საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის მიერ წარმოდგენილი, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის (EUGeorgia Parliamentary Association Committee) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის 2022 წლის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
23.03.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი
ნომერი
#2-4120/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-03-23
ბიუროს ნომერი 235

📜 ტექსტი

წერილი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი 2-4120/23 23-03-2023 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ნიკოლოზ სამხარაძეს ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 189-ე მუხლის 4-ე პუნქტის თანახმად გიგზავნით ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის (EUGeorgia Parliamentary Association Committee) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის შესახებ 2022 წლის ანგარიშს. დანართი: 5 ფურცელი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
2022 წლის ანგარიში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის (EU-Georgia Parliamentary Association Committee) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის შესახებ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი ხელმძღვანელობდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მუშაობას. 2022 წლის 10 თებერვალს ევროპარლამენტში, ქ. ბრიუსელში, საქართველოს პარლამენტის და ევროპარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციების მონაწილეობით, საქართველოევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეათე სხდომა გაიმართა. ღონისძიებაში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარის, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ შემდეგი შემადგენლობით: ლევან ქარუმიძე, მაია ბითაძე, დავით სონღულაშვილი, გიორგი ამილახვარი, ეკა სეფაშვილი, დავით ზილფიმიანი და ლევან იოსელიანი. დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე მოხსენებები გააკეთეს: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებების საკითხებში, ნიკო თათულაშვილმა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურისა და ევროკომისიის მხრიდან - ლუკ დევინმა, ლორენს მერედიტმა, რიჩარდ ტიბელსმა და ნიკოლას სენდროვიჩმა. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეათე სხდომაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროცესი, ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი დემოკრატიული რეფორმები, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების პერსპექტივები, საქართველოს ევროკავშირში სექტორული ინტეგრაციის პროცესი და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. კომიტეტმა სექტორული ინტეგრაციის ნაწილში იმსჯელა საქართველოს ევროკავშირის ერთიან ციფრულ ბაზარზე ინტეგრაციის კუთხით გადადგმული ნაბიჯებსა და პერსპექტივებზე და გარემოს დაცვისა და ევროპის „მწვანე შეთანხმებასთან“ დაკავშირებული საკითხებზე. 1 სხდომაზე დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. ხაზი გაესვა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელების პროცესში მიღწეულ პროგრესს და ევროკავშირსა და საქართველოს შორის წარმატებულ თანამშრომლობას. სხდომაზე იმსჯელეს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ევროკავშირთან თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობაზე და ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო რეგიონში უსაფრთხოების კუთხით ევროკავშირის სანდო პარტნიორად რჩება. საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა სხდომის მონაწილეებს გაუზიარა ინფორმაცია ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესში პარლამენტის როლსა და ამ მიმართულებით საკანონმდებლო ინიციატივებსა და ცვლილებებზე. ისაუბრა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში სხვადასხვა დონეზე პოლიტიკური და ექსპერტული დიალოგის გაძლიერების მნიშვნელობაზე, რომელიც კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე კონკრეტული ნაბიჯის გადადგმა დაისახა მიზნად და 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთების გადაწყვეტილება მიიღო. სხდომაზე იმსჯელეს ევროკავშირის ერთიან ეკონომიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერების საჭიროებაზე. ევროპარლამენტის წევრებმა დადებითად შეაფასეს ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროცესი და საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების მიმართ მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატეს. აღსანიშნავია, რომ ტრადიციულად საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომა შეიმუშავებს განცხადებას და რეკომენდაციებს ასოცირების საბჭოს საყურადღებოდ. მიუხედავად საქართველოს დელეგაციის ინიციატივისა განცხადების და რეკომენდაციების მიღების თაობაზე, ევროპარლამენტის მხრიდან არ გამოითქვა სურვილი და მეათე სხდომაზე არ იქნა მიღებული განცხადება და რეკომენდაციები ასოცირების საბჭოს საყურადღებოდ. სხდომის დასასრულს, საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარემ, ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა გააკეთა განცხადება მეათე სხდომის თაობაზე: • • • ევროკავშირი მიესალმება იმ ფაქტს, რომ საქართველოში ძალიან მაღალია ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერა; მიესალმება საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მხრივ სხვადასხვა სფეროებში; დადებითად შეფასებულია საქართველოში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო 2 • • • სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების მხრივ, რაც წარმოადგენს ევროკავშირთან პოლიტიკური, ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს; მნიშვნელოვანია საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები გენდერული კვოტების შემოღებასთან დაკავშირებით, რომელიც კიდევ უფრო გაზრდის ქალთა მონაწილეობას პოლიტიკურ ცხოვრებაში; მიესალმება ევროკავშირის ამბიციური ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის მიღებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის, რომელიც ხელს შეუწყობს პარტნიორ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, ინვესტიციების, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებას; ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და გმობს რუსეთის მიერ განხორციელებულ უკანონო ქმედებებს რამაც გამოიწვია უსაფრთხოების გაუარესება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში. 2022 წლის 21 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეთერთმეტე სხდომას უმასპინძლა. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილი ხელმძღვანელობით კომიტეტის სხდომაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ შემდეგ შემადგენლობით: ლევან ქარუმიძე, მაია ბითაძე, ხატია წილოსანი, ნიკოლოზ სამხარაძე, ეკა სეფაშვილი, გიორგი ამილახვარი, დავით ზილფიმიანი, ჰერმან საბო და აკაკი მინაშვილი. დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე მოხსენებები გააკეთეს: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებების საკითხებში ნიკო თათულაშვილმა, საქართველოს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ. ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურისა და ევროკომისიის მხრიდან - დიანა იაბლონსკამ და მაიკლ რუპმა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის გუნდის ხელმძღვანელმა, კოლომბ დე მერსეიმ. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეთერთმეტე სხდომის დღის წესრიგი მოიცავდა საქართველო ევროკავშირს შორის თანამშრომლობის საკითხთა ფართო წრეს, მათ შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროცესს, ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილ დემოკრატიულ რეფორმებს, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობას, საქართველოს 3 ევროკავშირში სექტორული ინტეგრაციის პროცესსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. სხდომაზე სექტორული ინტეგრაციის ნაწილში კომიტეტმა იმსჯელა დაკავშირებადობის მიმართულებით, მათ შორის ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სფეროში, საქართველოევროკავშირის პარტნიორობასა და დასაქმების, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკაზე. საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებულ განაცხადზე და 2022 წლის 24 ივნისის ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ ისტორიულ გადაწყვეტილებაზე. სხდომის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ევროკომისიის 12 რეკომენდაციის პროცესში საქართველოს პარლამენტის როლსა და ამ მიმართულებით განხორციელებულ საკანონმდებლო ინიციატივებსა და ცვლილებებზე. სხდომაზე იმსჯელეს ერთიანი ევროგადახდის სივრცეში საქართველოს გაწევრიანების შესახებ და დადებითად შეაფასეს ამ მიმართულებით საქართველო მიერ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები. ევროპარლამენტის წევრებმა მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების მიმართ. სხდომის დასასრულს, საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარემ, ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა გააკეთა განცხადება მეთერთმეტე სხდომის თაობაზე: • • • • • • მიესალმება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების თაობაზე, რომელმაც ახალ ისტორიულ ეტაპზე გადაიყვანა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები; მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მიერ განხორციელდეს ევროპული საბჭოს 12 რეკომენდაციის შესრულება, იმისათვის რომ საქართველოს დროულად მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი; ევროკავშირი მიესალმება იმ ფაქტს, რომ საქართველოში ძალიან მაღალია ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერა; ევროკავშირი მიესალმება საქართველოს პარლამენტში თემატური სამუშაო ჯგუფების შექმნას ევროპული საბჭოს 12 რეკომენდაციის შესასრულებლად საპარლამენტო უმცირესობისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით და მოუწოდებს ყველა საპარლამენტო ჯგუფს და ფრაქციას, რომ აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში; დადებითად შეფასებულია საქართველოში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების მხრივ, რაც წარმოადგენს ევროკავშირთან პოლიტიკური, ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს; ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და გმობს რუსეთის მიერ განხორციელებულ უკანონო ქმედებებს რამაც გამოიწვია უსაფრთხოების გაუარესება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში. 4 22 სექტემბერს, ევროპარლამენტის დელეგაცია იმყოფებოდა ქ. ზუგდიდში, სადაც შეხვედრა გაიმართა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან, მარეკ შჩიგელთან. დელეგაციამ მოინახულა ენგურის ხიდი საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს. საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომის ფარგლებში ევროპარლამენტის დელეგაცია კომიტეტის თანათავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილთან ერთად იმყოფებოდა ქ. ბათუმში, სადაც შეხვედრები გაიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, დავით გაბაიძესთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, მერაბ ტურავასთან და თავმჯდომარის მოადგილეებთან, ვასილ როინიშვილსა და მანანა კობახიძესთან. 2022 წელს გაიმართა საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის ორი სხდომა (10 თებერვალი, 21 სექტემბერი). 5