საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (გამოძიების დაწყების ვალდებულების საკითხი) (№1-1513/22; 10.02.2022) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
31.03.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურუდიულ საკითხთა კომიტეტი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-4616/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-04-03
ბიუროს ნომერი 238

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-4616/23 31-03-2023 საქართველოს პარლამენტის ბიუროს, ზურაბ ვანიშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-1513/22; 10.02.2022) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-1513/22; 10.02.2022). I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლის პირველ ნაწილს (რომელიც ადგენს, რომ დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი, პროკურორი ვალდებული არიან დაიწყონ გამოძიება) დაემატოს გამომძიებლის, პროკურორის მიერ გამოძიების დაწყების აღნიშნული ვალდებულების 24 საათში შესრულების ვადა. II. კომიტეტის შეფასება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია გამომძიებლისა და პროკურორის ვალდებულება დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამოძიების დაწყების თაობაზე; კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, „დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი, პროკურორი ვალდებული არიან დაიწყონ გამოძიება. გამომძიებლის მიერ გამოძიების დაწყების თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პროკურორს.“ ამასთანავე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლი ადგენს, რომ „გამოძიება მიმდინარეობს გონივრულ ვადაში, მაგრამ არა უმეტეს შესაბამისი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge დანაშაულისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადისა.“ საკანონმდებლო წინადადება, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილისათვის გამომძიებლის, პროკურორის მიერ გამოძიების დაწყების ვალდებულების 24 საათში შესრულების ვადის დამატებას ითვალისწინებს, მოკლებულია ჯეროვან დასაბუთებას. ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად. III. დასკვნითი ნაწილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი (N1-1513/22; 10.02.2022)