საქართველოს პარლამენტის წევრის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის ირაკლი ჩიქოვანის ინფორმაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრად საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების“ მიერ პარლამენტის წევრის ქეთევან თურაზაშვილის წარდგენის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-04-03
ბიუროს ნომერი 238
📜 ტექსტი
წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი
2-4507/23
29-03-2023
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს,
ბატონ შალვა პაპუაშვილს
ბატონო შალვა,
გაცნობებთ, რომ წერილით მომმართა პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეები“ თავმჯდომარემ
ბატონმა ალექსანდრე ელისაშვილმა. აღნიშნულ წერილში ბატონი ალექსანდრე, ევროპის
საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრად
წარადგენს ქალბატონ ქეთევან თურაზაშვილს.
გთხოვთ, მისცეთ შესაბამისი მსვლელობა.
დანართი: 1 (ერთი) ფურცელი
პატივისცემით,
საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი
ირაკლი ჩიქოვანი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
პოლიტიკური ჯგუფი
„მოქალაქეები“
2-4389/23
28-03-2023
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE)
საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელს
ბატონ ირაკლი ჩიქოვანს
ბატონო ირაკლი,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის
პოლიტიკური ჯგუფი „მოქალაქეები“, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი
დელეგაციის „ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE)“ წევრად წარმოგიდგენთ
ქეთევან თურაზაშვილის კანდიდატურას.
პატივისცემით,
პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე
ალექსანდრე ელისაშვილი
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge