„საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-04-03
ბიუროს ნომერი 238
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“
საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 07.12.2018,
სარეგისტრაციო კოდი: 010020000.05.001.019233) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის
„მ1“ ქვეპუნქტი:
„მ1)
აფხაზეთისა
და
აჭარის
ავტონომიური
რესპუბლიკების
უმაღლესი
აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების შენობებზე, აგრეთვე იმ შენობებზე,
სადაც იმართება ამ ორგანოთა სხდომები, – სხდომების მიმდინარეობის პერიოდში;“.
2. მე-12 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,თ1 “ქვეპუნქტი:
,,თ1) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების
ხელისუფლების დაწესებულებები;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
თბილისი
2023წ.
N
აღმასრულებელი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ”საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ. მასში აღინიშნება: ა.ა)
კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი;
საქართველოს კონსტიტუციაში 2018 წლის 23 მარტს განხორციელებული
ცვლილებების თანახმად, მოხდა სახელმწიფო სიმბოლოების დამდგენი და მათი
გამოყენების მომწესრიგებელი კანონების ერთმანეთისგან გამიჯვნა. სიმბოლოები
დადგინდა ორგანული კანონით, ხოლო მათი გამოყენების წესი - ჩვეულებრივი
კანონით.
ცვლილებების
შესაბამისად,
მიღებულ
იქნა
,,საქართველოს
სახელმწიფო
სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ” საქართველოს კანონი, რომელიც
არეგულირებს საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების - სახელმწიფო დროშის,
საქართველოს სახელმწიფო გერბისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის
გამოყენების წესს, მათ შორის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების
ორგანოებთან მიმართებით.
ხსენებული კანონის მე-6 მუხლში მოცემულია სახელმწიფო დროშის აღმართვასა და
გამოფენასთან დაკავშირებული რეგულაციები. შესაბამისად, აქ ჩამოთვლილია ის
სახელმწიფო და ადმინისტრაციული ორგანოები, რომელთა შენობაზე მუდმივად
აღიმართება საქართველოს სახელმწიფო დროშა. საგულისხმოა, რომ ამავე მე-6
მუხლის ,,მ“ ქვეპუნქტით, ცალკე იქნა განსაზღვრული აფხაზეთისა და აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების
(უმაღლესი საბჭოს) შენობები და აგრეთვე ის შენობები, სადაც იმართება ამ
ორგანოთა სესიები. ასევე, ამავე მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტით განისაზღვრა აფხაზეთისა
და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების
დაწესებულებების, საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების შენობები,
სადაც ნათლად არ იკითხება (შესაძლოა მოიაზრებოდეს) აფხაზეთისა და აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი
ორგანოების შენობები. აღნიშნული მეტყველებს ნორმის ბუნდოვანებაზე და მისი
სურვილისამებრ ან სუბიექტურად განმარტების ალბათობაზე. იმის გამო, რომ
აღნიშნული ნორმა არ იქნეს სხვადასხვაგვარად წაკითხული და გამოყენებული,
მიზანშეწონილი იქნება მე-6 მუხლს ცალკე პუნქტად დაემატოს ,,აფხაზეთისა და
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი
ორგანოების შენობები“.
გარდა ზემოაღნიშნულისა, კანონის მესამე თავი ეხება საქართველოს სახელმწიფო
გერბთან დაკავშირებულ საკითხებს. კერძოდ, მე-12 მუხლი ეხება სახელმწიფო
გერბის გამოყენების სფეროს, სადაც ასევე მითითებულია ის სახელმწიფო ორგანოები
და თანამდებობის პირები, რომელთა სამართლებრივ აქტებსა და ბლანკებზე სრული
სახით გამოისახება სახელმწიფო გერბი. საგულისხმოა, რომ ამავე მუხლის ,,თ“
ქვეპუნქტით, ჩამონათვალში ცალკე განისაზღვრა
აფხაზეთისა
და
აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი
ორგანოები, (რომლებშიც კანონით, როგორც წესი მოიაზრება უმაღლესი საბჭო და
მთავრობა), თუმცა, რეგულაციის მიღმა დარჩა აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკების დაწესებულებების (იგივე სამინისტროების) მიერ სახელმწიფო გერბის
გამოყენების სფერო.
აღნიშნულ მოცემულობას ხელს უწყობს კანონის მე-13 მუხლიც, რომელიც
მართალია არეგულირებს მცირე სახელმწიფო გერბის გამოყენების საკითხებს და
განსაზღვრავს იმ სახელმწიფო ორგანოებსა და თანამდებობის პირებს, (კერძოდ, ა)
საქართველოს
აღმასრულებელი
ხელისუფლების
დაწესებულებების
ტერიტორიულ ორგანოებსა და ბ) ადმინისტრაციული
ორგანოებს),
მაგრამ
ჩამონათვალში არ უთითებს ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების
დაწესებულებებს. როგორც ეს განსაზღვრული იყო კანონის მე-6 და მე-12
მუხლებში,
დროშისა
და
გერბის
სრული
სახით
გამოყენების
წესის
დარეგულირებისას.
ხაზგასასმელია, რომ არაერთ კანონში გვხვდება მეტ-ნაკლები ხარისხით არამკაფიო
ფორმულირებები, რომელთა განმარტება და გამოყენება ხშირად პრაქტიკაზეა
დამოკიდებული. ამიტომ, ბუნებრივია, ნორმის ბუნდოვანებისას, დიდი მნიშვნელობა
აქვს ნორმის გამოყენების პრაქტიკას. მაგალითად, აჭარისა და აფხაზეთის
აღმასრულებელი
ხელისუფლების
დაწესებულებებში
დამკვიდრებულია
არაერთგვაროვანი პრაქტიკა და ადგილი აქვს საქართველოს სახელმწიფო გერბის
სხვადასხვანაირად გამოყენების ფაქტებს. კერძოდ, აჭარის მთავრობა იყენებს
სახელმწიფო გერბს სრულის სახით, ხოლო სამინისტროები თავიანთ ბლანკებზე
იყენებენ მცირე სახელმწიფო გერბს. ასევე, აფხაზეთის მთავრობა იყენებს დიდ
სახელმწიფო გერბს, ხოლო აფხაზეთის ზოგიერთი სამინისტრო იყენებს მცირე
სახელმწიფო გერბს, ან, სახელმწიფო გერბს - სრული სახით.
ამასთან, გამოკითხულთა ერთ ნაწილს, რომელსაც მიაჩნია, რომ კანონის მე-12
მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტში ,,აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკების უმაღლეს წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებში“
იგულისხმება მხოლოდ ორი უმაღლესი ორგანო, როგორც უმაღლესი საბჭო, ასევე
უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო - მთავრობა - იყენებს სახელმწიფო გერბს სრული
სახით, მხოლოდ უმაღლეს საბჭოსა და მთავრობის ბლანკებზე, მეორე ნაწილი, ვინც
ამ უმაღლეს ორგანოებში მოიაზრებს სამინისტროებსაც, ისინიც იყენებენ დიდ
სახელმწიფო გერბს, ხოლო, მესამე ნაწილი, რომელიც თვლის, რომ, სამინისტროები
მოიაზრებიან მხოლოდ მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის
,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ,,ადმინისტრაციულ ორგანოებში“, იტოვებენ
მცირე გერბის
გამოყენების
შესაძლებლობას
(აჭარისა
და
აფხაზეთის
სამინისტროთა ნაწილის შემთხვევა).
უნდა აღინიშნოს, რომ ნორმის არაერთგვაროვნად წაკითხვის ალბათობა, ნორმის
თუნდაც რამდენიმე ვერსიით წაკითხვის შესაძლებლობა, მეტიც, მის საფუძველზე
სხვადასხვა პრაქტიკის არსებობა, ერთმნიშვნელოვნად
მიუთითებს ნორმის
ბუნდოვანებაზე, ვინაიდან, კანონმდებელი ვალდებულია, მიიღოს ზუსტი, მკაფიო,
არაორაზროვანი, განჭვრეტადი კანონმდებლობა (ნორმები), რომელიც პასუხობს
კანონის განსაზღვრულობის მოთხოვნას.
ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე, კანონის
ზემოდასახელებული
ნორმების
წაკითხვა და პრაქტიკაში მისი გამოყენება კიდევ უფრო აძლიერებს იმ მოსაზრებას,
რომ შეუძლებელია ნორმის ერთმნიშვნელოვნად წაკითხვა იმ ვერსიით, რომელსაც
კანონი გვთავაზობს. კერძოდ, კანონის მე-6, მე-12, მე-13 მუხლები. შესაბამისად, იქმნება
საქართველოს სახელმწიფო გერბის კანონის დარღვევით გამოყენების პირობები, რაც
კანონის მე-9 მუხლით იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად.
ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი
პუნქტითა და მე- 13 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ორგანოებისა და
თანამდებობის პირების მიერ გაცემულ ოფიციალურ დოკუმენტებზე, ასევე, ამ
ორგანოების შენობებზე და მათი მოხელეების სამუშაო ოთახებში გამოყენებულ
უნდა იქნეს შესაბამისი სახელმწიფო გერბი, ხოლო, კანონის მე-9 მუხლით,
საქართველოს სახელმწიფო გერბის კანონის დარღვევით გამოყენება იწვევს
პასუხისმგებლობას
საქართველოს
კანონმდებლობის
შესაბამისად,
მიზანშეწონილად ჩაითვალა წინამდებარე კანონპროექტის მომზადება.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა;
ვინაიდან, ,,საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ”
საქართველოს სპეციალური კანონით, განისაზღვრა საქართველოს სახელმწიფო
დროშის, გერბისა და ჰიმნის გამოყენების წესების მარეგულირებელი ნორმები, მათ
შორის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოების მიერ, სახელმწიფო
სიმბოლოების გამოყენების წესებთან დაკავშირებით პრაქტიკაში არსებული
ხარვეზების აღმოფხვრა და ერთიანი პრაქტიკის დანერგვა შესაძლებელია მხოლოდ,
ამავე საკანონმდებლო აქტში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები;
კანონის მიღებით აღმოიფხვრება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკების მიერ საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენებასთან
დაკავშირებით, კანონში არსებული ბუნდოვანებები, ნორმების ინტერპრეტაციისა
და არაერთგვაროვანი მიდგომების არასახარბიელო შედეგები და უზრუნველყოფილ
იქნება საკანონმდებლო ცვლილების გზით, კანონის მოთხოვნათა დაცვის
განხორციელება. შესაბამისად, კანონის მიღებით, შესაძლებელი გახდება, აფხაზეთისა
და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების
დაწესებულებების - სამინისტროებისა და აფხაზეთის მინისტრის აპარატის მიერ
დიდი სახელმწიფო გერბის გამოყენება, ხოლო, მათ კონტროლს დაქვემდებარებული
საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის, მმართველობის სფეროში
შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებებისათვის, ტერიტორიული ორგანოებისა
და სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისათვის
- მცირე სახელმწიფო გერბის
გამოყენება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი;
წარმოდგენილი კანონპროექტით, ცვლილება შედის კანონის მე-6 მუხლის პირველ
პუნქტში და „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ ემატება „მ1“ ქვეპუნქტი, რომლითაც, სახელმწიფო
დროშა მუდმივად აღიმართება:
„მ1) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი
აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების შენობებზე, აგრეთვე იმ
შენობებზე, სადაც იმართება ამ ორგანოთა სხდომები, – სხდომების მიმდინარეობის
პერიოდში;“.
ამასთან,
ცვლილება
შედის
მე-12
მუხლის
პირველ
პუნქტში, ემატება
1
,,თ “ქვეპუნქტი, რომლითაც სახელმწიფო გერბი სრული სახით გამოისახება ასევე
თანამდებობის პირების სამართლებრივ აქტებზე, ბლანკებზე, ბეჭდებსა და შტამპებზე,
როგორიცაა:
,,თ1) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი
ხელისუფლების დაწესებულებები;“
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში);
აღნიშნული ქვეპუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე
შესაბამისი დასაბუთება;
ანონპროექტი ითვალისწინებს მის ძალაში შესვლას გამოქვეყნებისთანავე, რაც
უზრუნველყოფს არსებული საკითხების დროულ დარეგულირებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას);
კანონპროექტის ინიციატორი არ ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). მასში აღინიშნება:
ბ.ა) კანონპროექტის
დაფინანსების წყარო;
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის
გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები
პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები)
მითითებით;
კანონპროექტი არ ითვალისწინებს
ვალდებულებების აღებას.
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა;
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი;
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება;
კანონპროექტის
ზეგავლენას.
ბ2)
მიღება
არ
გენდერული
გამოიწვევს
ბავშვის
თანასწორობის
უფლებრივ
მდგომარეობაზე
მდგომარეობაზე
კანონპროექტის
მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება;
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე
ზეგავლენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. მასში
აღინიშნება:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან;
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს.
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან;
ასეთი არ არსებობს
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. მასში
აღინიშნება:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
კანონპროექტის მომზადებისას ჩატარდა კონსულტაციები ჰერალდიკის სახელმწიფო
საბჭოსთან, საქართველოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
დ.გ)
სხვა
ქვეყნების
გამოცდილება
კანონპროექტის
მსგავსი
კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში;
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი;
აფხაზეთისა ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო.