საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის ელისო ბოლქვაძის მიერ წარმოდგენილი, 2023 წლის 28 თებერვალი - 4 მარტს უნგრეთის რესპუბლიკაში მისი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შესახებ ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-03-13
ბიუროს ნომერი 231
📜 ტექსტი
წერილი
კულტურის კომიტეტი
2-3227/23
06-03-2023
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტს
ბატონო შალვა,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის საფუძველზე, წარმოგიდგენთ
ანგარიშს 2023 წლის 28 თებერვალი - 4 მარტს უნგრეთის რესპუბლიკაში ჩემი სამუშაო
ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შესახებ.
დანართი „2“ ფურცელი.
პატვისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ელისო ბოლქვაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის სამუშაო ვიზიტის
ანგარიში უნგრეთის რესპუბლიკაში ( ქ. ბუდაპეშტი)
2023 წლის 28 თებერვალი- 4 მარტი
2023 წლის 28 თებერვალი- 4 მარტს განხორციელდა პარლამენტის კულტურის კომიტეტის
თავმჯდომარის ელისო ბოლქვაძის სამუშაო ვიზიტი უნგრეთის რესპუბლიკაში, ქ.
ბუდაპეშტი.
ვიზიტის ფარგლებში დეპუტატმა ჩაატარა მნიშვნელოვანი შეხვედრები:
შეხვედრა ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერ მარტა მატრაისთან.
ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერმა ვრცლად ისაუბრა ორი ქვეყნის სტრატეგიული
თანამშრომლობის ასპექტებზე,
საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობაზე,
კულტურის დანიშნულებას სამშვიდობო პლატფორმის გასაძლიერებლად თანამედროვე
გამოწვევების ფონზე.
შეხვედრა უნგრეთის ეროვნულ ასამბლეის კულტურისა და განათლების კომიტეტის
თავმჯდომარესთან - ლაცლო პოზანთან.
შეხვედრაზე დეპუტატებმა ისაუბრეს საპარლამენტო ფორმატში კომიტეტების
თანამშრომლობის გაღრმავებაზე. უნგრეთის პარლამენტის კულტურისა და განათლების
თავმჯდომარემ, კომიტეტის წევრებთან ერთად სრული მზადყოფნა გამოთქვა
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტთან თანამშრომლობაზე.შემუშავდა
კონკრეტული სამუშაო გეგმა.
შეხვედრა უნგრეთის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე,
ლორინც ნასასთან.
შეხვედრაზე ისაუბრეს საპარლამენტო დიპლომატიის უდიდეს როლსა და
მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების არსებობა ხელს
უწყობს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავებას სხვადასხვა
მიმართულებით და აძლიერებს პარლამენტის ფუნქციონირებას ქვეყნის საკეთილდღეოდ.
შეხვედრა უნგრეთის რეგიონალური განვითარების მინისტრ ტიბორ ნავრაჩიჩთან.
მინისტრმა მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმართ და
აღნიშნა, რომ უნგრეთი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი აქტიური გულშემატკივარია. ასევე, ხაზი
გაუსვა ქვეყნის უნიკალურ კულტურასა თუ ისტორიას და მის მნიშვნელობას მთელი
ევროპისათვის. შეხვედრაზე იმსჯელეს კულტურის როლზე რეგიონალური განვითარების
ჭრილში
და
შეთანხმდნენ
ურთიერთობების
გაღრმავებასა
და
სამომავლო
თანამშრომლობაზე.
შეხვედრა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროში სახელმწიფო მდივნის
მოადგილე მიკლოშ ლენგიელთან.
შეხვედრაზე ისაუბრეს იმ საქმიან ურთიერთობებზე, რომელიც ორ ქვეყანა შორის
არსებობს. როგორც უნგრეთის მთავრობის ტრენინგების, სტიპენდიებისა და გაცვლითი
პროგრამების
ხელმძღვანელმა,
მიკლოშ
ლენგიელმა
ისაუბრა
ქართველი
სტუდენტებისთვის უნგრეთის უნივერსიტეტებში სწავლის შესაძლებლობაზე. ასევე, იმ
კრიტერიუმებზე, რომლის მიხედვითაც შეირჩევიან სტუდენტები. შეხვედრაზე
განსაკუთრებით ხაზი გაესვა სახელოვნებო უმაღლეს სასწავლებლებს და ბუდაპეშტში
არსებულ ლისტის მუსიკის აკადემიას, რომელშიც აღნიშნული საერთაშორისო პროგრამის
ფარგლებში უკვე სწავლობენ ქართველები. აღსანიშნავია, რომ უნგრეთის სამთავრობო
გაცვლით პროგრამაში გამოყოფილია 80 ადგილი ქართველი სტუდენტების
დაფინანსებისთვის, რათა მათ შესაძლებლობა მიეცეთ სწავლა განაგრძონ სასურველ
უნივერსიტეტებში.
შეხვედრა უნგრეთის კულტურისა და ინოვაციების მინისტრის მოადგილე ესტერ
ვიტალიოსთან.
შეხვედრაზე ისაუბრეს ორი ქვეყნის ურთიერთობის მდიდარ ისტორიასა და კულტურის
დიპლომატიის უდიდეს როლზე მშვიდობის დამყარების პროცესებში. ასევე, პანდემიის
შედეგად გამოწვეული პრობლემების შესახებ კულტურის სფეროში და მათი გადაჭრის
გზებზე. შეხვედრისას საუბარი შეეხო სხვადასხვა ერთობლივი კულტურული პროექტების
დანერგვის შესაძლებლობას. ელისომ ბოლქვაძემ მინისტრის მოადგილეს კომიტეტის
საქმიანობის სპეციფიკა და სამოქმედო გეგმით განსაზღვრული მიმართულებები გააცნოკერძოდ, ხაზი გაესვა კულტურის კომიტეტის მუშაობის ერთ-ერთი პრიორიტეტული
ასპექტის, საერთაშორისო ურთიერთობების მნიშვნელობას. შეხვედრის დასასრულს
დაისახა თანამშრომლობის სამომავლო გეგმები. უნგრეთის მხარემ კულტურის სფეროში
ურთიერთობების გაღრმავებისა და გამოცდილებების გაზიარებისთვის მზადყოფნა
გამოთქვა.
სახელოვნებო განათლების რეფორმის კუთხით, კომიტეტის თავმჯდომარე ოფიციალური
ვიზიტების ფარგლებში სისტემატურად სტუმრობს და ეცნობა ქვეყნების სახელოვნებო
საგანმანათლებლო დაწესებულებების სტრუქტურასა და სასწავლო პროცესს. ამ მიზნით
განხორციელდა ვიზიტი ლისტის აკადემიაში, სადაც სახელმწიფო საგრანტო პროგრამის
ფარგლებში სწავლობენ ქართველი სტუდენტებიც.