საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ტერმინის - „რაიონული სასამართლო“ ამოღების საკითხი) (№1-1545/22; 11.02.2022) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
31.03.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-4607/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-04-03
ბიუროს ნომერი 238

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-4607/23 31-03-2023 საქართველოს პარლამენტის ბიუროს, ზურაბ ვანიშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-1545/22; 11.02.2022) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-1545/22; 11.02.2022). I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია, შეტანილ იქნეს ტერმინოლოგიური ცვლილება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში, კერძოდ, ტერმინი „რაიონული სასამართლო“ შეიცვალოს ტერმინით „საოლქო სასამართლო“. II. კომიტეტის შეფასება ტერმინი „რაიონული“ („რაიონი“) დღესდღეობით გამოყენებულია არაერთ კანონში, რაც იმას გულისხმობს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი არ არის საქართველოს ერთადერთი მოქმედი საკანონმდებლო აქტი, რომელიც ამ ტერმინს იყენებს; მაგალითად, გამოყენებულია „პროკურატურის ტერმინები შესახებ“ „რაიონული საქართველოს პროკურატურა“, ორგანულ „რაიონული კანონში პროკურორი“, „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში გამოყენებულია ტერმინი „რაიონული გამოყენებული პროფესიული ტერმინი თვითმმართველობის „რაიონულ კოდექსში კავშირი“, საქართველოს სამეთვალყურეო გამოყენებულია საჰაერო მომსახურება“, ტერმინები ადგილობრივი „გეგმარებითი „მიკრორაიონი“, „თბილისის რაიონის გამგეობა“ და სხვა. თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge კოდექსში რაიონი“, საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ტერმინი „რაიონული სასამართლო“ შეიცვალოს ტერმინით „საოლქო სასამართლო“, თუმცა საკანონმდებლო წინადადება მოკლებულია ჯეროვან დასაბუთებას. ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად. III. დასკვნითი ნაწილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-1545/22; 11.02.2022) საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი