საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№1-5008/22; 26.04.2022) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-04-03
ბიუროს ნომერი 238
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-4617/23
31-03-2023
საქართველოს პარლამენტის ბიუროს,
ზურაბ ვანიშვილს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „საქართველოს
სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტთან დაკავშირებით (N1-5008/22; 26.04.2022)
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა ზურაბ ვანიშვილის
მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
(N1-5008/22; 26.04.2022).
I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი
საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია, შეტანილ იქნეს ცვლილება საქართველოს
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილში, კერძოდ, გაიზარდოს,
შემცირდეს ან გაუქმდეს აღნიშნული ნორმით დადგენილი, სასამართლოს მიერ სამოქალაქო
საქმის განხილვის 2-თვიანი ვადა.
II. კომიტეტის შეფასება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს შემდეგი
შინაარსის ნორმას: „თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლო სამოქალაქო
საქმეს განიხილავს განცხადების მიღების დღიდან არაუგვიანეს 2 თვისა. განსაკუთრებით
რთული კატეგორიის საქმეზე მისი განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს ვადა
შეიძლება
გაგრძელდეს
არაუმეტეს
5
თვისა,
გარდა
ალიმენტის
გადახდევინების,
დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით ან მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული
ზიანის
ანაზღაურების,
სარგებლობისას
შრომითი
წარმოშობილი
ურთიერთობებიდან,
ურთიერთობების
შესახებ“
„საცხოვრებელი
სადგომით
საქართველოს
კანონიდან
გამომდინარე მოთხოვნებისა და უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის
შესახებ საქმეებისა, რომლებიც განხილული უნდა იქნეს არაუგვიანეს 1 თვისა.“ ამგვარად, ამ
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ნორმიდან როგორც ვლინდება, სასამართლოს მიერ სამოქალაქო საქმის განხილვის ზოგადი
ვადაა 2 თვე, ხოლო განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეებზე (გარდა ცალკეული
გამონაკლისებისა) დღესაც იძლევა კოდექსი საქმის განხილვის ვადის 5 თვემდე გაგრძელების
შესაძლებლობას. ზოგადად, ყველა სამოქალაქო საქმის განხილვის ვადის გაზრდის,
შემცირების
ან
გაუქმების
საკითხი
კი,
რომელსაც
საკანონმდებლო
წინადადება
ითვალისწინებს, ყოველმხრივ და სათანადო მსჯელობასა და ანალიზს მოითხოვს. ეს საკითხი
სამსჯელოა იმ თვალსაზრისითაც, თუ ასეთმა საკანონმდებლო ცვლილებამ რა გავლენა
შეიძლება იქონიოს მართლმსაჯულების ეფექტიანობაზე. თუმცა საკანონმდებლო წინადადება
ამ მხრივ მოკლებულია სათანადო მსჯელობასა და ჯეროვან დასაბუთებას.
ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად.
III. დასკვნითი ნაწილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადება „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-5008/22; 26.04.2022) საკომიტეტო
განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი