„ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-04-03
ბიუროს ნომერი 238
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №51, 31.12.2006, მუხ. 441) შეტანილ იქნეს ცვლილება და
მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის:
1. „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:
„დ1) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ
საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოს −
სახელმწიფო გეოლოგიური ფონდის დოკუმენტებისა;“.
2. „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალ
საჯარო
სამართლის
იურიდიულ
პირს
–
გარემოს
ეროვნულ
სააგენტოს
−
ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს დაბინძურების ეროვნული ფონდის დოკუმენტებისა;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
სსიპ - მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო წარმოადგენს საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში არსებულ საჯარო
სამართლის იურიდიულ პირს, რომლის ძირითადი ფუნქციებია სასარგებლო წიაღისეულით
სარგებლობისათვის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით
განსაზღვრული ლიცენზიების გაცემა და ამ მიზნით გასაწევი საქმიანობის წარმართვა და
კოორდინაცია, სასარგებლო წიაღისეულის საბადოების (ან გამოვლინების) შესაბამისი
რუკების მომზადება, სასარგებლო წიაღისეულის საბადოების და გამოვლინებების აღრიცხვა,
სახელმწიფო ბალანსისა და საკადასტრო მონაცემთა ბაზის შექმნა და მათი განახლების
სამუშაოთა ორგანიზება; მოსალოდნელი განაშენიანების ფართობზე სასარგებლო
წიაღისეულის არსებობა-არარსებობის შესახებ დასკვნის გაცემა; სასარგებლო წიაღისეულის
შესახებ ინფორმაციის მომზადება გეოლოგიური ფონდური მასალებით; წიაღის შესახებ
ერთიანი სახელმწიფო ფონდის მართვის ორგანიზაციული უზრუნველყოფა; სასარგებლო
წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობაში
მონაწილეობის მიღება; მიწისქვეშა სივრცის გამოყენების ლიცენზიის, სასარგებლო
წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების
შესრულების, ასევე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან დადგენილი
წესით გათავისუფლებული პირის მიერ წიაღით სარგებლობის სათანადო პირობების
კონტროლის
განხორციელება;
საქართველოს
სახელმწიფოს
ტერიტორიაზე,
მის
ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში
ყველა სახის ჩატარებული და მიმდინარე საწარმოო და სამეცნიერო გეოლოგიური
სამუშაოების აღრიცხვა; საქართველოს მთელ ტერიტორიაზე წიაღის მდგრადი მართვის
სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა და
კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
აღნიშნულ უფლებამოსილებებს შორის უმნიშვნელოვანესია სასარგებლო წიაღისეულის
საბადოების და გამოვლინებების აღრიცხვა, სახელმწიფო ბალანსისა და საკადასტრო
მონაცემთა ბაზის შექმნა და მათი განახლების სამუშაოთა ორგანიზება; მოსალოდნელი
განაშენიანების ფართობზე სასარგებლო წიაღისეულის არსებობა-არარსებობის შესახებ
დასკვნის გაცემა; სასარგებლო წიაღისეულის შესახებ ინფორმაციის მომზადება გეოლოგიური
ფონდური მასალებით. აღნიშნული ფუნქციის შესრულება მოიცავს როგორც ამ მიზნით
წარმოებული დოკუმენტაციის შენახვასა და არქივირებას, ასევე უკვე არსებული (მათ შორის
გასული საუკუნის პერიოდში და ბოლო ათწლეულების მანძილზე შექმნილი საფონდო
მასალის) გეოლოგიური ფონდის აქტიურ გამოყენებას. დღეის მდგომარეობით სსიპ -
მინერალური რესურსების სააგენტო ახორციელებს ამ საფონდო მასალის ფაქტობრივ ფლობას,
ასევე მისი განთავსებისა და მოვლა-შენახვისათვის საჭირო ხარჯების გაწევას.
„ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული არ არის სსიპ - მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო, რაც
წარმოადგენს სამართლებრივ ხარვეზს და საჭიროებს შესწორებას.
სსიპ - მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს (ყოფილი სსიპ - წიაღის ეროვნული
სააგენტო)
დაარსებამდე,
სახელმწიფო
გეოლოგიური
ფონდის
წარმოება/შენახვა
მიეკუთვნებოდა სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილებას. 2018 წლის
შემდგომ, ფაქტობრივი მდგომარეობისა და ახლადშექმნილი სსიპ - მინერალური რესურსების
ეროვნული სააგენტოს (2018 წლის პერიოდისათვის სააგენტოს სახელწოდება იყო სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტო) კომპეტენციის გათვალისწინებით, გეოლოგიური ფონდის
აღრიცხვისა და მისი შენახვის პასუხისმგებლობა დაეკისრა სწორედ სსიპ - მინერალური
რესურსების ეროვნულ სააგენტოს, შესაბამისად, საჭიროა მოხდეს ამ საკითხის მოწესრიგება
საკანონმდებლო დონეზე.
წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული
არქივის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტს ემატება „დ1“ ქვეპუნქტი,
რომლის თანახმადაც, სსიპ - მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოს ექნება
გეოლოგიური ფონდის დოკუმენტების შენახვის უფლება, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის
„ე“ ქვეპუნქტში შევა ცვლილება და სსიპ - გარემოს ეროვნულ სააგენტოს დარჩება
ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს დაბინძურების ეროვნული ფონდის დოკუმენტების
შენახვის უფლება. ფაქტობრივად, ამ დრომდე გეოლოგიური ფონდის შენახვაზე
პასუხისმგებლობა სრულად ჰქონდა აღებული სსიპ - მინერალური რესურსების ეროვნულ
სააგენტოს. შესაბამისად, კანონპროექტის თანახმად, სამართლებრივად მოწესრიგდება
აღნიშნული საკითხი და ერთი უწყების კომპეტენციის ქვეშ მოექცევა გეოლოგიური ფონდების
აღრიცხვა-შენახვასთან დაკავშირებული საქმიანობა.
მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, გეოლოგიური ფონდის გამიჯვნა შეუძლებელია,
შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით არქივის შენახვა ერთი
ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებასა და უფლებამოსილებას წარმოადგენდეს.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
გამომდინარე იქიდან, რომ საკითხები, რომელსაც კანონპროექტი შეეხება მიეკუთვნება
„ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონით
რეგულირებულ სფეროს, საკითხის მოწესრიგება შეუძლებელია დასახელებულ კანონში
ცვლილებების შეტანის გარეშე. ამა თუ იმ უწყებისთვის სხვადასხვა ტიპის არქივის შენახვის
უფლებამოსილების მინიჭება ხდება სწორედ ამ კანონით. შესაბამისად, საკითხის
სრულყოფილი მოწესრიგებისთვის აუცილებელია უწყებათა ჩამონათვალში მოხდეს სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს დამატება შესაბამისი კომპეტენციის
განსაზღვრით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
ცვლილების შედეგად, სამართლებრივად მოწესრიგდება სსიპ - მინერალური რესურსების
ეროვნული სააგენტოს მიერ გეოლოგიური ფონდის დოკუმენტების, როგორც არქივის
შენახვის საკითხი, ასევე სააგენტოს მიენიჭება უფლებამოსილება აწარმოოს არქივი და
შეინახოს სახელმწიფო გეოლოგიურ ფონდს მიკუთვნებული მასალები.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
სსიპ - მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოს ექნება გეოლოგიური ფონდის არქივის
შენახვის უფლებამოსილება. ამასთან, სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს
უფლებამოსილების სფერო არქივთან მიმართებაში განისაზღვრება ჰიდრომეტეოროლოგიისა
და გარემოს დაბინძურების ეროვნული ფონდის დოკუმენტების შენახვით. კერძოდ, კანონის
მე-14 მუხლის მე-2 პუნქტს ემატება „დ1“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, სსიპ - მინერალური
რესურსების ეროვნულ სააგენტოს მიენიჭება გეოლოგიური ფონდის დოკუმენტების შენახვის
უფლება, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის ცვლილებით, სსიპ - გარემოს
ეროვნულ სააგენტოს დარჩება ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს დაბინძურების
ეროვნული ფონდის დოკუმენტების შენახვის უფლება.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მნიშნელოვანია მისი დროული
ამოქმედება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული ხარეჯების დაფინანსების წყაროა - სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი (საკუთარი შემოსავლები).
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
სსიპ - მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო კანონპროექტით წარმოდგენილ
ფუნქციებს განახორციელებს საკუთარი შემოსავლებიდან მიღებული დაფინანსების
ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ 2018 წლიდან, კომპეტენციის გათვალისწინებით,
გეოლოგიური ფონდის აღრიცხვისა და მისი შენახვის პასუხისმგებლობა აკისრია სწორედ სსიპ
- მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოს, შესაბამისად, დღეის მდგომარეობით
სააგენტო ახორციელებს ამ საფონდო მასალის ფაქტობრივ ფლობას, ასევე მისი განთავსებისა
და მოვლა-შენახვისათვის საჭირო ხარჯების გაწევას. კერძოდ, უშუალოდ კანონპროექტის
მიღებასთან დაკავშირებით გასაწევი ერთჯერადი ხარჯი არ იარსებებს. რაც შეეხება
ყოველწლიურ ხარჯებს, აღნიშნული დაკავშირებულია იმ საარქივო მასალების ოდენობასთან,
რომლის ფიზიკური განთავსების შესაძლებლობაც სსიპ - მინერალური რესურსების ეროვნულ
სააგენტოს საკუთარ ოფისში არ გააჩნია და უწევს ეროვნულ არქივს დაქვემდებარებულ
შენობაში მისი განთავსებისთვის საჭირო მომსახურების საფასურის გადახდა, რაც მიმდინარე
პერიოდში შეადგენს წლიურად 50 000 ლარს და ფინანსდება სსიპ - მინერალური რესურსების
ეროვნული სააგენტოს მიერ საკუთარი შემოსავლებიდან მიღებული დაფინანსების
ფარგლებში.
კანონპროექტის თანახმად, სამართლებრივად მოწესრიგდება აღნიშნული საკითხი და
აისახება „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს
კანონში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობის შესაბამის ბიუჯეტში განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დაწესებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტს არა
მდგომარეობაზე.
აქვს
მოსალოდნელი
ზეგავლენა
გენდერული
თანასწორობის
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მის სისტემაში
შემავალი სსიპ - მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.