საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქეების ზურაბ ვანიშვილის და შალვა ხაჭაპურიძის მიერ წარმოდგენილ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№1-5250/22; 02.05.2022) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-04-03
ბიუროს ნომერი 238
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-4620/23
31-03-2023
საქართველოს პარლამენტის ბიუროს,
ზურაბ ვანიშვილს,
შალვა ხაჭაპურიძეს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
ზურაბ ვანიშვილის და შალვა ხაჭაპურიძის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო
წინადადებაზე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-5250/22; 02.05.2022)
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა ზურაბ ვანიშვილის
და შალვა ხაჭაპურიძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „მეწარმეთა
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის
პროექტთან დაკავშირებით (N1-5250/22; 02.05.2022).
I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი
საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს
კანონში შეტანილ იქნეს ცვლილება, რომლითაც განისაზღვრება მეწარმის სურვილის
შემთხვევაში მისი ელექტრონული ფოსტის მისამართისა და ტელეფონის ნომრის მეწარმეთა
და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერში ასახვის
ვალდებულება.
II. კომიტეტის შეფასება
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 201 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით,
„მეწარმეთა
და
არასამეწარმეო
(არაკომერციული)
რეგისტრირდება
საქართველოს
სამოქალაქო
იურიდიული
კოდექსითა
და
პირების
რეესტრში
„მეწარმეთა
შესახებ“
საქართველოს კანონით განსაზღვრული სუბიექტების წარმოშობის, მათში ცვლილების
შეტანისა და მათი შეწყვეტის, აგრეთვე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და
კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან
დაკავშირებული ვალდებულებების, ასევე მათი წარმოშობის, მათში ცვლილების შეტანისა და
მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემები.“
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
იმავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „სუბიექტის მეწარმეთა და არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის საფუძვლები და
რეესტრის წარმოების წესი დგინდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსითა და „მეწარმეთა
შესახებ“ საქართველოს კანონით. რეგისტრაციის დამატებითი პირობები განისაზღვრება
„მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“
ინსტრუქციით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.“ (მსგავსი
შინაარსის ნორმას ითვალისწინებს აგრეთვე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8
მუხლის მე-5 პუნქტი).
ამგვარად, მოქმედი საკანონმდებლო ნორმები უშუალოდ განსაზღვრავს „მეწარმეთა და
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში ასასახ არსებით
მონაცემებს, ხოლო რეგისტრაციის დამატებით პირობებთან დაკავშირებით უთითებს, რომ ეს
პირობები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით − „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ)
იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციით. ამ სახის საკანონმდებლო
მოწესრიგება
შეესაბამება
იმ
მიზნებსა
და
პრინციპებს,
რომლებიც
მეწარმეთა
და
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის არსში, ფუნქციასა და
დანიშნულებაში მოიაზრება; საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილი საკანონმდებლო
ცვლილება კი, რომელიც მეწარმის სურვილის შემთხვევაში მისი ელექტრონული ფოსტის
მისამართისა და ტელეფონის ნომრის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერში ასახვის ვალდებულების კანონით დადგენას
ითვალისწინებს,
დღესდღეობით
სცილდება
ამგვარი
საკანონმდებლო
ცვლილების
განხორციელების მიზანშეწონილობის ფარგლებს.
მეტიც, მართალია, „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა
რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქცია მეწარმის ელექტრონული ფოსტის მისამართისა და
ტელეფონის
ნომრის
უშუალოდ
მეწარმეთა
და
არასამეწარმეო
(არაკომერციული)
იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერში ასახვის თაობაზე არ უთითებს, მაგრამ
ადგენს, რომ დაინტერესებული პირი უფლებამოსილია მოითხოვოს ელექტრონული ფოსტის
მისამართისა და ტელეფონის ნომრის საჯაროობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს
ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნება.1 ეს კი გარკვეულწილად უკვე აწესრიგებს იმ
საკითხს, რომელზედაც გამახვილებულია ყურადღება საკანონმდებლო წინადადებაში.
ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად.
იხ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის N797 ბრძანებით
დამტკიცებული „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა
რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი.
1
III. დასკვნითი ნაწილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ზურაბ ვანიშვილის და შალვა ხაჭაპურიძის მიერ
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N15250/22; 02.05.2022) საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი