ინტერპელაციის წესით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის საქართველოს პარლამენტის წინაშე წარდგომა.

მოხსენება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
20.03.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტი
ნომერი
#[48f3]/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

მიღების თარიღი 2023-03-24

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი 8178/3-2/22 07-09-2022 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბატონ ილია დარჩიაშვილს ბატონო ილია, საქართველოს პარლამენტის 149-ე მუხლის თანახმად გიგზავნით ინტერპელაციისთვის შემდეგ კითხვებს: 1. როგორც თქვენთვის ცნობილია, რუსეთი აგრძელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის პროცესს. რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ აიბღას ფაქტობრივი ანექსიის შემდეგ, მიმდინარე წლის ივლისში ჩვენი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ 19 იანვარს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ე.წ. შეთანხმებას ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების შესახებ, რომლის პროექტის თანახმად 49 წლით 186 ჰექტარი მიწა და საზღვაო სივრცის 115 ჰექტარი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადადის. ეს ფაქტი ანექსიის ფორმად შეაფასა საქართველოს პრეზიდენტმა. საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატების ნაწილმა პრეზიდენტის განცხადების გაკეთებამდე შეთანხმების, როგორც მორიგი მოვითხოვეთ აღნიშნული ე.წ. ანექსიის ფაქტად შეფასება, ისევე როგორც ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან შესაბამისი კომუნიკაცია მისი დაგმობის მიზნით, თუმცა საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან დღემდე არცერთი საჯარო განცხადება არ გაკეთებულა, რაც პირდაპირ კავშირშია საქართველოს დეოკუპაციის გაცხადებულ ეროვნულ ინტერესთან და 2021 წლის2 აგვისტოს მიღებული პარლამენტის რეზოლუციასთან „დეოკუპაციის და თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge რუსეთ- საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ მიმართებაში.“  შესაბამისად, გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი პოზიცია ბიჭვინთის ანექსიის საკითხზე, ისევე როგორც განგვიმარტოთ თუ რით ხსნით თქვენი უწყების დუმილს ამ საკითხთან დაკავშირებით, გქონიათ თუ არა ჩვენი დასავლელ პარტნიორებთან აღნიშნულ საკითხზე შესაბამისი კომუნიკაცია, თუ კი რა იყო თხოვნა მათი მისამართით და თუ არ რატომ?  ამასთან გთხოვთ განგვიმარტოთ, თუ რა პოზიცია გაქვთ და რა ღონისძიებებს მიმართავს თქვენი უწყება რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში სოხუმის აეროპორტის აღდგენით სამუშაოებთან დაკავშირებით, რომლის რუსეთისათვის შესაძლო გადაცემაზეც მიმდინარეობს საუბარი. გქონდათ თუ არა შესაბამისი კომუნიკაცია სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ამ (იკაო)-სთან შემთხვეაში რუსეთის იკაოდან გარიცხვის მოთხოვნასთან დაკავშირებით? 2. ჩვენს რეგიონში ჩვენს დასავლელ მოკავშირეებს, მათ შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს აქვთ მცდელობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, რომელზეც მიმდინარეობს აქტიური მუშაობა გაიხსნას სატრანსპორტო კორიდორები. ამის საპირისპიროდ რუსეთის ფედერაცია ცდილობს ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ჩართვას სატრანსპორტო კორიდორებში თურქეთთან და სომხეთთან.  ამასთან დაკავშირებთ, გთხოვთ მოგვაწოდოთ ინფორმაცია რას აკეთებს თქვენი უწყება საქართველოს როლის წარმოჩინებისთვის ამ ახალ რეალობაში სატრანსპორტო კორიდორების კუთხით ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან, ისევე როგორც ჩვენს მეზობლებთან?  რა ხედვა არის ამ მიმართულებით და სტრატეგია, უპირისპირდებით რუსეთის ზემოთაღნიშნულ მცდელობებს? როგორ 3. მას შემდეგ, რაც საქართველომ ვერ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, მმართველი პარტიის არაერთი წარმომადგენელი ამ ფაქტს ხსნიდა რუსეთთან ომში არ ჩართვით, ისევე როგორც აცხადებდა, რომ დასავლეთს სურდა საქართველოს ომში ჩართვა. რიგი „ქართული ოცნების“ თუ მისგან ფორმალურად გასული დეპუტატები ღიად ესხმოდნენ თავს საქართველოში აშშ-ს ელჩს, რაც ელჩმა რუსული ტიპის დეზინფორმაციად და ანტიდასავლურ კამპანიის ნაწილად შეაფასა.  გთხოვთ მოგვაწოდოთ უწყების პოზიცია საქართველოში გაძლიერებული ანტიდასავლური კამპანიის შესახებ. 2019-2022 წლების საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის თანახმად მთავრობის ამოცანაა ანტიდასავლური შემცირება“. ანალიზი, პროპაგანდის ამისთვის მიმდინარეობდეს „საქართველოს კი ზეგავლენის სტრატეგიის საინფორმაციო გამოვლენილ იქნას მოსახლეობაზე გარემოს მზარდი პრევენცია თანახმად და უნდა მონიტორინგი დეზინფორმაციის ფაქტები და და დაიგეგმოს შესაბამისი საპასუხო ღონისძიებები.  გთხოვთ მოგვაწოდოთ ინფორმაცია, თუ როგორ ახორციელებს სტრატეგიით ზემოთაღნიშნულ ამოცანას თქვენი უწყება, და რა არის თქვენი, როგორც უწყების ხელმძღვანელის პოზიცია. 4. ასევე, გთხოვთ მოგვაწოდოთ ინფორმაცია:  რა ვიზიტები განახორციელეთ და რა სამუშაო გასწია თქვენმა უწყებამ მიმდინარე წლის 23 ივნისიდან დღემდე ევროკავშირის კანდიდატი სტატუსის მისაღებად.  ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, საქართველოს მიერ განაცხადის გაკეთებიდან ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების დღემდე, ევროკავშირის რომელ ქვეყნებში გქონდათ ვიზიტები და რა სამუშაოები გასწია თქვენმა უწყებამ - ასოცირების საბჭოს მეშვიდე სხდომის შედეგებზე საქართველოსთვის განსაკუთრებით დემოკრატიული რეფორმების ნაწილში.   ასევე, გთხოვთ მოგვაწოდოთ ინფორმაცია მიმდინარე წლის 6 სექტემბერს, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტისას დახურულ კარს მიღმა შეხვედრების და პოზიციების შესახებ ჩვენი ევროპელი კანდიდატის პარტნიორების საქართველოს სტატუსის მისაღებად მიერ ევროკავშირის განსახორციელებელი წინაპირობების და ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ. პატივისცემით, პარლამენტის წევრი თეონა აქუბარდია პარლამენტის წევრი ტარიელ ნაკაიძე პარლამენტის წევრი ანა ნაცვლიშვილი პარლამენტის წევრი გიორგი ვაშაძე პარლამენტის წევრი პაატა მანჯგალაძე პარლამენტის წევრი ხათუნა სამნიძე პარლამენტის წევრი დავით ბაქრაძე
წერილი
10037-01-2-202303241450 № 01/10037 24/03/2023 საქართველოს პარლამენტს 2022 წლის 7 სექტემბრის N 8178/3-2/22 წერილის პასუხად, რომელიც ეხებოდა საქართველოს პარლამენტის 149-ე მუხლის თანახმად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიმართ საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფის მიერ გამოგზავნილი შეკითხვებს, გიგზავნით საგარეო საქმეთა მინისტრის წერილობით პასუხს. დანართი 17 გვერდზე. პატივისცემით, ხათუნა თოთლაძე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი - მ.შ. ინტერპელაციის საქართველოს პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრის ბატონი ილია დარჩიაშვილის ინტერპელაცია 24 მარტი როგორც თქვენთვის ცნობილია, რუსეთი აგრძელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის პროცესს. რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ აიბღას ფაქტობრივი ანექსიის შემდეგ, მიმდინარე წლის ივლისში ჩვენი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ 19 იანვარს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ე.წ. შეთანხმებას ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების შესახებ, რომლის პროექტის თანახმად 49 წლით 186 ჰექტარი მიწა და საზღვაო სივრცის 115 ჰექტარი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადადის. ეს ფაქტი ანექსიის ფორმად შეაფასა საქართველოს პრეზიდენტმა. საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატების ნაწილმა პრეზიდენტის განცხადების გაკეთებამდე მოვითხოვეთ აღნიშნული ე.წ. შეთანხმების, როგორც მორიგი ანექსიის ფაქტად შეფასება, ისევე როგორც ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან შესაბამისი კომუნიკაცია მისი დაგმობის მიზნით, თუმცა საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან დღემდე არცერთი საჯარო განცხადება არ გაკეთებულა, რაც პირდაპირ კავშირშია საქართველოს დეოკუპაციის გაცხადებულ ეროვნულ ინტერესთან და 2021 წლის 2 აგვისტოს მიღებული პარლამენტის რეზოლუციასთან „დეოკუპაციის და რუსეთსაქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ მიმართებაში.“ შესაბამისად, გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი პოზიცია ბიჭვინთის ანექსიის საკითხზე, ისევე როგორც განგვიმარტოთ თუ რით ხსნით თქვენი უწყების დუმილს ამ საკითხთან დაკავშირებით, გქონიათ თუ არა ჩვენი დასავლელ პარტნიორებთან აღნიშნულ საკითხზე შესაბამისი კომუნიკაცია, თუ კი რა იყო თხოვნა მათი მისამართით და თუ არ რატომ? ბიჭვინთის აგარაკის, მისი მიმდებარე ტერიტორიის და საზღვაო აკვატორიის ნაწილის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემის საკითხი ცალსახად წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო პოლიტიკის გაგრძელებას. საქართველოს საგარეო საქმეთა ინსტრუმენტი, სამინისტრომ რათა გამოიყენა საერთაშორისო მის საზოგადოება ხელთ არსებული შესაბამისად ყველა ყოფილიყო ინფორმირებული და მომხდარიყო საკითხზე მკაფიო რეაგირება. ამ მიმართულებით აღსანიშნავია, რომ საკითხი განხილვის თემა იყო ქართული მხარის მიერ გამართულ ყველა ორმხრივ თუ მრავალმხრივ შეხვედრაზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ ვიზიტებისას, სადაც ამ თემასთან ერთად მწვავედ იყო დაყენებული სხვა, მათ შორის სოფელ აიბღას საკითხი, ე.წ. ინტეგრაციული შეთანხმებები და ე.წ. პროგრამა ოკუპირებულ აფხაზეთთან საერთო სოციალური ეკონომიკური სივრცის შექმნაზე. ამასთან, აღნიშნული თემა აისახა ქართული მხარის მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, მათ შორის ნატოსა და ევროსაბჭოსთვის, მომზადებულ ანგარიშებშიც. ამასთან, ქართული მხარე მუშაობს, რომ საკითხი მუდმივად იყოს ასახული ჩვენი პარტნიორი ქვეყნების და ორგანიზაციების განცხადებებში, დეკლარაციებში, რეზოლუციებში და სხვა ოფიციალურ დოკუმენტებში. ამ ეტაპზე საკითხი უკვე დაფიქსირდა კონსოლიდირებულ ევროპის ანგარიშში საბჭოს "კონფლიქტი გენერალური მდივნის საქართველოში" და 26-ე ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფის მიერ ომის 14 წლისთავთან გაკეთებულ განცხადებაში. ამასთან, საკითხი აქტიურად დგას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარებთან მუშაობის პროცესში. საქართველოს საგარეო ბიჭვინთის თემა საერთაშორისო საქმეთა სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას, რათა რუსულ-ქართული კონფლიქტის სხვა განზომილებებს შორის საზოგადოების ყურადღების ცენტრში დარჩეს და ჰქონდეს შესაბამისი რეაგირება ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ამასთან გთხოვთ განგვიმარტოთ, თუ რა პოზიცია გაქვთ და რა ღონისძიებებს მიმართავს თქვენი უწყება რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში სოხუმის აეროპორტის აღდგენით სამუშაოებთან დაკავშირებით, რომლის რუსეთისათვის შესაძლო გადაცემაზეც მიმდინარეობს საუბარი. გქონდათ თუ არა შესაბამისი კომუნიკაცია სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (იკაო)სთან ამ შემთხვეაში რუსეთის იკაოდან გარიცხვის მოთხოვნასთან დაკავშირებით? საქართველოს დიპლომატიური სამსახური, ICAO-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ჩართულობით, მჭიდროდ თანამშრომლობს ICAO-სთან სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან სოხუმის აეროპორტის საკითხზე. აღნიშნულთან დაკავშირებით კანადაში არაერთი შეხვედრა გაიმართა ორგანიზაციის ხელმძღვანელობასთან და შესაბამისად, ისინი კარგად იცნობენ საკითხს. ICAO, რომელიც გაერო-ს სააგენტოს წარმოადგენს, აფხაზეთის რეგიონსა და მის ზემოთ არსებულ საჰაერო სივრცეს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად განიხილავს და ერთმნიშვნელოვნად და თანმიმდევრულად იცავს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. შესაბამისად, ჩვენ სრული მხარდაჭერა გვაქვს ორგანიზაციის მხრიდან, რომ რომელიმე ქვეყნის, მათ შორის რუსეთის მხრიდან ამგვარი მიმართვის შემთხვევაში არც კი განიხილავს 2 საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის საჰაერო სივრცისთვის, რომელშიც აფხაზეთი შედის, მინიჭებული ერთიანი სპეციალური კოდის FIR (Flight Information Region) შეცვლის, ან მეორე ქვეყნის საჰაერო სივრცის ან მისი ნაწილის კოდზე მიბმის საკითხს, რადგან ქვეყნის საჰაერო სივრცის კოდის ცვლილება მხოლოდ ამ ქვეყნის თანხმობით შეიძლება. შესაბამისად რა კოდიც არ უნდა მიანიჭოს რუსეთმა სოხუმის აეროპორტს, ICAO მას ყოველთვის საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად განიხილავს. ჩვენ, ცხადია, ყურადღებით ვადევნებთ თვალს მოვლენებს და საჭიროების შემთხვევაში გადაიდგმება შესაბამისი ნაბიჯები. ცნობა: სოხუმის აეროპორტი და შესაბამისი საჰაერო სივრცე ჯერ კიდევ 1993 წელს დაიკეტა. ჩიკაგოს კონვენცია და ICAO-ს პრინციპები კონვენციის წევრ ქვეყნებს უკრძალავს საჰაერო ნავიგაციის სფეროში ისეთ ქმედებებს, რაც მეორე ქვეყნის სუვერენიტეტს არღვევს. საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის საჰაერო სივრცისთვის, რომელშიც აფხაზეთი შედის, მინიჭებული ერთიანი სპეციალური კოდის FIR (Flight Information Region) შეცვლა, ან მეორე ქვეყნის საჰაერო სივრცის ან მისი ნაწილის კოდზე მიბმა საქართველოს თანხმობის გარეშე შეუძლებელია. ჩვენს რეგიონში ჩვენს დასავლელ მეკავშირეებს, მათ შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლს მიშელს აქვს მცდელობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, რომელზეც მიმდინარეობს აქტიური მუშაობა გაიხსნას სატრანსპორტო კორიდორები. ამის საპირისპიროდ რუსეთის ფედერაცია ცდილობს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩართვას სატრანსპორტო კორიდორებში თურქეთთან და სომხეთთან. ამასთან დაკავშირებით, გთხოვთ მოგვაწოდოთ ინფორმაცია რას აკეთებს თქვენი უწყება საქართველოს როლის წარმოჩინებისათვის ამ ახალ რეალობაში სატრანსპორტო კორიდორების კუთხით ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან, ისევე როგორც ჩვენს მეზობლებთან? რა ხედვა არის ამ მიმართულებით და სტრატეგია, როგორ უპირისპირდებით რუსეთის ზემოთაღნიშნულ მცდელობებს? უკანასკნელ პერიოდში რეგიონში განვითარებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა, ევრაზიის სატრანსპორტო მარშრუტების გაახლების და სატრანსპორტო დერეფნების დივერსიფიცირების მნიშვნელობა საგრძნობლად გაზარდა. გამოიკვეთა აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ე.წ. „შუა დერეფნის“ როლი აღმოსავლეთ-დასვლეთ შორის ტვირთების შეუფერხებელი და ეფექტური ტრანსპორტირების კუთხით. საქართველომ, კიდევ 3 ერთხელ დაადასტურა სანდო პარტნიორობა და მაქსიმალურად შეუწყო ხელი გაზრდილი ტვირთნაკადის უსაფრთხო, სტაბილურ და დროულ გადაზიდვას, დღეისათვის მოქმედი საერთაშორისო სანქციების სრული დაცვით. აგრეთვე განსაკუთრებით აღსანიშნავია გამოიყოს შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის პროექტი. როგორც ცნობილია, 2022 წლის 17 დეკემბერს, ბუქარესტში საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის პირველმა პირებმა, ხელი მოაწერეს ქართული მხარის ინიციატივით დაწყებულ ხსენებულ პროექტთან დაკავშირებით შესაბამის შეთანხმებას. აღნიშნული პროექტის განხორციელებით, მნიშვნელოვნად იზრდება საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის როლი საკითხში, ევროპის პროექტის რეალიზაციის შედეგად საქართველო არა მხოლოდ საიმედო სატრანზიტო ქვეყანა, არამედ ქვეყანაში წარმოებული განახლებადი ენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა ხდება. აღსანიშნავია, რომ შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო გადამცემი ხაზის პროექტი, ევროკავშირის მხრიდან აღიარებულია და შეტანილია ე.წ. „დაკავშირებადობის“ საფლაგმანო პროექტების ნუსხაში, რაც ასევე გულისხმობს ევროკავშირის ფინანსურ კონტრიბუციას პროექტის რეალიზაციის მიზნით. ალტერნატიულ დერეფნებთან მიმართებაში, საქართველოზე გამავალი დერეფნების კონკურენტუნარიანობის უზრუნველსაყოფად, სულ უფრო აქტუალური ხდება საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნების/მარშრუტების ოპტიმიზაცია, მათი გამტარუნარიანობის ზრდა და უსაფრთხო, შეუფერხებელი გადაზიდვებისათვის საჭირო დროის შემცირება. მნიშვნელოვანია დაგეგმილი დერეფნების, განსაკუთრებით კი კასპიის ზღვა - შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის დროული ამოქმედება. ზემოხსენებული გათვალისწინებით, სამინისტროს ცენტრალური აპარატი და საზღვარგარეთ აკრედიტებული საქართველოს დიპლომატიური მისიები, ეკონომიკური დიპლომატიის ფარგლებში მუშაობენ, რათა ხელი შეუწყონ ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობების სრულად ათვისებას, საქართველოზე გამავალი უკვე არსებული და დაგეგმილი რეგიონული სატრანსპორტო დერეფნების და სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას პოპულარიზაციას (მათ შორის სატრანსპორტო მარშრუტი „ლაპის და ლაზული“, TRACECA, კასპიის ზღვა - შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფანი და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა: აღმოსავლეთ-დასავლეთ ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, ბაქოთბილისი-ყარსის რკინიგზა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, ფოთის ახალი ტერმინალი, ბათუმის ახალი მულტიმოდალური ტერმინალი და სხვ). ამ მიზნით, მიმდინარე წელს გაიმართა არაერთი ღონისძიება, რომელშიც სამინისტრომ და 4 საქართველოს საელჩოებმა მონაწილეობა მიიღეს ან ხელი შეუწყეს ქვეყნის უწყებების მონაწილეობას. რაც შეეხება მეზობლებთან ურთიერთობის კონტექსტს სატრანსპორტო დერეფნების კუთხით, საქართველო მუდამ გვევლინებოდა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობის/თანაცხოვრების მომხრედ და ეს კურსი მომავალშიც გაგრძელდება. ამ მხრივ, საქართველოს მთავრობამ გამოხატა მზაობა ხელი შეუწყოს დიალოგს ორ მეზობელს შორის, რომელიც მიმართულია, როგორც მთლიანობაში ნდობის აღდგენისკენ, ასევე, ნებისმიერი პრაქტიკული საკითხის გადაჭრისკენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოხატა ინიციატივა უმასპინძლოს მსგავს დიალოგს საქართველოში. ეს შესაძლებლობა/შეთავაზება კვლავ ღიაა და მზად ვართ პრაქტიკული ნაბიჯების გადასადგმელად. მოგეხსენებათ, ქართული მხარის შუამავლობით, 16 ივლისს, თბილისში გაიმართა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო მინისტრების ორმხრივი შეხვედრა. ასევე, აზერბაიჯანმა საომარი მოქმედებების დროს დაკავებული 15 სომეხი სამხედრო ტყვე საქართველოს შუამავლობით, პრემიერ მინისტრის უშუალო ჩართულობით და კონლფიქტში ჩართული ორივე მხარის ინტერესების დაცვით გაათავისუფლა. მივესალმებით ჩვენი პარტნიორების შუამავლობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის წარმოებულ დიალოგს და ვთვლით, რომ დიალოგი არის პერსპექტიული როგორც ნდობის აღდგენის, ასევე პრობლემური საკითხების გადაჭრის კუთხით და ამ მიმართულებით უკვე გადაიდგა პრაქტიკული ნაბიჯები. ხაზგასასმელია სამხრეთ კავკასიის მნიშვნელობა ტრანზიტული კომუნიკაციის სფეროში. მივესალმებით მეზობელ ქვეყნებში ახალი ეკონომიკური პროექტების, განხორციელებას და ვთვლით, რომ ახალი პროექტების იმპლემენტაცია განამტკიცებს სამხრეთ კავკასიის სატრანზიტო დერეფნით დაინტერესებას, როგორც აზიის, ასევე, ევროპის ქვეყნების მხრიდან, ხოლო ჯანსაღი ,,კონკურენცია“ ხელს შეუწყობს სატრანსპორტო და მომსახურების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. როგორც ზემოთ აღვნიშნე, საქართველო ამ მიმართულებით უკვე მონაწილეობს რეგიონის უმნიშვნელოვანეს ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებში. აღნიშნული პროექტები ატარებს წმინდად ეკონომიკურ ხასიათს და ამასთან გევლინება პოლიტიკური თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითად. რაც შეეხება კითხვას აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების ზემოხსენებულ სატრანსპორტო კორიდორებში ჩართვასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციის ნებისმიერი მცდელობა ამ მიმართულებით ერთმნიშვნელოვნად უნდა განვიხილოთ, როგორც მისი ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელება. მსგავსად, რუსეთის ცდილობს ოკუპირებული რეგიონებში საერთაშორისო ასპარეზზე ე.წ. „დამოუკიდებელ 5 სახელმწიფოებად“ წარმოაჩინოს, ასეთი ფორმით მიმდინარე უკანონო ოკუპაციის ლეგიტიმაცია მოახდინოს და აიცილოს საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებები, მათ შორის, ევროკავშირის შუამდგომლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების შესრულების ვალდებულება. მას შემდეგ, რაც საქართველომ ვერ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მმართველი პარტიის არა ერთი წარმომადგენელი ამ ფაქტს ხსნიდა იმით, რუსეთთან ომში არ ჩართვით, ისევე როგორც აცხადებდა, რომ დასავლეთს სურდა საქართველოს ომში ჩართვა. რიგი ქართული ოცნების, თუ მისგან ფორმალურად გასული დეპუტატები ღიად ესხმოდნენ თავს საქართველოში აშშ-ს ელჩს, რაც ელჩმა რუსული ტიპის დეზინფორმაციად და ანტის დასავლური კამპანიის ნაწილად შეაფასა. მოგვაწოდეთ უწყების პოზიცია საქართველოში გაძლიერებული ანტიდასავლური კომპანიის შესახებ. 2019-2022 წლების საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის თანახმად, მთავრობის ამოცანაა „საქართველოს მოსახლეობაზე მზარდი ანტიდასავლური პროპაგანდის ზეგავლენის პრევენცია და შემცირება“ ამავე სტრატეგიის თანახმად უნდა მიმდინარეობდეს საინფორმაციო გარემოს მონიტორინგი და ანალიზი, გამოვლენილი იქნეს დეზინფორმაციის ფაქტები და დაიგეგმოს საპასუხო ღონისძიებები, გთხოვთ მოგვაწოდოთ ინფორმაცია თუ როგორ ახორციელებს სტრატეგიით ზემოაღნიშნულ ამოცანას თქვენი უწყება და რა არის თქვენი, როგორც უწყების ხელმძღვანელის პოზიცია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან კომპეტენციის ფარგლებში, ხორციელდება დეზინფორმაციის მონიტორინგი ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან სტრატეგიული დაკავშირებით. კომუნიკაციების 2020 წლის დეპარტამენტის იანვრიდან სამინისტროს მიერ მიმდინარეობს რუსულენოვანი ონლაინ მედიის მონიტორინგი და ანალიზი საქართველოსთან დაკავშირებით არსებული მთავარი გზავნილების იდენტიფიცირების მიზნით. შედეგად მზადდება ყოველთვიური მედია-მონიტორინგის დოკუმენტი, რომელიც ეგზავნება სამინისტროს ცენტრალურ აპარატს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, ასევე, პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციებს, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს და საქართველოს პარლამენტის შესაბამის კომიტეტებს. დოკუმენტის მიზანია, დეზინფორმაციული ნარატივების მიმდინარე ტენდენციების მუდმივი კონტროლი და პოლიტიკის დაგეგმვისას მათი გათვალისწინება. დოკუმენტის შექმნისას, მათ შორის, ხდება ბრიტანული დეზინფორმაციის საწინააღმდეგო ინსტრუმენტის RESIST 2-ის გამოყენება და ასევე ევროკავშირის მედია მონიტორინგის პროგრამის (EMM) 6 გამოყენება. პროგრამა წარმოადგენს მედია მონიტორინგის გამარტივებულ სისტემას, მასში სტატიების მოძიების ფუნქციასთან ერთად ჩაშენებულია სენტიმენტის ანალიზის ხელსაწყო, რომელიც სტატიის ხასიათის განსაზღვრის საშუალებას იძლევა. აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინსიტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის კოორდინაციით განახლდა „ევროკავშირსა და ნატოში გაწევრების შესახებ საქართველოს მთავრობის კომუნიკაციის სტრატეგია 2021-2025 წლებისთვის“. დოკუმენტის მიზანია ევროკავშირსა და ნატოში გაწევრებისადმი საქართველოს ხელშეწყობა მოსახლეობის და მაღალი მოსახლეობაზე და გაცნობიერებული ანტიდასავლური პროპაგანდის მხარდაჭერის ზეგავლენის პრევენცია და შემცირება. რაც შეეხება კითხვის იმ ნაწილის, რომელიც შეეხებოდა აშშ ელჩის მიმართ ცალკეული პოლიტიკოსის გამონათქვამებს, მოგახსენებთ, რომ კომპეტენციის ფარგლებში უწყება აქტიურ კომუნიკაციას ეწევა საქართველოს საგარეო პოლიტიკის სხვა პრიორიტეტების, მათ შორის საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან აშშსთან სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ, საზოგადოების ინფორმირების თვალსაზრისით. მოსახლეობას აქტიურად მიეწოდება ინფორმაცია გამართული მაღალი დონის შეხვედრების, აშშ-ს მხრიდან საქართველოს მიმართ მხარდამჭერი აქტივობების თაობაზე. გასული წლის 24 მარტს, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილე მონაწილეობით. სათანადოდ 30 წლის აღინიშნა უწყების განმავლობაში, მიერ, პრემიერ-მინისტრის ამერიკა-საქართველოს მთავარი პარტნიორია და ამ წლების მანძილზე არაერთი სახის დახმარება და მხარდაჭერა მიიღო. ყოველდღიურ რეჟიმში მზადდებოდა საქართველოს მთავრობის მიერ უკრაინის მხარდამჭერ ღონისძიებათა და განცხადებათა მონიტორინგი და ეგზავნებოდათ, როგორც საქართველოს დიპლომატიურ მისიებს საზღვარგარეთ, ასევე საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს. საქართველო არის GEC-IQ პლატფორმის წევრი, რომელიც არის ინფორმაციის გაზიარების პლატფორმა. პლატფორმა შეიქმნა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური ჩართულობის ცენტრის (GEC) და დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის კაბინეტის (Cabinet Office) საერთაშორისო საკომუნიკაციო სამსახურის (GCSI) მიერ. საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ჩართულობით GEC-IQ პლატფორმის ფარგლებში, ყოველთვიურ 7 შეხვედრებზე, ქართული მხარე უზიარებს პარტნიორ ქვეყნებს წამყვან დეზინფორმაციულ ნარატივებს. რა ვიზიტები განახორციელეთ და რა სამუშაო გასწია თქვენმა უწყებამ მიმდინარე წლის 23 ივნისიდან დღემდე ევროკავშირის კანდიდატი სტატუსის მისაღებად. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი მინიჭება ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკის პრიორიტეტული პარტნიორებთან, წევრი ამოცანაა ქვეყნების წ. 2023 ამასთან, დედაქალაქებში ის ჩემს ევროპელ კოლეგებთან კონსულტაციებისა და ზოგადად, ევროინტეგრაციის საკითხებში თანამშრომლობის დღის წესრიგის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია. საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას ევროკაშირში გაწევრიანების გზაზე, მათ შორის კანდიდატის სტატუს მიღებასთან დაკავშირებით, მათ შორის, ადასტურებს ევროკომისიის მიერ თებერვლის თვეში გამოქვეყნებული ანალიტიკური ანგარიში, რომელიც აფასებს ქვეყნის საკანონმდებლო კანონმდებლობასთან და ბაზის ადგენს ჰარმონიზაციის ევროკაშირთან ხარისხს სექტორული ევროპულ ინტეგრაციის ფარგლებში გატარებული რეფორმების ეფექტიანობას. ამასთან, 12 პრიორიტეტის განსაზღვრის დღიდან მთლიანად საჯარო სამსახური საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაციაში დგამს ნაბიჯებს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის სრულად შესრულების მიმართულებით. გაწეული იქნა დიდი სამუშაო კანონშემოქმედებითი საქმიანობის კუთხით, მიღებული იქნა მთელი რიგი საკანონმდებლო აქტები, არსებულ კანონმდებლობაში შეტანილი იქნა ცვლილებები, შეიქნა შესაბამისი სტრუქტურები, რომლებიც პასუხობენ ცალკეული პრიორიტეტების მოთხოვნებს. ამასთან, მსურს ხაზი გავუსვა, რომ 12 პრიორიტეტის იმპლემენტაციის პროცესს ჩვენ ვუდგებით დამსახურებაზე დაფუძნებული პრინციპით და ჩვენს ევროპელ კოლეგებთან საუბრისას ყოველთვის ხაზს ვუსვამთ, რომ გადაწყვეტილება უნდა ეყრდნობოდეს ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს და იმ შედეგებს, რომელსაც საქართველო 12 პრიორიტეტის განხორციელების, ზოგადად, ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების პროცესში აჩვენებს. ევროპული საბჭოს 23 ივნისის გადაწყვეტილების შემდგომ პერიოდში ევროკავშირის წევრ ქვეყნებში განხორციელებულ მაღალი დონის ვიზიტებსა და წევრი ქვეყნების ოფიციალურ პირებთან გამართულ შეხვედრებს შორის აღსანიშნავია: - 29-30 ივნისს ქ. მადრიდში ნატოს სამიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრმა ორმხრივი შეხვედრები გამართა ნიდერლანდების, სლოვენიისა და რუმინეთის კოლეგა მინისტრებთან. 8 - 8 ივლისს ქ. ვენაში პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა მინისტრის შეხვედრა ავსტრიის ევროპულ და საერთაშორისო საქმეთა ფედერალურ მინისტრთან ალექსანდრ შალენბერგთან. - 29 ივლისს შედგა მინისტრის ი. დარჩიაშვილის სამუშაო ვიზიტი უნგრეთის რესპუბლიკაში, სადაც გაიმართა მინისტრის ორმხრივი შეხვედრა უნგრელ კოლეგასთან. - 30 აგვისტოს ქ. პრაღაში ჩატარებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა (ევროკავშირის ე.წ. „Gymnich“-ს ფარგლებში), რაც ევროკავშირის მხრიდან სამი ქვეყნის ევროპული პერსპექტივისა და მისი რეალიზაციის მხარდაჭერის ძლიერი პოლიტიკური გზავნილი იყო. ვიზიტისას გაიმართა მინისტრის ორმხრივი შეხვედრები ირლანდიის, ესტონეთის, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან. - 6 სექტემბერს ქ. ბრიუსელში გამართული საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა, რომელის ფარგლებში ასევე გაიმართა პრემიერმინისტრის ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისართან სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში, ასევე შედგა საგარეო საქმეთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრები ევროპარლამენტის წევრებთან, ევროკომისიის პრეზიდენტის კაბინეტის უფროსთან, ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან. - 13-14 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ქ. ბერლინში (საგარეო საქმეთა მინისტრის თანხლებით), რომლის ფარგლებში გაიმართა მეტად მნიშვნელოვანი შეხვედრები, მათ შორის ქვეყნის პრეზიდენტთან, კანცლერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. როგორც პრეს-კონფერენციაზე, ისე შეხვედრებზეც გერმანულმა მხარემ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისადმი და კონკრეტულად, კანდიდატის სტატუსის მინიჭებისადმი, განსაზღვრული პრიორიტეტების შესრულების თანახმად. - 6 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო ქ. პრაღაში გამართულ ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის პირველ სამიტში და თანათავმჯდომარეობა გაუწია მრგვალი მაგიდის შეხვედრას ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოებისა და მშვიდობის ხელშეწყობის თემაზე. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან და ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან, ასევე შეხვდა თავის ჩეხ კოლეგას. 9 - 17 დეკემბერს ბუქარესტში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოეწერა შეთანხმებას – „აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე”. ხელმოწერის ცერემონიას, ასევე დაესწრნენ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და რუმინეთის პრეზიდენტი, კლაუს ვერნერ იოჰანისი. - 19 იანვარს დავოსში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ორმხრივი შეხვედრა გამართა ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის საკითხებში ევროკომისართან, იოჰანეს ჰანთან. - 17-18 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილება მიიღო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში. მიუნხენში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელთან. - 12-13 მარტს, სტოკჰოლმში, როგორც ამჟამინდელ ევროკავშირის საბჭოს თამვჯდომარე ქვეყანაში, შედგა საგარეო საქმეთა მინისტრის, ი. დარჩიაშვილის ოფიციალური ვიზიტი. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა შვედეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან: საგარეო საქმეთა მინისტრთან, ტობიას ბილსტრომთან, ევროკავშირის საკითხებში სახელმწიფო მდივანთანკრისტიან დანიელსონთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, ანდრეას ნორლენთან, 20-23 მარტს, ბრიუსელში ვიზიტი. განხორციელდა საგარეო საქმეთა მინისტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ევროპარლამენტის წევრებთან, შეხვედრები ევროკავშირის გაიმართა უმაღლეს ევროკომისრებთან, წარმომადგენელთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკის მთავარ მრჩეველთან [საშინაო საქმეთა ევროკომისარი, ილვა იოჰანსონი; სამეზობლოსა და გაფართოების ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი; ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარი, კადრი სიმსონი; მართლმსაჯულების საკითხებში ევროკომისარი, დიდიე რეინდერი; ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეფ ბორელი; ევროპული საბჭოს პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკის მთავარი მრჩეველი, საიმონ მორდიუ; ევროპარლამენტის წევრი, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის (AFET) თავმჯდომარე, დევიდ მაკალისტერი (EPP); ევროკომისიის ფინანსური სტაბილურობის, ფინანსური 10 მომსახურებისა და კაპიტალის ბაზრების კავშირის საკითხებში გენერალურ დირექტორატის დირექტორი (DG FISMA), ჯონ ბერიგანი; ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში (DG NEAR) გენერალური დირექტორი, გერტ იან კოპმანი], ასევე ევროპარლამენტის წევრებთან. საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინაციის ქვეშ უკვე 2022 წ. შეიქმნა უწყებათშორისი სამუშაო სამინისტროების, ჯგუფი საქართველოს მთავრობის პარლამენტის, ადმინისტრაციის დარგობრივი წარმომადგენლების შემადგენლობით, რომლებიც რეგულარულად მართავენ სამუშაო შეხვედრებს თავიანთ კოლეგებთან ევროპულ ინსტიტუციებში, წევრი ქვეყნების დედაქალაქებსა და ამავე ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებში, რომლის დროსაც ხდება ინფორმაციის გაცვლა და პოზიციების შეჯერება საქართველოს მიერ 12 პრიორიტეტის იმპლემენტაციის პროცესში არსებული პროგრესის, მომავალში გადასადგმელი ნაბიჯების თაობაზე. ხსენებული შეხვედრები უზრუნველყოფს, რომ ჩვენი მოკავშირეები ევროპულ ინსტიტუციებსა და წევრი ქვეყნების დედაქალაქებში მუდმივად არიან ჩართული იმპლემენტაციის პროცესში, რეგულარულად ხდება მათი ინფორმირება იმპლემენტაციის პროცესის სხვადასხვა ეტაპების შესახებ და მიმდინარეობს კონსულტაციები 12 პრიორიტეტის ეფექტიანად შესრულების თაობაზე. ამ დრომდე გაიმართა აღნიშნული ჯგუფის შეხვედრა ევროკავშირის 11 წევრ სახელმწიფოში. ეს პროცესი გრძელდება. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, საქართველოს მიერ განაცხადის გაკეთებიდან ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების დღემდე, ევროკავშირის რომელ ქვეყნებში გქონდათ ვიზიტები და რა სამუშაოები გასწია თქვენმა უწყებამ ასოცირების საბჭოს მეშვიდე სხდომის შედეგებზე საქართველოსთვის განსაკუთრებით დემოკრატიული რეფორმების ნაწილში. საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთების შემდეგ, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების საქართველოს გადმოეცა ევროკომისიის თანახმად, მიერ 2022 წ. შემუშავებული 11 აპრილს, სპეციალური კითხვარის პირველი, პოლიტიკურ-ეკონომიკური ნაწილი, რომელიც 369 კითხვას აერთიანებდა, ხოლო 19 აპრილს კითხვარის მეორე - სექტორული ნაწილი, რომელიც 2300-ამდე კითხვას მოიცავდა. საქართველომ ღირსეულად გაართვა თავი დასახულ ამოცანას და, ვადაზე ადრე, მაღალ დონეზე შეავსო კითხვარი. ეს არ არის მხოლოდ ქართული მხარის შეფასება, არამედ, ამ შეფასებას იზიარებენ ჩვენი პარტნიორები და მოკავშირეები 11 ევროკავშირში. 2022 წ. 2 მაისს ევროკომისიას დაუბრუნდა შევსებული კითხვარის პირველი, ხოლო 10 მაისს - მეორე ნაწილი. ეს იყო კარგად დაგეგმილი და კოორდინირებული პროცესი, რომელსაც სათავეში საქართველოს მთავრობის მეთაური ედგა და მას კოორდინაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო უწევდა. პროცესში ჩართული იყო უკლებლივ ყველა სამინისტრო და სამთავრობო უწყება, სასამართლო ხელისუფლება და პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტი. აღნიშნულის კოორდინაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან მოითხოვდა, როგორც თავისი კომპეტენციის ფარგლებში შემავალ კითხვებზე პასუხების მომზადებას, ისე შესაბამისი სფეროების მიხედვით ჩართული უწყებების მუშაობის პროცესის კოორდინაციას, შესაბამისი ინსტრუქციების გაცემას, ასევე მიღებული მასალების დამუშავებას, დახარისხებას და თავმოყრას ერთიან ფორმატში - ისეთი ფორმით, რომ დოკუმენტი ყოფილიყო გამართული, ხარისხობრივად მაღალ დონეზე მომზადებული და ყველა კითხვაზე ყოფილიყო ამომწურავი პასუხი გაცემული. მთლიანობაში დოკუმენტი შეიკრა 9 ტომად, მათ შორის, 2 ტომისგან შედგება პირველი პოლიტიკურ-ეკონომიკური ნაწილი, ხოლო 7 ტომისგან - კითხვარის მეორე სექტორული ნაწილი, რომელიც პირველ ნაწილთან შედარებით, ბევრად კომპლექსური და მასშტაბურია. მთლიანობაში დოკუმენტი შედგება 3300-ამდე გვერდისგან და მასში ყველა დასმულ კითხვაზე ამომწურავი პასუხია გაცემული. კითხვარის შემუშავების პროცესი აყვანილი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირად კონტროლზე, ხოლო თითოეული უწყების ხელმძღვანელის მხრიდან ასევე კირად კონტროლზე საკუთარ უწყებების შიგნით. ყოველკვირეულ რეჟიმში, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით იმართებოდა ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომები, სადაც პრემიერს წარედგინებოდა ანგარიში მიმდინარე სამინისტროში პროცესთან სისტემატურად დაკავშირებით, იმართებოდა ასევე საგარეო უწყებათაშორისი საქმეთა შეხვედრები, როგორც მინისტრის მოადგილეების, ისე უწყებების შესაბამისი დეპარტამენტის ხელმძღვანელების დონეზე. ევროკომისიის მხრიდან მაღალი შეფასება მიეცა ქართული მხარის მიერ წარდგენილ კითხვარს. 23 ივნისს, ევროკომისიის მიერ კითხვარის პირველი ნაწილის შეფასებაზე დაყრდნობით, საქართველოს მიენიჭა ევროპული პერსპექტივა, რაც ისტორიული გადაწყვეტილებაა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და არჩევანის მხარდაჭერა მუდმივად იდგა ევროკავშირსა და წევრ ქვეყნებთან ორმხრივი თუ მრავალმხრივი 12 თანამშრომლობის დღის წესრიგში. განაცხადის გაკეთებისთანავე ეს ძალისხმევა კიდევ უფრო გაიზარდა. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საგარეო საქმეთა მინისტრის განხორციელებული ორმხრივი ვიზიტებიდან აღსანიშნავია: - 6-7 აპრილს, ქ. ბრიუსელში ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში შედგა ი. დარჩიაშვილის ორმხრივი შეხვედრა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრთან. - 11 აპრილს გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ლუქსემბურგში, სადაც ორმხრივი შეხვედრა გაიმართა სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისართან, საქართველოს მიერ შევსებული კითხვარის პირველი ნაწილის გადაცემისას. - 14 აპრილს შედგა საგარეო საქმეთა მინისტრის ი. დარჩიაშვილის სამუშაო ვიზიტი ჩეხეთის რესპუბლიკაში, სადაც ის შეხვდა ჩეხ კოლეგა მინისტრს, ასევე ევროპულ საქმეთა მინისტრს და დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს. - 16-18 მაისს საგარეო საქმეთა მინისტრი თან ახლდა პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ქ. ბრიუსელში სამუშაო ვიზიტისას, სადაც ის შეხვდა ბულგარელ, ფრანგ და ლიეტუველ კოლეგა მინისტრებს, ასევე მონაწილეობა მიიღო პრემიერის შეხვედრებში ევროკავშირის მაღალი და უმაღლესი რანგის ოფიციალურ პირებთან, კერძოდ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ევროპარლამენტის თავმჯდომარესთან, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლებთან და სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისართან. - 19-20 მაისს გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ქ. ტურინში ევროსაბჭოს მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად, რომლის ფარგლებში მან შეხვედრები გამართა მალტის, ავსტრიის, დანიის, გერმანიის, სლოვენიისა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან. - 9 ივნისს შედგა მინისტრის ი. დარჩიაშვილის სამუშაო ვიზიტი ნიდერლანდების სამეფოში, სადაც ის შეხვდა ნიდერლანდელ კოლეგა მინისტრს. - 12 დეკემბერს ქ. ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში, მინისტრმა, ი. დარჩიაშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართა ევროკავშირის მაღლი რანგის წარმომადგენლებთან. ასევე, მინისტრმა შეხვედრები გამართა კვიპროსელ და ირლანდიელ კოლეგა მინისტრებთან. - გარდა აღნიშნულისა, გაიმართა მინისტრის შეხვედრების თავის ევროპელ კოლეგებთან ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან (ფინეთი, პორტუგალია, ხორვატია, უნგრეთი, ესპანეთი და კვიპროსი) სხვადასხვა ფორუმების ფარგლებში, მათ შორის 13 ISIS-თან ბრძოლის წინააღმდეგ კონფერენციის ფარგლებში ქ. მარაქეშში და დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში. 2023 წლის 2 თებერვალს ევროკომისიამ გამოაქვეყნა შევსებული კითხვარის მეორე, სექტორული ნაწილის შეფასება, რომელიც აფასებს ევროკავშირთან საქართველოს საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოების ხარისხსა და ქვეყნის მიერ ევროკავშირთან სექტორული ინტეგრაციის ფარგლებში გატარებული რეფორმების ეფექტიანობას, ანგარიში საკმაოდ პოზიტიურია და აღიარებს საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს თითქმის ყველა სფეროში. ამასთან, როგორც ზევით აღინიშნა, მიმდინარეობს ევროკავშირთან აქტიური კომუნიკაცია ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესზე. ამ მიმართულებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინაციით, შეიქმნა უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფი (პარლამენტი, იუსტიცია, პროკურატურა, მთავრობის ადმინისტრაცია), რომლის მიზანია ევროკავშირის წევრი ქვეყნების და ევროპული ინსტიტუციების რეგულარულად ინფორმირება 12 პრიორიტეტის იმპლემენტაციის პროცესის თაობაზე. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ განხორციელდა სამუშაო ვიზიტი, ერთგვარი შუალედური შემაჯამებელი შეხვედრა ევროპულ ინსტიტუციებში მ.წ. 1517 მარტს. საქართველო, მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად, გადაყვანილ იქნა გაფართოების ერთიან პაკეტში და ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის წევრობის სხვა კანდიდატ და პოტენციურ კანდიდატებთან ერთად გაივლის ევროკავშირთან ინტეგრაციის მომავალ ფაზებს. შესაბამისად, 2023 წლის პროგრესის შეფასება შემოდგომაზე, პირველად მოხდება საქართველოს გაფართოების ერთიანი პაკეტის ფარგლებში - თავად სახელწოდება მიუთითებს, თუ რა პროცესში გადაინაცვლა საქართველომ - და კომისია/საბჭო ასევე იმსჯელებს საქართველოს განხორციელების შედეგებზე, შესაბამისად, მიერ 12 პრიორიტეტის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ასევე, გთხოვთ მოგვაწოდოთ ინფორმაცია მიმდინარე წლის 6 სექტემბერს, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტისას დახურულ კარს მიღმა შეხვედრების და პოზიციების შესახებ ჩვენი ევროპელი პარტნიორების საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განსახორციელებელი წინაპირობების და ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ. უნდა აღინიშნოს, რომ წელს საბჭოს სხდომა განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო, რადგანაც ეს იყო პირველი უმაღლესი დონის შეხვედრა საქართველოს ევროპული 14 პერსპექტივის აღიარების შემდეგ. შესაბამისად, ეს ისტორიული მოვლენა ასახული იყო საბჭოს დღის წესრიგში. ასოცირების საბჭოს პრეს-რელიზის თანახმად: - ევროკავშირი რეფორმების მიესალმა გატარებას საქართველოს და ბევრ მიერ დარგში მთელი საკუთარი რიგი რთული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან წარმატებულ დაახლოებას. - აღინიშნა მიღწეული პროგრესი ადამიანის უფლებათა 2022-2030 წწ. სტრატეგიის შემუშავების პროცესში. - ევროკავშირის მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა რუსეთის ფედერაციის ვალდებულება, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და გამოითქვა მოლოდინი, რომ რუსეთის ფედერაციამ უნდა გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და დაუშვას უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა ადგილზე. ხაზი გაესვა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების ვალდებულებას. - დაგმობილი იქნა აგრესიული ომი თანამშრომლობა რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი უკრაინაში, ამასთან საერთაშორისო გამოითქვა ფორმატში თანხმობა, რუსეთის გააგრძელოს პასუხისგებისთვის. საქართველო გააგრძელებს ძალისხმევას, რათა ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ შემზღუდავ ზომებთან დაკავშირებით სრულ შესაბამისობაში იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციასთან. - მხარეების მიერ აღებულ იქნა ვალდებულება საქართველო-ევროკავშირის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მიზნების შესაბამისად, გააგრძელონ მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს საერთო მედეგობის გასაძლიერებლად. - ევროკავშირმა აღიარა საქართველო, როგორც ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი რეგიონში და ხაზი გაუსვა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მნიშვნელობას საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში. როგორც საბჭოს ფარგლებში, ისე ორმხრივ შეხვედრებზე დადასტურდა ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული პერსპექტივისადმი და მზაობა, რომ საქართველოს საჭირო დახმარება აღმოუჩინონ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ბუნებრივია, ხაზი გაესვა ქვეყნის მიერ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულების მნიშვნელობას რაზედაც საქართველომ ყველა დონეზე მზაობა დაუდასტურა; ასევე, დაფიქსირდა შეფასებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ევროკავშირის მხრიდან დამსახურებაზე-დაფუძნებული მიდგომის გამოყენების მნიშვნელობა. აღინიშნა, რომ ასოცირების შეთანხმების და DCFTA-ს განხორციელება და მისი პოტენციალის 15 სრულად ათვისება რჩება საქართველოსა და ევროკავშირის საერთო პრიორიტეტად. ამ კონტექსტში, განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა საქართველოსა და ევროკავშირის შორის დაკავშირებადობის გაზრდას, მათ შორის შავ ზღვაზე ენერგეტიკული, სატრანსპორტო და ციფრული კავშირების განვითარებით. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიზნით უკვე მიმდინარეობს პრაქტიკული მუშაობა აღმოსავლეთ პარტნიორობის საფლაგმანო ეკონომიკური პროექტების საქართველო-ევროკავშირის წამოწყების კუთხით. და საინვესტიციო გეგმით განხორციელების მიზნით მაღალი დაკავშირებადობის დონის და განსაზღვრული კონსულტაციები დიალოგის უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიზნით უკვე მიმდინარეობს პრაქტიკული მუშაობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით განსაზღვრული საფლაგმანო პროექტების განხორციელების მიზნით და კონსულტაციები საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის დაკავშირებადობის დიალოგის წამოწყების კუთხით. ამ კუთხით კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის პროექტის ფარგლებში ხელმოწერილ შეთანხმებას. ასოცირების საბჭოსა და ორმხრივი შეხვედრების ერთ-ერთი წამყვანი თემა იყო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში არსებული ვითარება და ევროკავშირის როლის გაძლიერება რუსთ-საქართველოს კონფლიქტის გადაჭრის პროცესში; ამ თვალსაზრისით, დაისვა ყველა საჭირბოროტო საკითხი, განსაკუთრებით არსებული მძიმე გეოპოლიტიკური ფონის გათვალისწინებით. 16