საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის მიერ წარმოდგენილი, 2023 წლის 23 - 24 თებერვალს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სხდომაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში (OSCE PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის (დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე, დელეგაციის წევრები: მაკა ბოჭორიშვილი, გელა მიქაძე) მონაწილეობის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-03-24
ბიუროს ნომერი 236
📜 ტექსტი
წერილი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი
2-4177/23
23-03-2023
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ეთერ სვიანაიძეს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 189-ე მუხლის მეოთხე პუნქტის თანახმად,
გიგზავნით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში (OSCE PA) საქართველოს პარლამენტის
მუდმივმოქმედი დელეგაციის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სხდომაში ა. წ. 2324 თებერვალს მონაწილეობის ანგარიშს.
გთხოვთ დაამატოთ ბიუროს დღის წესრიგში.
დანართი: 2 ფურცელი.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ნიკოლოზ სამხარაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის
ზამთრის სხდომაში მონაწილეობის ანგარიში (23-24 თებერვალი, ვენა, ავსტრია)
მივლინების თარიღები: 23-24 თებერვალი, 2023 წ.
მივლინებული: ეუთოს საპარლამენტო დელეგაცია, ხელმძღვანელი საგარეო
ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე - ნიკოლოზ სამხარაძე, ევროპასთან
ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე - მაკა ბოჭორიშვილი და პარლამენტის წევრი
- გელა მიქაძე.
მივლინების მიზანი:
მონაწილეობა.
ეუთოს
საპარლამენტო
ასამბლეის
ზამთრის
სხდომაში
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სხდომის (23-24 თებერვალი) ფოკუსი,
როგორც მოსალოდნელი იყო, შეეხებოდა უკრაინასა და მის გარშემო განვითარებული
მოვლენების ერთ წლისთავს. წინასწარ დაგეგმილი დღის წესრიგის მიხედვით
პარლამენტარებს მიმართეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა,
მარგარეტა სედერფელტმა და ეუთოს სხვა ხელმძღვანელმა პირებმა. ყველა
ოფიციალური პირის გამოსვლაში ხაზგასმით აღინიშნა უკრაინის მხარდაჭერა და
რუსეთის აგრესიული ქმედებების დაგმობა.
საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო ურთიერთობათა
კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ და დელეგაციის წევრმა,
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა
მონაწილეობა მიიღეს ღონისძიებაზე გამართულ დებატებში.
22 თებერვალს, ნიკოლოზ სამხარაძემ მონაწილეობა მიიღო ეუთოს საპარლამენტო
ასამბლეის მმართველი ორგანოს - ბიუროს სხდომაში, რომელმაც განიხილა
საორგანიზაციო საკითხები და რეგლამენტის გადახედვის პრინციპები.
23 თებერვალს გაიმართა დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ
საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომელიც კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ
სამხარაძემ გახსნა და 2022 წლის 6 თვის საქმიანობა მიმოიხილა. კომიტეტზე სიტყვით
გამოსვლისას ნიკოლოზ სამხარაძემ ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე რუსულ
აგრესიაზე:
„დღეს, ორი ქვეყნის, საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ნაწილი
ოკუპირებული და ანექსირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. ეს არის
საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა და ჩვენ, ამ ასამბლეის ფარგლებში, უნდა
ვიყოთ ერთიანი სუვერენული სახელმწიფოების წინააღმდეგ განხორციელებულ
აგრესიასთან, ოკუპაციასა და ანექსიასთან მიმართებით“, - განაცხადა ნიკოლოზ
სამხარაძემ.
ამავე დღეს ჩატარდა პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხთა კომიტეტის
შეხვედრა, სადაც განხილვის მთავარი თემა იყო უსაფრთხოების გარემო, რუსეთის
აგრესია უკრაინაში, ეუთოს როლი, ფუნქციები და კონტრიბუცია. კომიტეტის
სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას მაკა ბოჭორიშვილმა ევროპაში უსაფრთხოების
გამოწვევებზე, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე და
მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საერთაშორისო საზოგადოების
ერთიანობისა და საერთო ძალისხმევის მნიშვნელობაზე ისაუბრა:
„ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომი
ძირს უთხრის ევროპის უსაფრთხოებას. საქართველომ არაერთხელ გამოსცადა
რუსული აგრესია. საქართველოს ტერიტორიების ნაწილი დღესაც ოკუპირებულია და
რუსი სამხედროების ყოფნას აფხაზეთსა და ცხინვალში არც გამართლება აქვს და არც
სამართლებრივი საფუძველი“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
24 თებერვალს გამართულ სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით
მიმართვისას, ნიკოლოზ სამხარაძემ ბელარუსის ოფიციალურ პირებსა და აფხაზეთის
დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის კვირის დასაწყისში გამართული
შეხვედრა დაგმო.
„მოვუწოდებ ბელარუსის ხელისუფლებას პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა
და ტერიტორიულ მთლიანობას და შეწყვიტოს ისეთი ქმედებები, რომლებიც
პირდაპირ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს“განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და
ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დელეგაციის ხელმძღვანელმა,
ნიკოლოზ სამხარაძემ.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სხდომა გაიმართება 2023 წლის 30
ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით ქ. ვანკუვერში (კანადა).