საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე შორენა ლობჟანიძის მიერ წარმოდგენილ „ცხოველთა კეთილდღეობის აქტი“-ს მიღების და ცხოველთა სისასტიკისგან დაცვის შესახებ (№1-1234/23; 25.01.2023) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
20.03.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი
ნომერი
#2-3890/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-03-21
ბიუროს ნომერი 233

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი 2-3890/23 20-03-2023 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის დასკვნა საქართველოს მოქალაქე შორენა ლობჟანიძის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე ,,ცხოველთა კეთილდღეობის აქტის“ მიღების და ცხოველთა სისასტიკისაგან დაცვის შესახებ (№1-1234/23; 25.01.2023) მ/წ 20 მარტს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, განიხილა საქართველოს მოქალაქე შორენა ლობჟანიძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ,,ცხოველთა კეთილდღეობის აქტის“ მიღების და ცხოველთა სისასტიკისაგან დაცვის შესახებ. საკანონმდებლო წინადადება მოიცავს დებულებებს შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის უზრუნველყოფის, სასტიკი მოპყრობისგან დაცვის, უპატრონო შინაურ ბინადარ ცხოველთა პოპულაციის მართვის, მებრძოლი (მომეტებული რისკის მქონე) ჯიშის ძაღლების მართვის შესახებ. მისასალმებელია, რომ საკანონმდებლო წინადადების ავტორს წარმოდგენილი აქვს რეკომენდაციები: ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის შექმნის, მუნიციპალური ცხოველთა თავშესაფრების მოწყობის, გამრავლების შეზღუდვის დაწესების (გამრავლება ნებადართული იყოს მხოლოდ საშენებში), საშენების მკაცრი კონტროლის, ლიცენზირების, საშენის გახსნამდე სპეციალიზებული კურსის გავლის, ძაღლის ყოლაზე მოსაკრებლის შემოღების (განსხვავებული ქალაქში და სოფლად), ე.წ. მებრძოლი ჯიშის ძაღლებზე შედარებით მაღალი მოსაკრებლის დაწესების, მიტოვებაზე მაღალი ჯარიმების განსაზღვრის თაობაზე. ამასთან, საკანონმდებლო წინადადების ავტორი ითხოვს განხორციელდეს ცვლილება საქართველოს კონსტიტუციაში და დეტალურად გაიწეროს ცხოველთა ,,კონსტიტუციური უფლებები“, ასევე, გაუქმდეს მუნიციპალიტეტში არსებული ცხოველთა მონიტორინგის სამსახური და შეიქმნას შსს-ში ცხოველთა დაცვის ინსპექციის სამსახური. თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი შინაურ ბინადარ ცხოველთა მარეგულირებელი სრულყოფილი საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბების მიზნით, აქტიურად მუშაობს და უახლოეს პერიოდში გეგმავს ,,შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტის მნიშვნელოვნად ინიცირებას, რომელიც გააუმჯობესებს შინაურ სისტემურად ბინადარ მოაწესრიგებს და ცხოველთა დაცვის ხარისხს და უზრუნველყოფს მათ თანაცხოვრებას ადამიანებთან ერთად უსაფრთხო გარემოში. ამასთან, 2022 წლის 26 ოქტომბერს ზემოაღნიშნული კანონის პროექტის სამუშაო ვერსია საჯაროდ გამოქვეყნდა საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდსა და კომიტეტის სოციალურ ქსელში. ამავდროულად გაიგზავნა დაინტერესებულ პირებთან და განისაზღვრა შესაბამისი ვადა მოსაზრებებისა და შენიშვნების წარმოსადგენად. მოსაზრებები და შენიშვნები მიღებულ იქნა 30 დაინტერესებული სუბიექტისგან, მათ შორის, ცხოველთა მოყვარულების, მიმკედლებლების, ვეტერინარების, კინოლოგების, ცხოველთა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისგან. 2022 წლის 16 დეკემბრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით მიღებული შენიშვნების ავტორებთან უკუკავშირის მიზნით, გაიმართა შეხვედრები, რომელთა ფარგლებშიც პასუხები გაეცა შენიშვნების ავტორთა შეკითხვებს, ასევე გამოიკვეთა რიგი საკითხები, რომლებსაც კომიტეტი მხედველობაში მიიღებს და გააგრძელებს მათზე მუშაობას, დაინტერესებულ სუბიექტებთან შექმნილი სამუშაო ჯგუფების ფარგლებში. 2023 წლის 23 თებერვალს კომიტეტმა დაიწყო ზემოაღნიშნული სამუშაო ჯგუფების ფორმირება და მიმდინარე წლის მარტში დაგეგმილია სამუშაო შეხვედრების ჩანიშვნა. ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, კომიტეტის გადაწყვეტილებით, წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება უარყოფილად იქნა ცნობილი, თუმცა კომიტეტი გააგრძელებს სამუშაო ჯგუფის ფორმატში კანონპროექტის მომზადებას, მათ შორის საკანონმდებლო წინადადების ავტორის მონაწილეობით, რომელიც შექმნის შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობისათვის აუცილებელ სამართლებრივ ბაზას კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად აუცილებელ სტანდარტებს. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე და დააწესებს მათი