საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№1-15785/21; 06.12.2021) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-04-03
ბიუროს ნომერი 238
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-4630/23
31-03-2023
საქართველოს პარლამენტის ბიუროს,
ზურაბ ვანიშვილს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „ადვოკატთა
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის
პროექტთან დაკავშირებით (N1-15785/21; 06.12.2021)
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა ზურაბ ვანიშვილის
მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
(N1-15785/21; 06.12.2021).
I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი
საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია, შეტანილ იქნეს ცვლილება „ადვოკატთა
შესახებ“ საქართველოს კანონში და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ ან
აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის ან სარევიზიო კომისიის წევრად ერთი და იმავე
პირის ზედიზედ ორჯერ არჩევა გახდეს დაუშვებელი.
II. კომიტეტის შეფასება
„ადვოკატთა
შესახებ“
საქართველოს
კანონის
თანახმად,
საქართველოს
ადვოკატთა
ასოციაციის თავმჯდომარესა და აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო
კომისიის წევრებს ირჩევს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება; მეტიც,
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, აღმასრულებელი საბჭოს წევრები და ეთიკის
კომისიის სრული შემადგენლობის არანაკლებ 4/5 აირჩევა ადვოკატთა პროფესიული წრიდან
(ადვოკატებისგან).1
1 იხ. „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, 26-ე
მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები, 27-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, 28-ე მუხლის პირველი
პუნქტი, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი.
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონით
დღესდღეობით დადგენილია გარკვეული შეზღუდვები ზემოხსენებულ პირთა არჩევასთან
დაკავშირებით, კერძოდ:
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ ან აღმასრულებელი საბჭოს,
ეთიკის კომისიის ან სარევიზიო კომისიის წევრად ერთი და იმავე პირის ზედიზედ არჩევა
შეიძლება მხოლოდ ორჯერ.2
ეთიკის კომისიის ადვოკატი წევრი უნდა იყოს 30 წელს მიღწეული პირი, რომელსაც აქვს
არანაკლებ 5 წლის პროფესიული გამოცდილება.3
ადვოკატი არ შეიძლება არჩეულ იქნეს აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის ან
სარევიზიო
კომისიის
დაკისრებული
წევრად,
ქონებრივი
თუ
შეუსრულებელი
ვალდებულება,
აქვს
ბრალდებულის
სასამართლო
სახით
წესით
მიცემულია
სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში ან ბოლო 3 წლის განმავლობაში დადებული
ჰქონდა დისციპლინური სახდელი ან ბოლო 3 წლის განმავლობაში შეჩერებული ჰქონდა
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა.4
საკანონმდებლო
წინადადება,
რომელიც
საქართველოს
ადვოკატთა
ასოციაციის
თავმჯდომარედ ან აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის ან სარევიზიო კომისიის
წევრად ერთი და იმავე პირის ზედიზედ ორჯერ არჩევის აკრძალვას ითვალისწინებს,
მოკლებულია ჯეროვან დასაბუთებას.
ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად.
III. დასკვნითი ნაწილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადება „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-15785/21; 06.12.2021) საკომიტეტო
განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
2 იხ. „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტი.
3 იხ. „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტი.
4 იხ. „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტი.