საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის მიერ წარმოდგენილი 2023 წლის, 29-30 იანვარს, სტოკჰოლმში გამართულ ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის (COSAC) თავმჯომარეთა სხდომაში მონაწილეობის შესახებ ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
28.03.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი
ნომერი
#2-4418/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-04-03
ბიუროს ნომერი 238

📜 ტექსტი

წერილი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი 2-4418/23 28-03-2023 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის თანახმად, წარმოგიდგენთ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის ანგარიშს 2023 წლის, 29-30 იანვარს, სტოკჰოლმში გამართული ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის (COSAC) თავმჯომარეთა სხდომაში მონაწილეობის შესახებ. დანართი: 2 გვერდი პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
ანგარიში საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის (COSAC) თავმჯომარეთა სხდომაში მონაწილეობის შესახებ სტოკჰოლმი, შვედეთი 29-30 იანვარი, 2023 წელი 29-30 იანვარს, მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის (COSAC) თავმჯდომარეთა სხდომაში მონაწილეობდა. COSAC-ი აერთიანებს ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს და კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტებს და ევროპარლამენტს. სხდომაზე იმსჯელეს ევროპაში ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაზე და შვედეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებზე. სხდომა გახსნა შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ანდრეას ნორლენმა. პარლამენტების წარმომადგენლების წინაშე მოხსენებით წარსდგნენ ევროკომისარი შინაგან საქმეთა საკითხებში, ილვა იოჰანსონი და შვედეთის პოლიციის ეროვნული ოპერაციების დეპარტამენტის უფროსი, იოჰან ოლსონი. აღინიშნა, რომ ორგანიზებული დანაშაული გავლენას ახდენს დემოკრატიულ პროცესსა და უსაფრთხოებაზე ევროკავშირის შიგნით. ხაზი გაესვა, რომ უსაფრთხოების არქიტექტურის დრამატული ცვლილება, მოითხოვს სახელმწიფოებისა და ორგანიზაციების მიერ თანამშრომლობის პრიორიტეტების გამრავალფეროვნებას, კოორდინაციის განმტკიცებას და გააქტიურებას. აღნიშნულ საკითხზე გამოსვლისას, მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს თანამშრომლობაზე ევროკავშირის ქვეყნებთან და ევროპულ ინსტიტუტებთან, ასევე ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველოს მიღწევებზე. მან აღნიშნა, რომ საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს ევროპელ პარტნიორებთან ისეთი ინსტიტუტების ფარგლებში, როგორიცაა, ევროპოლი, ევროჯასტი და ფრონტექსი. შვედეთის პრიორიტეტებზე მოხსენება გააკეთეს, ევროკავშირის საკითხებში შვედეთის სახელმწიფო მდივანმა კრისტიან დანიელსონმა და ევროპარლამენტის ვიცე პრეზიდენტმა ოტმარ კარასმა. კრისტიან დანიელსონმა აღნიშნა, რომ დემოკრატიული ღირებულებები და კანონის უზენაესობის პრინციპები არის ევროკავშირის ფუძემდებლური ღირებულებები. ერთიანი ბაზრის წარმატებული ფუნქციონირების გაგრძელება საჭიროებს კანონის უზენაესობის დაცვას. შვედეთის პრიორიტეტების უკან დგას უფრო მწვანე, უფრო უსაფრთხო და უფრო თავისუფალი ევროპა. ოტმარ კარასმა თავის მოხსენებაში ხაზი გაუსვა, რომ ერთიანობისა და პოლიტიკური ნების გარეშე ვერ განხორციელდება პრიორიტეტები და ევროკავშირის ღირებულებები. აუცილებელია ევროპის ქვეყნებმა დაიწყონ რეალური მსჯელობა უსაფრთხოების შესახებ და რეალური შედეგების მომტანი საერთო თანამშრომლობა. 1 მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის უსაფრთხოება მთავარი პრიორიტეტია და ამის მიღწევა რთულია სამეზობლოში არსებული საფრთხეების ფონზე. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს დიფერენცირება მოახდინა, საქართველოს სტრატეგიული მიზნებისთვის ევროპული პერსპექტივის აღიარება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. მიმოიხილა მიღწევები ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესში. ასევე აღინიშნა ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებისა და გამოყენების პროცესი. მან იმედი გამოთქვა რომ, ევროკავშირი სათანადოდ შეაფასებს პროგრესს და საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭება. ხაზგასმულ იქნა, საქართველოს სატრანსპორტო და ენერგეტიკული კორიდორის ფუნქციის მნიშვნელობა საერთო ევროპული უსაფრთხოების გასაძლიერებლად. დებატებში საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ხორვატიის, ლატვიის, უნგრეთისა და მაკედონიის წარმომადგნელებმა. მაკა ბოჭორიშვილმა ღონისძიების ფარგლებში ევროპელ პარტნიროებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა. 2