საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების: გიორგი ხოჯევანიშვილის, მიხეილ დაუშვილის, ანა ბუჩუკურის, შალვა კერესელიძის, ბექა ლილუაშვილის და ალექსანდრე მოწერელიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე“ (№07-3/221; 09.06.2022) საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადის 60 დღით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-03-21
ბიუროს ნომერი 233
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-3951/23
21-03-2023
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
თქვენთვის როგორც ცნობილია, საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილია საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო სერვისების
განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ (N07-3/221; 09.06.2022).
აღნიშნულ კანონპროექტზე წამყვან კომიტეტად განსაზღვრულია იურიდიულ
საკითხთა
კომიტეტი.
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტით
გათვალისწინებული ვადების დაცვისა და ამ კანონპროექტის სრულყოფილად
მომზადების მიზნით, გთხოვთ, მისი საკომიტეტო განხილვის ვადა გაგრძელდეს 60
დღით.
აღნიშნული კანონპროექტის საკომიტეტო განხილვის ვადის გაგრძელების
თაობაზე მოგვმართა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი
2-3871/23
20-03-2023
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარეს ბატონ ანრი ოხანაშვილს
ბატონო ანრი,
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით (N210/5; 13.12.2022) საგარეო
ურთიერთობათა კომიტეტს დაევალა „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (07-3/221;
09.06.2022) საქართველოს კანონის პროექტის განხილვა (ინიციატორები საქართველოს
პარლამენტის წევრები: გიორგი ხოჯევანიშვილი, მიხეილ დაუშვილი, ანა ბუჩუკური,
შალვა კერესელიძე, ბექა ლილუაშვილი, ალექსანდრე მოწერელია).
გთხოვთ, მიმართოთ საქართველოს პარლამენტის ბიუროს აღნიშნული
საკითხის განხილვის ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ნიკოლოზ სამხარაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge