საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილის მიერ წარმოდგენილი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (№1-16398/21; 08.12.2021) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-04-03
ბიუროს ნომერი 238
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-4631/23
31-03-2023
საქართველოს პარლამენტის ბიუროს,
ავთანდილ კახნიაშვილს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
ავთანდილ კახნიაშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „საერთო
სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-16398/21; 08.12.2021)
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა ავთანდილ
კახნიაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საერთო სასამართლოების
შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-16398/21; 08.12.2021).
I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი
საკანონმდებლო
წინადადებით
შემოთავაზებულია,
საზოგადოებრივ
მაუწყებელს
ჩამოერთვას ან შეეზღუდოს სისხლის სამართლის საქმეთა განხილვის ღია სასამართლო
პროცესის ფოტოგადაღებისა და კინო-, ვიდეო-, აუდიოჩაწერის უფლება.
II. კომიტეტის შეფასება
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 131 მუხლი აწესრიგებს
სასამართლო სხდომის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქების საკითხს, მისი მე2 პუნქტი კი ადგენს: „საზოგადოებრივი მაუწყებელი უფლებამოსილია შეუზღუდავად
განახორციელოს სასამართლო პროცესის ფოტოგადაღება, კინო-, ვიდეო-, აუდიოჩაწერა,
გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლოს მიერ გამოტანილია განჩინება სასამართლო
სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის თაობაზე. საზოგადოებრივი მაუწყებელი
ვალდებულია
უზრუნველყოს
ჩანაწერის
გადაცემა
მასობრივი
საშუალებებისათვის მათი მოთხოვნისთანავე.“
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ინფორმაციის
სხვა
აღნიშნული მუხლი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონს
დაემატა 2013 წელს და ვენეციის კომისიის მოსაზრებების1 შესაბამისად დაიხვეწა
სასამართლო რეფორმის „პირველი ტალღის“ ფარგლებში, რითაც მნიშვნელოვნად გაიზარდა
სასამართლო სხდომის გამჭვირვალობა და რამაც ხელი შეუწყო სასამართლოში საქმის
განხილვის საქვეყნოობის პრინციპის უზრუნველყოფას. ეს საკანონმდებლო ცვლილება არის
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა 2013 წლიდან დღემდე ქართული მართლმსაჯულების
ინსტიტუციური განვითარების მიმართულებით განხორციელებულ მთელ რიგ რეფორმებს
შორის.
საკანონმდებლო წინადადება, რომელიც სისხლის სამართლის საქმეთა განხილვის ღია
სასამართლო პროცესის ფოტოგადაღებისა და კინო-, ვიდეო-, აუდიოჩაწერის უფლების
საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ჩამორთმევას/შეზღუდვას ითვალისწინებს, აკნინებს
ზემოხსენებული რეფორმის არსს და მოკლებულია ჯეროვან დასაბუთებას.
ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად.
III. დასკვნითი ნაწილი
იურიდიულ
საკითხთა
კომიტეტმა
ავთანდილ
კახნიაშვილის
მიერ
წარმოდგენილი
საკანონმდებლო წინადადება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან
დაკავშირებით (N1-16398/21; 08.12.2021) საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
1 იხ. ვენეციის კომისიის 2013 წლის 11 მარტის N701/2012 დასკვნა (CDL-AD(2013)007).