„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-04-03
ბიუროს ნომერი 238
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) 2157 მუხლის პირველი ნაწილი
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქონებრივი ან/და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნით ფულადი კომპენსაციის
მიღების შესახებ სარჩელით სასამართლოსთვის მიმართვის უფლება აქვს იმ პირს, რომლის
მიმართაც არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის,
ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა
კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
უფლებების კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ –
კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის
დამაარსებელი კონვენციის დარღვევა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 26 დეკემბრის N1888-რს დადგენილებით
საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულ იქნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის
2006 წლის 13 დეკემბრის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია“,
რომელიც ძალაში შევიდა 2014 წლის 12 აპრილს. კონვენციის 34-ე მუხლი აარსებს შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტს, ხოლო კონვენციის 35-ე მუხლი მონაწილე
სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას სულ მცირე ოთხ წელიწადში ერთხელ მაინც, ხოლო
კომიტეტის მოთხოვნის შემთხვევაში, ნებისმიერ დროს, კომიტეტს წარუდგინონ ანგარიში მათ მიერ
კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების განხორციელებისათვის მიღებული ზომებისა
და ამ კუთხით მიღწეული წარმატებების შესახებ.
2021 წლის 5 მარტის N327-IVმს-Xმპ დადგენილებით საქართველოს პარლამენტმა მოახდინა
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმის
რატიფიცირება. აღნიშნული ოქმი ძალაში შევიდა 2021 წლის 12 მაისს.
ფაკულტატური ოქმი მიზნად ისახავს კონვენციის განხორციელების მხარდაჭერასა და
მონიტორინგს.
ოქმის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კომიტეტს
გააჩნია უფლებამოსილება მიიღოს და განიხილოს იმ პირების ან პირთა ჯგუფის მიერ ან მათი
სახელით წარდგენილი შეტყობინებები, რომლებიც აცხადებენ, რომ ისინი არიან სახელმწიფო
მხარის მიერ კონვენციის დებულებების დარღვევის მსხვერპლნი.
საკითხის შესწავლის შემდგომ კომიტეტი, შესწავლის შედეგებს ნებისმიერ კომენტართან და
რეკომენდაციასთან ერთად გადასცემს დაინტერესებულ სახელმწიფო მხარეს, რომელიც
კომიტეტის მიერ გადაცემული შედეგების, კომენტარებისა და რეკომენდაციების მიღებიდან ექვსი
თვის ვადაში, კომიტეტს წარუდგენს ინფორმაციას მის მიერ მიღებული და განხორციელებული
ზომების თაობაზე.
კომიტეტის მიერ რეკომენდებული სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება შეიძლება
იყოს სხვადასხვა ფორმის. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს კომპენსაციის გადახდა, შესაბამისი
საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება და სხვ.
აღნიშნული ღონისძიებები წარმოადგენენ ასევე პრევენციულ ზომებს, რათა მომავალში
თავიდან იქნეს აცილებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დარღვევის
ახალი შემთხვევები.
თუ უფლების დარღვევა დადგინდება, გონივრულია, რომ არსებობდეს ასეთ პირობებში
ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელით სასამართლოსთვის მიმართვის
სამართლებრივი მექანიზმი, რადგან თუ დადგინდება უფლების დაუცველობა, ხოლო მისი
კომპენსირების შესაძლებლობა არ იარსებებს, ეს შექმნის ბარიერს უფლების დაცვისთვის და
დაკმაყოფილებისთვის.
ამიტომ, მიზანშეწონილია გაჩნდეს და არსებობდეს ასეთ შემთხვევაში კომპენსაციის
მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის სამართლებრივი მექანიზმი.
ზუსტად იგივე მიდგომას იყენებს კანონმდებელი იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და გაეროს სხვა კომიტეტების მიერ დადგენილი
უფლების დარღვევებს.
ამდენად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კომიტეტის
გადაწყვეტილებების სრულფასოვნად შესრულების უზრუნველსაყოფად საჭიროა შესაბამისი
ეფექტიანი ეროვნული მექანიზმის შემოღება, რაც წარმოადგენს წარმოდგენილი კანონპროექტის
მიზანს.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კომიტეტის გადაწყვეტილებების
სრულფასოვნად შესრულების უზრუნველსაყოფად საჭირო მექანიზმის შესაქმნელად
აუცილებელია შესაბამისი ცვლილების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობაში, მათ
შორის, ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები
კანონპროექტის მიღების შედეგად შეიქმნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა
უფლებების კომიტეტის გადაწყვეტილებების სრულფასოვნად შესრულების უზრუნველსაყოფად
საჭირო მექანიზმი, რაც კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე აიყვანს ქვეყანაში შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მდგომარეობას, რადგან იარსებებს კომიტეტის
მიერ უფლების დარღვევის დადგენის შემთხვევაში ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ
სარჩელით სასამართლოსთვის მიმართვის სამართლებრივი მექანიზმი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტის მიხედვით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2157 მუხლის პირველ
ნაწილს, რომელიც ითვალისწინებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა
დაცვის სახელშეკრულებო ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო ქონებრივი ან/და
არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნით ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელით
სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობას, დაემატება შეზღუდული შესაძლებლობების
მქონე პირთა უფლებების კომიტეტი.
როგორც ზემოთ აღინიშნა, ასეთ მიდგომას იყენებს კანონმდებელი იმ შემთხვევაშიც,
როდესაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და გაეროს სხვა
კომიტეტების მიერ დადგენილი უფლების დარღვევებს.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში)
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით.
კანონპროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება
კანონპროექტით გათვალისწინებულია აღმჭურველი ნორმის მიღება, რაც ითვალისწინებს
უფლების
დაცვის
პროცესუალური
მექანიზმის
შექმნას,
ამასთან
კანონპროექტით
გათვალისწინებული რეგულაციის ამოქმედება არ მოითხოვს წინასწარ, მოსამზადებელ
ღონისძიებებს, შესაბამისად, მისი ამოქმედება გათვალისწინებულია გამოქვეყნებისთანავე.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას)
კანონპროექტის ინიციატორი არ ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
საშუალოვადიან
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით
მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდება და კომპენსაციის გადახდა დაეკისრება რომელიმე
ადმინისტრაციულ ორგანოს, ხარჯების დაფინანსების წყარო იქნება შესაბამისი დონის ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე იმ შემთხვევაში, თუ
კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე წარდგენილი სარჩელის სასამართლოს მიერ
განხილვის შედეგად სახელმწიფოს, ავტონომიურ რესპუბლიკას ან/და მუნიციპალიტეტს
წარმოეშვება ფულადი კომპენსაციის გაცემის ვალდებულება, რაც დაკავშირებულია ფინანსურ
ხარჯებთან. აღნიშნული ხარჯის ოდენობას განაპირობებს სასამართლოს მიერ მიღებული
კონკრეტული გადაწყვეტილება.
სარჩელის განხილვის ახალი საფუძვლის დამატება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის
ხარჯების გაზრდას, რადგან სასამართლო ამ ახალ უფლებამოსილებას განახორციელებს
არსებული ასიგნებების ფარგლებში. მით უფრო, რომ არ არის მოსალოდნელი ასეთი საქმეების
დიდი რაოდენობა, რისი თქმის საფუძველს იძლევა გაეროს წევრი ქვეყნების შესაბამისი
სტატისტიკა, რომლის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების
კომიტეტის მიერ ამ ქვეყნების მიმართ დარღვევა დგინდება არაუხშირეს 4 წელიწადში ერთხელ1.
აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ კომიტეტის მიერ დარღვევის დადგენამ შესაძლებელია
ყველა შემთხვევაში არ წარმოშვას სარჩელით სასამართლოსთვის მიმართვის აუცილებლობა.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით;
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა;
1
https://juris.ohchr.org/SearchResult
იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება,
კანონპროექტის მიღება ფინანსურ შედეგებს იქონიებს იმ შემთხვევაში, თუ კომიტეტის
გადაწყვეტილების საფუძველზე მათ მიერ წარდგენილი სარჩელის სასამართლოს მიერ
დაკმაყოფილების შემთხვევაში შესაბამისი დონის ბიუჯეტიდან მოხდება მათზე კომპენსაციის
გაცემა.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი;
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
შემოღებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება
ვინაიდან კანონპროექტის მიღება დადებითად აისახება ზოგადად შშმ პირთა უფლებებზე,
ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი განსაკუთრებულად მოწყვლად ჯგუფს
განეკუთვნება, შესაბამისად, კანონპროექტი მოახდენს დადებით ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ
მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება
ვინაიდან კანონპროექტის მიღება დადებითად აისახება ზოგადად შშმ პირთა უფლებებზე,
ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები და გოგონები შესაძლოა განსაკუთრებული
მოწყვლადობით ხასიათდებოდნენ (რის მაჩვენებელიც, სხვებს შორის, ის გარემოებაც არის, რომ
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6
მუხლი („შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები“) ცალკე საგანგებო ყურადღებას ამახვილებს
შშმ ქალთა და გოგონათა უფლებებთან დაკავშირებით), შესაბამისად, კანონპროექტით
გათვალისწინებული
ცვლილება
დადებითად
აისახება
გენდერული
თანასწორობის
მიმართულებაზეც.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს და მისი ერთ-ერთი მიზანია სწორედ
საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაცია, რადგან ქმნის საერთაშორის სამართლებრივი
მექანიზმების მეშვეობით დადგენილი უფლებების დაცვისთვის გაუმჯობესებულ მექანიზმებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. მისი ერთ-ერთი მიზანია სწორედ საერთაშორისო
სტანდარტებთან ჰარმონიზაცია, რადგან ქმნის საერთაშორის სამართლებრივი მექანიზმების
მეშვეობით დადგენილი უფლებების დაცვისთვის გაუმჯობესებულ მექანიზმებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ სარჯველაძე, რატი იონათამიშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ სარჯველაძე, რატი იონათამიშვილი,
ნიკოლოზ სამხარაძე, გიორგი ცაგარეიშვილი, ლევან ქარუმიძე, ანტონ ობოლაშვილი, გივი ჭიჭინაძე,
გოდერძი ჩანქსელიანი, ზაზა ლომინაძე, გენრიეტა წიწავა, მაია მენაღარიშვილი, ქეთევან დუმბაძე,
ალუდა ღუდუშაური.