საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის მიერ წარმოდგენილი, 2023 წლის 19-21 თებერვალს, მოლდოვას რესპუბლიკაში, ქ. კიშინიოვში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის (დელეგაციის ხელმძღვანელი - მაკა ბოჭორიშვილი, დელეგაციის წევრები: მაია ბითაძე, მიხეილ სარჯველაძე, ლევან ქარუმიძე, გიორგი ხელაშვილი, გიორგი ვაშაძე) ვიზიტის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
23.03.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი
ნომერი
#2-4121/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-03-23
ბიუროს ნომერი 235

📜 ტექსტი

წერილი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი 2-4121/23 23-03-2023 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გიგზავნით 2023 წლის 19-21 თებერვალს, მოლდოვას რესპუბლიკაში, ქ. კიშინიოვში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ვიზიტის ანგარიშს. დანართი: 3 ფურცელი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ვიზიტი მოლდოვას რესპუბლიკაში, ქ. კიშინიოვში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეათე სესია მივლინების ანგარიში 2023 წლის, 19-21 თებერვალი კიშინიოვი, მოლდოვას რესპუბლიკა 2023 წლის 19-21 თებერვალს მოლდოვას რესპუბლიკაში, ქ. კიშინიოვში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეათე პლენარული სესია გაიმართა, რომელშიც ევროპარლამენტის წევრებთან ერთად, აზერბაიჯანის, მოლდოვას, საქართველოს, სომხეთის და უკრაინის პარლამენტის წევრები მონაწილეობდნენ. საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობიდან ვიზიტში მონაწილეობდნენ, პარლამენტის წევრები - დელეგაციის ხელმძღვანელი მაკა ბოჭორიშვილი, მაია ბითაძე, მიხეილ სარჯველაძე, ლევან ქარუმიძე, გიორგი ხელაშვილი და გიორგი ვაშაძე. 19 თებერვალს, პლენარული სესიის ფარგლებში, გაიმართა ასამბლეის კომიტეტების და სამუშაო ჯგუფების სხდომები. საკომიტეტო სხდომებზე განიხილეს და მიიღეს კომიტეტების კომპეტენციის ფარგლებში მომზადებული რეზოლუციები. 19 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის და ევროპარლამენტარ მარია გრაპინის თანათავმჯდომარეობით, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ასოცირებული ქვეყნების სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა. სამუშაო ჯგუფის სდომაზე საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივასა და მათ მიერ განხორციელებულ რეფორმებზე იმსჯელეს. 20 თებერვალს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეათე ყოველწლიური სესია ოფიციალურად გაიხსნა. სესიის ფარგლებში გაიმართა დებატები თემაზე: „აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის მომავალი, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შემდეგ. ახალი რეგიონალური უსაფრთხოების კონტექსტი, გამოწვევები და შესაძლებლობები“, რომლის ფარგლებშიც საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრების მონაწილეობით ასამბლეის წევრებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალზე და არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. 21 თებერვალს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ კომიტეტების მიერ შემუშავებული ოთხი რეზოლუცია და სამი საგანგებო რეზოლუცია მიიღო, რომლებშიც საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრების მიერ წარდგენილი წინადადებები აისახა. აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო ასამბლეამ ენერგეტიკული უსაფრთხოების კომიტეტის მიერ საქართველოს პარლამენტის წევრის მაია ბითაძის თანაავტორობით მომზადებული რეზოლუცია, „ენერგეტიკული უსაფრთხოების გამოწვევები და მედეგობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ევროპული მწვანე შეთანხმებისა და სუფთა ენერგიაზე გადასვლის კონტექსტში“, მიიღო, რომელშიც ხაზგასმულია, რომ ენერგოუსაფრთხოება 1 პირდაპირ კავშირშია როგორც ევროკავშირის, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ეროვნულ უსაფრთხოებასთან, სწორედ ამიტომ, საჭიროა განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება. პლენარული სესიის ფარგლებში მიღებული რეზოლუციებიდან აღსანიშნავია პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტის მიერ შემუშავებული რეზოლუცია „საჯარო დაწესებულებებში მმართველობის ხელშეწყობა პოლიტიკური დიალოგისა და ინსტიტუციური თანამშრომლობის საფუძველზე ეფექტიანობისა და ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაზრდის მიზნით“, რომელიც ხაზს უსვამს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში კარგი მმართველობის ხელშეწყობის მნიშვნელობას. რეზოლუცია მიესალმება ევროკომისიის მიერ 2022 წლის 23 ივნისს მიღებულ გადაწყვეტილებას მოლდოვასა და უკრაინისათვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის, ხოლო საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების თაობაზე და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს ასევე, უნდა მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. რეზოლუციაში ასევე, საუბარია საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე სხვადასხვა მიმართულებით და მოუწოდებს ევროკავშირს, გაფართოების პროცესი განხორციელდეს დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესის შესაბამისად და შეფასებისას მხედველობაში იქნას მიღებული საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მიერ განხორციელებული რეფორმები. რეზოლუცია ასევე ეხმაურება უსაფრთხოების მხრივ არსებულ გამოწვევებს და გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში განვითარებულ საომარ მოქმედებებს და მოლდოვასა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, მიესალმება ევროკავშირის უპირობო მხარდაჭერას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიმართ მათი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მიმართულებით საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. პლენარული სესიის ფარგლებში მიღებული საგანგებო რეზოლუციებიდან აღსანიშნავია ასამბლეაში საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის დელეგაციების მიერ ინიცირებული საგანგებო რეზოლუცია „საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერის თაობაზე“. რეზოლუცია მიესალმება ევროკომისიის მიერ 2022 წლის 23 ივნისს მიღებულ ისტორიულ გადაწყვეტილებას, უკრაინისა და მოლდოვასათვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის, ხოლო საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების თაობაზე და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სამივე ქვეყანა არის ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ნაწილი. შესაბამისად, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა მკაფიოდ უჭერს მხარს ამ პროცესს და საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას. ევრონესტის საპარლამენტო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები უკრაინაში და პატივი სცეს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ტერიტორიულ მთლიანობას, რომელიც მნიშვნელოვანია ევროპული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა აღიარებს იმ წვლილს, რომელიც საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას რესპუბლიკას ევროკავშირის საერთო უსაფრთხოების და 2 კეთილდღეობის მიმართულებით შეაქვთ და ხაზს უსვამს სამივე ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელობას რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მოუწოდებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, ბიძგი მისცენ ევროკავშირის გაფართოების პროცესს და გადადგან კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართულებით. ასამბლეის მეათე პლენარულ სესიაზე მიღებულ იქნა შემდეგი რეზოლუციები: • • • • • • • „საჯარო დაწესებულებებში მმართველობის ხელშეწყობა პოლიტიკური დიალოგისა და ინსტიტუციური თანამშრომლობის საფუძველზე ეფექტიანობისა და ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაზრდის მიზნით“; „ენერგეტიკული უსაფრთხოების გამოწვევები და მედეგობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ევროპული მწვანე შეთანხმებისა და სუფთა ენერგიაზე გადასვლის კონტექსტში“; „დედაქალაქები: ეკონომიკური განვითარება პოსტ COVID-19-ის რეალობაში“; „ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ვაქცინაციის პროგრამების თავსებადობა და დაახლოება“; „საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერის თაობაზე“; ,,რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“; ,,უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების სტრატეგიული მნიშვნელობა“. 3