აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეაში (Evronest PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
24.03.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი
ნომერი
#2-4234/23/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ინფორმაცია საპარლამენტო ასამბლეაში (EURONEST PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის 2022 წლის ანგარიშის (2-4119/23; 23.03.2023) კომიტეტის მიერ მოსმენის თაობაზე

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

მიღების თარიღი 2023-04-05
შენიშვნები 05/04/2023 ცნობად იქნა მიღებული

📜 ტექსტი

წერილი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 2-4234/23 24-03-2023 საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, გაცნობებთ, რომ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მოისმინა აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეაში (EURONEST PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის 2022 წლის ანგარიში (2-4119/23/10). პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წერილი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი 2-4119/23 23-03-2023 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ნიკოლოზ სამხარაძეს ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 189-ე მუხლის 4-ე პუნქტის თანახმად გიგზავნით აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეაში (EURONEST PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის შესახებ 2022 წლის ანგარიშს. დანართი: 4 ფურცელი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
2022 წლის ანგარიში აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეაში (EURONEST PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის შესახებ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი ხელმძღვანელობდა აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მუშაობას. 2022 წლის 21-22 თებერვალს ქ. ერევანში, სომხეთის რესპუბლიკაში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროსა და კომიტეტების სხდომები გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ასამბლეის თანა-პრეზიდენტის, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით. საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობიდან ვიზიტში მონაწილეობდნენ - ლევან ქარუმიძე, ხატია წილოსანი და მარიამ ლაშხი. 21 თებერვალს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტების, მაკა ბოჭორიშვილის და ანდრიუს კუბილიუსის ხელმძღვანელობით, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომა გაიმართა. ბიუროს სხდომაში მონაწილეობა მიიღეს ევროპარლამენტის წევრებმა და აზერბაიჯანის, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელებმა. ბიუროს სხდომაზე განიხილეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არსებული ვითარება, იმსჯელეს რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე და უსაფრთხოების მხრივ არსებულ გამოწვევებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიურომ უკრაინის მხარდამჭერი სპეციალური განცხადება მიიღო, რომელიც გმობს რუსეთის ფედერაციის მხრიდან დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების დამოუკიდებლობის აღიარებას და მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე აღნიშნავს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა უნდა გავრცელდეს იმ პარტნიორებზე, რომლებიც ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის პირობებს აკმაყოფილებენ. ბიუროს განცხადების მნიშვნელოვანი გზავნილები: • ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის (Euronest PA) ბიურო ხაზს უსვამს საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების და სახელმწიფოების სუვერენიტეტის პატივისცემის მნიშვნელობას; • კიდევ ერთხელ ვადასტურებთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ფუნდამენტური ღირებულებისადმი ერთგულებას, კერძოდ დემოკრატიისა და უსაფრთხოების ზომების დამოუკიდებლად არჩევის უფლებისადმი, რაც მოიცავს ალიანსების შეთანხმებებს. ამ ღირებულებების დაცვა და გაძლიერება აუცილებელია ჩვენი მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით, რომელთაც წარმოვადგენთ; 1 • უმკაცრესად ვგმობთ რუსეთის მიერ უკრაინაში დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების ოკუპირებული ნაწილების დამოუკიდებლობის უკანონო აღიარებას, რაც საერთაშორისო სამართლის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მინსკის შეთანხმების უხეში დარღვევაა; • მხარს ვუჭერთ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ევროკავშირის, აშშ-ის და საერთაშორისო პარტნიორების მიერ წინასწარ გაცხადებული მკაცრი ეკონომიკური და ფინანსური სანქციების სწრაფ დაწესებას. მოვუწოდებთ ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების მთავრობებს, იმოქმედონ ერთიანად, მტკიცედ და მიზანმიმართულად უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად; • ხაზს ვუსვამთ, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ უპრეცედენტო სამხედრო აგრესიის ამჟამინდელი მუქარა საფრთხეს უქმნის არამხოლოდ უკრაინის უსაფრთხოებას, არამედ მის დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას, წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგსა და ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის პრინციპებსა და მექანიზმებს. ვაცხადებთ, რომ რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ნაწილის ანექსია და უკანონო ოკუპაცია, ისევე როგორც მოლდოვას რესპუბლიკის დნესტრისპირეთის რეგიონში მოუგვარებელი კონფლიქტი, რეგიონსა და მთლიანად ევროპას სერიოზულ საფრთხეს უქმნის; • მოვუწოდებთ ევროკავშირის ინსტიტუტებს, შეინარჩუნონ უკრაინისა და ევროპული მისწრაფებების მქონე სხვა პარტნიორებისთვის ევროკავშირში გაწევრიანების ისეთივე სანდო გრძელვადიანი პერსპექტივა, როგორიც აქვს ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოს „ევროკავშირის ხელშეკრულების“ 49-ე მუხლის შესაბამისად; • მოვუწოდებთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მთავრობებსა და პარლამენტებს, განსაკუთრებით მათ, რომელთაც გაფორმებული აქვთ ამბიციური ასოცირების შეთანხმებები, ერთიანად და ურყევად გააგრძელონ, აღებული ვალდებულებების შესაბამისად, დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში ყოვლისმომცველი რეფორმების გატარება. 22 თებერვალს ასამბლეის კომიტეტების სხდომების ფარგლებში რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე იმსჯელეს და განიხილეს კომიტეტების მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტები. პოლიტიკურ საკითხთა, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს რეზოლუციის პროექტი: „საჯარო დაწესებულებებში მმართველობის ხელშეწყობა პოლიტიკური დიალოგისა და ინსტიტუციური თანამშრომლობის საფუძველზე ეფექტიანობისა და ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაზრდის მიზნით“. ენერგეტიკული უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე განიხილეს საქართველოს პარლამენტის წევრის, მაია ბითაძის თანაავტორობით შემუშავებული რეზოლუციის პროექტი: „ენერგეტიკული უსაფრთხოების გამოწვევები და მედეგობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ევროპული მწვანე შეთანხმებისა და სუფთა ენერგიაზე გადასვლის კონტექსტში“. 2 ეკონომიკური ინტეგრაციისა და ევროკავშირთან საკანონმდებლო და პოლიტიკური დაახლოების კომიტეტის სხდომაზე განიხილეს რეზოლუციის პროექტი: „დედაქალაქები: ეკონომიკური განვითარება პოსტ COVID-19-ის რეალობაში“. სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და სამოქალაქო საზოგადოების კომიტეტის სხდომაზე განიხილეს რეზოლუციის პროექტი: „ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ვაქცინაციის პროგრამების თავსებადობა და დაახლოება“. კომიტეტების სხდომების ფარგლებში განხილულ რეზოლუციების პროექტებს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეათე პლენარული სესია დაამტკიცებს, რომელსაც 2023 წლის 19-21 თებერვალს მოლდოვის რესპუბლიკა უმასპინძლებს. ერევანში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროსა და კომიტეტების სხდომების ფარგლებში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტები მაკა ბოჭორიშვილი და ანდრიუს კუბილიუსი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს შეხვდნენ. შეხვედრებზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები და რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის აუცილებლობას. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა ლევან ქარუმიძემ, ასამბლეის ბიუროს სხვა წევრებთან ერთად, შეხვედრა გამართა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ჰაკობ არშაკიანთან. შეხვედრის მთავარ თემებს აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი და რეგიონში არსებული ვითარება წარმოადგენდა. 2022 წლის 13 დეკემბერს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტის, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის ინიციატივით, ვიდეოკონფერენციის ფორმატში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის აღმოსავლეთ პარტნიორობის ბიუროს სხდომა გაიმართა. სხდომაში მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის, მოლდოვასა და სომხეთის დელეგაციების ხელმძღვანელებმა. ბიუროს წევრებმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო პრიორიტეტები განიხილეს. 2022 წლის 15 დეკემბერს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტების, მაკა ბოჭორიშვილის და ანდრიუს კუბილიუსის თანათავმჯდომარეობით, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს არაოფიციალური სხდომა ვიდეოკონფერენციის ფორმატით გაიმართა. ბიუროს სხდომაში მონაწილეობა მიიღეს ევროპარლამენტის წევრებმა და აზერბაიჯანის, მოლდოვას, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელებმა. სხდომის ფარგლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო პრიორიტეტებზე და 3 ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მე-10 ყოველწლიური პლენარული სესიის საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს. 2022 წელს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში გაიმართა ბიუროს ორი სხდომა (21 თებერვალი, 15 დეკემბერი), აღმოსავლეთ პარტნიორობის კომპონენტის ბიუროს ერთი სხდომა (13 დეკემბერი) და ოთხი კომიტეტის სხდომა(22 თებერვალი). 4