მინისტრის საათი - საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის გამოსვლა.
📋 განხილვის ეტაპები
სხდომაზე განსახილველი პროექტი
📄 წერილი (313 KB)
📄 მოხსენება (148 KB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (17.0 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (7.0 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (9.0 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (3.5 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (3.5 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (3.5 MB)
📅 დამატებითი ინფორმაცია
მიღების თარიღი 2023-03-23
📜 ტექსტი
წერილი
https://edoc.mof.ge/public/#/
21170-08-03-2-202303151800
N 08-03/21170
15/03/2023
საქართველოს პარლამენტს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 153-ე მუხლის პირველი პუნქტის
შესაბამისად, დანართის სახით წარმოგიდგენთ სამთავრობო პროგრამის შესრულების
შესაბამისი მიმართულებების შესახებ მოხსენებას, რომელიც საქართველოს ფინანსთა
მინისტრის მიერ საქართველოს პარლამენტს წარედგინება მინისტრის საათის ფორმატში.
დანართი: 25 ფურცელი.
ლაშა ხუციშვილი
მინისტრი
მოხსენება
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
მინისტრის საათი
23.03.2023
შინაარსი
2022 წლის ძირითადი პარამეტრების შესრულება......................................................................................3
ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრები ........................................................................................3
ეკონომიკური ზრდა .................................................................................................................................3
ინფლაცია ...................................................................................................................................................3
საგარეო ვაჭრობა .......................................................................................................................................3
ტურიზმი ....................................................................................................................................................4
ფულადი გზავნილები..............................................................................................................................4
მიმდინარე ანგარიში ................................................................................................................................4
ინვესტიციები ............................................................................................................................................5
ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები ....................................................................................................5
ბიუჯეტის შემოსულობები......................................................................................................................5
ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი................................................................................................................5
ბიუჯეტის დეფიციტი ..............................................................................................................................6
მთავრობის ვალი.......................................................................................................................................6
სუვერენული რეიტინგები...........................................................................................................................7
სახელმწიფო ფინანსების მართვა...................................................................................................................8
მიღწეული შედეგები ....................................................................................................................................8
სახელმწიფო ინვესტიციების მართვა........................................................................................................9
ვალის მართვა ..............................................................................................................................................10
სახელმწიფო საწარმოების რეფორმა .......................................................................................................11
საგადასახადო დანახარჯები.....................................................................................................................12
საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკა.......................................................................................................12
შიდა აუდიტი ..............................................................................................................................................14
ფინანსური მართვა და კონტროლი .........................................................................................................15
სათამაშო ბიზნესი...........................................................................................................................................16
ბუღალტრული აღრიცხვა და ანგარიშგება.................................................................................................18
საგანმანათლებლო საქმიანობა .....................................................................................................................19
ეკონომიკური დანაშაულის პრევენცია და მის წინააღმდეგ ბრძოლა ...................................................20
სანქციების აღსრულება .................................................................................................................................22
საერთაშორისო ღონისძიებები ....................................................................................................................24
2
2022 წლის ძირითადი პარამეტრების შესრულება
ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრები
ეკონომიკური ზრდა
2022 წელი ეკონომიკური შედეგების თვალსაზრისით, საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა,
რაც წლის დასაწყისში განვითარებული მოვლენების ფონზე, ნაკლებად მოსალოდნელი
ჩანდა.
წინასწარი მონაცემებით, 2022 წელს რეალური მშპ-ის ზრდა კვლავ ორნიშნა იყო და 10.1
პროცენტი შეადგინა. შეიძლება ითქვას, რომ 2021-2022 წლებში ეკონომიკის დონე სრულად
დაუბრუნდა პანდემიამდე არსებულ ტრენდს. ეს ნიშნავს, რომ 2022 წელს რეალური
შემოსავლების დონე ისეთივე იყო, როგორიც პანდემიის არარსებობის შემთხვევაში იყო
მოსალოდნელი.
მნიშვნელოვანი ზრდა გრძელდება 2023 წელსაც და იანვარში, ეკონომიკური აქტივობის
ზრდამ 8.4% შეადგინა.
2023 წელს ბიუჯეტი დაფუძნებულია 5,0-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის
პროგნოზზე, თუმცა მოსალოდნელია, რომ არსებული დადებითი დინამიკა, მომდევნო
პერიოდშიც შენარჩუნდება და შესაძლებელი გახდება ეკონომიკური ზრდის უფრო
მაღალი მაჩვენებლის მიღწევა.
ინფლაცია
შედარებით რთული იყო 2022 წელი ინფლაციის თვალსაზრისით. 2022 წელს, ძირითადად,
საგარეო მოვლენებით გამოწვეული შოკების გამო, ინფლაციის ტემპმა მოიმატა და 11.9%
შეადგინა. რუსეთ-უკრაინის ომმა და მიწოდების არხების კიდევ ერთხელ შეფერხებამ,
ინფლაციაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ 2022 წლის
ივნისიდან ინფლაციის ტემპმა შემცირება დაიწყო და 2023 წლის თებერვლის საერთო
ფასების წლიური ზრდა 8.1% იყო.
მიმდინარე წლის განმავლობაში, მოსალოდნელია ამ ტრენდის შენარჩუნება და სხვა
თანაბარ პირობებში წლის მეორე ნახევარში მიზნობრივ 3%-იან ნიშნულთან დაახლოება.
საგარეო ვაჭრობა
2022 წლის განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაიზარდა საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქონლის ექსპორტი 31,8
პროცენტით გაიზარდა და 5.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
გასულ წელს, იმპორტის მოცულობა 34,5 პროცენტით გაიზარდა და 13.6 მლრდ აშშ
დოლარი დაფიქსირდა. თუმცა აქ აღსანიშნავია, რომ იმპორტის ზრდაში, მნიშვნელოვანი
წვლილი შეიტანა გაზრდილ ტურიზმთან დაკავშირებულმა იმპორტმა. ტურიზმის
ეფექტის გარეშე, იმპორტის ზრდა 27.1 პროცენტი იყო.
3
ტურიზმი
2022 წელს საგარეო სექტორის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტურიზმის
სექტორის აღდგენამ.
ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა, გასულ წელს 3.5 მლრდ დოლარს გადააჭარბა.
2019 წელთან მიმართებით ტურიზმიდან ქვეყნის ეკონომიკაში მიღებული შემოსავლების
აღდგენამ 107,6 პროცენტი შეადგინა.
თუ ტურიზმის შემოსავლებიდან გამოვრიცხავთ რუსეთიდან და უკრაინიდან შემოსული
ტურისტების თანხას, 2019 წელთან შედარებით, აღდგენის მაჩვენებელი 91,0 პროცენტს
შეადგენს. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზირებისას,
ტურიზმიდან შემოსავლების აღდგენა მოსალოდნელი იყო 70 პროცენტის ფარგლებში.
შედარებისათვის, 2021 წელს, 2019 წელთან მიმართებით აღდგენის მაჩვენებელი 38.1
პროცენტი იყო.
მოსალოდნელია, რომ ტურიზმი
მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას.
წელსაც
გააგრძელებს
ეკონომიკურ
ზრდაში
ფულადი გზავნილები
ფულადი გზავნილების ზრდის ტემპმა განსაკუთრებით მოიმატა 2022 წელს. შემოდინება
2021 წელთან შედარებით, თითქმის ორჯერ გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს 4.4
მლრდ დოლარს მიაღწია.
თუმცა, ამ მხრივ, 2022 წელი თვისობრივადაც განსხვავებული იყო. რუსეთში დაწესებული
კაპიტალის კონტროლის ღონისძიებების გამო, 2022 წელს ფულადი გადმორიცხვების
სტატისტიკაში აგრეთვე მოხვდა ტურისტებისა და მიგრანტების მიერ სწრაფი ფულადი
გადარიცხვის საშუალებით შემოტანილი თანხებიც, რომელიც რიგ შემთხვევაში,
დაკავშირებული იყო საცხოვრებელი ადგილის ცვლილებასთან.
შესაბამისად, სხვა ქვეყნებიდან გზავნილების ზრდასთან ერთად, თვალსაჩინოა
რუსეთიდან ფულადი გზავნილების მატება, რომელმაც 2022 წლისათვის მთლიანი
გზავნილების ნახევარს გადააჭარბა.
რუსეთიდან ფულადი გზავნილების გამორიცხვით, სხვა ქვეყნებიდან გზავნილების
მოცულობა გაზრდილია 18,9 პროცენტით.
მიმდინარე ანგარიში
2022 წელი წარმატებული იყო საგარეო მოწყვლადობის შემცირების მიმართულებით.
მესამე კვარტალში, დაფიქსირდა მიმდინარე ანგარიშის დადებითი სალდო 400 მილიონი
აშშ დოლარის მოცულობით (მშპ-ის 5,9%), რაც ისტორიული მაქსიმუმია.
4
სამი კვარტლის ჯამურმა დეფიციტმა რეკორდულად დაბალი, 459.4 მლნ აშშ დოლარი,
მშპ-ის 2.7 პროცენტი შეადგინა. 2022 წელს წინასწარი შეფასებით, ველოდებით
დეფიციტის შემცირებას მშპ-ის 3-3.5 პროცენტის ფარგლებში, რაც ასევე ისტორიულად
საუკეთესო მაჩვენებელია
ინვესტიციები
მიმდინარე ანგარიშის გაუმჯობესებასთან ერთად, მნიშვნელოვნად გაიზარდა მისი
დაფინანსების წყაროებიც, საიდანაც უმთავრესი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები
იყო.
გასულ წელს, ისტორიული მაჩვენებელი დაფიქსირდა პირდაპირ უცხოურ
ინვესტიციებში. საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს ამ მაჩვენებელმა 2 მილიარდი აშშ
დოლარი შეადგინა, სადაც ევროკავშირის, ბრიტანეთისა და აშშ-ის წილი 72,6 პროცენტი
იყო.
პანდემიისდროინდელი კლების შემდეგ, ზრდა დაიწყო მთლიანმა ინვესტიციებმაც.
წინასწარი შეფასებით, 2022 წელს მთლიანი ინვესტიციების თანაფარდობამ მშპ-სთან
მიმართებით 22 პროცენტი შეადგინა.
ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები
ბიუჯეტის შემოსულობები
2022 წელს პირველად, პროგნოზებთან შედარებით მაღალმა ეკონომიკურმა პარამეტრებმა
შესაძლებელი გახადა ბიუჯეტის შემოსავლების ზრდა.
ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების მაჩვენებელი მის პირველად გეგმასთან
შედარებით, ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებების შედეგად 1,8 მილიარდი
ლარით გაიზარდა და მისი საბოლოო გეგმა 17 მილიარდ 350 მილიონ ლარს შეადგენდა.
საგადასახადო შემოსავლების საკასო შესრულებამ 17 მილიარდ 385 მილიონ ლარს
გადააჭარბა, რაც გაზრდილი გეგმიური მაჩვენებლის 100,2 პროცენტს შეადგენს.
ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ დამატებული ღირებულების
დაბრუნების მაჩვენებელმა 2 მილიარდ 265 მილიონ ლარს გადააჭარბა.
გადასახადის
ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებმა, ჯამში, 23 მილიარდ 648 მილიონ ლარს გადააჭარბა,
რაც დაგეგმილი მაჩვენებლის 100,8 პროცენტია.
ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი
მაღალი შესრულება იყო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილშიც, რომლის მოცულობამ, ჯამში 23
მილიარდ 49 მილიონი ლარი შეადგინა, რაც პროგნოზირებული მაჩვენებლის 99,7
პროცენტია.
5
მიმდინარე ხარჯების ნაწილში, საკასო შესრულებამ 15 მილიარდ 615 მილიონ ლარს,
(პროგნოზის 99,2%), ხოლო კაპიტალურმა ხარჯებმა 6 მილიარდ 169 მილიარდ ლარს
გადააჭარბა, რაც პროგნოზირებული მაჩვენებლის 101,2 პროცენტია.
ბიუჯეტის დეფიციტი
მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგად მიღებული დამატებითი შემოსავლები წლის
განმავლობაში არამხოლოდ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზრდის, არამედ მისი
მნიშვნელოვანი ნაწილი ბიუჯეტის დეფიციტის შესამცირებლად მიიმართა.
2022 წლის ბიუჯეტის თავდაპირველი ვარიანტის მიხედვით, ნაერთი ბიუჯეტის
დეფიციტის პროგნოზი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით, დაგეგმილი იყო 4,4
პროცენტის დონეზე, თუმცა მისმა ფაქტიურმა მაჩვენებელმა მთლიანი შიდა პროდუქტის
3,1 პროცენტი შეადგინა.
2023 წლისთვის ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი დაგეგმილია მშპ-ის 2,8 პროცენტის
დონეზე, თუმცა დაგეგმილზე მაღალი ეკონომიკური ზრდის შემთხვევაში, შესაძლებელი
იქნება მისი დამატებით შემცირება.
მთავრობის ვალი
2022 წლის ბიუჯეტის პირველადი ვარიანტის მიხედვით, წლის ბოლოსთვის მთავრობის
ვალის მოცულობა დაგეგმილი იყო მთლიანი შიდა პროდუქტის 51,1 პროცენტის დონეზე.
მაღალმა ეკონომიკურმა პარამეტრებმა და შესაბამისად, ბიუჯეტის დეფიციტის
შემცირებამ შესაძლებელი გახადა 700 მილიონ ლარზე მეტით შემცირებულიყო 2022
წლისთვის დაგეგმილი ვალის აღების მაჩვენებელი. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ
წლის განმავლობაში ლარის გაცვლითი კურსი გამყარდა, რამაც ასევე დადებითად
იმოქმედა მთავრობის ვალის შემცირებაზე.
2022 წლის ბოლოსთვის საქართველოს მთავრობის ვალმა შეადგინა 28 538 მლნ ლარი, რაც
მშპ-ის 39.6 პროცენტია, მათ შორის, საგარეო ვალი - 21 392.0 მლნ ლარი (მშპ-ის 31.3%),
ხოლო საშინაო ვალი - 7 146 მლნ ლარი (მშპ-ის 9.9%). აღსანიშნავია, რომ „ეკონომიკური
თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით მთავრობის ვალის ზღვრულ
მოცულობაში ასევე გაითვალისწინება საჯარო და კერძო თანამშრომლობის (PPP)
პროექტების ფარგლებში არსებული ვალდებულებების მოცულობა, რაც 2022 წლის 1
იანვრის მდგომარეობით, შეადგენდა მშპ-ის 0.5%-ს.
შეჯამებისთვის აღსანიშნავია, რომ პანდემიის პერიოდში მთლიან შიდა პროდუქტთან
მიმართებით 60 პროცენტზე მაღალ მაჩვენებელზე გაზრდილი მთავრობის ვალი, სწორი
ეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის შედეგად, 2 წლიან პერიოდში შემცირდა ე.წ.
უსაფრთხო - 40 პროცენტზე დაბალ ნიშნულამდე, რაც პანდემიამდელი პერიოდის
მაჩვენებელზე დაბალია.
მიმდინარე წლის ბოლოსთვის, მთავრობის ვალის მაჩვენებელი კიდევ შემცირდება და
მშპ-ის 39 პროცენტზე დაბალ ნიშნულზე ჩამოვა.
6
სუვერენული რეიტინგები
2021-2022 წლების ჯანსაღმა ეკონომიკურმა პარამეტრებმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია
ქვეყნის სუვერენულ რეიტინგზე.
მიმდინარე წელს, სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო
რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა. ეს იმას ნიშნავს,
რომ შემდგომი შეფასებებისთვის, უკვე მოსალოდნელია რეიტინგის ერთი საფეხურით
მომატება და საინვესტიციო რეიტინგამდე დაგვრჩება ერთი ნაბიჯი.
სუვერენული საკრედიტო რეიტინგი არის ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის ერთერთი ყველაზე მდგრადი და სტაბილური შეფასება. ეს არ გახლავთ ისეთი მაჩვენებელი,
სადაც რამდენიმე წელიწადში შესაძლებელია დიდი პროგრესის მიღწევა. სტატისტიკა
აჩვენებს, რომ ერთი საფეხურის ცვლილებასაც კი მინიმუმ რამდენიმე წელიწადი
სჭირდება და დროის ეს შუალედი ბუნებრივია, დამოკიდებულია ამ პერიოდში განცდილ
პროგრესსა და განხორციელებულ რეფორმებზე.
დღეისათვის, საქართველოს საკრედიტო რეიტინგი BB დონეზეა შეფასებული. ჩვენ გვაქვს
გაცხადებული მიზანი, რომ მივაღწიოთ „საინვესტიციო რეიტინგს“, რომელ მიზანსაც
Fitch-ის ბოლო ცვლილებამ კიდევ უფრო დაგვაახლოვა.
საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესებას ერთდროულად მრავალი მიმართულებით
წინსვლა ჭირდება. ესენია:
-
-
-
მაკროეკონომიკური სტაბილურობა და ფისკალური დისციპლინა, რაც ბოლო
წლებია ჩვენი ძლიერი მხარეებია;
ქვეყნის მმართველობის ხარისხი, რითაც აგრეთვე ლიდერი პოზიცია გვიჭირავს
მსგავსი რეიტინგის მქონე ქვეყნებს შორის;
საგარეო მოწყვლადობები, რომელიც ისტორიულად იყო ჩვენი რეიტინგის მთავარი
შემზღუდავი ფაქტორი, თუმცა ბოლო წლებში, ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი
განიცადა შემცირების მიმართულებით;
გეოპოლიტიკური რისკები, რომელიც მუდმივად ტვირთად აწევს ჩვენს
საკრედიტო რეიტინგს და 2022 წელს კიდევ უფრო გაიზარდა უკრაინაში რუსეთის
შეჭრის გამო;
დაბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი - ქვეყნის შემოსავლების დონე, რაც არის
გრძელვადიანი გამოწვევა, სადაც ინვესტიციებს აქვს ძალიან დიდი როლი.
საერთო ჯამში, აქ ერთგვარი ორმხრივი მიზეზ-შედეგობრიობაა. ერთი მხრივ,
შემოსავლების, ანუ ეკონომიკური ზრდისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია საინვესტიციო
გარემო, ხოლო მეორე მხრივ, ეკონომიკური ზრდა, მმართველობის მაღალი ხარისხი,
სტაბილური ეკონომიკური პოლიტიკა და საგარეო რისკებისადმი მოწყვლადობის
შემცირება, ხელს უწყობს ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას.
სწორედ ამიტომაა საკრედიტო რეიტინგი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და
საინვესტიციო გარემოს კომპლექსური მაჩვენებელი და შესაბამისად, საინვესტიციო
რეიტინგის მიღწევა ჩვენი მნიშვნელოვანი ამოცანა.
7
სახელმწიფო ფინანსების მართვა
მიღწეული შედეგები
საჯარო ფინანსების მართვის სისტემის გამართულობამ, შეიძლება ითქვას,
უმნიშვნელოვანესი გამოცდა გაიარა 2020-2022 წლებში, როდესაც პანდემიით და
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად მიმდინარე ომით გამოწვეული გლობალური
კრიზისის ფონზე, ფისკალურ პოლიტიკას განსაკუთრებული მოქნილობა დასჭირდა.
საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა
სამინისტრო მუდმივ რეჟიმში ახორციელებს მიმდინარე პროგრესის შეფასებას, ანალიზს
და მასზე დაფუძნებულ დაგეგმვას.
2022 წლის ბოლოს, შემუშავდა საჯარო ფინანსების მართვის სტრატეგიის პროექტი და
განთავსებული იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე საჯარო
განხილვისთვის. აღნიშნული სტრატეგია ფორმალიზებული საჯარო ფინანსების მართვის
სტრატეგიის მეოთხე განახლებაა და ფარავს 2023-2026 წლებს და უახლოეს მომავალში
დამტკიცდება.
სტრატეგიის მიმდინარე განახლება ეფუძნება „სახელმწიფო დანახარჯების და ფინანსური
ანგარიშვალდებულების (PEFA)” 2022 წლის თვითშეფასების ანგარიშს, რომლის
ვალიდირებაც ევროკავშირის მხარდაჭერით, მსოფლიო ბანკის მიერ განხორციელდა.
2022 წლის PEFA თვითშეფასება და მისი ვალიდირებული ანგარიში ადასტურებს შემდგომ
პროგრესს. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მიმდინარე შეფასება ეყრდნობა 20192021 წლების მონაცემებს. შესაბამისად, სამი შესაფასებელი წლიდან, ორი წელი მკვეთრად
იყო გადახრილი ტრენდიდან: 2020 წლის პარამეტრები - COVID 19-ის კრიზისის
უარყოფითი გავლენების, ხოლო 2021 წელი მოსალოდნელზე უფრო მაღალი აღდგენის
გათვალისწინებით.
2022 წლის შეფასებით, 2017 წლის შეფასებასთან შედარებით, უმაღლესი A ქულით
შეფასებულია 5 ინდიკატორით მეტი. ჯამში, არსებული 31 ინდიკატორიდან 20
ინდიკატორში გვაქვს უმაღლესი შეფასება. გასათვალისწინებელია, რომ შეფასებაში
არცერთ ინდიკატორში აღარ გვაქვს ყველაზე დაბალი D+ ან/და D შეფასება.
2022 წლის PEFA შეფასების ანგარიშის გამოქვეყნებისას, ევროკავშირის ტექნიკური
დახმარების ფარგლებში მომუშავე მსოფლიო ბანკის ვალიდირების ჯგუფის მიერ
აღინიშნა, რომ PEFA შედეგებით, საქართველო ყველაზე კარგ შედეგს აჩვენებს იმ 59
ქვეყანას შორის, რომლებიც PEFA შეფასებას გადიან.
გასათვალისწინებელია, რომ გასულ წელს, პირველად მომზადდა საჯარო ფინანსების
მართვის გენდერული ასპექტების ანალიზი, PEFA სამდივნოს მიერ შემუშავებული
მეთოდოლოგიის მიხედვით.
2022 წელს გამოქვეყნდა ბიუჯეტის გამჭვირვალობის (OBS) განახლებული ინდექსი, სადაც
საქართველომ, მიუხედავად პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევებისა, არა მხოლოდ
შეინარჩუნა ადგილი ყველაზე გამჭვირვალე ქვეყნების რიგში (წინა ორი შეფასებით (2019
8
და 2017 წლებში) გლობალურ რეიტინგში მე-5 ადგილს ვიკავებდით), არამედ პროგრესიც
დაადასტურა და გლობალურ რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა 120 ქვეყანას შორის.
სახელმწიფო ინვესტიციების მართვა
სახელმწიფო ფინანსების მართვის ერთ-ერთი
სახელმწიფო ინვესტიციების მართვის რეფორმა.
მნიშვნელოვანი
მიმართულებაა,
2022 წელს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ განხორციელდა საინვესტიციო
პროექტების მართვის სისტემის შეფასება (PIMA), რის საფუძველზეც მომზადდა
საინვესტიციო პროექტების მართვის მეთოდოლოგიის მნიშვნელოვანი განახლება.
საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის სტრატეგიის ფარგლებში, საინვესტიციო
პროექტების სრული ციკლის დანერგვის მიმართულებით, საქართველოს ფინანსთა
სამინისტრო წლების მანძილზე აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო
ორგანიზაციებთან და საფინანსო ინსტიტუტებთან, მათ შორის, მსოფლიო ბანკის და
ევროკავშირის ტექნიკური მხარდაჭერის ფარგლებში. საინვესტიციო პროექტების
მართვის სრულყოფილი დანერგვის მიზნით, მეთოდოლოგიის გაუმჯობესება საჭირო
გახდა ბოლო წლებში მიღებული პრაქტიკისა და საერთაშორისო გამოცდილების
გათვალისწინებით.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ბოლოს, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში
განხორციელდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც საინვესტიციო პროექტების მართვის
მეთოდოლოგიით, საინვესტიციო პროექტების შეფასების ვალდებულება, უკვე
საკანონმდებლო მოთხოვნას წარმოადგენს.
ზოგადად, საინვესტიციო პროექტების მართვის მეთოდოლოგიის გამოყენება, ახალი
საინვესტიციო
პროექტების
განხორციელებაზე
გადაწყვეტილების
მიღებამდე
მნიშვნელოვანი ეტაპია, საჯარო ფინანსების მართვისთვის, რათა მოხდეს რესურსების
მაქსიმალურად ეფექტური და ეფექტიანი განაწილება. ამასთან, მისი გამოყენება
უმნიშვნელოვანესი ეტაპია სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგიის მიზნებისათვისაც,
საერთაშორისო
თუ
ორმხრივი
დონორი
ორგანიზაციებიდან
საინვესტიციო
პროექტებისთვის დაფინანსების მოთხოვნის გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
თუ მოქმედი გზამკვლევი ვრცელდებოდა 5 მლნ ლარის და მეტი ღირებულების ახალ
საინვესტიციო პროექტებზე და პროექტის კონცეფციის ბარათი და ხარჯთსარგებლიანობის ანალიზი მზადდებოდა აღნიშნულ პროექტებზე, წარმოდგენილი
მეთოდოლოგია ვრცელდება ყველა ახალ საინვესტიციო/კაპიტალურ პროექტზე (მათ
შორის, 5 მლნ ლარამდე ღირებულების პროექტებზე) და პროექტის ღირებულების და
სპეციფიკის მიხედვით, მეთოდოლოგიაში დაკონკრეტებულია თუ რა სახის ინფორმაციის
მომზადებაა საჭირო, თუმცა განსაკუთრებული აქცენტი გაკეთებულია 20 მლნ ლარზე
მეტი ღირებულების პროექტებზე.
პროექტების საბოლოო შერჩევის ეტაპზე, საინვესტიციო-კაპიტალური პროექტების
შესახებ სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, პროექტის
9
განხორციელება/არ განხორციელების თაობაზე, გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს
მთავრობის დადგენილებით შექმნილი ეკონომიკური საბჭო.
მსოფლიო ბანკის ტექნიკური მხარდაჭერით, მიმდინარეობს მუშაობა საინვესტიციო
პროექტების ელექტრონული მოდულის (ePIM) შექმნაზე, რომლითაც შესაძლებელი
გახდება საინვესტიციო პროექტების სასიცოცხლო ციკლის თითოეულ ეტაპზე
საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების მართვა და მისი მონიტორინგი.
ვალის მართვა
რამდენიმე კვირის წინ, ჩვენ განვაახლეთ ვალის მართვის სტრატეგია 2023-2026
წლებისათვის.
ვიდრე უშუალოდ 2023-2026 წლების სტრატეგიაზე ვისაუბრებდეთ, მოკლედ მოგახსენებთ
წინა სტრატეგიის ძირითად მიმართულებებსა და მიღწეულ შედეგებზე.
ჩვენ წინა სტრატეგია 2021 წლის ბოლოს წარმოვადგინეთ. 2021 წელი იყო პირველი პოსტ
პანდემიური წელი და წლის დასაწყისში, მთავრობის ვალის დონე მშპ-ს 60.2 პროცენტს
შეადგენდა. ცნობისათვის, სტრატეგიის შესაბამისად, ვალის უსაფრთხო დონედ
მიჩნეულია მშპ-ს 40 პროცენტიანი ნიშნული, რადგან ვალის ეს დონე უძლებს
პრაქტიკულად ყველა სახის შოკს, მათ შორის, პანდემიის მსგავს შოკსაც. აქედან
გამომდინარე, სტრატეგიის პირველ და უმთავრეს მიმართულებად, ვალის უსაფრთხო
დონემდე შემცირება შეადგენდა. გამომდინარე იქიდან, რომ იმ დროისათვის პანდემიის
შემდგომი ეკონომიკური აღდგენის პერსპექტივა ჯერ კიდევ საკმაოდ ბუნდოვანი იყო,
საშუალოვადიან მიზნად განისაზღვრა მთავრობის წმინდა ვალის მშპ-ს 45 პროცენტიან
ნიშნულთან დაახლოება.
ეკონომიკური აღდგენის ტემპი იმაზე გაცილებით სწრაფი იყო, ვიდრე ამას ველოდით.
ამავდროულად, პანდემიამდე არსებულ ნიშნულს დაუბრუნდა გაცვლითი კურსიც, რამაც
პასუხისმგებლიან ფისკალურ პოლიტიკასთან ერთად, საშუალება მოგვცა მთავრობის
მთლიანი ვალის მაჩვენებელი პანდემიამდე
არსებულ დაბალ, მთლიანი შიდა
პროდუქტის 39,6 პროცენტამდე შეგვემცირებინა, (რაც იმას ნიშნავს, რომ წმინდა ვალი
მნიშვნელოვნად ჩამოსცდა 40 პროცენტიან ნიშნულს). შესაძლოა, უკვე ითქვას, რომ
რაოდენობრივი თვალსაზრისით, ვალის ეს დონე უკვე მისაღებია და სხვა თანაბარ
პირობებში, თუ ახალი შოკის სცენარი არ განვითარდა, დამატებითი მტკივნეული
ნაბიჯების გადადგმის საჭიროება მოსალოდნელი არ არის.
მიუხედავად რაოდენობრივად ვალის კომფორტული დონისა, მნიშვნელოვანი გამოწვევაა
ვალის სავალუტო კომპოზიცია. სწორედ ამიტომ, როგორც წინა, ისე განახლებული
სტრატეგიის მეორე მიმართულებაა ლარში დენომინირებული ვალის წილის ზრდა და
სავალუტო კურსის ცვლილებისადმი ვალის მოწყვლადობის შემცირება.
წინა სტრატეგიის მომზადებისას, ვალის 80 პროცენტი დენომინირებული იყო უცხოურ
ვალუტაში. მსგავსი პროპორცია იყო პანდემიამდელ პერიოდშიც, რის გამოც პანდემიისას
ვალის 40.4 პროცენტიდან 60.2 პროცენტამდე ზრდაში, დაახლოებით, 6-7 პროცენტული
პუნქტი, კურსის გაუფასურებამ შეიტანა. შესაძლოა, თამამად ითქვას - რომ არა ვალის
10
დოლარიზაციის ასეთი მაღალი მაჩვენებელი, პანდემიის პერიოდში ვალის დონე
თავისუფლების აქტით განსაზღვრულ 60-პროცენტიან ლიმიტს არ გადააჭარბებდა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ მიზნად დავისახეთ უცხოურ ვალუტაში
აღებული ვალის წილის შემცირება. საშუალოვადიან პერიოდში, სამიზნე მაჩვენებელი 65
პროცენტით განისაზღვრა. 2022 წლის ბოლოსათვის, ეს მაჩვენებელი უკვე შემცირებულია
75 პროცენტამდე, რაც საკმაოდ დიდი მიღწევაა.
საშუალოვადიან პერიოდში, ამ მიმართულებით კვლავაც აქტიურად გავაგრძელებთ
მუშაობას. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ამ პოლიტიკას არამხოლოდ რისკების შემცირების
მოტივი აქვს, არამედ მნიშვნელოვანია, ვალის ხარჯიანობის კუთხითაც. მიუხედავად
იმისა, რომ უცხოური ვალის უდიდესი ნაწილი საერთაშორისო პარტნიორებისგან
აღებული შეღავათიანი პირობების სესხებია, დღეს მსოფლიოში არსებული მაღალი
საპროცენტო განაკვეთების ფონზე, სავალუტო კურსის რისკების გათვალისწინებით,
ჯამში, ეს სესხები არ არის უფრო შეღავათიანი, ვიდრე ლარში საბაზრო პირობებში
გამოშვებული სესხი.
აღნიშნული პოლიტიკა, გარდა ვალის პორტფელის დივერსიფიკაციისა და გაჯანსაღებისა,
მნიშვნელოვანია ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებისათვის.
საშუალოვადიან პერიოდში, ამ მიმართულებით ჩვენი მიზანია, ადგილობრივი
ობლიგაციების საერთაშორისო ინდექსებში მოხვედრა, რაც საინვესტიციო რეიტინგთან
ერთად, მნიშვნელოვნად გაზრდის არარეზიდენტი ინვესტორებისათვის ადგილობრივი
ფასიანი ქაღალდების ხელმისაწვდომობას.
სახელმწიფო საწარმოების რეფორმა
სახელმწიფო საწარმოების რეფორმაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია. ეს სექტორი ჩვენი
ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, თუმცა ეკონომიკური და ფინანსური
კუთხით, მათი რესურსი არასაკმარისადაა რეალიზებული, რაც წლების განმავლობაში
გამოიხატებოდა ამ საწარმოების მიერ განცდილ ფინანსურ ზარალსა და ხშირ
შემთხვევაში, ბიუჯეტზე დამოკიდებულებაში.
რეფორმის მთავარი მიზანია, რომ ეს საწარმოები გახდნენ ფინანსურად დამოუკიდებელი
და ბიუჯეტსა და ეკონომიკაში დადებითი წვლილის შემტანი. 2022 წელი სახელმწიფო
საწარმოების დიდმა ნაწილმა, განსაკუთრებით, მსხვილმა საწარმოებმა, დადებითი
შედეგებით დახურეს, თუმცა განვლილმა წლებმა აჩვენა, რომ ფინანსური სიჯანსაღისა და
რისკიანობის თვალსაზრისით, გამოწვევები მნიშვნელოვანია, რაც განსაკუთრებით
თვალსაჩინო ხდება ეკონომიკური შოკებისას.
საქართველოს მთავრობამ წლის დასაწყისში დაამტკიცა სახელმწიფო საწარმოების
რეფორმის სტრატეგია. სახელმწიფო საწარმოების რეფორმა ჩვენი რეფორმების დღის
წესრიგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რომელშიც ჩართულია ჩვენი
პრაქტიკულად, ყველა პარტნიორი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი. აღნიშნული
რეფორმა, აგრეთვე წარმოადგენს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის ნაწილს.
11
რეფორმის პირველ ეტაპზე, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან ერთად,
შერჩეულია სამი საპილოტე საწარმო, რომლებშიც რეფორმის ელემენტების დანერგვა
წელსვე დაიწყება. ეს საწარმოებია: საქართველოს რკინიგზა, გაზის ტრანსპორტირების
კომპანია და აეროპორტების გაერთიანება.
გასულ წელს, ფინანსთა სამინისტრო განისაზღვრა უმსხვილესი 7 სახელმწიფო საწარმოს
ფინანსურ ზედამხედველად, რომლის ფარგლებშიც, ფინანსთა სამინისტრო დარგობრივ
სამინისტროსთან ერთად, ითანხმებს კომპანიების საშუალოვადიან ფინანსურ გეგმებსა და
მსხვილ ინვესტიციებს.
რეფორმის სტრატეგიის თანახმად, წელს განხორციელდება საკანონმდებლო ბაზის
შემუშავება, რომელიც სხვა მიმართულებებთან ერთად, მოაწესრიგებს საწარმოების
ფლობის პოლიტიკასაც. საწარმოების აქციონერები თანაბრად გახდებიან ეკონომიკისა და
ფინანსთა სამინისტროები, რაც დააბალანსებს კომპანიების მართვაში დარგობრივ და
ფინანსურ ინტერესებს.
საგადასახადო დანახარჯები
2020 წლიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ აქტიური მუშაობა დაიწყო
საგადასახადო დანახარჯების, ანუ კანონით განსაზღვრული საგადასახადო შემოსავლების
ანალიზზე.
საგადასახადო დანახარჯების სრულყოფილი იდენტიფიცირება ერთი მხრივ,
მნიშვნელოვანი კომპონენტია ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიმართულებით, ხოლო მეორე
მხრივ აუცილებელია მათი ეკონომიკური და სოციალური ეფექტების შეფასება, რაც
საშუალებას მოგვცემს მომავალში ვიმსჯელოთ ამა თუ იმ შეღავათის შენარჩუნების
მიზანშეწონილობასა თუ მის ნაცვლად, უფრო მიზნობრივი საბიუჯეტო პროგრამების
დაფინანსებაზე.
2022 წლის განმავლობაში შეფასდა დღგ-ის, მოგების და საშემოსავლო გადასახადების ე.წ.
საგადასახადო დანახარჯები, რომლებმაც, დაახლოებით, 2.8 მლრდ ლარი შეადგინა (2021
წლისთვის). საბიუჯეტო კოდექსის ცვლილების მიხედვით, აღნიშნული დოკუმენტი
გახდა საბიუჯეტო პროცესის ნაწილი და ყოველ წელს მისი განახლებული ვერსია
დაერთვება საბიუჯეტო დოკუმენტაციის ნაწილს.
მიმდინარე წელს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერით, დაიწყება რიგი
შეღავათების ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზი, რომლის შედეგების მიხედვით,
შესაძლებელი იქნება მათი ნაწილობრივი ოპტიმიზაცია.
საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკა
რეფორმები და მნიშვნელოვანი სიახლეების დანერგვა მუდმივად მიმდინარეობს როგორც
საგადასახადო, ასევე საბაჟო მიმართულებით.
აღსანიშნავია,
რომ
ასოცირების
ხელშეკრულებიდან
გამომდინარე,
განხორციელებულია ცვლილებები საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობაში,
12
რომელიც სრულად პასუხობს ევროკავშირის სტანდარტებს. შექმნილია
მნიშვნელოვანი წინაპირობა, რომ ბიზნესს გაუმარტივდეს საქმიანობა
ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებში. გრძელდება აქტიური მუშაობა ევროკავშირის
კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად.
სამართლიანი დაბეგვრის უზრუნველსაყოფად, განხორციელდა საკანონმდებლო
ცვლილებები, რომლის მიხედვით ფინანსური ინსტიტუტებისთვის შენარჩუნდა
მოგების გადასახადის დაბეგვრის ე.წ. „კლასიკური მოდელი“, ამავე დროს, გაუქმდა
გაცემულ დივიდენდზე გადასახადი და განხორციელდა მოგების გადასახადის
განაკვეთის ოპტიმიზაცია;
საქართველო
აქტიურად
განაგრძობს
საერთაშორისო
საგადასახადო
მიმართულებით
საერთაშორისო
ორგანიზაციების
წინაშე
ნაკისრი
ვალდებულებების
შესრულებას.
საგადასახადო
გამჭვირვალობისა
და
კანონშესაბამისობის გაუმჯობესების მიზნით, 2022 წელს, 9 ნოემბერს ხელი
მოეწერა „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის
შესახებ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივ შეთანხმებას“. შედეგად,
საქართველო 2024 წლიდან ავტომატურ რეჟიმში გაცვლის ფინანსურ ინფორმაციას
შეთანხმების მონაწილე იურისდიქციების კომპეტენტურ უწყებებთან, მათი
რეზიდენტების ფინანსური ანგარიშების შესახებ.
გრძელდება მუშაობა „ორმაგი დაბეგვრის თავიდან არიდების შესახებ“
შეთანხმებების გაფორმებასა და ძველი შეთანხმებების განახლებაზე. ამჟამად,
შეთანხმება ძალაშია 57 ქვეყანასთან. შეთანხმებების გაფორმება დაგეგმილია
ალბანეთთან, მონტენეგროსთან და მალაიზიასთან. 2023 წლის 1-ელ აპრილს
ძალაში შედის შეთანხმება პოლონეთთან, რომელიც ჩაანაცვლებს ქვეყნებს შორის
აქამდე მოქმედ 2006 წლის 31 აგვისტოს შეთანხმებას.
2022 წლის 3 ივნისს ევროკავშირსა და საქართველოს შორის საგადასახადო/საბაჟო
სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, ხელი მოეწერა 2022-2027
წლებში საგადასახადო/საბაჟო პროგრამაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ
შეთანხმებას. პროგრამის მიზნებია, საგადასახადო პოლიტიკისა და ევროკავშირის
საგადასახადო კანონმდებლობის იმპლემენტაციის მხარდაჭერა, კომპეტენტურ
ორგანოებს
შორის
თანამშრომლობის,
ინფორმაციის
გაცვლისა
და
ადმინისტრაციული შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა, მათ შორის,
ადამიანური რესურსებისა და ელექტრონული სისტემების განვითარებისა და
ფუნქციონირების ჩათვლით.
ერთიანი მეთოდოლოგიური ბაზა - გადასახადის გადამხდელთა ცნობიერების
დონის ასამაღლებლად, შემოსავლების სამსახურში ამერიკის შეერთებული
შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ევროპის
რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით, ამოქმედდა
უახლესი
ციფრული
მოთხოვნების
შესაბამისი
საინფორმაციო
და
მეთოდოლოგიური ჰაბი - infohub.rs.ge, სადაც ცენტრალიზებულია სხვადასხვა
ტიპის, მუდმივად განახლებადი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელიც მუდმივ
რეჟიმში ხელმისაწვდომია დაინტერესებული პირებისთვის.
დღგ-ის დაბრუნება - დამატებული ღირებულების გადასახადის ავტომატურად
დაბრუნების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. აღნიშნული სისტემის
13
ჩამოყალიბებიდან 2022 წლის ბოლომდე, ბიზნესს 5 მილიარდ ლარზე მეტი
დაუბრუნდა. მხოლოდ 2022 წელს ქვეანგარიშიდან დაბრუნებულმა ჯამურმა
თანხამ 2,3 მილიარდ ლარამდე შეადგინა.
2022 წელს გაგრძელდა დღგ-ის ზედმეტად გადახდილი თანხების ავტომატური
დაბრუნების სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული პროგრამული
მოდულების, სათანადო რისკის კრიტერიუმებისა და ინდიკატორების დახვეწა და
ანალიზის შედეგად გამოვლენილი საჭიროებებისა და ცვლილებების
უზრუნველყოფის მიზნით, დაიგეგმა შესაბამისი ღონისძიებები.
დეკლარაციების აუდიტის პროგრამის დანერგვა - გადასახადის გადამხდელთა
მიერ მოგების და გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების
ყოველთვიური დეკლარაციების სისწორის უზრუნველყოფის მიზნით, ამოქმედდა
სპეციალური პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, წინასწარ დადგენილი რისკის
ინდიკატორების მიხედვით, განისაზღვრება წარმოდგენილი დეკლარაციების
საგადასახადო რისკის დონე.
უკუკავშირის მექანიზმის დანერგვა - დაინტერესებულ პირთა საჭიროებაზე
მორგებული სერვისების განვითარების პროცესში, მომხმარებელთა ჩართულობისა
და მომსახურების ხარისხის კონტროლის მიზნით, 2022 წელს სამსახურის მიერ
შეთავაზებულ სერვისებზე მომხმარებლის მხრიდან უკუკავშირის დაფიქსირების,
მისი შენახვის, დამუშავების, გაანალიზებისა და შესაბამისი რეაგირების
განხორციელების მიზნით, შემოსავლების სამსახურის ავტორიზებული
მომხმარებლის გვერდზე დაინერგა უკუკავშირის ერთიანი სისტემა. აღნიშნული
ასევე მოიცავს უკუკავშირს საბაჟო დეპარტამენტის ელექტრონულ სერვისებთან
მიმართებით.
საბაჟო პროცესების ავტომატიზაცია - შემოსავლების სამსახურმა დაიწყო საბაჟო
პროცესების ავტომატიზაცია ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიზაციის
ტექნოლოგიის გამოყენებით. საბაჟო სისტემების ციფრული ტექნოლოგიებით
სრულყოფის პროცესში, შეიქმნა პირველი ე.წ. რობოტი მებაჟე ოფიცერი.
ხელოვნური ინტელექტის ფუნქციაა დოკუმენტების მიღება, გაციფრულება,
მომხმარებლის ინფორმირება დოკუმენტში ხარვეზთან დაკავშირებით და
დეკლარაციის დაბეჭდვა. სამომავლოდ იგეგმება რობოტი მებაჟე ოფიცრის საბაჟო
კონტროლის საქმიანობაში უფრო აქტიურად ჩართვა.
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე, საქონლის წინასწარი
დეკლარირების წახალისების მიზნით, შემოსავლების სამსახურმა განახორციელა
დეკლარანტების/მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „eCustoms“-ში დაშვებული
პირებისთვის უპირატესი, განსხვავებული საფასურების შემოღება და გაზარდა იმ
პროცედურების ჩამონათვალი, რომელთა გამოყენებისას, შესაძლებელია
საქონლის წინასწარი, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე
დეკლარირება.
14
შიდა აუდიტი
სახელმწიფო ფინანსების მართვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა შიდა
აუდიტის სისტემის ეფექტური ფუნქციონირება, რომლის კოორდინაციის ფუნქცია
ფინანსთა სამინისტროს კანონით აქვს განსაზღვრული.
შიდა აუდიტის სისტემის დანერგვა უკვე 10 წელზე მეტია მიმდინარეობს და საკმაოდ
კარგი შედეგები გვაქვს, რასაც ადასტურებს სახელმწიფო ხარჯების და ფინანსური
ანგარიშვალდებულების (PEFA) ბოლო ანგარიშიც, სადაც შიდა აუდიტის შეფასების
ინდიკატორში უმაღლესი შეფასება გვაქვს.
შემუშავებულია მეთოდოლოგიური ბაზა:
ეფექტიანობის აუდიტის სახელმძღვანელო;
ეთიკის კოდექსის და შიდა აუდიტის პროფესიული პრაქტიკის საერთაშორისო
სტანდარტების განმარტებები საქართველოს საჯარო სექტორის შიდა
აუდიტორებისთვის;
შიდა აუდიტის საკონსულტაციო საქმიანობის გზამკვლევი/ინსტრუქცია;
თაღლითობისა და კორუფციის რისკების შეფასების ინსტრუქცია საქართველოს
საჯარო სექტორის შიდა აუდიტორებისთვის.
შიდა აუდიტის საქმიანობის ხარისხის გარე შეფასებების ფარგლებში გაცემული
რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის პირველი ეტაპი დაიწყო;
ეფექტიანობის აუდიტის მასშტაბების
პილოტური პროექტი განხორციელდა;
გაზრდის
მიზნით,
4
მუნიციპალიტეტში
შიდა აუდიტორთა ეროვნული სერტიფიცირების ფარგლებში OECD/SIGMA-ს
მხარდაჭერით, შემუშავდა სერტიფიცირების პროგრამის 3 მოდული (4-დან), ასევე
შემუშავებულია სერტიფიცირების დებულება.
მიმდინარე წელს, გაგრძელდება შიდა აუდიტორული საქმიანობის ხარისხის
გაუმჯობესების ხელშეწყობა, რომლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია შიდა
აუდიტორთა ეროვნული სერტიფიცირების პროგრამა. გარდა ამისა, განხორციელდება
შიდა აუდიტის ინსტიტუციური გაძლიერება, ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) და
ეფექტიანობის აუდიტის მიმართულებით.
ფინანსური მართვა და კონტროლი
შიდა აუდიტთან შედარებით, ახალი მიმართულებაა ფინანსური კონტროლის სისტემის
დანერგვა, რომლის კოორდინირების ფუნქცია, ასევე, ფინანსთა სამინისტროს აქვს.
ამ ეტაპზე სისტემის დანერგვა მიმდინარეობს 6 ცენტრალურ სამინისტროში პილოტურ
რეჟიმში:
FMC კოორდინატორები განსაზღვრულია;
დელეგირებულია უფლება-მოსილებები;
ჩამოყალიბებულია
ფორუმი
ეკონომიკური/ფინანსური
ხელმძღვანელებისთვის (შედგა 3 შეხვედრა);
დეპარტამენტების
15
განსაზღვრულია მიზნები დარგობრივი დეპარტამენტების მიხედვით;
შემუშავებულია რისკების რეესტრები;
დანერგილია საბიუჯეტო მომსახურების გაწევის შესახებ შეთანხმებები (სსიპ-თან);
დაწყებულია რისკის მართვის სისტემის ჩამოყალიბება;
გადამზადდა მენეჯმენტი, იდენტიფიცირებულია რისკის ოფიცრები;
განხორციელებულია 2 სასწავლო ვიზიტი შვედეთში, შიდა ფინანსური
კონტროლის, კერძოდ ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის შვედური
მოდელისა და გამოცდილების გაზიარება;
შემუშავებულია მეთოდოლოგიური ბაზა:
საჯარო სექტორში რისკების მართვის სახელმძღვანელო;
საბიუჯეტო პროგრამის ფარგლებში მომსახურების გაწევის შესახებ შეთანხმებების
შემუშავების ინსტრუქცია;
საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ფინანსური მართვისა და კონტროლის
სისტემის დანერგვის მეორე ეტაპის (მენეჯერული კონტროლი) დანერგვის
ინსტრუქცია.
რეფორმის პოპულარიზების მიზნით, შემუშავებულია სოც. კომუნიკაციის პლატფორმა
(ჰარმონიზაციის ცენტრის ვებგვერდი pifc.gov.ge და FB ოფიციალური გვერდი:
facebook.com/CentralHarmonizationUnit)
საქართველოს მთავრობის 2023 წლის (N-96) განკარგულებით, დამტკიცდა სახელმწიფო
შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების 2021-2024 წწ სტრატეგიის 20232024 წწ სამოქმედო გეგმა;
მენეჯერული კონტროლისა და ფინანსური მართვის დანერგვის ფარგლებში, დაგეგმილია
რისკის მართვისა და დელეგირების სისტემების ჩამოყალიბების ხელშეწყობა (დამატებით
ცენტრალური სამინისტროების, ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებისა და
მუნიციპალიტეტების დონეზე);
სათამაშო ბიზნესი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ერთ-ერთ მიმართულებას სათამაშო ბიზნესის
პოლიტიკა წარმოადგენს.
2022 წლის პირველი მარტიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის
შესაბამისად, ძალაში შევიდა სათამაშო ბიზნესის ახალი რეგულაციები. კერძოდ, 25
წლამდე ასაკის ახალგაზრდებისათვის და დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ
პირთა სიაში შეყვანილი პირებისთვის (მათ შორის, სოციალურად დაუცველი
პირებისთვის, საჯარო მოხელეებისთვის) აიკრძალა ონლაინ აზარტული თამაშები.
პირველი მარტიდან ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა
ბაზაში, აკრძალულ პირთა სიაში დღეისათვის შეტანილია 1 457 526 პირი. დამოკიდებულ
პირთა სიაში რეგისტრირებულია 4 901 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების
საფუძველზე 34 პირი, ხოლო თავად პირის მომართვის საფუძველზე 4 867 განაცხადი
დარეგისტრირდა.
16
გარდა ზემოაღნიშნული აკრძალვებისა, საკანონმდებლო ცვლილებებით, შეიცვალა
სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის წესი და პრინციპებიც, რამაც მნიშვნელოვანი დადებითი
ეფექტი იქონია ბიუჯეტის შემოსავლებზეც.
2022 წელს სათამაშო ბიზნესიდან სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებული თანხა, წინა
წელთან შედარებით გაიზარდა 65 პროცენტით და ჯამში 739 მლნ. ლარი შეადგინა, მათ
შორის, სანებართვო მოსაკრებლიდან - 55 მლნ. ლარი, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან
- 114 მლნ. ლარი, ხოლო გადასახადებიდან (დღგ, მოგება-GGR, საშემოსავლო, ქონება,
იმპორტი) – 581 მლნ. ლარი.
საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად
განსაზღვრული 12 პირობის შესასრულებლად, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა
და უშიშროების კომიტეტთან ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების
მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ, შემუშავებული წინადადებების/შემდგომი
ნაბიჯების დოკუმენტის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ 2022
წელს მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც აწესებს ახალი
სანებართვო საქმიანობის სახეებს სისტემურ-ელექტრონული ფორმით (ონლაინ)
აზარტული და მომგებიანი თამაშობის ორგანიზებაზე, ადგენს სანებართვო პირობებს,
სანებართვო მოსაკრებლის ოდენობებს და პასუხისმგებლობას სანებართვო პირობების და
წლიური სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევებზე.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს
კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად, შემოდის ახალი ნებართვების
სახეობები:
სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინეს თამაშობების ორგანიზების
ნებართვა;
სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის ორგანიზების ნებართვა;
სისტემურ-ელექტრონული
ფორმით
სათამაშო
აპარატების
თამაშობების
ორგანიზების ნებართვა.
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში
განხორციელებული ცვლილებები ითვალისწინებს ახალი ნებართვების სახეობებისთვის
სანებართვო მოსაკრებლების დადგენას შემდეგი ოდენობით:
სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინეს თამაშობების ორგანიზების
ნებართვა, დამოუკიდებლად - წელიწადში 5 000 000 ლარი;
სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინეს თამაშობების ორგანიზების
ნებართვა, რომელიც გაიცემა ფიზიკურად არსებული სამორინეს მოწყობის ნებართვის
საფუძველზე - წელიწადში 100 000 ლარი;
სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატის თამაშობების ორგანიზების
ნებართვა, დამოუკიდებლად - წელიწადში 1 000 000 ლარი;
სისტემურ-ელექტრონული
ფორმით
სათამაშო
აპარატების
თამაშობების
ორგანიზების ნებართვა, რომელიც გაიცემა ფიზიკურად არსებული სათამაშო აპარატების
სალონის მოწყობის ნებართვის საფუძველზე - წელიწადში 100 000 ლარი;
17
სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების
ნებართვა, რომელიც გაიცემა ფიზიკურად არსებული ტოტალიზატორის მოწყობის
ნებართვის საფუძველზე - წელიწადში 100 000 ლარი.“.
ვინაიდან შემოდის ახალი ნებართვის სახეობები, დაწესდა საჯარიმო სანქციები ამ
საქმიანობების სანებართვო პირობების და წლიური მოსაკრებლის გადახდის ვადის
დარღვევის შემთხვევებზე:
სანებართვო პირობების დარღვევისთვის - 7 000 ლარი;
მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევისთვის - 20 000 ლარი.
აღნიშნულ ცვლილებათა პაკეტი სრულად ამოქმედდება 2024 წლიდან.
ბუღალტრული აღრიცხვა და ანგარიშგება
2016 წლიდან, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების საფუძველზე ქვეყანაში
ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმა მიმდინარეობს. აღნიშნული რეფორმის
განხორციელება, კანონით ფინანსთა სამინისტროს, ბუღალტრული აღრიცხვის,
ანგარიშგებისა და აუდიტის სამსახურს დაევალა, რომელიც უკვე მეშვიდე წელია
წარმატებით ახორციელებს ამ მანდატს.
2022 წელს, ანგარიშგებების პორტალზე (Reportal.ge) 77 ათასამდე საწარმომ წარადგინა
წლიური ანგარიშგება, რაც გასულ წლებთან შედარებით, რეკორდული მაჩვენებელია. ამ
ეტაპისთვის, დიდი ზომის კომპანიებში წარდგენის მაჩვენებელი 95%-ს, ხოლო მცირე
კომპანიებში (ე.წ. მეოთხე კატეგორიის კომპანიებში) 78%-ს შეადგენს.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საწარმოთა მხრიდან ფინანსური ანგარიშგების
სტანდარტებისა და კანონის მოთხოვნების შესრულების უზრუნველსაყოფად, სამსახური
ახორციელებს წარდგენილი ანგარიშგებების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის
შემოწმებას სრულად, ხოლო მაღალი კატეგორიის საწარმოებისთვის, დამატებით
ახორციელებს სტანდარტთან შესაბამისობის მიმოხილვას რისკზე დაფუძნებული
მიდგომით. აღნიშნული პროცესის ფარგლებში, ყოველწლიურად იფარება სრული
სიმრავლის 5%-ი და იგეგმება აღნიშნული მაჩვენებლის 10%-მდე ზრდა. ზემოაღნიშნული
პროცესების წარმატებით განხორციელება, ხელს უწყობს ქვეყანაში ჯანსაღი
ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებას. გვაქვს პოზიტიური მოლოდინი, რომ მომდევნო წლებში
წარდგენის მაჩვენებელი ანგარიშგების ხარისხთან ერთად, კიდევ უფრო მეტად
გაიზრდება.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა ციფრული
ანგარიშგების სტანდარტის (ე.წ. XBRL სტანდარტის) დანერგვის მიზანშეწონილობის
კვლევა, რომლის შედეგებმაც გამოავლინა, რომ აღნიშნული სტანდარტის დანერგვა და
ანგარიშგებების გაციფრულება, ხელს შეუწყობს ანგარიშგების ხარისხის ზრდას და
მნიშვნელოვნად გაამარტივებს მის დამუშავებას დაინტერესებული პირების, მათ შორის,
პოტენციური ინვესტორების მიერ. შესაბამისად, მომდევნო წლებში დაგეგმილია ამ
მიმართულებით კომპანიების ცნობიერების ამაღლება და აღნიშნული სტანდარტის
დანერგვის პროცესის დაწყება.
18
შეგახსენებთ, რომ დიდი ზომის და სდპ (საზოგადოებრივი დაინტერესების პირები)
კომპანიებისთვის, მათი ანგარიშგებების ხარისხისა და სანდოობის უზრუნველყოფის
მიზნით, კანონით განსაზღვრულია ანგარიშგებების სავალდებულო აუდიტი. აუდიტის
ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ქვეყანაში შექმნილია აუდიტორთა ერთიანი
რეესტრი და სამსახურის მიერ ხორციელდება ამ რეესტრში რეგისტრირებული
აუდიტორული ფირმების მიერ შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი და მათთვის
შესაბამისი ხარისხის კატეგორიის მინიჭება. 2022 წლის განმავლობაში განხორციელდა 111
აუდიტორული ფირმის მონიტორინგი, შედეგად აუდიტის ბაზრის 60%-მდე უკვე
დაფარულია, ხოლო 2026 წლისთვის იგეგმება ამ მაჩვენებლის 95%-ის ნიშნულამდე ზრდა.
უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელს, განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების
საფუძველზე, ევროპულ პრაქტიკასთან დაახლოების მიზნით, 2023 წლიდან
მონიტორინგების პარალელურად, სამსახური განახორციელებს აუდიტორული ფირმების
მიმართ მოკვლევებს, რაც დამატებით საშუალებას იძლევა ოპერატიულად მოხდეს
სამართალდარღვევათა გამოვლენა და მათი შემდგომი პრევენცია.
2022 წელს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის
შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, საერთაშორისო სტანდარტების
შესაბამისად, სერტიფიცირებულ ბუღალტრებთან და აუდიტორებთან/აუდიტორულ
ფირმებთან ერთად, სამსახურის წინაშე ანგარიშვალდებული პირები გახდნენ
პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტრები და საბუღალტრო ფირმები.
2023 წლის თებერვალში სამსახურში შეიქმნა ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის
ზედამხედველობის
დეპარტამენტი,
რომელიც
უზრუნველყოფს
პროფესიული
მომსახურების გამწევი ბუღალტრებისა და საბუღალტრო ფირმების სახელმწიფო
რეესტრების შექმნასა და მართვას, მასში რეგისტრირებულ პირთა ზედამხედველობას და
სამართლებრივი ჩარჩოს სრულყოფას.
განხორციელებული და დაგეგმილი ცვლილებები, მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს
ევროკომისიის მოხსენებითი ბარათით გათვალისწინებული 12 პუნქტიდან ერთ-ერთი
პუნქტის შესრულებისკენ (ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის
გაძლიერება) და თანხვედრაშია ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF)
რეკომენდაციებსა და ევროკავშირის დირექტივებთან.
საგანმანათლებლო საქმიანობა
სამინისტროს გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს
როგორც არსებული კადრების გადამზადება, ასევე ახალი კადრების მომზადება
სამინისტროს სისტემისათვის.
ახალი კადრების მომზადება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საბაჟო ორგანოებისთვის,
ვინაიდან არცერთ უმაღლეს სასწავლებელში არ არის შესაძლებელი საბაჟო საქმიანობის
სპეციფიკის სრულყოფილი შესწავლა. ამავდროულად, საბაჟო საქმის მცოდნე
სპეციალისტებზე კერძო სექტორის მხრიდან მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით,
კრიტიკულად აუცილებელია მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობდეს ახალგაზრდების
მომზადება.
19
ამ კუთხით მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს ფინანსთა სამინისტროს აკადემიას, რომელიც
არამხოლოდ სამინისტროს სისტემას, არამედ მთელ საჯარო სექტორს და ფინანსური
მიმართულებებით კერძო სექტორსაც ემსახურება.
მხოლოდ 2022 წელს, აკადემიაში გადამზადდა 9 000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 3 500ზე მეტი კერძო სექტორში დასაქმებული პირი და 500-მდე საერთაშორისო სასწავლო
კურსების მონაწილე.
აკადემიის მიერ მიმდინარე წელს დაგეგმილია:
საჯარო სკოლების ხაზინის ერთიან სისტემაში ჩართვის მიზნით ყველა სკოლისა და
რესურსცენტრების წარმომადგენელთა ტრენინგები;
მსოფლიო ბანკთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობით
საერთაშორისო ტრენინგ ცენტრის სტატუსის შენარჩუნება და საერთაშორისო სასწავლო
კურსების ჩატარება;
კერძო საერთაშორისო კომპანიებთან თანამშრომლობის გაღრმავება და სატრენინგო
კურსების განხორციელება; (მაგ: Colvir inc)
ფინანსური და საგადასახადო კუთხით რეფორმების მხარდაჭერა და რეფორმების
ბენეფიციარებამდე მიტანა სატრენინგო კურსების მეშვეობით;
ACCA - სთან ხელშეკრულების გაფორმება და საერთაშორისო სასერტიფიკაციო
სისტემაში ჩართვა;
კერძო სექტორის უფრო მეტი დაინტერესება სატრენინგო და სასწავლო კურსებში
ჩართვის მხრივ - (მიზანი 5000 მონაწილე);
საერთაშორისო ორგანიზაციებთან (GIZ, TIKA, UNDP) თანამშრომლობის
გაღრმავება.
საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან (CAREC Institute; Joint Vienna
Institute) თანამშრომლობის გაგრძელება და ერთობლივი პროექტების განხორციელება.
ქალთა გაძლიერება და მეწარმეობის ხელშეწყობის მიმართულებით საერთაშორისო
ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და ერთობლივი პროექტების განხორციელება.
ეკონომიკური დანაშაულის პრევენცია და მის წინააღმდეგ ბრძოლა
ფინანსთა სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია ეკონომიკური დანაშაულის
პრევენცია და მის წინააღმდეგ ბრძოლაა.
ამ მიმართულებით მოკლედ წარმოგიდგენთ საგამოძიებო სამსახურის მუშაობის ამსახველ
სტატისტიკას როგორც გასული წლის მდგომარეობით, ისე მიმდინარე წლის განვლილ
პერიოდზე.
2022 წელს, საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში გამოძიება
დაიწყო 3 017 სისხლის სამართლის საქმეზე;
გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სისხლისსამართლებრივი
დევნა დაიწყო 1 582 პირის მიმართ;
სახელმწიფოს სასარგებლოდ მობილიზებულ იქნა 154 822 231 ლარი - რაც
წარმოადგენს საგამოძიებო სამსახურის ფუნქციონირების მთელი პერიოდისთვის
რეკორდულ შედეგს.
20
ასევე:
დაყადაღდა 245 500 000 ლარის ღირებულების უძრავი და 13 000 000 ლარის
ღირებულების მოძრავი ქონება, ასევე, საბანკო ანგარიშებზე არსებული 14 500 000
ლარი.
გატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოს მასშტაბით ამოღებულია
ჯამში 587 655 კოლოფი უაქციზო სიგარეტი;
ამოღებულია 1 813 456 ლარის ღირებულების 29 530.78 გრ. ოქროსა და ძვირფასი
ლითონის ნაკეთობანი, ხოლო სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმეულია 1 188
101 ლარის ღირებულების 14 640.69 გრ. ოქროსა და ძვირფასი ლითონის
ნაკეთობანი;
სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმეულია, მოტყუებით დაუფლებული 6 337
469 მლნ ლარის ღირებულების ჯამში 122 997 კვ.მ. მიწის ნაკვეთი;
ზიანის
დაფარვის
უზრუნველსაყოფად,
სახელმწიფოს
სასარგებლოდ
ჩამორთმეულ იქნა 7 ავტოსატრანსპორტო საშუალება.
2023 წლის იანვარ-თებერვალში მიღწეული შედეგების მოკლე მიმოხილვა:
ასევე:
საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო 430
სისხლის სამართლის საქმეზე;
გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სისხლისსამართლებრივი
დევნა დაიწყო 232 პირის მიმართ;
სახელმწიფოს სასარგებლოდ მობილიზებულ იქნა 32 456 200 ლარი.
დაყადაღდა 13 286 635 ლარის ღირებულების უძრავი და 313 000 ლარის
ღირებულების მოძრავი ქონება, ასევე, საბანკო ანგარიშებზე არსებული 6 711 ლარი.
გატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოს მასშტაბით ამოღებულია
ჯამში 129 813 კოლოფი უაქციზო სიგარეტი;
ამოღებულია 438 346 ლარის ღირებულების 8 470.27 გრ. ოქროსა და ძვირფასი
ლითონის ნაკეთობანი, ხოლო სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმეულია 8 676
ლარის ღირებულების 52.74 გრ. ოქროსა და ძვირფასი ლითონის ნაკეთობანი;
სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმეულია, მოტყუებით დაუფლებული 241 160
ლარის ღირებულების ჯამში 1 200 კვ.მ. მიწის ნაკვეთი;
ზიანის
დაფარვის
უზრუნველსაყოფად,
სახელმწიფოს
სასარგებლოდ
ჩამორთმეულ იქნა 1 ავტოსატრანსპორტო საშუალება.
განვლილი 2022 წლის მაჩვენებლებით საგამოძიებო სამსახურმა მნიშვნელოვნად
გააუმჯობესა საქმიანობის შედეგები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს თანამშრომელთა
კვალიფიციურობასა და პროფესიონალიზმს.
წარმოდგენილი სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს სამსახურის მიღწევებს 2022 წლის
საანგარიშო პერიოდში. სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ამოღებული თანხების
ოდენობითა და დანაშაულის აღკვეთის ფაქტების რაოდენობით, უწყებამ რეკორდულ
მაჩვენებელს მიაღწია.
21
არსებული გამოწვევებისა და დანაშაულებრივი ქმედებების პროგრესირების ფონზე,
დღის წესრიგში დადგა საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი კიბერკომპონენტის
შემცველი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯების
გადადგმის აუცილებლობა. შედეგად, 2022 წელს, სამსახურის მიმართ შემუშავებულ იქნა
სტრუქტურული ცვლილებების გეგმა და ამ მიმართულებით 2023 წლის იანვრის თვეში
შეიქმნა ახალი სტრუქტურული ქვედანაყოფი.
საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრა დაყადაღებული აქტივების მართვის,
სტატისტიკური მონაცემებისა და ანალიტიკური რესურსის კანონისმიერი კონტროლი,
რისთვისაც სამსახურის ანალიტიკის, დაყადაღებული აქტივების მართვისა და
სტატისტიკის სამმართველოს განესაზღვრა დამატებითი ფუნქცია-მოვალეობები.
სანქციების აღსრულება
მოგეხსენებათ, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების
შემდგომ, ფინანსთა სამინისტროს და კერძოდ საბაჟო დეპარტამენტს განსაკუთრებულ
რეჟიმში უწევთ მუშაობა რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებული სანქციების
აღსრულების მიმართულებით.
სწორედ საბაჟო დეპარტამენტის ეფექტური მუშაობის შედეგია, რომ განვლილი ერთი
წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა დაწესებული სანქციების დარღვევის არცერთი
შემთხვევა.
აღნიშნული საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მინდა კიდევ ერთხელ,
მოგახსენოთ ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები და ის თუ რა პროცესებს გადის საბაჟო
სამსახური ყოველდღიურ რეჟიმში.
ინფორმაცია საერთაშორისო სანქციების აღსრულების თაობაზე
უკრაინაში რუსეთის მიერ საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ,
ამერიკის
შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოს, ევროკავშირის და ეკონომიკური
სანქციების დაწესების პროცესში მონაწილე სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის ფედერაციასა და
ბელარუსთან მიმართებით,
განსაზღვრული საქონლით ვაჭრობაზე შეზღუდვების
დაწესების გათვალისწინებით, ყველა ის პროდუქცია, რომელიც მოხვედრილია სანქციების
მონაწილე ქვეყნების მიერ განსაზღვრულ სიაში, აგრეთვე ნებისმიერი საბაჟო ოპერაცია
(მათ შორის, ექსპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი), რომელიც შესაძლებელია
განხორციელდეს სანქცირებული ფიზიკური პირების ან კომპანიების მიერ, ექვემდებარება
განსაკუთრებულ საბაჟო კონტროლს საქართველოში.
საერთაშორისო სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან, შემოსავლების სამსახურის
საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო რისკების მართვის სამმართველოში, შექმნილია შესაბამისი
სამუშაო ჯგუფი, რომელიც ახორციელებს აღნიშნული სანქციების აღსრულების
ცენტრალიზებულ კონტროლს.
აღნიშნულ პერიოდში შეიქმნა 16 რისკის პროფილი, რომლის საფუძველზეც
ოპერატიულად იდენტიფიცირდება და კონტროლდება, როგორც სანქცირებული
22
ფიზიკური პირების, კომპანიების დანიშნულებით მიმავალი, ისე სანქცირებული
ფიზიკური პირებიდან და კომპანიებიდან
მომავალი აკრძალული საქონლის
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილება, აგრეთვე ტრანზიტის, ექსპორტისა
და რეექსპორტის პროცედურები.
საბაჟო-გამშვებ პუნქტ „ყაზბეგზე“ დამატებით განთავსდა საბაჟო კონტროლის
განხორციელებისთვის საჭირო შესაბამისი აღჭურვილობა, მათ შორის, რენტგენოსკანერები. ასევე, გაძლიერდა სხვა გამშვები პუნქტების შესაძლებლობები შესაბამისი
კონტროლის განხორციელების მიზნით.
სანქციების დაწესების პირველ დღეებიდანვე, საერთაშორისო სანქციების სათანადო
ადმინისტრირებისთვის საჭირო ტექნიკური დახმარების თაობაზე ჩვენს სტრატეგიულ
პარტნიორებთან განხორციელდა არაერთი კომუნიკაცია.
აშშ-ის საელჩოს ექსპორტის კონტროლისა და დაკავშირებული
სასაზღვრო
უსაფრთხოების პროგრამის, ევროკავშირის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის
გაცვლის ინსტრუმენტის
(TAIEX) დახმარებით, ორგანიზებულ იქნა რამდენიმე
დისტანციური და ფიზიკური შეხვედრა, საქართველოს ხელისუფლების შესაბამისი
ორგანოების, საბანკო სექტორისა და რა თქმა უნდა, საბაჟო დეპარტამენტის ჩართულობით.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რეკომენდაციით, საშუალება მოგვეცა მიგვეღო
საერთაშორისო სანქციების სასწავლო პლატფორმაზე DOLFIN-ზე დაშვება. ამჟამად, საბაჟო
დეპარტამენტის 2-მა თანამშრომელმა უკვე მოიპოვა სანქციების აღსრულების ექსპერტის
სერტიფიკატი.
სანქციების აღსრულების მხარდაჭერის მიზნით, თითოეულ საეჭვო ტრანზაქციასთან
მიმართებით, მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია აშშ-ის საელჩოსთან და კომპეტენტურ
უწყებებთან, ევროკომისიის DG TAXUD-თან, ევროკავშირის კრიზისების მართვის
გუნდთან და უშუალოდ პარტნიორი ქვეყნების საბაჟო ადმინისტრაციებთან.
პოტენციურად სანქცირებული ოპერაციების თავიდან ასაცილებლად,
მუდმივი
კონსულტაციები მიმდინარეობს ეკონომიკურ ოპერატორებთან, რაც მნიშვნელოვანია
პრევენციის კუთხით.
ზემოაღნიშნული ძალისხმევის შედეგად - მიღებულია საბაჟო გამშვები პუნქტებიდან
სანქცირებული საქონლის უკან გაბრუნების 1020 საბაჟო გადაწყვეტილება, გაფორმების
ეკონომიკურ ზონებში საქონლის ექსპორტის ან რეექსპორტის განზრახვის თაობაზე, პირის
ზეპირი/წერილობითი მომართვისას უარის თქმის 600-ზე მეტი საბაჟო გადაწყვეტილება.
აღნიშნული საქონელი, ძირითადად, წარმოადგენდა საყოფაცხოვრებო დანიშნულების
საქონელს. სამხედრო და ორმაგი დანიშნულების საქონელს საქართველოს ტერიტორიაზე
გადაადგილებისათვის ესაჭიროება სპეციალური ნებართვა, რომელიც გაიცემა თავდაცვის
სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის მიერ. მსგავსი ნებართვის გაცემა საომარი
მოქმედებების დაწყებიდან შეჩერებულია და შესაბამისად, არ გაცემულა არც ერთი
ნებართვა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და ქვეყნის საზღვაო ტრანსპორტის
სააგენტო კოორდინირებულად, მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ, გემებისა და
23
გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით. თუ გემი,
ტვირთი ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს
ნავსადგურებში შემოსვლისა და საბაჟო პროცედურების განხორციელების უფლება.
საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესთან დაკავშირებით დეზინფორმაციის
წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, საზოგადოების ინფორმირების მიზნით, ფინანსთა
სამინისტრო და შემოსავლების სამსახური მუდმივად ავრცელებს ოფიციალურ
განცხადებებს. ამასთან, საქართველოში, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს
ჰქონდათ შესაძლებლობა, „ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე დეტალურად
გასცნობოდნენ მიმდინარე ტვირთების კონტროლის პროცედურებს. ფინანსთა
სამინისტრომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებთან აღნიშნულ თემაზე
მოსაზრებებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, გამართა არაერთი შეხვედრა,
სადაც მაღალი შეფასება დაიმსახურა საქართველოს საბაჟო სამსახურის მიერ სანქციების
აღსრულების პროცესში გაწეულმა ღონისძიებებმა.
საქართველო ლიდერია რეგიონში საჯარო სექტორის გამჭვირვალობის კუთხით.
შესაბამისად, ნებისმიერ ქვეყანასთან საქართველოს საგარეო ვაჭრობის (მ.შ. იმპორტის,
ექსპორტის) სტატისტიკის მონაცემები წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და
სისტემატურად ქვეყნდება შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე. ეს ინფორმაცია
სრულად ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის და ცხადია, ყველა
ჩვენი პარტნიორისთვის.
საერთაშორისო ღონისძიებები
გასათვალისწინებელია, რომ საქართველო აქტიურად აგრძელებს თანამშრომლობას
საერთაშორისო და ორმხრივ პარტნიორებთან.
2022 წელს საქართველო შეუერთდა მსოფლიო ბანკის ჯგუფში შემავალ IDA
(საერთაშორისო განვითარების ასოციაცია) დონორების ქვეყნებს, მსოფლიო ბანკთან
თანამშრომლობის 30 წლისთავზე. აღნიშნული, საქართველოს საშუალებას აძლევს
გამოცდილება გაუზიაროს და დახმარება გაუწიოს ქვეყნებს, რომლებიც იგივე
გამოწვევების წინაშე დგანან, როგორც საქართველო მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის
საწყის ეტაპებზე.
საქართველო წელს თავმჯდომარეობს აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური აზიის
რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამას და წლის მანძილზე
ქვეყანაში უკვე გაიმართა და დაგეგმილია არაერთი შეხვედრა ეკონომიკური
თანამშრომლობის მიმართულებით, მათ შორის, ნოემბერში გაიმართება 22-ე
მინისტერიალი და ველოდებით აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტის ვიზიტს.
გასათვალისწინებელია, რომ საქართველო 2024 წელს მასპინძლობს აზიის განვითარების
ბანკის 57-ე წლიურ შეხვედრას, ხოლო 2023 წელს კორეის რესპუბლიკაში, ქ. ინჩეონში
გასამართ აზიის განვითარების ბანკის 56-ე წლიურ შეხვედრაზე წარსდგება მომავალი
მასპინძლის ქვეყნის პროგრამით.
24
მიმდინარე წლის ივნისში, მსოფლიო ბანკის ფინანსური ანგარიშგების რეფორმის ცენტრის
(CFRR) მიერ შემუშავებული პროგრამის „ბუღალტრული აღრიცხვა და ანგარიშგება
სახელმწიფო სექტორში“ ფარგლებში იგეგმება ერთობლივი ღონისძიების ჩატარება
საქართველოში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს პროგრამის მონაწილე აღმოსავლეთ
ევროპის და სამხრეთ კავკასიის 10-ზე მეტი ქვეყანა. პროგრამა ხელს უწყობს მონაწილე
ქვეყნებში საჯარო სექტორის ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების
დანერგვის თაობაზე ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას.
მიმდინარე წლის 15-16 მაისს, თბილისში, იგეგმება ეკონომიკური თანამშრომლობისა და
განვითარების ორგანიზაციის საგადასახადო მიზნებისთვის ინფორმაციის გაცვლისა და
გამჭვირვალობის გლობალური ფორუმის კომპეტენტურ ორგანოთა/პირთა შეხვედრა.
მიმდინარე წლის 27-29 ივნისს, თბილისში იგეგმება საგადასახადო ადმინისტრაციათა
შიდა ევროპული ორგანიზაციის (IOTA) რიგით 27-ე გენერალური ასამბლეა და წელს
საქართველო არის ამ ორგანიზაციის პრეზიდენტი.
მიმდინარე წლის 11-13 სექტემბერს, თბილისში, იგეგმება „სარტყელი და გზის
საგადასახადო ინიციატივის“ საგადასახადო თანამშრომლობის მექანიზმის (BRITACOM)
წლიური კონფერენცია.
25