საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№1-4091/22; 04.04.2022) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
31.03.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურუდიულ საკითხთა კომიტეტი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-4615/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-04-03
ბიუროს ნომერი 238

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-4615/23 31-03-2023 საქართველოს პარლამენტის ბიუროს, ზურაბ ვანიშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-4091/22; 04.04.2022) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-4091/22; 04.04.2022). I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონიდან ამოღებულ იქნეს 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი, რომელიც ადგენს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე განსაზღვრავს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მოსამართლეს, რომელიც გასცემს ბრძანებას „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების ჩატარების თაობაზე. II. კომიტეტის შეფასება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე განსაზღვრავს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მოსამართლეს, რომელიც გასცემს ბრძანებას „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების ჩატარების თაობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში გამოყენებულია ტერმინი „ზედამხედველი მოსამართლე“, რომელიც განიმარტება თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge როგორც „საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, რომელიც გასცემს ამ კანონით გათვალისწინებული ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიების განხორციელების შესახებ ბრძანებას, აგრეთვე ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების შესახებ ბრძანებას და ამ კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ფარგლებში აკონტროლებს: უ.ა) ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას კონტროლის ელექტრონული სისტემითა და კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემით; უ.ბ) ამ კანონის 147 მუხლის საფუძველზე ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებულ აქტივობებს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალური ბანკის კონტროლის ელექტრონული სისტემით.“1 ამასთანავე, „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის სხვადასხვა ნორმით მოწესრიგებულია ზედამხედველი მოსამართლის მონაწილეობით განსახორციელებელი მთელი რიგი სამართლებრივი ურთიერთობები. საკანონმდებლო წინადადება, რომელიც „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონიდან 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის ამოღებას ითვალისწინებს, მოკლებულია ჯეროვან დასაბუთებას. ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად. III. დასკვნითი ნაწილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-4091/22; 04.04.2022) საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი 1 იხ. „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „უ“ ქვეპუნქტი.