საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქეების ზურაბ ვანიშვილის და შალვა ხაჭაპურიძის მიერ წარმოდგენილ „ავადმყოფ პატიმრებთან მოპყრობის შესახებ“ (№1-15506/22; 28.11.2022) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-03-20
ბიუროს ნომერი 232
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
2-3623/23
14-03-2023
საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო
დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
დასკვნა
საქართველოს მოქალაქეების ზურაბ ვანიშვილის და
შალვა
ხაჭაპურიძის
საკანონმდებლო
პატიმრებთან
კანონის
მიერ
წარმოდგენილ
წინადადებაზე
მოპყრობის
პროექტთან
„ავადმყოფ
შესახებ“
საქართველოს
დაკავშირებით
(№1-15506/22;
28.11.2022)
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტმა 2023 წლის 27 თებერვლის სხდომაზე განიხილა საქართველოს
მოქალაქეების ზურაბ ვანიშვილის და შალვა ხაჭაპურიძის მიერ წარმოდგენილი
საკანონმდებლო
წინადადება
„ავადმყოფ
პატიმრებთან
მოპყრობის
შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტის ინიციირებასთან დაკავშირებით.
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია „ავადმყოფ
პატიმრებთან მოპყრობის შესახებ" ახალი კანონის მიღება (არ არის ახსნილი, რატომ არის
აუცილებელი
ან
დარეგულირება),
მიზანშეწონილი
რომელიც
ცალკე
დაადგენს
საკანონმდებლო
ავადმყოფ
აქტით
პატიმრებთან
საკითხების
მოპყრობისა
და
პატიმართა უფლებების დაცვის შემდეგ სტანდარტებს:
პატიმრის ავადმყოფობის შემთხვევაში, მისი მკურნალობა უნდა განხორციელდეს
იმდაგვარი
ფარმაცევტული
პრეპარატებით,
რომლებიც
ნებადართულია
მკაცრი
მარეგულირებელი ორგანოების მიერ და არ არიან შესული გაეროს წამლისა და
დანაშაულის სააგენტოს მიერ;
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
პატიმრის ავადმყოფობის შემთხვევაში, მისი მკურნალობის მიმდინარეობა უნდა
აისახოს მხოლოდ ერთ სამედიცინო საქმეში. დაუშვებელია სამედიცინო საქმის ორი ან
მეტი სხვადასხვა შინაარსით წარმოება;
პატიმრის ავადმყოფობის შემთხვევაში, მისი მკურნალობა უნდა განხორციელდეს
მკურნალობაში ჩართულ ექიმთა რეკომენდაციების ზუსტი დაცვით. დაუშვებელია ექიმის
მიერ მოთხოვნილი რომელიმე ლაბორატორიული კვლევების დაგვიანებით ჩატარება ან
საერთოდ არჩატარება;
პატიმრის ავადმყოფობის შემთხვევაში, მის შესახებ ჯანმრთელობის ცნობებში
აუცილებლად
უნდა
მიეთითებოდეს
სრული
დიაგნოზი
ძირითადი
დაავადების,
თანმხლები დაავადებისა და გართულებების ფორმულირებით;
პატიმრის ავადმყოფობის შემთხვევაში, მისი გამოკვლევები უნდა წარმოებდეს
იმდაგვარი
სამედიცინო
დანადგარებით,
რომლებიც
მწარმოებლის
მიერ
სერტიფიცირებული პირების მიერ არის დაკალიბრებული;
პატიმრის ავადმყოფობის შემთხვევაში, დაუშვებელია მის პალატაში ან საკანში
გისოსების ფანჯრის შიგნიდან დამონტაჟება;
პატიმრის ავადმყოფობის შემთხვევაში, მისი მკურნალობა უნდა განხორციელდეს
ფარმაცევტული
პრეპარატების
მწარმოებელი
კომპანიების
მიერ
დადგენილი
პერიოდულობით და დოზებით;
პატიმრის ავადმყოფობის შემთხვევაში, მისი მკურნალობა უნდა განხორციელდეს
იმდაგვარად, რომ არ მოხდეს მისი ინფიცირება ბაქტერიური და სხვა ინფექციებით;
პატიმრის ავადმყოფობის შემთხვევაში, მისი მკურნალობა უნდა განხორციელდეს
იმდაგვარი ფარმაცევტული პრეპარატებით, რომლებიც იმყოფება თავისუფალ ბრუნვაში
ევროპის კავშირის მთელ ტერიტორიაზე და აშშ-ში;
პატიმრის ავადმყოფობის შემთხვევაში, მისი მკურნალობა უნდა განხორციელდეს
იმდაგვარი
და
იმდენი
ფარმაცევტული
პრეპარატებით,
რომლებიც
არ
იწვევენ
ორგანიზმის ინტოქსიკაციას ან/და პოლიფარმაციას;
პატიმრის ინტოქსიკაციაზე ეჭვის შემთხვევაში, მისი სამედიცინო-დიაგნოსტიკური
კვლევები უნდა განხორციელდეს შემეცნებითი ტოქსიკოლოგიის საფუძველზე;
დაპატიმრების შემდგომ, პატიმრის მძიმე ავადმყოფობად გადაქცევის შემთხვევაში,
მისი მკურნალობა უნდა განხორციელდეს ევროკავშირში და აშშ-ში ლიცენზირებული
ექიმების რეკომენდაციების საფუძველზე.
საკანონმდებლო
წინადადების
ავტორები
შემოთავაზებული
კანონის
მიღების
საქართველოს
გააჩნია
სამედიცინო
არ
აღნიშნავენ,
აუცილებლობა
და
რომ
მათ
მიერ
გამოწვეულია
იმით,
რომ
ფარმაცევტული
დარგის
მკაცრი
მარეგულირებელი ორგანო, რის გამოც საკმაოდ მაღალია პატიმართა გარდაცვალების
მაჩვენებელი, უამრავი პატიმარი კვდება სპეციალური პენიტენციური სამსახურის
სამედიცინო
პუნქტებში
ან
სამსახურის
კონტრაქტორ
სამოქალაქო
კლინიკებში,
ჰოსპიტალიზაციის დღესვე ან ჰოსპიტალიზაციიდან რამდენიმე დღეში, თანაც ისე, რომ
მათი გარდაცვალების ზუსტი დიაგნოზების დადგენაც კი არ/ვერ ხდება.
იმსჯელა რა წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივაზე, კომიტეტმა არ გაიზიარა
საკანონმდებლო წინადადების ავტორთა არგუმენტები მათ მიერ შემოთავაზებული
კანონის მიღების აუცილებლობასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ
წინა წლებთან შედარებით, ბოლო წლებში პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა
გარდაცვალების მაჩვენებელი მკვეთრად არის შემცირებული და ამ მხრივ საქართველო
ერთ-ერთი გამორჩეულია არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ ევროპის
მასშტაბითაც.
ყურადღება გამახვილდა იმ გარემოებაზეც, რომ საკანონმდებლო წინადადებაში,
გარდა არასწორი ზოგადი ინფორმაციისა, არ არის წარმოდგენილი დასაბუთება იმისა,
რეალურად არსებობს თუ არა პრობლემები ზემოთჩამოთვლილი მიმართულებებით და
ნამდვილად არსებობს თუ არა მათი დამატებით მოწესრიგების საჭიროება. აქვე
გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის პატიმრობის
კოდექსით და სხვა შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით და კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტებით, სრულად არის დარეგულირებული ის საკითხები, რომელთა
დამატებით მოწესრიგებას ითვალისწინებს საკანონმდებლო წინადადება. წინადადების
ავტორთა მხრიდან საერთოდ არ ყოფილა დასაბუთებული, თუ რომელი კონკრეტული
საკითხია, რომელიც საერთოდ დაურეგულირებელია (მაგალითად, მედიკამენტების
გამოყენება მწარმოებლის მიერ გაცემული რეკომენდაციების მიხედვით) და საჭიროებს
დარეგულირებას. ასევე, არ ყოფილა დასაბუთებული, თუ რატომ არ არის საკმარისი
სამედიცინო სფეროს მარეგულირებელი საქართველოს ნორმატიული აქტები ან სხვა
მიზეზი, რის გამოც ეს ნორმატიული აქტები, წინადადების ავტორთა მოსაზრებით, უნდა
ჩანაცვლდეს მექანიკური მითითებით ევროპულ და აშშ რეგლამენტებთან (მაგალითად,
მკურნალობის განხორციელება მხოლოდ ევროკავშირში და აშშ-ში ლიცენზირებული
ექიმების რეკომენდაციების საფუძველზე).
ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის
მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია და განიხილება ახალი
კანონის - პენიტენციური კოდექსის პროექტი, რომლის მიზანია ადამიანის ძირითად
უფლებათა
დაცვასა
და
რეალიზაციაზე
ორიენტირებული
პატიმრობისა
და
თავისუფლების აღკვეთის უზრუნველყოფის სამართლებრივი გარანტიების შექმნა.
მასთან ერთად წარმოდგენილია ცვლილებათა პაკეტი 21 საკანონმდებლო აქტში.
აღნიშნული
საკანონმდებლო
ინიციატივა
კიდევ
უფრო
მაღალი
სტანდარტით
უზრუნველყოფს პატიმართა უფლებების, მათ შორის, ჯანმრთელობის უფლების დაცვას,
სადაც ეს საჭიროდ იქნა მიჩნეული და იგივე საკითხების მოწესრიგების მიზნით
პარალელურად
სხვა
რეგულაციებზე
მუშაობა
რატომ
მიაჩნიათ
საჭიროდ
ან
მიზანშეწონილად, წინადადების ავტორებს ეს საკითხი არ განუმარტავთ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომიტეტმა უარყოფილად ცნო
მოქალაქეების ზურაბ ვანიშვილის და შალვა ხაჭაპურიძის მიერ წარმოდგენილი
საკანონმდებლო
წინადადება
„ავადმყოფ
პატიმრებთან
საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით“.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მიხეილ სარჯველაძე
მოპყრობის
შესახებ“