საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი კოვზანაძისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
24.03.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2-4206/23/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი კოვზანაძისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-03-24
კომიტეტის სხდომის ნომერი 101

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2071?local=true საქართველოს პარლამენტი 1 of 2 საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა თარიღი 24 მარტი 2023 10:00 2023 წლის 24 მარტი, 10:00 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) დღის წესრიგი (პროექტი) 1. საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი ამილახვარისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი; 2. საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი კოვზანაძისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი. 3/24/2023, 10:38 AM საქართველოს პარლამენტი 2 of 2 https://parliament.ge/print/announcement/2071?local=true 3/24/2023, 10:38 AM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 2023 წლის 24 მარტი, 10.00 სთ ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) სხდომის ოქმი N101 სხდომის თავმჯდომარე: ირაკლი ქადაგიშვილი - საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე. სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: ირაკლი შატაკიშვილი, პაატა მანჯგალაძე, ლევან მგალობლიშვილი, გიორგი კახიანი, თამარ კორძაია, გურამ მაჭარაშვილი. გენრიეტა წიწავა, ბაჩუკი ქარდავა, ირმა ზავრადაშვილის უფლებამონაცვლე ანზორ ბოლქვაძე და ლევან ბეჟაშვილის უფლებამონაცვლე აბდულა ისმაილოვი. სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები. სხდომის მდივანი: სესილი ძებნიაური - წამყვანი სპეციალისტი. დღის წესრიგი (პროექტი): 1. საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი ამილახვარისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი; 2. საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი კოვზანაძისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა. მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი. სხდომის დღის წესრიგის პროექტის გაცნობის შემდეგ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 34-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, კომიტეტის წევრებს გააცნო კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნა სხდომის დღის წესრიგისათვის შემდეგი საკითხების დამატების თაობაზე: საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი ხელაშვილისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა; საქართველოს პარლამენტის წევრის ნინო იობაშვილისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა და საქართველოს პარლამენტის წევრის ვლადიმერ ჩაჩიბაიასათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა; კომიტეტის წევრები დაეთანხმნენ სხდომის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილ წინადადებას, კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს კორექტირებული დღის წესრიგი. დღის წესრიგი: 1. საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი ამილახვარისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი; 2. საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი კოვზანაძისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა. მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი. 3. საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი ხელაშვილისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი. 4. საქართველოს პარლამენტის წევრის ნინო იობაშვილისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი. 5. საქართველოს პარლამენტის წევრის ვლადიმერ ჩაჩიბაიასათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა. მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი ამილახვარისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა. მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი ამილახვარისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს, მის მიერ პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობაზე დანიშვნის გამო. დადასტურდა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ამილახვარი საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2023 წლის 20 მარტის N55 ბრძანებით, დაინიშნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომიტეტს მიაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის წევრს გიორგი ამილახვარს ვადამდე შეუწყდეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი წარედგინება პარლამენტის ბიუროს უახლოეს პლენარულ სხდომაზე განსახილველად. კენჭისყრა: სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი ამილახვარისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 7 წევრი გადაწყვიტეს (ერთხმად): საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა - საქართველოს პარლამენტის წევრს გიორგი ამილახვარისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი წარედგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს უახლოეს პლენარულ სხდომაზე განსახილველად. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი კოვზანაძისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი კოვზანაძისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს, მის მიერ 2023 წლის 14 მარტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე წარდგენილი წერილობითი განცხადების საფუძველზე. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე6 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დაადგინა საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი კოვზანაძის მიერ უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე წარდგენილი წერილობითი განცხადების ნამდვილობა და მოამზადა დასკვნა, აგრეთვე საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი, რომლის თანახმადაც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის წევრს ირაკლი კოვზანაძეს ვადამდე შეუწყდეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი წარედგინება პარლამენტის ბიუროს უახლოეს პლენარულ სხდომაზე განსახილველად. 2 კენჭისყრა: სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი კოვზანაძისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 7 წევრი გადაწყვიტეს (ერთხმად): საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა - საქართველოს პარლამენტის წევრს ირაკლი კოვზანაძისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი წარედგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს უახლოეს პლენარულ სხდომაზე განსახილველად. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მესამე საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი ხელაშვილისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი ხელაშვილისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს, მის მიერ პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობაზე დანიშვნის გამო. დადასტურდა, რომ საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2023 წლის 23 მარტის N2/1256/23 ბრძანებით გიორგი ხელაშვილი დაინიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლის თანამდებობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომიტეტს მიაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის წევრს გიორგი ხელაშვილს ვადამდე შეუწყდეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი წარედგინება პარლამენტის ბიუროს უახლოეს პლენარულ სხდომაზე განსახილველად. კენჭისყრა: სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი ხელაშვილისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 8 წევრი გადაწყვიტეს (ერთხმად): საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა - საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი ხელაშვილისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი წარედგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს უახლოეს პლენარულ სხდომაზე განსახილველად. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეოთხე საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის წევრის ნინო იობაშვილისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს საქართველოს პარლამენტის წევრის ნინო იობაშვილისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს, მის მიერ პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობაზე დანიშვნის გამო. 3 დადასტურდა, რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასა და ნინო იობაშვილს შორის 2023 წლის 23 მარტს გაფორმებული N1 ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე, ნინო იობაშვილი დაინიშნა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა კაბინეტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობაზე საგარეო ურთიერთობების საკითხებში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომიტეტს მიაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის წევრს ნინო იობაშვილს ვადამდე შეუწყდეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი წარედგინება პარლამენტის ბიუროს უახლოეს პლენარულ სხდომაზე განსახილველად. კენჭისყრა: სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს საქართველოს პარლამენტის წევრის ნინო იობაშვილისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 8 წევრი გადაწყვიტეს (ერთხმად): საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა - საქართველოს პარლამენტის წევრს ნინო იობაშვილისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი წარედგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს უახლოეს პლენარულ სხდომაზე განსახილველად. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეხუთე საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის წევრის ვლადიმერ ჩაჩიბაიასათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს საქართველოს პარლამენტის წევრის ვლადიმერ ჩაჩიბაიასათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს, მის მიერ პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობაზე დანიშვნის გამო. დადასტურდა, რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასა და ვლადიმერ ჩაჩიბაიას შორის 2023 წლის 23 მარტს გაფორმებული N2 ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე, ვლადიმერ ჩაჩიბაია დაინიშნა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა კაბინეტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომიტეტს მიაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის წევრს ვლადიმერ ჩაჩიბაიას ვადამდე შეუწყდეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი წარედგინება პარლამენტის ბიუროს უახლოეს პლენარულ სხდომაზე განსახილველად. კენჭისყრა: სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს საქართველოს პარლამენტის წევრის ვლადიმერ ჩაჩიბაიასათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 8 წევრი 4 გადაწყვიტეს (ერთხმად): საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა - საქართველოს პარლამენტის წევრს ვლადიმერ ჩაჩიბაიასათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი წარედგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს უახლოეს პლენარულ სხდომაზე განსახილველად ირაკლი ქადაგიშვილი კომიტეტის თავმჯდომარე სესილი ძებნიაური სხდომის მდივანი 5