საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა ა(ა)იპ „უფლებადამცველის“ (ალექსანდრე კაპანაძე) მიერ წარმოდგენილ „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „უმაღლესი განათლების სესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№1-9326/20; 09.07.2020) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-04-03
ბიუროს ნომერი 238
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-4623/23
31-03-2023
საქართველოს პარლამენტის ბიუროს,
ა(ა)იპ უფლებადამცველს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
ა(ა)იპ უფლებადამცველის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე
„პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონების
პროექტებთან დაკავშირებით (N1-9326/20; 09.07.2020)
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა ა(ა)იპ
უფლებადამცველის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „პატიმრობის
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“
საქართველოს
კანონების
პროექტებთან
დაკავშირებით (N1-9326/20; 09.07.2020).
I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი
საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია, გაფართოვდეს თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულებაში მოთავსებულ იმ მსჯავრდებულთა წრე, რომელთაც შეუძლიათ ისარგებლონ
აკადემიური უმაღლესი განათლების მიღების უფლებით.
II. კომიტეტის შეფასება
პატიმრობის კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ
მსჯავრდებული
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი
წესით
სარგებლობს
აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურებზე (ბაკალავრიატი,
მაგისტრატურა) განათლების მიღების უფლებით − გათავისუფლებისთვის მომზადების
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულებაში,
ხოლო
აკადემიური
უმაღლესი
განათლების
პირველ
საფეხურზე
(ბაკალავრიატი) განათლების მიღების უფლებით − არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო
დაწესებულებაში.
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
იმავე კოდექსის 1151 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „გათავისუფლებისთვის
მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს,
დაბალი რისკის მსჯავრდებულს, რომელიც სასჯელს იხდის დაბალი რისკის თავისუფლების
აღკვეთის დაწესებულებაში, უფლება აქვს, ისარგებლოს აკადემიური უმაღლესი განათლების
პირველ და მეორე საფეხურებზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა) განათლების მიღების
უფლებით, ხოლო არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მოთავსებულ
მსჯავრდებულს უფლება აქვს, ისარგებლოს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ
საფეხურზე (ბაკალავრიატი) განათლების მიღების უფლებით.“
საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში
მოთავსებულ იმ მსჯავრდებულთა წრის გაფართოებას, რომელთაც შეუძლიათ ისარგებლონ
აკადემიური
უმაღლესი
განათლების
მიღების
უფლებით;
კერძოდ,
საკანონმდებლო
წინადადებით შემოთავაზებულია, რომ ამ უფლებით ისარგებლოს თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულებაში მოთავსებულმა ყველა მსჯავრდებულმა, ხოლო არასრულწლოვანთა
სარეაბილიტაციო
დაწესებულებაში
მოთავსებულმა
მსჯავრდებულებმა
და
ქალთა
სპეციალური დაწესებულებაში მოთავსებულმა არასრულწლოვანმა მსჯავრდებულებმა
ისარგებლონ აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი)
განათლების მიღების უფლებით.
მოცემულ საკითხთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია საქართველოს მთავრობის მიერ
საქართველოს
პარლამენტისთვის
საკანონმდებლო
ინიციატივის
წესით
წარდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „პენიტენციური კოდექსი“ და საკანონმდებლო ცვლილებების
პაკეტში შემავალი სხვა კანონპროექტები (N07-2/229; 07.12.2022); კერძოდ, მხედველობაში
მისაღებია ის გარემოება, რომ საკანონმდებლო ცვლილებების ეს პაკეტი უკვე ითვალისწინებს
პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ იმ მსჯავრდებულთა წრის მნიშვნელოვნად
გაფართოებას, რომელთაც შეუძლიათ ისარგებლონ აკადემიური უმაღლესი განათლების
მიღების უფლებით:
საკანონმდებლო ცვლილებების აღნიშნულ პაკეტში შემავალი საქართველოს კანონის
პროექტის „პენიტენციური კოდექსი“ 94-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ
მსჯავრდებული
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი
წესით
სარგებლობს
აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურებზე განათლების მიღების
უფლებით (გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულისა), ხოლო აკადემიური
უმაღლესი
განათლების
პირველ
საფეხურზე
განათლების
მიღების
უფლებით
−
არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში.
იმავე კანონპროექტის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მსჯავრდებულს (გარდა
საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულისა) უფლება აქვს, ისარგებლოს აკადემიური
უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურებზე განათლების მიღების უფლებით,
ხოლო
არასრულწლოვანთა
სარეაბილიტაციო
დაწესებულებაში
მოთავსებულ
მსჯავრდებულს − აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე განათლების
მიღების უფლებით.“
ამრიგად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო წინადადებით
შემოთავაზებული საკითხი არის არა განცალკევებით სამსჯელო, არამედ საქართველოს
პარლამენტისთვის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი ზემოხსენებული
კანონპროექტის „პენიტენციური კოდექსი“ ფარგლებში მსჯელობის საგანი (რომელიც,
როგორც აღინიშნა, უკვე ითვალისწინებს პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ იმ
მსჯავრდებულთა წრის მნიშვნელოვნად გაფართოებას, რომელთაც შეუძლიათ ისარგებლონ
აკადემიური უმაღლესი განათლების მიღების უფლებით). აქედან გამომდინარე, კომიტეტი
საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად.
III. დასკვნითი ნაწილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ა(ა)იპ უფლებადამცველის მიერ წარმოდგენილი
საკანონმდებლო წინადადება „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონების პროექტებთან დაკავშირებით (N1-9326/20; 09.07.2020) საკომიტეტო
განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი