საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ლევან იოსელიანის ადგილმონაცვლის ქეთევან თურაზაშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე
📦 საკანონმდებლო პაკეტი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ლევან იოსელიანის ადგილმონაცვლის ქეთევან თურაზაშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე
- საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ლევან იოსელიანის ადგილმონაცვლის ქეთევან თურაზაშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე (ეს პროექტი) დასკვნა
- „საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ლევან იოსელიანის ადგილმონაცვლის ქეთევან თურაზაშვილის უფლებამოსილების ცნობის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-03-17
კომიტეტის სხდომის ნომერი 100
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2059?local=true
საქართველოს პარლამენტი
1 of 2
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა
თარიღი
17 მარტი 2023 12:00
2023 წლის 17 მარტი, 12:00 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
(C კორპუსი, II სართული)
დღის წესრიგი (პროექტი)
საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ლევან იოსელიანის ადგილმონაცვლის
ქეთევან თურაზაშვილის უფლებამოსილების ცნობის საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი შატაკიშვილი.
3/17/2023, 10:24 AM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
2022 წლის 17 მარტი, 12.00 სთ
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
(C კორპუსი, II სართული)
სხდომის ოქმი
N100
სხდომის თავმჯდომარე: ირაკლი შატაკიშვილი - საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
სხდომას ესწრებოდნენ:
კომიტეტის წევრები: ლევან მგალობლიშვილი, პაატა მანჯგალაძე, ირმა ზავრადაშვილი,
გურამ მაჭარაშვილი, ბაჩუკი ქარდავა, გენრიეტა წიწავა და გიორგი კახიანის
უფლებამონაცვლე ირაკლი მეძმარიაშვილი.
სხდომას ესწრებოდა: ალექსანდრე ელისაშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი.
სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის
თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები.
სხდომის მდივანი: სესილი ძებნიაური - წამყვანი სპეციალისტი.
დღის წესრიგი (პროექტი):
საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ლევან იოსელიანის ადგილმონაცვლის
ქეთევან თურაზაშვილის უფლებამოსილების ცნობის საკითხის განხილვა.
მომხსენებელი: ირაკლი შატაკიშვილი.
სხდომის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგის პროექტი.
სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები
და მოსაზრებები არ გამოთქმულა.
კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს სხდომის დღის წესრიგი.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით
საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ლევან იოსელიანის ადგილმონაცვლის
ქეთევან თურაზაშვილის უფლებამოსილების ცნობის საკითხის განხილვა.
მოისმინეს:
ირაკლი
შატაკიშვილის
ინფორმაცია,
რომლის
თანახმად
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილ 2023 წლის 9 მარტის
განკარგულებას N15/2023 - საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ლევან
იოსელიანის
ადგილმონაცვლის ქეთევან თურაზაშვილის პარლამენტის წევრის
უფლებამოსილების ცნობის თაობაზე და თანდართულ მასალებს.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილი განკარგულების
თანახმად პოლიტიკური გაერთიანების - „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“ პარტიული
სიით არჩეული საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ლევან იოსელიანის
(პარტიულ სიაში N2) ადგილმონაცვლედ ცნობილ უნდა იქნეს ამავე პოლიტიკური
გაერთიანების პარტიული სიით წარდგენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატი - ქეთევან
თურაზაშვილი (პარტიულ სიაში N3).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ საქართველოს
კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის მიერ ცნობილ
იქნეს ქეთევან თურაზაშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.
კენჭისყრა:
სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი:
ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს
საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ლევან იოსელიანის ადგილმონაცვლის
ქეთევან თურაზაშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხს?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 6 წევრი
გადაწყვიტეს (ერთხმად):
კომიტეტის დასკვნა და პარლამენტის დადგენილების პროექტი: საქართველოს
პარლამენტის გამოკლებული წევრის ლევან იოსელიანის ადგილმონაცვლის ქეთევან
თურაზაშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე წარედგინოს
საქართველოს პარლამენტის ბიუროს უახლოეს პლენარულ სხდომაზე განსახილველად.
ირაკლი შატაკიშვილი
კომიტეტის თავმჯდომარის
პირველი მოადგილე
სესილი ძებნიაური
სხდომის მდივანი
2