საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების: სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილის, დიმიტრი ხუნდაძის, გურამ მაჭარაშვილის, ვიქტორ ჯაფარიძის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას, ეკა სეფაშვილის, დავით კაჭარავას და ზაალ მიქელაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ (№07-3/293; 14.02.2023) საქართველოს კანონის პროექტის, მეორე მოსმენით, საკომიტეტო განხილვის გარეშე, საქართველოს პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანის შესახებ.
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-03-10
ბიუროს ნომერი 230
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-3414/23
09-03-2023
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
თქვენთვის როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარდგენილია საქართველოს კანონის პროექტი „უცხოური გავლენის
გამჭვირვალობის შესახებ“ (N07-3/293; 14.02.2023), რომელიც 2023 წლის 7 მარტს საქართველოს
პარლამენტმა მიიღო პირველი მოსმენით.
აღნიშნული კანონპროექტის ინიციატორებმა 2023 წლის 9 მარტს საქართველოს
პარლამენტის ბიუროს მიმართეს წერილით (N2-3410/23) ამ კანონპროექტის გამოთხოვის
თაობაზე.
აღნიშნული კანონპროექტის განხილვის პროცესის უახლოეს დროში დასრულების
სათანადო პროცედურული გზა კი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მისი მეორე მოსმენით
განხილვა და კენჭისყრით მიუღებლობაა.
ამრიგად, მოგმართავთ, რომ აღნიშნული კანონპროექტი, მისი მეორე მოსმენით
საკომიტეტო განხილვის გარეშე, შეტანილ იქნეს პარლამენტის უახლოესი პლენარული
სხდომის დღის წესრიგში, რადგან აღნიშნული კანონპროექტის არმიღებასთან დაკავშირებით
მიღწეულია საყოველთაო კონსენსუსი და, შესაბამისად, აზრს მოკლებულია მისი საკომიტეტო
განხილვა და კომიტეტის მიერ მისი მომზადება.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge