საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მომართვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/215; 21.11.2022) საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
06.03.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
ნომერი
#2-3198/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-03-07
ბიუროს ნომერი 229

📜 ტექსტი

წერილი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2-3198/23 06-03-2023 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის (N2-3107/23, 02.03.2023) და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის (N2-3130/23, 02.03.2023) წერილების საფუძველზე, გთხოვთ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის (№07-2/215, 21.11.2022) სავალდებულო კომიტეტებზე განხილვის ვადა გააგრძელოთ 30 დღით. დანართი: სავალდებულო კომიტეტების წერილები 2 ფურცელზე. კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი 2-3130/23 02-03-2023 საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ირაკლი კოვზანაძეს ბატონო ირაკლი, საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2022 წლის 28 ნოემბრის №202/5 გადაწყვეტილებით, კომიტეტს სავალდებულო წესით განსახილველად გადმოეცა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/215; 21.11.2022). ობიექტური მიზეზების გამო კომიტეტი ვერ ახერხებს დადგენილ ვადაში კანონპროექტის განხილვას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოგმართავთ თხოვნით, უზრუნველყოთ კანონპროექტის განხილვის ვადის გაგრძელება 30 დღით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი 2-3107/23 02-03-2023 საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ირაკლი კოვზანაძეს ბატონო ირაკლი, გაცნობებთ, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/215; 21.11.2022), საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით (N202/5; 28.11.2022) სავალდებულო კომიტეტია - საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი. განხილვის ვადად განსაზღვრულია 08.02-09.03.2023 მოგახსენებთ, რომ წარმოდგენილი კანონპროექტის განხილვა მოითხოვს დამატებითი კონსულტაციის გამართვას. აქედან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით, საკითხის განხილვის ვადა გაგრძელდეს 30 დღით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge