საპარლამენტო უმრავლესობის მომართვა კომიტეტებში განხორციელებული ცვლილებების შესახებ: ა) პარლამენტის წევრების ალექსანდრე დალაქიშვილისა და გიორგი კახიანის საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში გაწევრიანების შესახებ; (№2-4310/23; 27.03.2023); ბ) საქართველოს პარლამენტის წევრების გოგი მეშველიანის და ზაალ დუგლაძის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში გაწევრიანების შესახებ; გ) საქართველოს პარლამენტის წევრის დავით სერგეენკოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტებიდან გამოწვევის შესახებ.

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
27.03.2023
ავტორი
საპარლამენტო უმრავლესობა
ნომერი
#2-4334/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-03-27
ბიუროს ნომერი 237

📜 ტექსტი

წერილი
საპარლამენტო უმრავლესობა 2-4334/23 27-03-2023 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავჯდომარეს ბატონ ირაკლი ქადაგიშვილს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 28-ე მუხლის 62 პუნქტის შესაბამისად, გაცნობებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ალექსანდრე დალაქიშვილი და გიორგი კახიანი გაწევრდნენ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში, ხოლო გოგი მეშველიანი და ზაალ დუგლაძე გაწევრდნენ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში. ამასთანავე, დავით სერგეენკომ დატოვა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტები. გთხოვთ, აღნიშნული საკითხი მიიღოთ ცნობად. პატივისცემით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge