„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 83 ✗ 3
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 6 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-03-07
ბიუროს ნომერი 229
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების
შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“
(საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
10.01.2012,
სარეგისტრაციო კოდი: 010190020.04.001.016032) 24-ე მუხლის 51 პუნქტის „ზ“
ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“
ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
როგორც ცნობილია, საქართველომ 2022 წლის 3 მარტს ევროკავშირში
გაწევრების განაცხადი წარადგინა, ხოლო 2022 წლის 17 ივნისის ევროკომისიის
დასკვნის საფუძველზე, ევროკომისიამ ევროკავშირში გაწევრების პერსპექტივის
საქართველოსთვის მინიჭების შესახებ რეკომენდაცია გასცა და 12 პუნქტისაგან
შემდგარი შესაბამისი პრიორიტეტული ამოცანები განსაზღვრა. საქართველოს
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შეიქმნა სამუშა ჯგუფი, რომლის
ფარგლებშიც მომზადდა საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს
საარჩევენო კოდექსი“ ცვლილებების პაკეტი, რომელიც მესამე მოსმენით
მიღებული იქნა 2022 წლის 22 დეკემბერს. აღნიშნული ცვლილებით
მნიშვნელოვნად დაიხვეწა საარჩევნო კანონმდებლობა, რაც ევროკავშირის
წევრობის
კანდიდატის
სტატუსის
საქართველოსთვის
მისანიჭებლად
ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანის
შესრულებას ემსახურებოდა.
აღსანიშნავია, რომ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის
უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) და ვენეციის კომისიის № 1107/2022 მოსაზრების1
მიხედვით, პოზიტიურად არის შეფასებული განხორციელებული საკანონმდებლო
ცვლილები. ამასთანვე, აღნიშნული მოსაზრება მიესალმება საუბნო საარჩევნო
კომისიის წევრებისთვის შესაბამისი სერტიფიკატის მოთხოვნას, თუმცა იქვე
მითთებულია, რომ ეს მოთხოვნა ასევე უნდა გავრცელდეს უფლებამოსილი
პოლიტიკური პარტიის მიერ დანიშნულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებზეც.
ზემოხსენებულ დასკვნაში აღნიშნულია, რომ უფლებამოსილი პოლიტიკური
პარტიის მიერ დანიშნულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების სერტიფიცირების
რეკომენდაცია არის საერთაშორისო კარგი პრაქტიკის2 შესაბამისი.
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“
მოქმედი რედაქცია ადგენს სავალდებულო მოთხოვნათა ჩამონათვალს, რომელსაც
უნდა
აკმაყოფილებდეს პირი
საუბნო
საარჩევნო
კომისიის წევრად
დანიშვნისათვის. ერთ-ერთი ასეთი კრიტერიუმია საუბნო საარჩევნო კომისიის
1
2
https://www.venice.coe.int/webforms/documents/?pdf=CDL-AD(2022)047-e
Venice Commission, Code of Good Practice in Electoral Matters, CDL-AD(2002)023rev2-cor, Guideline
II.3.1(g) and paragraph 84 of the Explanatory Report.
წევრის სერტიფიკატის ქონა. თუმცა, კანონი აწესებს გამონაკლისს, რომლის
მიხედვითაც, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სერტიფიკატი არ მოეთხოვება
უფლებამოსილი პოლიტიკური პარტიის მიერ დანიშნულ საუბნო საარჩევნო
კომისიის წევრს. საარჩევნო პროცესის კანონის შესაბამისად წარმართვაზე დიდ
გავლენას ახდენს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა კვალიფიკაცია. მოქმედი
სისტემით კი უფლებამოსილი პოლიტიკური პარტიის მიერ დანიშნულ საუბნო
საარჩევნო კომისიის წევრების კვალიფიკაციის დადგენა არ ხდება.
ხაზგასასმელია, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა კვალიფიკაციის
ამაღლების აუცილებლობაზე უთითებს 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო
არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო
კომისიაც, მის მიერ მომზადებულ დასკვნასა და რეკომენდაციებში. საარჩევნო
კომისიათა წევრთა კვალიფიკაციის მიშვნელობა ასევე გამოკვეთილია
საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში „2020 წლის 31 ოქტომბრის
საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი
საგამოძიებო კომისიის საქმიანობის შედეგების შესახებ3“.
წარმოდგენილი ცვლილებით მიხედვით, საუბნო საარჩევნო კომისიის
წევრის თანამდებობის დასაკავებლად ნებისმიერ დაინტერესებულ პირს
დასჭირდება შესაბამის სასწავლო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება და
კვალიფიკაციის ამაღლება, რათა დააკმაყოფილოს წინამდებარე საკანონმდებლო
ცვლილებით გათვალისწინებული მოთხოვნა. შესაბამისად, საუბნო საარჩევნო
კომისიის ყველა წევრისთვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სერტიფიკატის
მოთხოვნა, ცხადია, დადებითად აისახება საუბნო საარჩევნო კომისიის, როგორც
არჩეული, ისე პოლიტიკური პარტიების დანიშნული წევრების კვალიფიკაციაზე,
რაც გააუმჯობესებს არჩევნევის ჩატარევის სტანდარტს და შეამცირებს კომისიის
წევრების მხრიდან შეცდომების დაშვების ალბათობას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
განმარტებითი ბარათის „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი ამჟამად
მოწესრიგებულია საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო
კოდექსი“. შესაბამისად, საკითხის ახლებურად მოსაწესრიგებლად აუცილებელია
საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება საქართველოს ორგანულ კანონში
„საქართველოს საარჩევნო კოდექსი“.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
3
https://parliament.ge/legislation/22687
კანონპროექტის მიღებით საქართველოს საარჩევნო სისტემაში დამატებით
იმპლემენტირდება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის
უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) და ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, ასევე
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შესაბამისი რეკომენდაცია და
შედეგად, უფლებამოსილი პოლიტიკური პარტიის მიერ დანიშნულ საუბნო
საარჩევნო კომისიის წევრებისთვის სავალდებულო იქნება საუბნო საარჩევნო
კომისიის წევრის სერტიფიკატის ქონა. ამასთანავე, წინამდებარე ცვლილებები
განაპირობებს საუბნო კომისიის კვალიფიკაციის ამაღლებასა და არჩევნების
პროცესის კანონის შესაბამისად წარმართვას. შესაბამისად, სრულყოფილად იქნება
უზრუნველყოფილი 12 პუნქტიანი გეგმით განსაზღვრული საარჩევნო
კანონმდებლობის გადასინჯვასთან დაკავშირებული რეკომენდაციის შესრულება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“
მოქმედი რედაქციის 24-ე მუხლის 51 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საუბნო
საარჩევნო კომისიის წევრის სერტიფიკატი არ მოეთხოვება უფლებამოსილი
პოლიტიკური პარტიის მიერ დანიშნულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს.
კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ორგანული კანონის
„საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-51 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის
ამოღებას, რის შესაბამისადაც, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სერტიფიკატის
ქონა სავალდებულო იქნება უფლებამოსილი პოლიტიკური პარტიის მიერ
დანიშნულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრისთვისაც.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის
სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან
მიმართებაში (კანონპროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის
მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე
შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტის
მიხედვით,
გათვალისწინებულია
კანონპროექტის
გამოქვეყნებისთანავე შესვლა ძალაში, რადგან მნიშვნელოვანია დროულად
მოხდეს
საკითხის
დარეგულირება.
ამავდროულად,
არ
არის
გათვალისიწინებული კანონისთვის უკუძალის მინიჭება.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
ინიციატორების მიერ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ
მოითხოვება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ მოითხოვს აუცილებელი ხარჯების დაფინანსებას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკურ ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტს არ ექნება გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის
გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები
პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები)
მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და
იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით,
რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს
პირდაპირი გავლენა:
კანონის პროექტი არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის,
რომელზეც ის ვრცელდება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა.
ბ1) ბავშვის
შეფასება:
უფლებრივ
მდგომარეობაზე
კანონპროექტის
ზეგავლენის
კანონპროექტს არ აქვს გავლენა ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2)
გენდერული
თანასწორობის
მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება
მდგომარეობაზე
კანონპროექტის
კანონპროექტის ინიციატორის მოსაზრებით, კანონპროექტის მიღებით
გენდერული
თანასწორობის
მდგომარეობაზე
ზეგავლენის
მოხდენა
მოსალოდნელი არ არის.
გ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
სამართლებრივ
სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი,
რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ,
საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის
გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო,არასახელმწიფო
ან/და საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ)
კანონპროექტის
შემუშავებაში
ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო
ჯგუფის,
ექსპერტის
კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
მონაწილე
შეფასება
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად
იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის
მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი: ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი: ფრაქცია „ქართული ოცნება“