საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (№1-4090/22; 04.04.2022) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-04-03
ბიუროს ნომერი 238
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-4613/23
31-03-2023
საქართველოს პარლამენტის ბიუროს,
ზურაბ ვანიშვილს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტთან დაკავშირებით (N1-4090/22; 04.04.2022)
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა ზურაბ ვანიშვილის
მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
(N1-4090/22; 04.04.2022).
I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი
საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია, საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსიდან ამოღებულ იქნეს 2051 მუხლი („ქონების გადამალვა მოჩვენებითი ან/და
თვალთმაქცური გარიგებით“), რომელიც შემდეგ დანაშაულს ითვალისწინებს: საწარმოში ან
სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური
უფლებამოსილების
მქონე
პირის
მიერ
ქონების
გადამალვა
მოჩვენებითი
ან/და
თვალთმაქცური გარიგებით, ჩადენილი მოსალოდნელი ან/და უკვე არსებული ქონებრივი
ვალდებულებისათვის თავის არიდების მიზნით.
II. კომიტეტის შეფასება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2051 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,
„საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა
სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ ქონების გადამალვა მოჩვენებითი ან/და
თვალთმაქცური გარიგებით, ჩადენილი მოსალოდნელი ან/და უკვე არსებული ქონებრივი
ვალდებულებისათვის თავის არიდების მიზნით, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის
სასარგებლო შრომით ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ
წლამდე.“
საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია აღნიშნული მუხლის საქართველოს
სისხლის
სამართლის
კოდექსიდან
ამოღება,
თუმცა
საკანონმდებლო
წინადადება
მოკლებულია ჯეროვან დასაბუთებას. შესაბამისად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად.
III. დასკვნითი ნაწილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-4090/22; 04.04.2022) საკომიტეტო
განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი