაინ ფორმატში ჰიბრიდულად ჩატარდა საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სხდომა (25-26
თებერვალი, ვენა, ავსტრია). აღსანიშნავია, რომ დელეგაციამ აქტიურად აწარმოა
მუშაობა ეუთოს სამივე განზომილების, განსაკუთრებით კი პირველი (თავდაცვისა და
უსაფრთხოების)
და მესამე - (ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის)
მიმართულებებით. ყველა - ფიზიკურსა დ ონლაინ -ღონისძიებაზე საქართველოს
დელეგაციის წევრები ხაზს უსვამდნენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე
არსებულ გამოწვევებსა და რეგიონში არსებულ პრობლემატიკას უსაფრთხოების
კუთხით.
ონლაინ და ფიზიკურ ფორმატში ჩატარებული ღონისძიებები:
18 იანვარი, ვებ-დიალოგი ახალგაზრდათა ჩართულობის შესახებ (ონლაინ, ნინო
იობაშვილი);
25-26 თებერვალი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სხდომა (ვენა, ავსტრია).
ჰიბრიდული ფორმატი (ნ. სამხარაძე ვენა, ავსტრია, მ. ბოჭორიშვილი ონლაინ) –
ღონისძიების ფოკუსი, როგორც მოსალოდნელი იყო, ძირეულად შეიცვალა უკრაინასა
და მის გარშემო განვითარებული მოვლენების გამო. წინასწარ დაგეგმილი დღის
წესრიგის მიხედვით პარლამენტარებს მიმართეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის
პრეზიდენტმა მარგარეტა სედერფელტმა, ეუთოს გენერალურმა მდივანმა ჰელგა
შმიდმა, ავსტრიის პარლამენტის თავმჯდომარემ ვოლფგანგ სობოტკამ და ეუთოს
მოქმედმა თავმჯდომარემ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ.
ოთხივე ოფიციალური პირის გამოსვლაში ხაზგასმით აღინიშნა უკრაინის მხარდაჭერა
და რუსეთის აგრესიული ქმედებების დაგმობა.
ნიკოლოზ სამხარაძემ და მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღეს სხდომაზე
გამართულ დებატებში.
მუდმივმოქმედი კომიტეტის (რომლის წევრიცაა ნ. სამხარაძე, როგორც დელეგაციის
ხელმძღვანელი) სხდომაზე დებატებში სიტყვით გამოვიდნენ ეუთოს წევრი ქვეყნის 28
წარმომადგენელი (აშშ-ს, იტალიის, ანდორის, სლოვაკეთის, ლიეტუვის, ბულგარეთის,
თურქეთის, ესპანეთის, პორტუგალიის, კვიპროსის, რუსეთის, ბელარუსის,
საფრანგეთის ალბანეთის, საბერძნეთის, ბელგიის, დანიის, ფინეთის, ნიდერლანდების
და პოლონეთის წარმომადგენელები). გამომსვლელების უმრავლესობის პოზიცია
(რუსეთისა და ბელარუსის წარმომადგენლების გარდა) იყო ცალსახად მიმართული
უკრაინის ინტერესების მხარდაჭერასა და რუსეთის შეჩერებასა და მისი ქმედებების
მიუღებლობაზე. აღნიშნულ დებატებში მონაწილეობა მიიღო საქართველოს
დელეგაციის ხელმძღვანელმაც. ნ. სამხარაძემ, სიტყვით გამოსვლისას უკრაინის
წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესია და მის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის
„დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარება დაგმო. მისი განცხადებით, 14 წლის წინ,
რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორისს 20%-ის ოკუპაციის შემდეგაც კი, რუსეთი
არ დასჯილა და მის წინააღმდეგ არანაირი სანქციები არ გატარებულა.
02.03.2022, სატელეფონო საუბარი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ
მარგარეტა სედერფელტსა და საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელს ნიკოლზ
სამხარაძეს შორის;
• 11.03.2022, ღონისძიება ახალგაზრდობისა და კორუფციისა და ორგანიზებული
დანაშაულის თემატიკაზე (ვენა, ავსტრია, ნ. იობაშვილი);
• 11.03.22, მუდმივმოქმედი კომიტეტის რიგგარეშე სხდომა, (ონლაინ, ნ. სამხარაძე);
• 23 მარტი, „ქმედითობისკენ მოწოდების სამუშაო ჯგუფის“ შეხვედრა უკრაინაში
მიმდინარე ომთან დაკავშირებით ეუთოს როლის შესახებ (ნ. იობაშვილი, ონლაინ);
• 30 მარტი, ვებ-დიალოგი გენდერულ თემატიკაზე (საპარლამენტო ასამბლეა/ოდირი,
ონლაინ, ნ. იობასვილი);
• 03.04.2022, სერბეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო
მისიაში მონაწილეობა (ნ. სამხარაძე, სერბეთი);
• 11.05.2022, ონლაინ დიალოგი უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ეუთოს
როლის შესახებ (. ბოჭორიშვილი);
• 27-28.05.2022, კონფერენცია კორუფციასთან ბრძლოს თემაზე (ნიქოზია, კვიპროსი, ნ.
იობაშვილი);
02.07-06.07.2022, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 29-ე ყოველწლიური სესია (ბირმინჰემი,
•
გაერთიანებული სამეფო, ნ. სამხარაძე, მ. ბოჭორიშვილი) - ყოველწლიური სესია,
ტრადიციულად, შედგებოდა მუდმივმოქმედი კომიტეტის (დელეგაციის
ხელმძღვანელების ფორმატისა) და უსაფრთხოების სამივე განზომილების
(პოლიტიკური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული) კომიტეტების სხდომებისაგან
და პლენარული სესიებისაგან. ასამბლეის მიმდინარეობისას აგრეთვე ჩატარდა
რამდენიმე დამატებითი ღონისძიება - „სილქ როუდ გრუპის“ სხდომა (2 ივლისს),
გენდერულ საკითხებზე დისკუსია (4 ივლისს) და განხილვა რუსეთსა და
ბელარუსში პროტესტებისა და რეპრესიების საკითხებზე (5 ივლისს).
ნიკოლოზ სამხარაძემ, როგორც დელეგაციის ხელმძღვანელმა, მონაწილეობა მიიღო ყველა
ზემოთ აღნიშნულ ღონისძიებაში, ასამბლეის პოლიტიკური და უსაფრთხოების
კომიტეტზე გამართულ დებატებში სიტყვით გამოსვლისას ნიკოლოზ სამხარაძემ
ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის უსაფრთხოების გარემოსა და რუსეთიდან მომდინარე
საფრთხეებზე და უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საერთაშორისო
პარტნიორების ჩართულობის მნიშვნელობაზე. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის
თავმჯდომარემ განაცხადა, რომ პარტნიორებმა ევროპასა და აშშ-ში კიდევ უფრო უნდა
გააძლიერონ თავიანთი წარმომადგენლობა რეგიონში და გადადგან გადამწყვეტი
ნაბიჯები, რომ წინ აღუდგენ რუსეთის ოკუპაციას შავი ზღვის რეგიონში, საქართველოსა
და უკრაინაში. „მე მჯერა, რომ ნატო-ში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანება იქნება
საუკეთესო საშუალება რუსეთი ექსპანსიონიზმის შესაკავებლად“, - აღნიშნა ნ. სამხარაძემ
სიტყვით გამოსვლის დროს.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა
მონაწილეობა მიიღო დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ
საკითხთა კომიტეტის დებატებში. „უკვე თითქმის 14 წელია, ყოველ წელს, სწორედ
ამ ფორუმზე ვსაუბრობთ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ორ
განუყოფელ რეგიონში ადამიანის უფლებების საშინელ, დაძაბულ და უაღრესად
არასტაბილურ ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების გარემოზე“, - განაცხადა მ.
ბოჭორიშვილმა. კომიტეტზე დამტკიცდა რეზოლუცია, რომელიც ეუთო-ს
რეგიონში ადამიანების უსაფრთხოებასა და ზოგადად ევროპის რეგიონში
უსაფრთხოების გამოწვევებს ეხება. დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია
რუსეთის მიერ უკრაიანაში წარმოებულ აგრესიულ ქმედებებზე.
ნიკოლოზ სამხარაძის ინიციატივით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის
ბირმინჰემის დეკლარაციის პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების
კომიტეტის რეზოლუციაში დაემატა ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც ასამბლეა
მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას მოახდინოს საქართველოს ოკუპირებული
რეგიონების, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაცია და
კონსტრუქციულად ჩაერთოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში.
„საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომლის ოკუპაცია მოახდინა რუსეთის
ფედერაციამ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ოკუპირებული რეგიონების
საკითხი მკაფიოდ იყოს ასახული ეუთო-ს პოლიტიკური კომიტეტის მიერ მიღებულ
რეზოლუციაში. კომიტეტის წევრებმა გაითვალისწინეს ჩემი ინიციატივა და მხარი
დაუჭირეს ამ საკითხის შესახებ რეზოლუციაში პარაგრაფის დამატებას“, − განაცხადა
ნიკოლოზ სამხარაძემ.
მაკა ბოჭორიშვილის ინიციატივით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში
არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რეზოლუციაში პარაგრაფი შევიდა.
„ასამბლეა გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ჰუმანიტარული და
ადამიანის უფლებების მხრივ გაუარესებულ ვითარებას, რომელიც გამოწვეულია
ადგილზე მცხოვრები მოსახლეობის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების
უხეში დარღვევით, ეთნიკური ქართველების მიმართ სხვადასხვა ფორმის
დისკრიმინაციით, ასევე, ორივე რეგიონში ქართული კულტურის მემკვიდრეობის
ძეგლების მოსპობითა და შეცვლით, რაც რუსეთის მიმდინარე ოკუპაციისა და
„რუსიფიკაციის პოლიტიკის“ უშუალო შედეგს წარმოადგენს“, - აღნიშნულია
რეზოლუციაში.
ყოველწლიური სესიის დასკვნით სხდომებზე ჩატარდა ეუთოს საპარლამენტო
ასამბლეის ხელმძღვანელი პირების არჩევნები. საქართველოს პარლამენტის
მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში,
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აირჩიეს
ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარულ საკითხთა
კომიტეტის თავმჯდომარედ. მოცემულ პოზიციაზე აგრეთვე წარდგენილი იყო
ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლის კირიაკოს ჰაჯიანისის (კვიპროსი)
კანდიდატურა. კომიტეტის თავმჯდომარედ არჩევის შედეგად, ნ. სამხარაძე ასევე
გახდა ასამბლეის მთავარი გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს - ბიუროს წევრი.
•
•
•
•
•
•
•
07.09.2022, „ქმედითობისკენ მოწოდების სამუშაო ჯგუფის“ შეხვედრა უკრაინაში
მიმდინარე ომთან დაკავშირებით ეუთოს როლის შესახებ (ნ. იობაშვილი, ონლაინ);
02.10.2022,
ბოსნია-ჰერცეგოვინის საპარლამენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო
მისიაში მონაწილეობა (ნ. სამხარაძე, ბოსნია-ჰერცეგოვინა);
18-19.10.2022, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის აბრეშუმის გზის ჯგუფის მეოთხე
საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეონა (ნ. იობაშვილი, თურქეთი, სტამბოლი);
27.10.2022, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წევრ ქალ პარლამენტართა
არაფორმალური ქსელის შექმნაში მონაწილების მიღება ( ნინო იობაშვილი);
8.11.2022, აშშ-ს საპარლამენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობა (ნ.
სამხარაძე, აშშ, ნევადა);
24-26.11.2022, ასამბლეის შემოდგომის სხდომა (ნ. სამხარაძე, მ. ბოჭორიშვილი, ვარშავა,
პოლონეთი);
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა,
ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ საკითხთა
კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს
საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაში, მუდმივმოქმედი კომიტეტის და
ბიუროს სხდომებში, რომლებიც ვარშავაში, პოლონეთის პარლამენტში გაიმართა.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას, ნიკოლოზ სამხარაძემ
რუსეთის მხრიდან უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის და მათ შორის,
ენერგეტიკული ობიექტების დაბომბვა დაგმო.
09.12.2022, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა
კომიტეტის ონლაინ სხდომა (ნ. სამხარაძე).