საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისათვის“ (მამუკა ტუსკაძე) მიერ წარმოდგენილ „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (№1-12020/21; 26.08.2021) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-04-03
ბიუროს ნომერი 238
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-4625/23
31-03-2023
საქართველოს პარლამენტის ბიუროს,
საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკურ მოძრაობას
„სოციალური სამართლიანობისათვის“
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური მოძრაობის „სოციალური სამართლიანობისათვის“
მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „საქართველოს სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან
დაკავშირებით (N1-12020/21; 26.08.2021)
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა საქართველოს
მოქალაქეთა
პოლიტიკური
წარმოდგენილი
მოძრაობის
საკანონმდებლო
„სოციალური
წინადადება
სამართლიანობისათვის“
„საქართველოს
სისხლის
მიერ
სამართლის
საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან
დაკავშირებით (N1-12020/21; 26.08.2021).
I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი
საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია გამოძიების კომპეტენტური მეგობრის
ინსტიტუტის შემოღება; კერძოდ, საკანონმდებლო წინადადების თანახმად, საქართველოს
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს ემატება მუხლი, რომელიც ადგენს, რომ ნებისმიერ
დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, საგამოძიებო ორგანოს გამოძიების სტადიაზე
გარკვეული პირობების დაცვით წერილობით წარუდგინოს თავისი მოსაზრება იმის შესახებ,
თუ რა მიმართულებით უნდა წარიმართოს გამოძიება და საგამოძიებო ორგანომ რომელი
ნორმატიული აქტის გამოყენების აუცილებლობას უნდა მიაქციოს ყურადღება საქმესთან
დაკავშირებით. საკანონმდებლო წინადადების ავტორის აზრით, აღნიშნული წერილობით
მოსაზრების მიზანი უნდა იყოს არა სისხლის სამართლის პროცესის მონაწილე მხარის
მხარდაჭერა ან მტკიცებულებათა შეგროვება, არამედ საგამოძიებო ორგანოს დახმარება სწორი
და მართებული გადაწყვეტილების მიღებაში.
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
II. კომიტეტის შეფასება
საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა სათანადო დაინტერესებულ პირს არ ზღუდავს, რომ
საგამოძიებო ორგანოს წარუდგინოს თავისი მოსაზრება და ამ გზით დაეხმაროს მას სწორი და
მართებული გადაწყვეტილების მიღებაში. მეტიც, საქართველოს სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) ინსტიტუტსაც
და ადგენს: „დაინტერესებულ პირს, რომელიც არ არის მხარე განსახილველ სისხლის
სამართლის საქმეში, უფლება აქვს, საქმის არსებით განხილვამდე არანაკლებ 5 დღით ადრე
სასამართლოს
წარუდგინოს
საკუთარი
წერილობითი
მოსაზრება
ამ
საქმესთან
დაკავშირებით.“1
ამრიგად, საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილების
განხორციელების აუცილებლობა დღესდღეობით არ არსებობს და, შესაბამისად, იურიდიულ
საკითხთა კომიტეტი საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობას არ მიიჩნევს
მიზანშეწონილად.
III. დასკვნითი ნაწილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური მოძრაობის
„სოციალური სამართლიანობისათვის“ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-12020/21; 26.08.2021) საკომიტეტო
განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
1 იხ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლი.