საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების: მიხეილ სარჯველაძის, დავით სერგეენკოს, ალუდა ღუდუშაურის, გენრიეტა წიწავას, ზაზა ლომინაძის, ვლადიმერ ჩაჩიბაიას, ქეთევან დუმბაძის, გიორგი ცაგარეიშვილის, ბაია კვიციანის, რატი იონათამიშვილის, მაია მენაღარიშვილის, ანტონ ობოლაშვილის, მარიამ ლაშხის, ირმა ზავრადაშვილის და რამინა (რიმა) ბერაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/289; 08.02.2023) საქართველოს კანონის პროექტების განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
06.03.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-3259/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-03-07
ბიუროს ნომერი 229

📜 ტექსტი

წერილი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-3259/23 06-03-2023 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ბიუროს № 223/4, 13.02.2023 გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს განსახილველად გადმოეცა საქართველოს პარლამენტის წევრების: მიხეილ სარჯველაძის, დავით სერგეენკოს, ალუდა ღუდუშაურის, გენრიეტა წიწავას, ზაზა ლომინაძის, ვლადიმერ ჩაჩიბაიას, ქეთევან დუმბაძის, გიორგი ცაგარეიშვილის, ბაია კვიციანის, რატი იონათამიშვილის, მაია მენაღარიშვილის, ანტონ ობოლაშვილის, მარიამ ლაშხის, ირმა ზავრადაშვილისა და რამინა ბერაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტებ: „ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ გადაეცა, აგრეთვე, საქართველოს კანონში ცვლილების თაობაზე“ (№07-3/289; 08.02.2023). აღნიშნული ინიციატივა სავალდებულო დასკვნისთვის პარლამენტის სხვა კომიტეტებს, მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს და მისი განხილვის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 06 მარტამდე. მიმდინარე წლის 06 მარტს მოგვმართა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა, რომელმაც შეგვატყობინა, რომ ობიექტური მიზეზების გამო დასახელებული საკითხის განხილვას დადგენილ ვადაში ახერხებს და ითხოვა ამ ვადის გაგრძელება 30 დღით. ვითვალისწინებთ რა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თხოვნას, მოგმართავთ შუამდგომლობით მითითებული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების თაობაზე. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge