საქართველოს მოქალაქეების შალვა ხაჭაპურიძის და ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით

საკანონმდებლო წინადადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
28.02.2023
ავტორი
საქართველოს მოქალაქეები: შალვა ხაჭაპურიძე, ზურაბ ვანიშვილი
ნომერი
#1-3089/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-03-02
ბიუროს ნომერი 228

📜 ტექსტი

საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge "ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“ კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის მეშვეობით № CA00412302652126 27.02.2023 საქართველოს პარლამენტი სათაური: საკანონმდებლო წინადადება "ავადმყოფ პატიმრებთან მოპყრობის შესახებ" შინაარსი: გთავაზობთ, რომ "პატიმრობის კოდექსში" ცალკე თავად შევიდეს შემდეგი თავი: "ავადმყოფ პატიმრებთან მოპყრობის წესები", რომელიც დაეფუძნება შემეცნებითი საერთაშორისო სამედიცინო სამართლის შემდეგ 11 პრინციპს/წესს: წესი #1. პატიმრის ავადმყოფობის შემთხვევაში, მისი მკურნალობა უნდა განხორციელდეს იმდაგვარი ფარმაცევტული პრეპარატებით, რომლებიც ნებადართულია მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების მიერ და არ არიან შესული გაეროს წამლისა და დანაშაულის სააგენტოს მიერ (https://www.unodc.org/unodc/sitesearch.html?q=NPS) წარმოებულ ახალ ფსიქოაქტიურ საშუალებათა (New psychoactive substances (NPS) სიაში. = წესი #2. პატიმრის ავადმყოფობის შემთხვევაში, მისი მკურნალობის მიმდინარეობა უნდა აისახოს მხოლოდ ერთ სამედიცინო საქმეში. დაუშვებელია სამედიცინო საქმის ორი ან მეტი სხვადასხვა შინაარსით წარმოება. = წესი #3. პატიმრის ავადმყოფობის შემთხვევაში, მისი მკურნალობა უნდა განხორციელდეს მკურნალობაში ჩართულ ექიმთა რეკომენდაციების ზუსტი დაცვით. დაუშვებელია ექიმის მიერ მოთხოვნილი რომელიმე ლაბორატორიული კვლევების დაგვიანებით ჩატარება ან საერთოდ არჩატარება. = წესი #4. პატიმრის ავადმყოფობის შემთხვევაში, მის შესახებ ჯანმრთელობის ცნობებში აუცილებლად უნდა მიეთითებოდეს სრული დიაგნოზი ძირითადი დაავადების, თანმხლები დაავადებისა და გართულებების ფორმულირებით.= წესი #5. პატიმრის ავადმყოფობის შემთხვევაში, მისი გამოკვლევები უნდა წარმოებდეს იმდაგვარი სამედიცინო დანადგარებით, რომლებიც მწარმოებლის მიერ სერტიფიცირებული პირების მიერ არის დაკალიბრებული. = წესი #6. პატიმრის ავადმყოფობის შემთხვევაში, დაუშვებელია მის პალატაში ან საკანში გისოსების ფანჯრის შიგნიდან დამონტაჟება. = წესი #7. პატიმრის ავადმყოფობის შემთხვევაში, მისი მკურნალობა უნდა განხორციელდეს ფარმაცევტული პრეპარატების მწარმოებელი კომპანიების მიერ დადგენილი პერიოდულობით და დოზებით. = წესი #8. პატიმრის ავადმყოფობის შემთხვევაში, მისი მკურნალობა უნდა განხორციელდეს იმდაგვარად, რომ არ მოხდეს მისი ინფიცირება ბაქტერური და სხვა ინფექციებით.= წესი #9. პატიმრის ავადმყოფობის შემთხვევაში, მისი მკურნალობა უნდა განხორციელდეს იმდაგვარი ფარმაცევტული პრეპარატებით, რომლებიც იმყოფება თავისუფალ ბრუნვაში ევროპის კავშირის მთელ ტერიტორიაზე და აშშ-ში. = წესი #10. პატიმრის ავადმყოფობის შემთხვევაში, მისი მკურნალობა უნდა განხორციელდეს იმდაგვარი და იმდენი ფარმაცევტული პრეპარატებით, რომლებიც არ იწვევენ ორგანიზმის ინტოქსიკაციას ან/და პოლიფარმაციას. = წესი #11. პატიმრის ინტოქსიკაციაზე ეჭვის შემთხვევაში, მისი სამედიცინო- დიაგნოსტიკური კვლევები უნდა განხორციელდეს შემეცნებითი ტოქსიკოლოგიის საფუძველზე. საქართველოს პარლამენტის ბიუროს, გთხოვთ, მიიღოთ ზომები, რომ წამყვანმა კომიტეტმა მიგვიწვიოს საკომიტეტო მოსმენაზე. წინამდებარე საკანონმდებლო წინადადების მიზანია, რომ საპატიმროებში ამაღლდეს პატიმართა ჯანდაცვის მომსახურების დონე, იმის გათვალისწინებით რომ მე–18 სამკურნალო დაწესებულებას ("რესბალნიცა"–ს) დღემდე არ გააჩნია გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების ლიცენზია, ხოლო სპეციალური პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის სისტემა არ არის ინტეგრირებული ჯანდაცვის სამინსტროს სისტემაში. ამას გარდა, შემოთავაზებული 11 წესიდან არც ერთი არ სრულდება სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ. პარლამენტის ბიუროს, ვთხოვთ, რომ წამყვან კომიტეტს, ეთხოვოს, სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან და სახალო დამცველისგან გამოითხოვოს ინფორმაცია შემოთავაზებული 11 პრინციპის პენიტენციური სამსახურის მიერ შესრულების შესახებ, საკანონმდებლო წინადადების განხილვის ფარგლებში. პატივისცემით, სოციალურ ქსელ "პატიმართა ომბუდსმენი"-ს თანადამფუძნებლები, GREVIO-ს ჩრდილოვან მომხსენებლები ადამიანის უფლებების საკითხებში, აშშ-ს და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციების წევრები შალვა ხაჭაპურიძე ( ) და ზურაბ ვანიშვილი ( ) პატივისცემით, ზურაბ ვანიშვილი პ. #: მობილური: + ელფოსტა: