„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
07.03.2023
ავტორი
ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ თალაკვაძე, ბექა დავითულიანი, გიორგი ვოლსკი, ბექა ოდიშარია, დავით კაჭარავა
ნომერი
#07-3/301/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-03-13
ბიუროს ნომერი 231

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994–1995, №№27–30, მუხ. 575) შეტანილ იქნეს ცვლილებები: 1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი: „12. კლასიკური ავტომობილი - მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილ მოთხოვნებს და რომლის წლოვანებაც აღემატება 40 წელიწადს.“. 2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 86 მუხლი: „მუხლი 86. კლასიკური ავტომობილი ავტომობილის კლასიკურ ავტომობილად მიჩნევის წესი და კრიტერიუმები, რომლებსაც იგი უნდა აკმაყოფილებდეს, ასევე ექსპლუატაციასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.“. მუხლი 2. 2023 წლის 1 მაისამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის 86 მუხლით განსაზღვრული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება. მუხლი 3. 1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლისა, ამოქმედდეს 2023 წლის 1 მაისიდან. 2. ამ კანონის პირველი მუხლის ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივნისიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: აღნიშნული კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს კლასიკური, ანტიკვარული, საკოლექციო მანქანების პოპულარიზაცია, ავტომუზეუმებისა და საავტომობილო კოლექციების შექმნისა და გაფართოებისათვის ხელშეწყობა, რაც პირდაპირ კავშირშია ქვეყნაში კულტურისა და ტურიზმის განივთარებასთან. „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საავტომობილო ტრანსპორტის საქმიანობის სამართლებრივ, ეკონომიკურ და ორგანიზაციულ საფუძვლებს. აღნიშნული კანონპროექტის ფარგლებში, ნორმატიულ დონეზე იარსებებს კლასიკური ავტომობილის კატეგორია, რომელზეც შემდგომ გავრცელდება განსხვავებული საკანონმდებლო რეგულაცია. საავტომობილო კულტურის ხელშეწყობისთვის, ავტომუზეუმებისა, საავტომობილო კოლექციების განვითარებისათვის აუცილებელია საკანომდებლო დონეზე განმტკიცდეს და დაცული იქნეს იმ კატეგორიის ავტომობილები, რომლებიც თავიანთი წლოვანებითა და შესაბამისი კრიტერიუმებით წარმოადგენენ ისტორიულ, კულტურულ ღირებულებას და შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სალექციო ექსპონატად. მსგავსი მნიშვნელობის ავტომობილების შეძენისა და მოვლისათვის აუცილებელია განსაკუთრებული პირობები, რაც, თავის მხრივ, ბადებს საკანონმდებლო რეგულაციის მასთან მისადაგების აუცილებლობას. კანონპროექტის თანახმად კლასიკური ავტომობილის წლოვანება 40 წელიწადს აღემატება. ეს ცვლილება პირდაპირაა დაკავშირებული მიდგომასთან, რომელიც საერთოა, როგორც ევროკავშირის, ისე ჩრდილო ამერიკის ქვეყნებისათვის. ზემოაღნიშნულ სახელმწიფოებში, კლასიკური ავტომობილები უზრუნველყოფილი არიან გარკვეული საკანონმდებლო შეღავათებით. თუმცა, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ საქართველოს დღეს მოქმედი კანონმდებლობა არ გვთავაზობს ამ ტერმინის განმარტებას. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, რომ საკანონმდებლო დონეზე განისაზღვროს ამ ტიპის ავტომობილის საკანონმდებლო დეფინიცია და ნათელი გახდეს თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ავტომობილი, რათა ჩაითვალოს ის კლასიკურად. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დეტალურად მოხდება კლასიკური ავტომობილის კრიტერიუმებისა და ამ სტატუსის მინიჭების საფუძვლების განსაზღვრა, ასევე, ექსპლუატაციასთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირება, თუმცა, მანამდე აუცილებელია შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის არსებობა. სწორედ ამ პრობლემის გადაჭრას ისახავს მიზნად აღნიშნული კანონპროექტი. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: საავტომობილო ტრანსპორტის საქმიანობის სამართლებრივ, ეკონომიკურ და ორგანიზაციულ საფუძვლებს განსაზღვრავს „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონი. კლასიკური ავტომობილებისათვის განსხვავებული საკანონმდებლო მოწესრიგების შექმნამდე აუცილებელია საკანონმდებლო დონეზე განისაზღვროს ამ ტიპის ავტომობილის საკანონმდებლო დეფინიცია, რისთვისაც მისი რეგლამენტირება უნდა მოხდეს „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში. აგრეთვე, აუცილებელია იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის არსებობა, რომელიც დეტალურად განსაზღვრავს კლასიკური ავტომობილის კრიტერიუმებსა და ამ სტატუსის მინიჭების საფუძვლებს, ხოლო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება, თავის მხრივ, მოითხოვს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის არსებობას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში გაჩნდება ახალი კატეგორია კლასიკური ავტომობილის სახით. ეს იქნება ძირითადი საკანონმდებლო ბაზა შემდგომში ამ კატეგორიისათვის შეღავათიანი რეგულაციების დაწესებისთვის, რაც პირდაპირ კავშირში იქნება ანტიკვარული ტიპის ავტომობილების პოპულარიზაციასა და კლასიკური სატრანსპორტო საშუალებების კულტურის განვითარებასთან, პოზიტიურად იმოქმედებს საავტომობილო კოლექციებზე, ავტომუზეუმებზე და ტურიზმზე. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიხედვით, პირველი მუხლს შემდეგ ემატება 12 პუნქტი, რომლის თანახმადაც განისაზღვრება კლასიკური ავტომობილის ცნება. ასევე, წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით კანონს ემატება 86 მუხლი, რომლიც დაავლდებულებს საქართველოს მთავრობას მიიღოს მთავრობის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომელიც დეტალურად განსაზღვრავს კლასიკური ავტომობილის კრიტერიუმებსა და ამ სტატუსის მინიჭების საფუძვლებს, ასევე, ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ საკითხებს დაარეგულირებს. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): წარმოდგენილ კანონპროექტზე არ ვრცელდება განმარტებითი ბარათის წინამდებარე ქვეპუნქტი, რადგან იგი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: მიზანშეწონილია კანონპროექტის დროული ამოქმედება, შესაბამისად გათვალისწინებულია, რომ კანონი ამოქმედდეს 2023 წლის პირველი ივნისიდან, ასევე, მიზანშეწონილია საქართველოს მთავრობას 2023 წლის პირველი მაისიდან ჰქონდეს შესაძლებლობა შეიმუშაოს შესაბამისი კანონქვემდებარე აქტი. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტი არ განიხილება დაჩქარებული წესით. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება პერიოდში(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): საშუალოვადიან ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტს არ ექნება გავლენა ბიუჯეტზე. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტს არ ექნება გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტს არ ექნება გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. რესპუბლიკის ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტს არ ექნება გავლენა სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებზე. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტს არ ექნება ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობის შესაბამის ბიუჯეტში განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი დამოუკიდებლად არ განსაზღვრავს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობას ან ოდენობის განსაზღვრის პრინციპს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის ზეგავლენის შეფასება მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი კანონპროექტის ინიციატორის მოსაზრებით, კანონპროექტის მიღებით გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელი არ არის. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება არ საქართველოს მიერ დადებულ ხელშეკრულებას/შეთანხმებას. მრავალმხრივ უკავშირდება გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია /დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატი ვ) კანონპროექტის ინიციატორი: არჩილ თალაკვაძე, ბექა დავითულიანი, გიორგი ვოლსკი, ბექა ოდიშარია, დავით კაჭარავა