საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების: ხატია წილოსანის, ნინო წილოსანის, გიორგი ცაგარეიშვილის, გოგი მეშველიანის, რამინა (რიმა) ბერაძის, ბექა დავითულიანის, ნინო იობაშვილის, მაია მენაღარიშვილის, გურამ მაჭარაშვილის, ელგუჯა გოცირიძის და გელა სამხარაულის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირებისა და სურსათის შეწირულობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტისა და მისი თანმდევი პროექტების (№07-3/288; 08.02.2023) განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-03-02
ბიუროს ნომერი 228
📜 ტექსტი
წერილი
აგრარულ საკითხთა კომიტეტი
2-3067/23
02-03-2023
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 107-ე მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე,
გთხოვთ, საქართველოს პარლამენტის წევრების: ხატია წილოსანის, ნინო წილოსანის, გიორგი
ცაგარეიშვილის, გოგი მეშველიანის, რამინა ბერაძის, ბექა დავითულიანის, ნინო იობაშვილის,
მაია მენაღარიშვილის, გურამ მაჭარაშვილის, ელგუჯა გოცირიძისა და გელა სამხარაულის
მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი „სურსათის დანაკარგებისა და
სურსათის ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულობის შესახებ“, „საქართველოს
საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სურსათის/ცხოველის საკვების
უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“,
„ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ოფიციალური სტატისტიკის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/288; 08.02.2023)
საქართველოს კანონის პროექტების განხილვის ვადა გაგრძელდეს 30 დღით, საქართველოს
პარლამენტის
დარგობრივი
ეკონომიკისა
და
ეკონომიკური
პოლიტიკის
მომართვის საფუძველზე.
დანართი ერთ ფურცლად
კომიტეტის თავმჯდომარე
ნინო წილოსანი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
კომიტეტის
დანართი
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
2-3006/23
01-03-2023
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარეს ქალბატონ ნინო წილოსანს
საქართველოს პარლამენტის ბიუროს N223/3, 13.02.2023 გადაწყვეტილებით, დარგობრივი
ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს სავალდებულოდ განსახილველად
გადმოეცა საქართველოს პარლამენტის წევრების: ხატია წილოსანის, ნინო წილოსანის,
გიორგი ცაგარეიშვილის, გოგი მეშველიანის, რამინა ბერაძის, ბექა დავითულიანის, ნინო
იობაშვილის, მაია მენაღარიშვილის, გურამ მაჭარაშვილის, ელგუჯა გოცირიძისა და გელა
სამხარაულის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს
კანონების პროექტები: „სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირების და
სურსათის შეწირულობის შესახებ“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“, „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და
მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ნარჩენების მართვის
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/288; 08.02.2023).
ვინაიდან, საკითხი საჭიროებს დამატებით კონსულტაციებს, გთხოვთ, უზრუნველყოთ
აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ვადის გაგრძელება 30 დღით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
დავით სონღულაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge