„საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-03-20
ბიუროს ნომერი 232
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
„საერთო სასამართლოების შესახებ’’
საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ,№41, 08.12.2009, მუხ. 300) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
341 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 4. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო განცხადების მიღების ვადის
ამოწურვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს შერჩევის პროცედურაში მონაწილე
პირთა განცხადებებსა და თანდართულ დოკუმენტებს. თუ აღნიშნული განცხადებები და
თანდართული დოკუმენტები სრულყოფილად, ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა
შესაბამისად არ არის წარმოდგენილი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
განმცხადებელს მიუთითებს ხარვეზზე და აძლევს მას 2 სამუშაო დღის ვადას ხარვეზის
გამოსასწორებლად. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭო იღებს გადაწყვეტილებას პირის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ,
თუ მისი განცხადება და თანდართული დოკუმენტები შეესაბამება ამ მუხლის მე-2
პუნქტის მოთხოვნებს, ან - პირის კანდიდატად რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ
მისი განცხადება და თანდართული დოკუმენტები არ აკმაყოფილებს აღნიშნულ
მოთხოვნებს. პირის კანდიდატად რეგისტრაციაზე უარის თქმის გადაწყვეტილებაში
იუსტიციის უმაღლესი საბჭო ასაბუთებს უარის თქმის მიზეზს. რეგისტრაციის
პროცედურის დასრულებისთნავე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნდება კანდიდატად რეგისტრირებულ პირთა სია და ავტობიოგრაფიები,
ასევე -იმ პირთა სია, რომლებსაც უარი ეთქვა რეგისტრაციაზე.
5.
პუნქტით
შერჩევის პროცედურაში მონაწილე პირს უფლება აქვს,
გათვალისწინებული
საქართველოს
იუსტიციის
ამ მუხლის მე-4
უმაღლესი
საბჭოს
გადაწყვეტილება კანდიდატად მის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ,
გამოქვეყნებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში გაასაჩივროს უზენაესი სასამართლოს
საკვალიფიკაციო პალატაში. საკვალიფიკაციო პალატა საჩივარს იხილავს ამ მუხლის მე-4
პუნქტით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად და 2 სამუშაო დღის ვადაში იღებს
ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ;
ბ) საჩივრის დაკმაყოფილების, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
გადაწყვეტილების
გაუქმებისა
და
პირის
საქართველოს
უზენაესი
სასამართლოს
მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენ
კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის
1
აღნიშნული გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. საკვალიფიკაციო
პალატის გადაწყვეტილება პირის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის
თანამდებოაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენ კანდიდატად
რეგისტრაციის
შესახებ,
დაუყოვნებლივ
აღსრულდება
საქართველოს
იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს მიერ. ’’.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
2
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
„საერთო სასამართლოების შესახებ’’
საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (შემდგომში,
ასევე - ,,ორგანული კანონი’’) 341 მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს
თუ რა
მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს პირის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს
საბჭოში წარდგენილი
სასამართლოს
განცხადება და თანდართული დოკუმენტები, უზენაესი
მოსამართლის
თანამდებობაზე
ასარჩევად
საქართველოს
პარლამენტისთვის წარსადგენ კანდიდატად მისი რეგისტრაციის შესახებ. ამავე
მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების თანახმად, თუ პირის მიერ წარდგენილი განცხადება
და თანდართული დოკუმენტები არ აკმაყოფილებს მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, პირი
არ იქნება კანდიდატად დარეგისტრირებული, რასთან დაკავშირებითაც მას უფლება
აქვს საჩივრით მიმართოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატას.
კანონის მოქმედი რედაქცია არ ითვალისწინებს
კანდიდატად რეგისტრაციისათვის პირის მიერ
შესაძლებლობას, რომ თუ
წარდგენილი განცხადება/
თანდართული დოკუმენტები გარკვეულ ხარვეზს შეიცავენ, პირს მიეცეს ამ ხარვეზის
გამოსწორების შესაძლებლობა. აღნიშნული ხარვეზის არსებობა პირდაპირ ხდება
პირისათვის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი, რისი გასაჩივრებაც მოცემულ
პირს შეუძლია სასამართლოში.
ორგანული კანონის ამგვარი პოზიცია არ შეიძლება მართებულად ჩაითვალოს. ჯერ
ერთი, სასამართლოს განხილვის საგანი ხშირ შემთხვევაში შეიძლება გახდეს ისეთი
ელემენტარული საკითხი, რომელიც ხარვეზის გამოსწორების შესაძლებლობის
არსებობობისას
მარტივად
გადაწყდებოდა.
გარდა
ამისა,
მოსალოდნელია,
კანდიდატობის მსურველს განაცხადის მარტივად გამოსწორებადი ხარვეზის გამო
სასამართლოს მიერაც უარი ეთქვას რეგისტრაციაზე, ვინაიდან, თუ სასამართლო
დაადგენს,
რომ პირის განცხადება/თანდართული დოკუმენტები ხარვეზიანია,
სრულად არ შეესაბამება ორგანული კანონის 341 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს,
რაც იმას ნიშნავს რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება ამ პირის
კანდიდატად რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ მართებული იყო, სასამართლოს
აღარ ექნება აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
ამგვარად მიზანშეწონილია, რომ თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის
კანდიდატად რეგისტრაციისათვის პირის მიერ წარდგენილი განცხადება/
1
თანდართული დოკუმენტები ხარვეზიანია, პირს მიეცეს ამ ხარვეზის გამოსწორების
შესაძლებლობა, და აღნიშნული ხარვეზი მხოლოდ მაშინ გახდეს იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს მიერ კანდიდატად რეგისტრაციაზე პირისათვის უარის თქმის საფუძველი, თუ ის
დროულად არ იქნება აღმოფხვრილი მოცემული პირის მიერ.
2.
ორგანული კანონის 341 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად - ,,საქართველოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს გადაწყვეტილებას პირის კანდიდატად რეგისტრაციის
შესახებ, თუ ... მას ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით, სრულყოფილად აქვს
წარდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტები.’’ ამავე მუხლის მე-5 პუნქტის
თანახმად - ,, შერჩევის პროცედურაში მონაწილე პირს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-4
პუნქტით
გათვალისწინებული
საქართველოს
იუსტიციის
უმაღლესი
საბჭოს
გადაწყვეტილება ... გაასაჩივროს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში.’’’
ორგანული კანონის აღნიშნული ნორმების არსებული რედაქცია ქმნის მცდარ
შთაბეჭდილებას, თითქოს კანონი პირს აძლევდეს მისი კანდიდატად რეგისტრაციის
შესახებ
გადაწყვეტილების
გასაჩივრების
სინამდვილეში არ გულისხმობს
341
უფლებას,
რაც
ალოგიკურია
და
რასაც
მუხლის მე-5 პუნქტი. აღნიშნული ნორმა, რა თქმა
უნდა, გულისხმობს, რომ პირს უფლება აქვს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო
პალატაში გაასაჩივროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება უზენაესი
სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის
წარსადგენ კანდიდატად
რეგისტრაციაზე მისთვის უარის თქმის (და არა-მისი
რეგისტრაციის) შესახებ, რაც ნათლად უნდა აისახოს ორგანულ კანონში.
3. ორგანულ კანონის 341 მუხლის მე-5 პუნქტი, ისევე როგორც აღნიშნული მუხლი და
კანონი მთლიანად, არ განსაზღვრავს თუ რა გადაწყვეტილებას იღებს უზენაესი
სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა
მოცემული პუნქტით გათვალისწინებული
საჩივრის განხილვის შედეგად, რამდენად სავალდებულოა აღნიშნული გადაწყვეტილება
იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის და როგორია ამ გადაწყვეტილების აღსრულების
შედეგები.
ანუ,
კანონში
საუბარია
კონკრეტული
გადაწყვეტილების
გასაჩივრების
უფლებაზე, მაგრამ, რა გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის განმხილველი ორგანო და
როგორია ამ გადაწყვეტილების პრაქტიკული შედეგები, კანონით განსაზრვრული არ არის.
აღნიშნული საკითხები უნდა განისაზღვროს და ნათლად აისახოს ორგანულ კანონში,
როგორც ისინი ასახულია მოცემულ კანონში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის
კანდიდატისთვის პროცედურის შემდგომ ეტაპზე გადასვლაზე უარის თქმის შესახებ
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულებისა თუ წარდგინების, პირველი ან სააპელაციო
ინსტანციის
სასამართლოს
მოსამართლეობის
კანდიდატისთვის
მოსამართლის
თანამდებობაზე გამწესებაზე უარის თქმის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
გადაწყვეტლებისა და მოსამართლის უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შესახებ
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწვეტილების უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო
პალატაში გასაჩივრებასთან დაკავშირებით.1
1
იხ. ,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის: 34 3 მუხლის მე10, მე-12, მე-13 ნაწილები; 35 4 მუხლის მე-3, მე-5 - მე-10 ნაწილები; 36 6 მუხლის მე-20, 23-ე
ნაწილები; 36 7 მუხლი.
2
ამგვარად, კანონპროექტი მიზნად ისახავს ზემოხსენებული ხარვეზების გამოსწორებას,
რომელთაც შეიცავს ,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს ორგანული
კანონის არსებული რედაქცია.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა
კანონპროექტი ითვალისწინებს ცვლილებების შეტანას ,,საერთო
სასამართლოების
შესახებ’’ საქართველოს ორგანულ კანონში, რისი განხორციელებაც მხოლოდ კანონის
მიღებით არის შესაძლებელი.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები
კანონპროექტის
მიღებით
გამოსწორდება
,,საერთო
სასამართლოების
შესახებ’’
საქართველოს ორგანული კანონის ის ხარვეზები, რომლებზეც საუბარია ამ განმარტებითი
ბარათის ა.ა.ა) ქვეპუნქტში.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს ,,საერთო სასამართლოების შესახებ’’
საქართველოს ორგანულ კანონში შემდეგი ცვლილებების განხორციელებაში:
1.
ორგანული კანონის 341 მუხლის მე-4 პუნქტში შესატანი ცვლილების თანახმად,
თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად რეგისტრაციისათვის პირის
მიერ წარდგენილი განცხადება/თანდართული დოკუმენტები ხარვეზის შემცველი
აღმოჩნდება,
პირს
მიეცემა
გონივრული
ვადა
(2
სამუშაო
დღე)
ამ
ხარვეზის
გამოსასწორებლად. აღნიშნული ხარვეზი მხოლოდ მაშინ გახდება იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს მიერ კანდიდატად რეგისტრაციაზე პირისათვის უარის თქმის საფუძველი, თუ ის
დროულად არ იქნება აღმოფხვრილი მოცემული პირის მიერ.
2.
ორგანული კანონის 341 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების არსებული რედაქცია
ქმნის მცდარ შთაბეჭდილებას, თითქოს კანონი პირს აძლევდეს კანდიდატად მისი
რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებას, რაც ალოგიკურია და
რასაც სინამდვილეში არ გულისხმობს 341 მუხლის მე-5 პუნქტი. აღნიშნული ნორმა, რა
თქმა
უნდა,
გულისხმობს,
რომ
პირს
უფლება
აქვს
უზენაესი
სასამართლოს
საკვალიფიკაციო პალატაში გაასაჩივროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება
უზენაესი
სასამართლოს
მოსამართლის
თანამდებობაზე
ასარჩევად
საქართველოს
პარლამენტისთვის წარსადგენ კანდიდატად რეგისტრაციაზე მისთვის უარის თქმის (და
არა-მისი
რეგისტრაციის)
შესახებ,
რასაც
ნათლად
გათვალისწინებული ცვლილებები ორგანული კანონის
პუნქტებში.
3.
ასახავს
კანონპროექტით
34 მუხლის მე-4 და მე-5
1
ორგანული კანონის 341 მუხლის მე-5 პუნქტში გათვალისწინებული ცვლილებით
განისაზღვრება ორი შესაძლო გადაწყვეტილება, რომელთაგან ერთ-ერთს მიიღებს
უზენაესი
სასამართლოს
საკვალიფიკაციო
პალატა,
უზენაესი
სასამართლოს
მოსამართლეობის კანდიდატად რეგისტრაციაზე პირისათვის უარის თქმის შესახებ
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გამო წარდგენილ საჩივარზე.
3
აღნიშნულ
ნორმაში
გათვალისწინებული
ცვლილებით
ასევე
განისაზღვრება
საკვალიფიკაციო პალატის გადაწყვეტილების
სავალდებულოობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის. (აღნიშნული საკითხები არ
რეგულირდება ორგანული კანონის არსებული რედაქციით, რაც კანონის მნიშვნელოვან
ხარვეზს წარმოადგენს).
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონის პროექტთან მიმართებით,
კანონის პროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება
კანონპროექტი შეეხება ,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს ორგანული
კანონის
მოქმედ რედაქციაში
ისეთი სახის ცვლილებების შეტანას (ხარვეზების
გამოსწორებას), რაც არ საჭიროებს პირთათვის, რომელთაც ეს ცვლილებები შეეხება,
დამატებითი
დროის
მიცემას
მათ
გასაცნობად
გასათვალისწინებლად. შესაბამისად, საჭირო არ არის
და
საკუთარ
საქმიანობაში
კანონის გამოქვეყნებიდან მის
ძალაში შესვლამდე გარკვეული დროის დადგენა და მიზანშეწონილია, კანონპროექტი
ძალაში შევიდეს მისი გამოქვეყნებისთანავე. კანონპროექტი არ ითვალისწინებს მისთვის
უკუძალის მინიჭების საკითხს.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას)
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.
ბ)
კანონპროექტის
ფინანსური
გავლენის
შეფასება
საშუალოვადიან
პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი) :
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო
კანონპროექტის მიღება რაიმე სახის ხარჯებს არ გამოიწვევს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
4
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის
მიღება
გავლენას
არ
მოახდენს
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა
კანონპროექტის პირდაპირი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, მოსალოდნელი არ არის.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება
ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის მიღება ზეგავლენას არ იქონიებს.
ბ2)
გენდერული
თანასწორობის
მდგომარეობაზე
კანონპროექტის
მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება;
კანონპროექტის მიღებით გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის
მოხდენა მოსალოდნელი არ არის.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან :
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
5
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
საერთაშორისო ხელშეკრულებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს
შორის
ასოცირების
შესახებ
შეთანხმებიდან“
ან
ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები :
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი,
სამუშაო
ჯგუფი,
რომლებმაც
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორები არიან: საქართველოს პარლამენტის წევრი შალვა
შავგულიძე და ალექსანდრე ბარამიძე .
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის წევრი: შალვა შავგულიძე.
6