„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-03-20
ბიუროს ნომერი 232
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №47, 05.08.2010, მუხ. 301) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. დაწესებულება, რომელმაც მოიპოვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების,
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ან უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების სტატუსი სხვა, დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე,
უფლებამოსილი არ არის, მოიპოვოს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია დამოუკიდებელი იურიდიული
პირის შექმნის გარეშე, შესაბამისი უფლების მოპოვების შემთხვევაში, განახორციელოს მხოლოდ
სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამა, საბაზო პროფესიული საგანმანათლებლო
პროგრამები, საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, პროფესიული
მომზადების პროგრამები ან/და პროფესიული გადამზადების პროგრამები. უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია დამოუკიდებელი იურიდიული პირის
შექმნის გარეშე, შესაბამისი უფლების მოპოვების შემთხვევაში, განახორციელოს ნებისმიერი
სახის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო
პროგრამები, სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამები, პროფესიული მომზადების
პროგრამები ან/და პროფესიული გადამზადების პროგრამები. აღნიშნულ საკითხებზე
გადაწყვეტილებებს იღებენ შესაბამისი საბჭოები: პროფესიული საგანმანათლებლო
დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო, სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის
განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭო და პროფესიული მომზადების/პროფესიული
გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭო.“.
2. მე-161 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია ცენტრისთვის წარდგენილი
საგანმანათლებლო პროგრამის დამატების თაობაზე განაცხადით დაიმატოს პროფესიული
საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები, ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები,
მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მიღების მიზანია ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის
არსებულ ჩანაწერთან „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისობაში მოყვანა, კერძოდ, ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის
მსგავსად, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ჩანაწერის
გაჩენა, რაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს მისცემს სახელმწიფო ენაში მომზადების
პროგრამის განხორციელების უფლებას.
კანონპროექტის მიღების მიზანია ასევე, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“
საქართველოს კანონში არსებული უზუსტობის აღმოფხვრა, კერძოდ აღნიშნულ კანონში
მითითებულია, რომ ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება
პროგრამის დამატების გზით იმატებს სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამას, მაშინ
როდესაც სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამა წარმოადგენს დამოუკიდებელ პროგრამას,
რომლის უფლების მოპოვების სპეციალური წესი უნდა დადგინდეს საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით.
კანონპროექტი მიზნად ისახავს ასევე იმ საბჭოების დაზუსტებას, რომლებიც უფლებამოსილნი
არიან მიიღონ გადაწყვეტილებები საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის შესაბამისი
პროგრამის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ.
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად,
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია დამოუკიდებელი იურიდიული
პირის შექმნის გარეშე განახორციელოს მხოლოდ საბაზო პროფესიული საგანმანათლებლო
პროგრამა, საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, სახელმწიფო ენაში
მომზადების პროგრამა, პროფესიული მომზადების პროგრამა ან/და პროფესიული
გადამზადების პროგრამა. მნიშვნელოვანია, აღნიშნულ ჩანაწერთან შესაბამისობაში მოვიდეს
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5
პუნქტის მე-2 წინადადება, რომლის არსებული რედაქციის თანახმად, შესაბამისი უფლების
მოპოვების
შემთხვევაში
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულება
უფლებამოსილია „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი
წესით, დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე განახორციელოს მხოლოდ საბაზო
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო
პროგრამები, პროფესიული მომზადების პროგრამები ან/და პროფესიული გადამზადების
პროგრამები. აღნიშნული ჩამონათვალი შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ,,ზოგადი განათლების
შესახებ“ საქართველოს კანონის მითითებული მუხლის შინაარსთან და უნდა დაემატოს
სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამა.
მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის არსებული რედაქცია ასევე ითვალისწინებს საბჭოების ჩამონათვალის
დაზუსტებას,
რომლებიც
უფლებამოსილნი
არიან
მიიღონ
გადაწყვეტილებები
საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის შესაბამისი პროგრამის განხორციელების უფლების
მინიჭების შესახებ.
ასევე, მიზანშეწონილია „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის
161 მუხლის პირველი პუნქტის რედაქტირება, რომლის არსებული რედაქციის თანახმად,
ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება პროგრამის დამატების გზით
იმატებს სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამას, მაშინ როდესაც „პროფესიული განათლების
შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მიხედვით, სამინისტრო ამტკიცებს სახელმწიფო
ენაში მომზადების პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების წესს, შესაბამისად წესი
დაადგენს იმ მოთხოვნებსა და პროცედურებს, რომლის დაკმაყოფილება და შესრულება
აუცილებელი იქნება პროგრამის შემუშავებისა და განხორციელებისთვის. აღნიშნული წარმოება
განიხილება, არა როგორც ავტორიზებული დაწესებულების მიერ პროგრამის დამატება, არამედ
დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოება. შესაბამისად, ახალი რედაქციით უნდა
ჩამოყალიბდეს მითითებული მუხლი და ამოღებულ უნდა იქნეს სახელმწიფო ენაში მომზადების
პროგრამა იმ პროგრამების ჩამონათვალიდან, რომელსაც იმატებს ავტორიზებული
დაწესებულება
მითითებული
კანონისა
და
„საგანმანათლებლო
დაწესებულებების
ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანების შესაბამისად.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონთან „განათლების ხარისხის განვითარების
შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანა უნდა მოხდეს შესაბამისი
საკანონმდებლო აქტით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს
კანონი შესაბამისობაში მოვა ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონთან და
აღმოიფხვრება კანონში არსებული სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის დამატებასთან
დაკავშირებული უზუსტობა. ასევე, დაზუსტდება საბჭოები, რომლებიც უფლებამოსილნი არიან
მიიღონ გადაწყვეტილებები საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის შესაბამისი პროგრამის
განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
ცვლილების შემდეგ, მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის პუნქტი ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით:
,,5. დაწესებულება, რომელმაც მოიპოვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების,
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ან უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების სტატუსი სხვა, დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე,
უფლებამოსილი არ არის, მოიპოვოს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია დამოუკიდებელი იურიდიული
პირის შექმნის გარეშე, შესაბამისი უფლების მოპოვების შემთხვევაში, განახორციელოს მხოლოდ
სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამა, საბაზო პროფესიული საგანმანათლებლო
პროგრამები, საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, პროფესიული
მომზადების პროგრამები ან/და პროფესიული გადამზადების პროგრამები. უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია დამოუკიდებელი იურიდიული პირის
შექმნის გარეშე, შესაბამისი უფლების მოპოვების შემთხვევაში, განახორციელოს ნებისმიერი
სახის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო
პროგრამები, სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამები, პროფესიული მომზადების
პროგრამები ან/და პროფესიული გადამზადების პროგრამები. აღნიშნულ საკითხებზე
გადაწყვეტილებებს იღებენ შესაბამისი საბჭოები: პროფესიული საგანმანათლებლო
დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო, სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის
შემუშავებისა და განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭო, პროფესიული
მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მიმნიჭებელი
საბჭო.“
შესაბამისად,
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებას
მიეცემა
შესაძლებლობა,
დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე, მოიპოვოს სახელმწიფო ენაში
მომზადების პროგრამის განხორციელების უფლება. ასევე, დაზუსტდება საბჭოების
ჩამონათვალი,
რომლებიც
უფლებამოსილნი
არიან
მიიღონ
გადაწყვეტილებები
საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის შესაბამისი პროგრამის განხორციელების უფლების
მინიჭების შესახებ.
ცვლილების შემდეგ, მე-161 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით:
„1. საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია ცენტრისთვის წარდგენილი
საგანმანათლებლო პროგრამის დამატების თაობაზე განაცხადით დაიმატოს პროფესიული
საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები, ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები,
მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები.“.
შესაბამისად, მუხლის ჩამონათვალს გამოაკლდება სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამა,
რომლის განხორციელების უფლების მოპოვების წესი განისაზღვრება დამოუკიდებლად, ცალკე
კანონქვემდებარე აქტით.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
წარმოდგენილი კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღად განსაზღვრულია მისი
გამოქვეყნების თარიღი, ვინაიდან, მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. კანონპროექტი
არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა
შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებები, იმ საბიუჯეტო
ორგანიზაციებისთვის, ვინც უფლებამოსილია მოიპოვოს სახელმწიფო ენაში მომზადების
პროგრამის განხორციელების უფლება და შესაბამისად გადაიხადოს საფასური, ხოლო კერძო
სამართლის იურიდიული პირებისთვის მათი საკუთარი სახსრები. ასევე, სსიპ - განათლების
ხარისხის განვითარების ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების ხარჯების კუთხით სახელმწიფო
ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებები და ცენტრის კანონმდებლობით ნებადართული (საკუთარი)
სახსრები. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტით განსაზღვრული ღონისძიებების დაფინანსება
დაიწყება 2023 წლის წელს, ხოლო გაგრძელდება შემდგომ წლებში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებას გავლენა ექნება სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის
საკუთარ შემოსავლებზე, რადგან საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც
უფლებამოსილები იქნებიან დაიმატონ სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამა გადაიხდიან
განხორციელების უფლების მოპოვების საფასურს საშუალოდ 1,171.00 ლარის ოდენობით, რაც
მიიმართება ცენტრის საკუთარ შემოსავლებში. გავლენის ჯამური ოდენობა დამოკიდებული
იქნება უფლების მოპოვების მსურველთა რაოდენობაზე.
კანონპროექტის მიღებას ასევე ექნება გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე,
ვინაიდან სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი წარმოადგენს „საჯარო სამართლის
იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტით
გათვალისწინებულ დაწესებულებას, რომელიც მის მიერ მობილიზებული, საქართველოს
კანონმდებლობით ნებადართული (საკუთარი) შემოსავლების არანაკლებ 10%-ს მიმართავს
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც უფლებამოსილები იქნებიან დაიმატონ
სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამა, მოუწევთ განხორციელების უფლების მოპოვების
საფასურის გადახდა საშუალოდ 1171.00 ლარის ოდენობით. საგულისხმოა, რომ აღნიშნულის
დაფინანსება
განხორციელდება
სახელმწიფო
ბიუჯეტიდან,
იმ
შემთხვევაში თუ
საგანმანათლებლო დაწესებულება დაფუძნებულია სახელმწიფოს მიერ, ხოლო კერძო
საგანმანათლებლო დაწესებულებები თვითონ გადაიხდიან უფლების მოპოვების მიზნით
დადგენილ საფასურს.
სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების ხარჯები
დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებებისა და ცენტრის
კანონმდებლობით ნებადართული (საკუთარი) სახსრების ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ
კანონპროექტით განსაზღვრული ღონისძიებების დაფინანსება დაიწყება 2023 წლის წელს, ხოლო
გაგრძელდება შემდგომ წლებში.
საქართველოს კანონი „პროფესიული განათლების შესახებ“, მუხლი 23. კოლეჯის დაფუძნება, მის
მიერ სტატუსის მოპოვება და საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება: „5.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია დამოუკიდებელი იურიდიული
პირის შექმნის გარეშე განახორციელოს მხოლოდ საბაზო პროფესიული საგანმანათლებლო
პროგრამა, საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, სახელმწიფო ენაში
მომზადების პროგრამა, პროფესიული მომზადების პროგრამა ან/და პროფესიული
გადამზადების პროგრამა.“ წარმოდგენილი ცვლილებით ორი კანონის ჩანაწერები მოვიდა
ერთმანეთთან შესაბამისობაში.
უფლების მოპოვების პროცედურები ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი და პროფესიული
საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის იდენტური იქნება. უფლების მოპოვების საკითხები
დარეგულირდება მინისტრის ბრძანებით. ამ ეტაპისთვის სახელმწიფო ენაში მომზადების
პროგრამას, რომელიც პროფესიული განათლების შესახებ კანონით არის განსაზღვრული,
დაწესებულებები
არ
ახორციელებენ.
სახელმწიფო
დაფინანსებაზე
მყოფი
ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები
რომლებსაც სურვილი ექნებათ დაიმატონ სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამა, შეძლებენ
გამოიყენონ არსებული ინფრასტრუქტურა და ადამიანური რესურსი (პედაგოგიური
დატვირთვისა და მატერიალური რესურსების გამტარუნარიანობის საფუძველზე) და არ
დასჭირდეთ დამატებითი ინფრასტრუქტურის მოწყობა, რადგან პროგრამა მთლიანად
თეორიული სახისაა და მიმდინარეობს თეორიული სწავლებისთვის განსაზღვრულ გარემოში.
ასევე, შესაძლებელია არსებული პედაგოგიური რესურსის გამოყენება მათი დატვირთვის
შესაბამისად. მაგ. სკოლები გამოიყენებენ ქართული ენის პედაგოგებს, კოლეჯები ქართული ენის
მოდულების განმახორციელებელ პირებს და ა.შ.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს
ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების
(საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება
ვალდებულების აღებას.
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა
და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი მოახდენს გავლენას კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებზე,
რომლებსაც ახალი ვალდებულებების გათვალისწინებით დასჭირდებათ დამატებითი
ფინანსური რესურსი სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის განხორციელების
უფლების მოპოვებისათვის დაწესებული საფასურის გადახდის მიზნით .
კერძო
ზოგადსაგანმანათლებლო,
უმაღლესი
და
პროფესიული
საგანმანათლებლო
დაწესებულებები, რომლებსაც სურვილი ექნებათ დაიმატონ სახელმწიფო ენაში მომზადების
პროგრამა, სახელმწიფო დაწესებულებების მსგავსად, შეძლებენ გამოიყენონ არსებული
ინფრასტრუქტურა და ადამიანური რესურსი (პედაგოგიური დატვირთვისა და მატერიალური
რესურსების გამტარუნარიანობის საფუძველზე) და არ დასჭირდეთ დამატებითი
ინფრასტრუქტურის მოწყობა, რადგან პროგრამა მთლიანად თეორიული სახისაა და
მიმდინარეობს თეორიული სწავლებისთვის განსაზღვრულ გარემოში. ასევე, შესაძლებელია
არსებული პედაგოგიური რესურსის გამოყენება მათი დატვირთვის შესაბამისად. მაგ. სკოლები
გამოიყენებენ ქართული ენის პედაგოგებს, კოლეჯები ქართული ენის მოდულების
განმახორციელებელ პირებს და ა.შ.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა დადებითი გავლენა იქონიოს ბავშვის განათლების
უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს
და
შეთანხმებებს.
აგრეთვე
კანონპოეტის
მიღება
არ
უკავშირდება
რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა
და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის მომზადებაში მონაწილეობა მიიღო საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განათლების ხარისხის განვითრების ეროვნულმა ცენტრმა.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში,
იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.