საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დასკვნა და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) საბჭოს წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით თანხმობის მისაღებად წარმოდგენილი გიორგი ეზუგბაიას, გიორგი მუხიგულიშვილისა და ოთარ ანგურიძის კანდიდატურების შესახებ (№07-2/261; 23.03.2023)
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-04-03
ბიუროს ნომერი 238
📜 ტექსტი
წერილი
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
2-4724/23
03-04-2023
საქართველოს პარლამენტის
საორგანიზაციო დეპარტამენტს
გეგზავნებათ, საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) საბჭოს წევრის ორ
ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით თანხმობის მისაღებად წარმოდგენილ
გიორგი ეზუგბაიას, გიორგი მუხიგულიშვილისა და ოთარ ანგურიძის კანდიდატურებს (№072/261; 23.03.2023).
აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური
პოლიტიკის კომიტეტის დასკვნა და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი.
კომიტეტის თავმჯდომარე
დავით სონღულაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
2-4714/23
03-04-2023
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის
დარგობრივი ეკონომიკისა
და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დასკვნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის
- საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) საბჭოს წევრობის ორ
ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით, თანხმობის მისაღებად წარმოდგენილ,
კონკურსის შედეგად შერჩეული - გიორგი ეზუგბაიას, გიორგი მუხიგულიშვილისა და ოთარ
ანგურიძის კანდიდატურებს
(№07-2/261; 23.03.2023)
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტმა 2023 წლის 3 აპრილის სხდომაზე განიხილა და საქართველოს პარლამენტის
პლენარულ სხდომაზე კენჭის საყრელად წარმოგიდგენთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის
მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული
სამსახურის (საქსტატის) საბჭოს წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით
თანხმობის მისაღებად წარმოდგენილ გიორგი ეზუგბაიას, გიორგი მუხიგულიშვილისა და
ოთარ ანგურიძის კანდიდატურებს.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად,
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტი, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით (მომხრე 9),
რეკომენდაციას უწევს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თანხმობა მიეცეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრს საქსტატის საბჭოს წევრებად დანიშნოს გიორგი ეზუგბაიასა
და ოთარ ანგურიძის კანდიდატურები.
კომიტეტის თავმჯდომარე
დავით სონღულაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის
დადგენილება
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის
ეროვნული სამსახურის − საქსტატის საბჭოს წევრად დანიშვნაზე
თანხმობის მიცემის შესახებ
„ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4
პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 204-ე მუხლის მე-3 პუნქტის
„ვ“ ქვეპუნქტის, მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და მე-5 პუნქტის შესაბამისად
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. თანხმობა მიეცეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს --- საჯარო სამართლის
იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის −
საქსტატის საბჭოს წევრად 4 წლის ვადით დანიშვნაზე.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
თბილისი,
2023 წლის --- აპრილი.
№---
შალვა პაპუაშვილი