საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№1-15649/22; 29.11.2022) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-04-03
ბიუროს ნომერი 238
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-4628/23
31-03-2023
საქართველოს პარლამენტის ბიუროს,
ზურაბ ვანიშვილს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-15649/22; 29.11.2022)
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა ზურაბ ვანიშვილის
მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტთან დაკავშირებით (N1-15649/22; 29.11.2022).
I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი
საკანონმდებლო
წინადადებით
სამართალდარღვევათა
შემოთავაზებულია
კოდექსის
1341
მუხლის
საქართველოს
პირველი
ადმინისტრაციულ
ნაწილით
განსაზღვრული
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემადგენლობის ახალი რედაქცია.
II. კომიტეტის შეფასება
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1341 მუხლის პირველი
ნაწილის თანახმად, „გზაზე, საგზაო ნაგებობაზე, მიწისქვეშა კომუნიკაციაზე ან რკინიგზის
გადასასვლელზე სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოება, ან ამ სამშენებლოსარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოებისას სატრანსპორტო საშუალების გზაზე განლაგება
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის
მერიის სტრუქტურული ერთეულის ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს
მიერ
უფლებამოსილი
ფიზიკური
პირის
ან
იურიდიული
პირის
მიერ
შესაბამის
უფლებამოსილ ორგანოსთან (უწყებასთან) ერთად შეთანხმებული საგზაო მოძრაობის
ორგანიზების სქემის (მათ შორის, დროებითის) გარეშე ან სქემის (მათ შორის, დროებითის)
დარღვევით,
ან
არსებულ
ნაკლოვანებათა
აღმოფხვრის
შესახებ
მუნიციპალიტეტის
უფლებამოსილი პირის წერილობითი მითითების შეუსრულებლობა − გამოიწვევს ფიზიკური
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 5 000
ლარის ოდენობით.“
საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია, აღნიშნული ნორმის სიტყვა „დარღვევით“
შეიცვალოს სიტყვებით „დარღვევის შესახებ“, თუმცა ბუნდოვანია ამ ცვლილების ნამდვილი
არსი, ამასთანავე, საკანონმდებლო წინადადება მოკლებულია ჯეროვან დასაბუთებას.
შესაბამისად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საკანონმდებლო წინადადების მისაღებად
ცნობას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად.
III. დასკვნითი ნაწილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-15649/22; 29.11.2022)
საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი