საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების: რესან კონცელიძის, ზაალ მიქელაძის და ანზორ ბოლქვაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის (№07-3/276; 07.12.2022) განხილვის ვადის ერთი თვით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
17.03.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ნომერი
#2-3824/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-03-20
ბიუროს ნომერი 232

📜 ტექსტი

წერილი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 2-3824/23 17-03-2023 საქართველოს პარლამენტის ბიუროს მ.წ. 17 მარტს საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა მოგვმართა თხოვნით მათთვის სავალდებულოდ განსახილველად გადაცემული საქართველოს პარლამენტის წევრების: რესან კონცელიძის, ზაალ მიქელაძისა და ანზორ ბოლქვაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/276; 07.12.2022). განხილვის ვადის გადაწევის შესახებ. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 107-ე მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, გთხოვთ, უზრუნველყოთ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ვადის გაგრძელება 1 თვით. დანართი: 1 ფურცელი პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი 2-3794/23 17-03-2023 დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს დამატებითი კონსულტაციების საჭიროებიდან გამომდინარე, გთხოვთ უზრუნველყოთ განხილვისათვის დადგენილი ვადის 1 თვით გაგრძელება საქართველოს პარლამენტის წევრების, რესან კონცელიძისა და ანზორ ბოლქვაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტისა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. (№07-3/276; 07.12.2022) პატივისცემით კომიტეტის თავმჯდომარე კახა კახიშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge