საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ვოლსკის მიერ წარმოდგენილი, 2023 წლის 11-16 მარტს, ბაჰრეინის დედაქალაქ მანამაში გამართულ საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 146-ე ასამბლეაზე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის (გიორგი ვოლსკი, ნიკოლოზ სამხარაძე) მივლინების ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
23.03.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი
ნომერი
#2-4164/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-03-24
ბიუროს ნომერი 236

📜 ტექსტი

წერილი
2-4164/23 23-03-2023 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, გიგზავნით მ/წ 11-16 მარტს, ბაჰრეინის დედაქალაქ მანამაში გამართული საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 146-ე ასამბლეაზე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მივლინების ანგარიშს. დანართი: 2 ფურცელი პატივისცემით, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი
ანგარიში
მივლინების ანგარიში მივლინების ადგილი მივლინების თარიღი მივლინების მიზანი ღონისძიების თემა დელეგაციის შემადგენლობა აქტივობები მანამა, ბაჰრეინი 11-16 მარტი მონაწილეობა საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 146-ე ასამბლეაში მშვიდობიანი თანაარსებობისა და ინკლუზიური საზოგადოებების ხელშეწყობა: შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლა გიორგი ვოლსკი - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; ნიკოლოზ სამხარაძე - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე; ირაკლი ბროკიშვილი - მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის მდივანი. 2023 წლის 11-15 მარტს, ბაჰრეინის დედაქალაქ მანამაში გაიმართა საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის რიგით 146-ე ასამბლეა, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ვოლსკის ხელმძღვანელობით. ღონისძიებაში 140-მდე ქვეყნის 700-მდე პარლამენტის წევრი, მათ შორის 40-მდე პარლამენტის თავმჯდომარე მონაწილეობდა. „მშვიდობიანი თანაარსებობისა და ინკლუზიური საზოგადოებების ხელშეწყობა: შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლა“ - ამ თემის გარშემო გაიმართა მთავარი პოლიტიკური დებატები ასამბლეაზე, რომელიც 4 დღის განმავლობაში გრძელდებოდა და ქართული დელეგაციის წევრები აქტიურად იყვნენ ჩართულები განხილვებში თემის გარშემო. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ასამბლეაზე მხარი დაუჭირა არგენტინის, ჩილეს, გერმანიის, ნიდერლანდებისა და უკრაინის საპარლამენტო დელეგაციების მიერ ინიცირებულ რეზოლუციის პროექტს, რომელიც მოუწოდებს წევრ პარლამენტებს და საერთაშორისო საზოგადოებას ავღანეთში, სირიაში, უკრაინაში, იემენში და სხვა ქვეყნებში არსებული სერიოზული ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ ინფორმაციის მეტად გავრცელებისკენ და შესაბამისი მოქმედებებისკენ. რეზოლუციის პროექტი ეხებოდა განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებს - ქალებს და ბავშვებს. ორმხრივი შეხვედრები ასამბლეის მსვლელობის პარალელურად, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ორმხრივი შეხვედრები გამართა სხვა და სხვა პარლამენტების წარმომადგენლებთან. მათ შორის შვედეთისა და ტაილანდის პარლამენტების ვიცე-სპიკერებთან და კანადის, ლაოსის, ფილიპინების, ინდონეზიისა და დიდი ბრიტანეთის პარლამენტების საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებთან. შვედეთის, ბრიტანეთის და კანადის საპარლამენტო დელეგაციებთან შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველოს ნატოსა და ევროკავშირის წევრობის პერსპექტივას, ჩვენი ქვეყნის მიერ განხორციელებულ რეფორმებს და მიღწევებს ამ მიმართულებით. მიმოიხილეს საქართველოს უსაფრთხოების საკითხები და ზოგადად, რეგიონში შექმნილი რთული ვითარება, რომელიც გამოწვეულია უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიით. 2023 | საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი; საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება ლაოსის, ფილიპინების, ინდონეზიისა და ტაილანდის საპარლამენტო დელეგაციებთან შეხვედრებზე საუბარო შეეხო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას. ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ ვითარებაზე. მხარეებმა ისაუბრეს პარლამენტებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე. ასევე, საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობებს ეკონომიკურ, სავაჭრო, საგანმანათლებლო და კულტურული მიმართულებებით. საპარლამენტთაშორისო კავშირის მომდევნო ასამბლეას, 2023 წლის 23-27 ოქტომბერს, ანგოლას დედაქალაქი ლუანდა უმასპინძლებს. მოამზადა ირაკლი ბროკიშვილმა 2023 | საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი; საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება