საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქეების შალვა ხაჭაპურიძის და ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№1-3089/23; 28.02.2023) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-04-03
ბიუროს ნომერი 238
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
2-4501/23
29-03-2023
საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო
დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
დასკვნა
საქართველოს
ხაჭაპურიძისა
და
მოქალაქეების
შალვა
ზურაბ
მიერ
ვანიშვილის
წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე
„პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან
დაკავშირებით (№1-3089/23; 28.02.2023)
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტმა 2023 წლის 28 მარტის სხდომაზე განიხილა საქართველოს
მოქალაქეების შალვა ხაჭაპურიძისა და ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი
საკანონმდებლო წინადადება „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით.
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია პატიმრობის
კოდექსს დაემატოს ცალკე თავი „ავადმყოფ პატიმრებთან მოპყრობის შესახებ", რომელიც
დაადგენს ავადმყოფ პატიმრებთან მოპყრობისა და პატიმართა უფლებების დაცვის
სტანდარტებს.
კომიტეტმა აღნიშნა, რომ იგივე ავტორებს 2022 წლის 28 ნოემბერს წარმოდგენილი
ჰქონდათ
№1-15506/22
საკანონმდებლო
წინადადება
„ავადმყოფ
პატიმრებთან
მოპყრობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით, რომლითაც
ითხოვდნენ „ავადმყოფ პატიმრებთან მოპყრობის შესახებ" ახალი კანონის მიღებას.
აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება კომიტეტმა განიხილა
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
2023 წლის 27
თებერვლის სხდომაზე და მიიღო გადაწყვეტილება მისი უარყოფის შესახებ, რაც აისახა
კომიტეტის N2-3623/23, 14-03-2023 დასკვნაში.
კომიტეტმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ უკვე განხილული №115506/22
საკანონმდებლო
წინადადება
და
ამჟამად
კომიტეტის
სხდომაზე
განსახილველად წარმოდგენილი №1-3089 საკანონმდებლო წინადადება იდენტური
შინაარსისაა, მათში მოთხოვნილია ერთიდაიგივე საკითხების დარეგულირება და მათ
შორის განსხვავება მხოლოდ წარმოდგენის თარიღსა და დასახელებაშია. ამ წინადადებებს
შორის განსხვავებად შეიძლება ისიც ჩაითვალოს, რომ ერთი ითხოვს ახალი კანონის
მიღებას, მეორე კი - იგივე საკითხების დამატებას პატიმრობის კოდექსში.
ამდენად, წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებით გათვალისწინებულ
საკითხებზე უკვე ნამსჯელია და შესაბამისი გადაწყვეტილებაც მიღებულია. აღნიშნული
გადაწყვეტილებით წინადადება უარყოფილი იქნა, სხვებს შორის, არსებითი მიზეზების
გამო და ამ თვალსაზრისით ახლად წარმოდგენილ წინადადებაში არაფერი არ არის
შეცვლილი,
არ
არის
შემოთავაზებული
რაიმე
დამატებითი,
განსხვავებული
არგუმენტაცია, რასაც შეეძლო გავლენა მოეხდინა კომიტეტის გადაწყვეტილებაზე. ხოლო
შემოთავაზება, რომ ცალკე ახალი საკანონმდებლო აქტის მიღების ნაცვლად, რომელიმე
მოქმედ საკანონმდებლო აქტში მოხდეს იგივე შინაარსის ნორმების ინკორპორირება, ვერ
ჩაითვლება ისეთ არსებით ცვლილებად, რაც აფიქრებინებდა კომიტეტს პოზიციის
შეცვლას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომიტეტმა უარყოფილად ცნო
შალვა ხაჭაპურიძისა და ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადება „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტთან დაკავშირებით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მიხეილ სარჯველაძე