„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
15.03.2023
ავტორი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/259/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (5)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (6)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (7)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (8)

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-03-20
ბიუროს ნომერი 232

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 52-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 521 მუხლი: „მუხლი 521. მიწის ნაკვეთზე არსებული მარცვლოვანი მცენარეების ნაწვერალისთვის წაკიდება ცეცხლის მიწის ნაკვეთზე არსებული მარცვლოვანი მცენარეების ნაწვერალისთვის ცეცხლის წაკიდება, – გამოიწვევს მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან მფლობელი ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით თითოეულ ჰექტარ გადამწვარ მიწის ნაკვეთზე, ხოლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან მფლობელი იურიდიული პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით თითოეულ ჰექტარ გადამწვარ მიწის ნაკვეთზე. შენიშვნა: 1 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთის გადაწვის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს დაეკისრება 1 ჰექტარი მიწის გადაწვისთვის ამ მუხლით დადგენილი ჯარიმა, ხოლო 1 ჰექტარზე ზემოთ - ფაქტობრივად გადამწვარი მიწის ნაკვეთის ფართობის შესაბამისად.“. 2. 1283 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ ელექტრონულ ჟურნალში ინფორმაციის/მონაცემების ასახვის დადგენილი წესის დარღვევა ან სპეციალური ფირნიშის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში შესაბამისი განაცხადის წარდგენის დადგენილი წესების დარღვევა ან სპეციალური ფირნიშის საკონტროლო ფირნიშის დადგენილი წესის ან ვადის დარღვევით წარდგენა ან დაკარგვა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ასევე სახერხი საამქროს მიერ წარმოუდგენელი თითოეული საკონტროლო ფირნიშისთვის 50 ლარის ოდენობით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ასევე სახერხი საამქროს მიერ წარმოუდგენელი თითოეული საკონტროლო ფირნიშისთვის 100 ლარის ოდენობით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: როგორც პრაქტიკამ აჩვენა, ბოლო დროს გახშირებულია შემთხვევები, როდესაც სასოფლოსამეურნეო სავარგულების მფლობელები, მოსავლის აღების შემდგომ ახდენენ მიწის ნაკვეთზე დარჩენილი ნაწვერალისთვის ცეცხლის წაკიდებას დაწვის მიზნით, რაც დიდ ზიანს აყენებს როგორც ნიადაგს ასევე გარემოს, არსებობს მიმდებარე ნაკვეთებზე, მინდვრებზე, ტყეებზე ან დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების ძალიან დიდი ალბათობა, რამაც შესაძლებელია შეუქცევადი შედეგები გამოიღოს. მიზანშეწონილია ასეთი ქმედებისათვის არსებობდეს შემაკავებელი ეფექტის მქონე მკაცრი ადმინისტრაციული ჯარიმა. ამასთან, ხშირია შემთხვევები როდესაც სახერხი საამქროების მიერ სპეციალური ფირნიშის საკონტროლო ფირნიშის დადგენილი წესის ან ვადის დარღვევით წარდგენის შემთხვევაში არსებული საჯარიმო სანქცია ვერ უზრუნველყოფს შემაკავებელ ეფექტს და აუცილებელია თითოეული წამოუდგენელი საკონტროლო ფირნიშისთვის დადგინდეს დამატებით საჯარიმო სანქცია. სახერხი საამქროს მფლობელი ვალდებულია, ყოველთვიური ანგარიშგების მიზნით, ყოველი მომდევნო თვის 10 რიცხვის ჩათვლით, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს ან მის ტერიტორიულ ორგანოს, სახერხი საამქროს ადგილმდებარეობის მიხედვით, წარუდგინოს ყოველი თვის პირველი რიცხვიდან მომდევნო თვის პირველ რიცხვამდე საანგარიშო პერიოდში გადამუშავებული ან ფანერის (შპონის) წარმოების მიზნით მრგვალი ხე-ტყის (მორის) წინასწარ დამუშავებული მრგვალი ხე-ტყის (მორის) საკონტროლო ფირნიშები. არის შემთხვევები, როდესაც სახერხი საამქროები გამიზნულად არ წარმოადგენენ საკონტროლო ფირნიშებს და ხდება წარმოუდგენელი საკონტროლო ფირნიშების განმეორებით გამოყენება (ანუ ხდება უკანონო მორების დაფირნიშება ერთხელ უკვე გამოყენებული და წარმოუდგენელი ფირნიშებით). შესაბამისად, საჭიროა წარმოუდგენელი თითოეული საკონტროლო ფირნიშისთვის. დაწესდეს საჯარიმო სანქცია ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტის შემუშავების აუცილებლობა განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ჯარიმის დაწესება შესაძლებელია მხოლოდ აღნიშნულ კანონში ცვლილების შეტანით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, დაწესდება საჯარიმო სანქცია მიწის ნაკვეთზე არსებული მარცვლოვანი მცენარეების ნაწვერალისთვის ცეცხლის წაკიდებისთვის და სახერხი საამქროს მიერ თითოეული წარმოუდგენელი საკონტროლო ფირნიშის შემთხვევაში დადგინდეს დამატებით საჯარიმო სანქცია რასაც ექნება შემაკავებელი ეფექტი. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის შესაბამისად: კოდექსს ემატება ახალი 521 მუხლი, რომლის შესაბამისად - მიწის ნაკვეთზე არსებული მარცვლოვანი მცენარეების ნაწვერალისთვის ცეცხლის წაკიდება, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით თითოეულ ჰექტარ გადამწვარ მიწის ნაკვეთზე, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით თითოეულ ჰექტარ გადამწვარ მიწის ნაკვეთზე, ხოლო 1 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთის გადაწვის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს დაეკისრება 1 ჰექტარი მიწის გადაწვისთვის ამ მუხლით დადგენილი ჯარიმა, ხოლო 1 ჰექტარზე ზემოთ - ფაქტობრივად გადამწვარი მიწის ნაკვეთის ფართობის შესაბამისად. აღნიშნული საჯარიმო სანქციები გამოიწვევს მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან მფლობელი ფიზიკური პირისა ან იურიდიული პირის დაჯარიმებას ზემოხსენებული საჯარიმო სანქციის ფარგლებში; 1283 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილში ხორციელდება ცვლილება, რომლის შესაბამისადაც, თითოეული წარმოუდგენელი საკონტროლო ფირნიშისთვის სახერხ საამქროს დამატებით დაეკისრება 50 ლარის გადახდა, შესაბამისად სახერხი საამქროს მიერ 10 საკონტროლო ფირნიშის წარმოუდგენლობის შემთხვევაში დაეკისრება ჯარიმა 500 + 10 X 50 = 1000 ლარის ოდენობით. აღნიშნული ქმედებისათვის საჯარიმო სანქცია დღეის მდგომარეობით, მიუხედავად წარმოუდგენელი საკონტროლო ფირნიშების ოდენობისა, არის 500 ლარი რაც თავის მხრივ არ ქმნის შემაკავებელ ეფექტს სახერხ საამქროებისათვის, ვინაიდან არის შემთხვევები, როდესაც ხდება წარმოუდგენელი საკონტროლო ფირნიშების განმეორებით გამოყენება (ანუ ხდება უკანონო მორების დაფირნიშება ერთხელ უკვე გამოყენებული და წარმოუდგენელი ფირნიშებით) . ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: წარმოდგენილი კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღად განსაზღვრულია მისი გამოქვეყნების თარიღი, ვინაიდან, მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება დაკავშირებული არ არის დამატებით ხარჯებთა, ვინაიდან, კოდექს ემატება ახალი 52 მუხლი რომლის ადმინისტრირებასაც განახორციელებს საქართველოს გარემოს 1 დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, არსებული ადამიანური და ფინანსური რესურსების ფარგლებში, ხოლო 128 მუხლის ადმინისტრირებას დღესაც ახორციელებს. 3 ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტზე, კერძოდ გაიზრდება სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები, ვინაიდან სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ კანონპროექტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის გადახდევინებული ჯარიმები ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვას. გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება სამართალდარღვევათა რაოდენობაზე. 2023 წლის 10 თებერვალს არსებული სტატისტიკის მიხედვით 2021-2022 წლებში ასკ 1283 პირველი და მე-2 ნაწილების დარღვევის გამო სულ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 818 ოქმი, ხოლო ამავე წლებში არსებული სტატისტიკის თანახმად, სახერხი საამქროს მიერ გადამუშავებული მორის შესაბამისი საკონტროლო ფირნიშის წარმოუდგენლობა ფიქსირდება შემდეგნაირად: № 1 2 რეგიონები სამეგრელო-ზემო სვანეთი რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი წარმოუდგენელი ფირნიშები 3,606 2,004 3 შიდა ქართლი 810 4 კახეთი 525 5 მცხეთა–მთიანეთი 280 6 აჭარა 230 7 გურია 177 8 ქვემო ქართლი 122 9 სამცხე-ჯავახეთი 105 10 იმერეთი 76 11 თბილისი 2 სულ ჯამი: 7,937 კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან, 521 მუხლის ადმინისტრირებას განახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, არსებული ადამიანური და ფინანსური რესურსების ფარგლებში და დამატებითი ფინანსები საჭირო არ იქნება, ხოლო 1283 მუხლის ადმინისტრირებას დღესაც ახორციელებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპოექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: პირებს პომლებიც ჩაიდენენ კანონპროექტით გათვალისწინებულ დარღვევას დაეკისრებათ ამავე კანონპროეექტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა (ჯარიმა). ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტის შესაბამისად, მიწის ნაკვეთზე არსებული მარცვლოვანი მცენარეების ნაწვერალისთვის ცეცხლის წაკიდებისთვის წესდება ახალი ადმინისტრაციული ჯარიმა ფიზიკური პირებისთვის 1 000 ლარის ოდენობით თითოეულ ჰექტარზე, ხოლო იურიდიული პირებისთვის 2 000 ლარის ოდენობით თითოეულ ჰექტარზე. საჯარიმო სანქციის შემოღების საჭიროება გამომდინარეობს იმ გარემოებიდან, რომ სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მფლობელები, მოსავლის აღების შემდგომ ახდენენ მიწის ნაკვეთზე დარჩენილი ნაწვერალისთვის ცეცხლის წაკიდებას მათი დაწვის მიზნით, რაც დიდ ზიანს აყენებს როგორც ნიადაგს ასევე გარემოს, არსებობს მიმდებარე ნაკვეთებზე, მინდვრებზე, ტყეებზე ან დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების ძალიან დიდი ალბათობა, რამაც შესაძლებელია სავალალო შედეგები გამოიღოს. ვინაიდან დღეისათვის კანონმდებლობაში არ არსებობს ამ სახის პირდაპირ გათვალისწინებული სამართალდარღვევა და შესაბამისად სანქცია, მიზანშეწონილია რომ ამ ქმედებისათვის არსებობდეს შემაკავებელი ეფექტის მქონე ადეკვატური ადმინისტრაციული ჯარიმა. სწორედ ამ მიზეზით შეირჩა კანონპროექტით გათვალისწინებული საჯარიმო თანხების კონკრეტული ოდენობები და ჩაითვალა, რომ ჯარიმის შემოთავაზებულ ოდენობას ექნება შემაკავებელი ეფექტი. ჯარიმის ოდენობა განისაზღვრა შემდეგი პრინციპით: მოსავლის აღების შემდეგ, სასოფლო-სამეურნეო სავარგულის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს სავარგულზე დარჩენილი ნაწვერალას ან მოგროვება და გატანა სავარგულიდან ან უნდა მოახდინოს მისი ჩახვნა ნიადაგში, რაც გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული და ამ ხარჯების თავიდან აცილების მიზნით ისინი წვავენ დაეჩენილ ნაწვერალს. პროექტით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა რამდენჯერმე აღემატება ამ ხარჯებს, რათა სავარგულის მფლობელს არ უღირდეს სამართალდარღვევის ჩადენა და უზრუნველყოს ნაწვერალის განადგურება ისე რომ ზიანი არ მიაყენოს გარემოს. ამასთან, ჯარიმის ოდენობა არის ადეკვატური და შესაბამისობაშია სამართალდარღვევის სიმძიმესთან. ასევე, 1283 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახერხი საამქროს მიერ სპეციალური ფირნიშის საკონტროლო ფირნიშის წარმოუდგენლობის შემთხვევაში თითოეული საკონტროლო ფირნიშისთვის დამატებით დგინდება ჯარიმა 50 ლარის ოდენობით, რაც განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ხშირია შემთხვევები როდესაც სახერხ საამქროს მფლობელები გამიზნულად არ წარმოადგენენ საკონტროლო ფირნიშს და ცდილობენ თაღლითური გზით ხელმეორედ გამოიყენონ ფირნიში სხვა უკანონო მორისთვის. აღნიშნული ქმედებისათვის საჯარიმო სანქციას მიუხედავად წარმოუდგენელი საკონტროლო ფირნიშების რაოდენობისა, არის 500 ლარი რაც თავის მხრივ არ ქმნის შემაკავებელ ეფექტს სახერხ საამქროებისათვის და ასევე არასამართლიანია, ვინაიდან ერთი სპეციალური ფირნიშის წარუდგენლობა და 100 სპეციალური ფირნიშის წარუდგენლობაც ისჯება ერთნაირად. ამგვარად, პროექტი ითვალისწინებს, რომ გარდა დადგენილი ფიქსირებული 500 ლარიანი საჯარიმო სანქციისა, დამრღვევს აგრეთვე დაეკისრება დამატებით თითოეული წარმოუდგენელი საკონტროლო ფირნიშისთვის 50 ლარი. 50 ლარის დამატებითი ჯარიმის სახით დაწესება არის ის ოპტიმალური ოდენობა რაც შესაბამისობაში იქნება სამართალდარღვევის სიმძიმესთან და ექნება შემაკავებელი ეფექტი. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ მოახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა. კანონპროექტის