საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ვერცხლისწყლის შესახებ მინამატას კონვენციისა“ და „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტების (№07-2/254; 21.02.2023) განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-03-20
ბიუროს ნომერი 232
📜 ტექსტი
წერილი
გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების კომიტეტი
2-3777/23
17-03-2023
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 107-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მომართვის
საფუძველზე გთხოვთ,
განხილვისათვის დადგენილი ვადის 30 დღით გაგრძელებას
საქართველოს
მთავრობის
მიერ
რატიფიცირებისთვის
წარმოდგენილ
„ვერცხლისწყლის შესახებ მინამატას კონვენციასა“ და თანმდევი, საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტებზე: „გარემოს
დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ (№07-2/254; 21.02.2023).
დანართი: 1 ფ.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მაია ბითაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
ჯანმრთელობის დაცვისა და
სოციალურ საკითხთა კომიტეტი
2-3766/23
17-03-2023
საქართველოს პარლამენტის
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
კომიტეტის თავმჯდომარეს
ქალბატონ მაია ბითაძეს
ქალბატონო მაია,
გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2023 წლის 27 თებერვლის
№227/7 გადაწყვეტილებით, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს
დაევალა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი
„ვერცხლისწყლის შესახებ მინამატას კონვენციის“ და მისი თანმდევი, საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტების: „გარემოს დაცვის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის (№07-2/254; 21.02.2023)
სავალდებულო განხილვა. ობიექტური მიზეზების გამო, მითითებულ ვადაში საკითხის
განხილვა ვერ მოხერხდა.
აღნიშნულიდან
გამომდინარე,
გთხოვთ
უზრუნველყოთ
დასახელებული
საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ვადის გაგრძელება 30 დღით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ზაზა ლომინაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge