საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით

საკანონმდებლო წინადადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
20.03.2023
ავტორი
საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილი
ნომერი
#1-3974/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-03-21
ბიუროს ნომერი 233

📜 ტექსტი

საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge "ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“ კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის მეშვეობით № CA00412303616733 19.03.2023 საქართველოს პარლამენტი სათაური: საკანონმდებლო წინადადება მერისა და საკრებულოს თავმჯდომარედ მხოლოდ ერთხელ არჩევის/დანიშვნის შესახებ შინაარსი: ვინაიდან საქართველოს საჯარო სექტორში გახშირდა მერებისა და საკრებულოს თავმჯდომარეთა თანამდებობებზე რამდენიმე ვადით ერთი და იგივე პირების მიერ შენარჩუნების მავნე პრაქტიკა, გთხოვთ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად. განიხილოთ იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოს ორგანულ კანონში – ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში – შევიდეს იმდაგვარი ცვლილება, რომელიც კონსტიტუციის 35.1 მუხლის მსგავსად, დაადგენს, რომ ერთი და იმავე პირის ზედიზედ ორჯერ არჩევა მერად და საკრებულოს თავმჯდომარედ დაუშვებელია. საკანომდებლო წინადადების მიზანს წარმოადგენს საჯარო სამსახურის გაჯანსაღება, ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტურობის ამაღლება და პროტექციონიზმის მასშტაბების შემცირება. პატივისცემით, ზურაბ ვანიშვილი პ. #: მობილური: + ელფოსტა: