„საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 18 თებერვლის №241-IVმს-Xმპ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"
📋 განხილვის ეტაპები
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-03-27
ბიუროს ნომერი 237
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის
დადგენილება
„საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების შესახებ“
საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 18 თებერვლის
№241-IVმს-Xმპ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს
შესაბამისად
პარლამენტის
რეგლამენტის
190-ე
მუხლის
პირველი
პუნქტის
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. „საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების შესახებ“ საქართველოს
პარლამენტის 2021 წლის 18 თებერვლის №241-IVმს-Xმპ დადგენილებით შექმნილ
საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) არაბთა გაერთიანებული საამიროების პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფს დაემატოს
შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი:
„12. წილოსანი ხატია“;
ბ) ბოლივიის მრავალეროვნული სახელმწიფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის
მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) გვატემალის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის მე-4 პუნქტი
ამოღებულ იქნეს;
დ) ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის
ჯგუფის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ე) ეთიოპიის ფედერაციული
დემოკრატიული
მეგობრობის ჯგუფის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
რესპუბლიკის
პარლამენტთან
ვ) ეკვადორის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის მე-4 პუნქტი
ამოღებულ იქნეს;
ზ) ელ-სალვადორის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის მე-4 პუნქტი
ამოღებულ იქნეს;
თ) ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის მე-6
პუნქტი ამოღებულ იქნეს;
პროექტი
ი) თურქმენეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფს დაემატოს შემდეგი შინაარსის 44ე პუნქტი:
„44. დავითულიანი ბექა“;
კ) პარაგვაის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის მე-5 პუნქტი
ამოღებულ იქნეს;
ლ) ჩილეს რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის მე-3 პუნქტი ამოღებულ
იქნეს;
მ) ტუნისის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის მე-5 პუნქტი ამოღებულ
იქნეს;
ნ) ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფს დაემატოს შემდეგი
შინაარსის 66-ე პუნქტი:
„66. მათიკაშვილი დავით“;
ო) დადგენილებით გათვალისწინებულ მეგობრობის ჯგუფებს დაემატოს მალდივის
პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:
„1. სამხარაული გელა (ხელმძღვანელი)“.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების შესახებ“
საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 18 თებერვლის
№241-IVმს-Xმპ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია დადგენილების პროექტის შესახებ:
ა.ა) დადგენილების პროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს დადგენილების პროექტი:
დადგენილების შემუშავებას საფუძვლად უდევს საქართველოს პარლამენტის წევრთა
ინციატივა საქართველოს პარლამენტში მალდივის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის
შექმნის თაობაზე, აგრეთვე, საგარეო ურთიერთობების კომიტეტისადმი პარლამენტის
წევრთა მიმართვა მეგობრობის ჯგუფში გაწევრიანების ან ჯგუფის დატოვების თაობაზე.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად დადგენილების მიღების აუცილებლობა:
დადგენილების პროექტის შემუშავება განპირობებულია საქართველოს პარლამენტის წევრის
ნიკოლოზ სამხარაძის ინიციატივით საქართველოს პარლამენტში მალდივის პარლამენტთან
მეგობრობის ჯგუფის შექმნის თაობაზე. აგრეთვე, დადგენილების პროექტის შემუშავებისას
გათვალისწინებულია საგარეო ურთიერთობების კომიტეტისადმი პარლამენტის წევრთა
მიმართვა მეგობრობის ჯგუფში გაწევრიანების ან ჯგუფის დატოვების თაობაზე.
ა.ბ) დადგენილების მოსალოდნელი შედეგები:
დადგენილების მიღების შედეგად საქართველოს პარლამენტში შეიქმნება მალდივების
პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი. პარლამენტის წევრთა მიმართვის საფუძველზე,
რამდენიმე წევრი გაწევრიადება მეგობრობის ჯგუფებში, ხოლო ერთი წევრი დატოვებს
რამდნეიმე მეგობრობის ჯგუფს.
ა.გ) დადგენილების პროექტის ძირითადი არსი:
დადგენილების პროექტის მიხედვით, საქართველოს პარლამენტში შეიქმნება მალდივების
პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი. პარლამენტის წევრთა მიმართვის საფუძველზე,
რამდენიმე წევრი გაწევრიადება მეგობრობის ჯგუფებში, ხოლო ერთი წევრი დატოვებს
რამდენიმე მეგობრობის ჯგუფს.
ა.დ) დადგენილების პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
დადგენილების პროექტი არ უკავშირდება სამთავრობო პროგრამას ან შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმას.
ა.ე) დადგენილების პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
დადგენილებისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
დადგენილება ძალაში შევა მისი მიღებისთანავე, რათა დადგენილებით გათვალისწინებული
მეგობრობის ჯგუფის წევრებს (ხელმძღვანელს) არ შეექმნათ დაბრკოლება სამუშაო
ვიზიტების დაგეგმვისას. დადგენილების პროექტი არ ითვალისწინებს დადგენილებისათვის
ან მისი ცალკეული ნორმისათვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) დადგენილების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება:
დადგენილების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა დადგენილების პროექტის
ინიციატორის მიერ არ არის მოთხოვნილი.
ბ) დადგენილების პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(დადგენილების პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი) :
ბ.ა) დადგენილების პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
დადგენილების მიღებასთან დაკავშირებული შესაძლო ხარჯების დაფინანსების
წყაროს წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტი.
ბ.ბ) დადგენილების პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
დადგენილების მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
ბ.გ) დადგენილების გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
დადგენილების მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, დადგენილების პროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
დადგენილების მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას
არ ითვალისწინებს;
ბ.ე) დადგენილების პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება დადგენილების პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
დადგენილების პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
დადგენილების მიღება არ გამოიწვევს რაიმე სახის ფინანსურ შედეგებს მასში მითითებული
პირებისთვის.
ბ.ვ) დადგენილების პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
დადგენილების პროექტი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახადის (ფულადი
შენატანის) შემოღებას არ ითვალისწინებს;
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე დადგენილების პროექტის ზეგავლენის შეფასება;
დადგენილების ამოქმედება გავლენას არ მოახდენს ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე დადგენილების პროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
დადგენილების პროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) დადგენილების მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
დადგენილების პროექტი შეესაბამება ევროკავშირის სამართალს;
გ.ბ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
დადგენილების მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ) დადგენილების პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება დადგენილების პროექტის მომზადება, −
მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
დადგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს;
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი აქტი არ არსებობს;
დ) დადგენილების მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო დადგენილების პროექტის
შემუშავების პროცესში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს;
დ.ბ) დადგენილების შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება დადგენილების პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს;
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება დადგენილების პროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული დადგენილების პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
ე) დადგენილების პროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი ნიკოლოზ სამხარაძე.
ვ) დადგენილების პროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი ნიკოლოზ სამხარაძე.