„გიორგი ეზუგბაიას საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის - საქსტატის საბჭოს წევრად დანიშვნაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
23.03.2023
ავტორი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ნომერი
#07-2/261/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) საბჭოს წევრობის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით, თანხმობის მისაღებად წარმოდგენილი, კონკურსის შედეგად შერჩეული - გიორგი ეზუგბაიას, გიორგი მუხიგულიშვილისა და ოთარ ანგურიძის კანდიდატურები

📋 განხილვის ეტაპები

სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 77 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-04-03
კომიტეტის სხდომის ნომერი 8

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2108?local=true საქართველოს პარლამენტი 1 of 4 დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა თარიღი 03 აპრილი 2023 11:00 2023 წლის 3 აპრილი, 11:00 საათი ქალაქი თბილისი, რუსთაველის N8 პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული) დღის წესრიგი 1. საქართველოს პარლამენტის წევრების: მაია ბითაძის, ხატია წილოსანის, გოგი მეშველიანის, ირაკლი ხახუბიას, ბექა დავითულიანის, ლევან ქარუმიძისა და დავით კაჭარავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/134; 08.12.2021) (III მოსმენისთვის); მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - მაია ბითაძე; პასუხისმგებელი: ი. ცუხიშვილი; 2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/223; 30.11.2022) (II მოსმენისთვის); მომხსენებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - ნინო ენუქიძე; პასუხისმგებელი: ი. ცუხიშვილი; 3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 4/3/2023, 5:05 PM https://parliament.ge/print/announcement/2108?local=true საქართველოს პარლამენტი 2 of 4 (07-2/251; 17.02.2023); მომხსენებელი: საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი - ვალერიან ხასაშვილი; პასუხისმგებელი: გ. ესაკია, ა. შალუტაშვილი; 4. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (თბილისის მეტროპოლიტენის პროექტი)“ (07-2/249; 16.02.2023); მომხსენებლები: საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე - გიორგი კაკაურიძე; საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე - ეკატერინე გუნცაძე; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე - ანდრია ბასილაია; პასუხისმგებელი: ი. ცუხიშვილი; 5. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) საბჭოს წევრობის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით, თანხმობის მისაღებად წარმოდგენილი, კონკურსის შედეგად შერჩეული - გიორგი ეზუგბაიას, გიორგი მუხიგულიშვილისა და ოთარ ანგურიძის კანდიდატურები (07-2/261; 23.03.2023); მომხსენებელი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი - ვახტანგ ბაჩიაშვილი; პასუხისმგებელი: მ. მეტრეველი, ე. ჭეიშვილი; 6. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საზღვაო შრომის კონვენცია“ და საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „მეზღვაურთა შრომის შესახებ“, „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/228; 07.12.2022); მომხსენებლები: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - გურამ გურამიშვილი; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი - თამარ იოსელიანი; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე - ივანე აბაშიძე; 4/3/2023, 5:05 PM https://parliament.ge/print/announcement/2108?local=true საქართველოს პარლამენტი 3 of 4 პასუხისმგებელი: ვ. ქარუმიძე, ი. ჩხენკელი; 7. საქართველოს პარლამენტის წევრების: არჩილ თალაკვაძის, ბექა დავითულიანის, გიორგი ვოლსკის, ბექა ოდიშარიასა და დავით კაჭარავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/301; 07.03.2023); მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - არჩილ თალაკვაძე; პასუხისმგებელი: ვ. ქარუმიძე, ი. ჩხენკელი; 8. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების „ეროვნული პროექტები: სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ“ და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/234; 15.12.2022); მომხსენებელი: საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე - თორნიკე ჭეიშვილი; პასუხისმგებელი: ი. ცუხიშვილი; 9. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/250; 16.02.2023); მომხსენებელი: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე - ლია გიგაური; პასუხისმგებელი: თ. ჯაფარიძე; 10. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების „დაზღვევის შესახებ“ „ნებაყოფლობითი პროექტები: საქართველოს კანონში კერძო ცვლილების პენსიის შეტანის შესახებ“, თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს შესახებ“ კანონში საქართველოს წარმოებათა შესახებ“ ცვლილების კანონში შეტანის თაობაზე“, ცვლილების შეტანის საქართველოს კანონში „საინვესტიციო თაობაზე“, ცვლილების ფონდების „სააღსრულებო შეტანის თაობაზე“, 4/3/2023, 5:05 PM https://parliament.ge/print/announcement/2108?local=true საქართველოს პარლამენტი 4 of 4 „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს საგადასახადო კოდექსში კანონში ცვლილების ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/193; 10.10.2022); მომხსენებლები: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - ირაკლი ნადარეიშვილი; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის უფროსი - გიორგი გურგენიძე; პასუხისმგებელი: ა. შალუტაშვილი, გ. ესაკია. 4/3/2023, 5:05 PM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი სხდომის ოქმი N8 ქ. თბილისი 3 აპრილი, 2023 წელი სხდომის თავმჯდომარე: სხდომის მდივანი: დავით სონღულაშვილი (კომიტეტის თავმჯდომარე) მაია ბერძენიშვილი სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: ირაკლი შატაკიშვილი (გოჩა ენუქიძის უფლებამონაცვლე), გელა მიქაძე, ელგუჯა გოცირიძე, ისკო დასენი, ლევან მგალობლიშვილი, ხათუნა სამნიძე, არჩილ თალაკვაძე (გელა სამხარაულის უფლებამონაცვლე), ირაკლი მეზურნიშვილი (ვასილ ჩიგოგიძის უფლებამონაცვლე), ბეჟან წაქაძე, ნინო წილოსანი (სულ 11 წევრი). მომხსენებლები: საქართველოს პარლამენტის წევრი - მაია ბითაძე; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - ნინო ენუქიძე; საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი - ვალერიან ხასაშვილი; საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე - გიორგი კაკაურიძე; საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე - ეკატერინე გუნცაძე; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია; საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ვახტანგ ბაჩიაშვილი; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - გურამ გურამიშვილი; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი - თამარ იოსელიანი; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე - ივანე აბაშიძე; საქართველოს პარლამენტის წევრი - არჩილ თალაკვაძე; საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე - თორნიკე ჭეიშვილი; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე - ლია გიგაური; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - ირაკლი ნადარეიშვილი; საქართველოს 1 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის უფროსი - გიორგი გურგენიძე. მოწვეული სტუმრები: დავით ჭავჭანიძე - საქართველოს ისტორიული ავტომობილების ასოციაცია, გიორგი სახოკია - საქართველოს ისტორიული ავტომობილების ასოციაცია, ბესიკ ბუგიანიშვილი - „მშვიდობის ფონდი“, თამთა ქლიბაძე - საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ფინანსური მონიტორინგის სამსახური; თამარ კორძახია - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ნინო კვეზერელი - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, გიორგი ბაგრატიონი - საქართველოს საბანკო ასოციაცია, იოსებ ქურდაძე - საქართველოს საბანკო ასოციაცია. სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს თანამშრომლები, სხვადასხვა უწყებების, წარმომადგენლები. პარლამენტის წევრები, ორგანიზაციებისა და აპარატის მასმედიის სხდომა გახსნა დავით სონღულაშვილმა, დაადასტურა კვორუმის არსებობა და ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა დღის წესრიგი. დღის წესრიგი: 1. საქართველოს პარლამენტის წევრების: მაია ბითაძის, ხატია წილოსანის, გოგი მეშველიანის, ირაკლი ხახუბიას, ბექა დავითულიანის, ლევან ქარუმიძისა და დავით კაჭარავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/134; 08.12.2021). (III მოსმენისთვის) მომხსენებელი: მაია ბითაძე 2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/223; 30.11.2022). (II მოსმენისთვის) მომხსენებელი: ნინო ენუქიძე 3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ფულის გათეთრებისა და 2 ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/251; 17.02.2023). მომხსენებელი: საქართველოს ვალერიან ხასაშვილი 4. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (თბილისის მეტროპოლიტენის პროექტი)“ (№07-2/249; 16.02.2023). მომხსენებელი: გიორგი კაკაურიძე 5. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) საბჭოს წევრობის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით, თანხმობის მისაღებად წარმოდგენილი, კონკურსის შედეგად შერჩეული - გიორგი ეზუგბაიას, გიორგი მუხიგულიშვილისა და ოთარ ანგურიძის კანდიდატურები (№07-2/261; 23.03.2023). მომხსენებელი: ვახტანგ ბაჩიაშვილი 6. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საზღვაო შრომის კონვენცია“ და საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „მეზღვაურთა შრომის შესახებ“, „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/228; 07.12.2022). მომხსენებელი: გურამ გურამიშვილი 7. საქართველოს პარლამენტის წევრების: არჩილ თალაკვაძის, ბექა დავითულიანის, გიორგი ვოლსკის, ბექა ოდიშარიასა და დავით კაჭარავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/301; 07.03.2023). მომხსენებელი: არჩილ თალაკვაძე 8. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ“ და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/234; 15.12.2022). 3 მომხსენებელი: თორნიკე ჭეიშვილი 9. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/250; 16.02.2023). მომხსენებელი: ლია გიგაური 10. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07- 2/193; 10.10.2022) მომხსენებელი: გიორგი გურგენიძე მოისმინეს: 1. საქართველოს პარლამენტის წევრის - მაია ბითაძის მოხსენება საქართველოს პარლამენტის წევრების: მაია ბითაძის, ხატია წილოსანის, გოგი მეშველიანის, ირაკლი ხახუბიას, ბექა დავითულიანის, ლევან ქარუმიძისა და დავით კაჭარავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“. 4 მომხსენებელმა მესამე მოსმენით წარმოადგინა კანონპროექტი და აღნიშნა, რომ რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ არის. კანონპროექტი ეხება ქვეყანაში მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში გამწვანების პროექტის ინტეგრაციას. აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა. გადაწყვიტეს: კომიტეტმა განიხილა წარმოდგენილი კანონპროექტი და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განსახილველად. მოისმინეს: 2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ნინო ენუქიძის მოხსენება საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. მომხსენებელმა მეორე მოსმენით განხილვისათვის წარმოადგინა კანონპროექტი, რომელიც ეხება პროცედურის გამარტივებას. იმ ქალაქებში, სადაც არსებობს ზემდგომი გენგეგმა, ქვემდგომი დეტალური გენგეგმის შეთანხმება სივრცის დაგეგმარების სააგენტოსთან აღარ იქნება საჭირო, რაც დაზოგავს დროს და გაამარტივებს პროცედურებს. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ მეორე მოსმენისთვის კანონპროექტის პირველ და მე-2 მუხლში ცვლილებები არ განხორციელებულა. აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა. გადაწყვიტეს: კომიტეტმა განიხილა წარმოდგენილი კანონპროექტი და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად. 5 მოისმინეს: 3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის - ვალერიან ხასაშვილის მოხსენება საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ კანონპროექტის მიღების მიზეზია კანონმდებლობაში აისახოს 2020 წლის 17 სექტემბერს ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა (Moneyval) კომიტეტის მე-60 პლენარულ სხდომაზე დამტკიცებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მექანიზმების ეფექტურობისა და ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციებთან შესაბამისობის საქართველოს მეხუთე რაუნდის შეფასების ანგარიშში, ევროპის საბჭოს მიერ მოცემული რეკომენდაციები. MONEYVAL-ის შეფასების ანგარიშით, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ფულის გათეთრების ტერმინის განმარტება, შეფასდა, როგორც არასათანადოდ ფართო. კერძოდ, ექსპერტების მოსაზრებით, ფულის გათეთრების ტერმინი სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლთან ერთად, 186 (წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა ან გასაღება) და 1941 (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის გზით მოპოვებული ქონებით სარგებლობა, ქონების შეძენა, ფლობა ან გასაღება) მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებსაც უნდა მოიცავდეს. აღნიშნული შენიშვნის დასაკმაყოფილებლად იცვლება კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტი. MONEYVAL-ის შეფასების ანგარიშით, ანგარიშვალდებული პირის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასების მართვის მარეგულირებელ მუხლში, ზოგიერთი ასპექტი საჭიროებს მეტ კონკრეტიკას. კერძოდ, კანონი არ ითვალისწინებს ანგარიშვალდებული პირის მიერ განხორციელებული რისკების შეფასების აღრიცხვის შესახებ დანაწესს, ასევე ვალდებულებას რისკების შეფასების ეროვნული ანგარიშის შედეგები ასახული იყოს ანგარიშვალდებული პირის მიერ მისი რისკების შეფასებაშიც, ხოლო გამოვლენილი ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკები მართული და შემცირებული იქნეს. ზემოაღნიშნული დანაწესების კანონში პირდაპირი ჩანაწერის არ არსებობა, შეფასდა როგორც ნაკლოვანებად, რამაც გავლენა იქონია პირველ და მე-15 რეკომენდაციების შეფასებაზე. აღნიშნული შენიშვნის დასაკმაყოფილებლად იცვლება კანონის მე-8 მუხლის მე-2 მე-5 და მე-6 პუნქტები. 6 MONEYVAL-ის შეფასების ანგარიშით, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის დანაწესების შესრულებისაგან გათავისუფლება უნდა იყოს შესაძლებელი მხოლოდ მკაცრად ლიმიტირებულ შემთხვევებში, განსხვავებით დღეს არსებული რედაქციისა, სადაც მკაცრად ლიმიტირება გათვალისწინებული არ არის. აღნიშნულმა ნაკლოვანებამ გავლენა იქონია პირველი რეკომენდაციის შეფასებაზე. აღნიშნული შენიშვნის დასაკმაყოფილებლად იცვლება კანონის მე-9 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები. MONEYVAL-ის შეფასების ანგარიშით, კანონმდებლობაში უნდა არსებობდეს ჩანაწერი, რომელიც ანგარიშვალდებულ პირებს მისცემს შესაძლებლობას შეაჩეროს პრევენციული ღონისძიებების განხორციელების პროცესი. აღნიშნული შენიშვნის დასაკმაყოფილებლად კანონის მე-11 მუხლს ემატება მე-8 პუნქტი. MONEYVAL-ის შეფასების ანგარიშით, არასრულყოფილია „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული პოლიტიკურად აქტიური პირის ოჯახის წევრის ტერმინი, აგრეთვე პოლიტიკურად აქტიური პირისათვის განსაზღვრული ღონისძიებები უნდა განხორციელდეს იმ ფიზიკური პირის მიმართაც, რომელსაც პოლიტიკურად აქტიურ პირთან სხვაგვარი სოციალური ან პოლიტიკური ურთიერთობა აქვთ. აგრეთვე, კანონში უნდა არსებობდეს ჩანაწერი ბენეფიციარის სადაზღვევო ანაზღაურების გაცემამდე იდენტიფიკაციის შესახებ. აღნიშნული შენიშვნის დასაკმაყოფილებლად იცვლება კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები , ასევე მე-6 პუნქტი. MONEYVAL-ის შეფასების ანგარიშით, ინფორმაცია (დოკუმენტი) უნდა ინახებოდეს ისეთი ფორმით, რომ შესაძლებელი იყოს მისი დაუყოვნებლივი წარდგენა კომპეტენტური ორგანოებისათვის და არა დღეს არსებული რედაქციით არსებული ვალდებულება, რომელიც გულისხმობს ინფორმაციის სათანადო ვადაში წარდგენას. აღნიშნული შენიშვნის დასაკმაყოფილებლად იცვლება კანონის 27-ე მუხლის მე-5 პუნქტი. MONEYVAL-ის შეფასების ანგარიშით, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისი არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. აღნიშნული შენიშვნის დასაკმაყოფილებლად კანონის 29-ე მუხლიდან ამოღებული იქნება მე-6 პუნქტი. MONEYVAL-ის შეფასების ანგარიშით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფლებამოსილება, ჩაატაროს ოპერაციული და სტრატეგიული ანალიზი არ არის „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში პირდაპირ გაწერილი. აღნიშნული შენიშვნის დასაკმაყოფილებლად კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ ემატება 11 პუნქტი. 7 კანონპროექტით ქვეყანა გაითვალისწინებს MONEYVAL-ის რეკომენდაციებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და შედეგად, ექნება შესაძლებლობა მოითხოვოს მთელი რიგ რეკომენდაციებზე შეფასების რეიტინგის აწევა. აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა. გადაწყვიტეს: კომიტეტმა განიხილა წარმოდგენილი კანონპროექტი და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად. მოისმინეს: 4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის - გიორგი კაკაურიძის მოხსენება საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილ „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმებაზე (თბილისის მეტროპოლიტენის პროექტი)“. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ შეთანხმება ეხება თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტს. აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები დაიწყო 2020 წელს. პირველი ეტაპი იყო ხელშეკრულება მოძრავი შემადგენლობის მოდერნიზაციაზე და დეპოს მშენებლობის ნაწილზე. ვინაიდან თბილისის მეტრო უკვე 50 წელზე მეტია ემსახურება დედაქალაქს, ეწურება ექსპლუატაციის ვადა, აღინიშნება გარკვეული დაზიანებები, ამიტომ საჭიროა მეტროსადგურების სრული რეაბილიტაცია. 2023 წლის 17 იანვარს საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის ხელი მოეწერა სასესხო შეთანხმებას. • • • სესხის მოცულობაა 50 600 000 ევრო, რომელიც იყოფა 2 ტრანშად. სესხის დაფარვის ვადა -18 წელი (მათ შორის შეღავათიანი პერიოდი 4 წელი); საპროცენტო განაკვეთი - ცვლადი საპროცენტო განაკვეთი EURIBOR+1%; ასევე მწვანე კლიმატის ფონდმა (GCF) აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად გამოყო 5 მლნ ევროს ოდენობის გრანტი. პროექტის მიხედვით განხორციელდება თბილისის მეტროს დაახლოებით 12 სადგურის (სარაჯიშვილი, წერეთელი, გურამიშვილი, ისანი, რუსთაველი, 8 თავისუფლების მოედანი, ღრმაღელე, მარჯანიშვილი, ნაძალადევი, ვაგზლის მოედანი 1, ვაგზლის მოედანი 2, 300 არაგველი) რეაბილიტაცია და მეტროს ესკალატორების განახლება. პროექტის განმახორციელებელია - ქ. (თბილისის სატრანსპორტო კომპანია); თბილისის მუნიციპალიტეტის მერია პროექტის სავარაუდო დასრულების თარიღია 2029 წლის 31 დეკემბერი. აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა. გადაწყვიტეს: კომიტეტმა განიხილა წარმოდგენილი შეთანხმება და მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რატიფიცირებას. მოისმინეს: 5. საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ვახტანგ ბაჩიაშვილის მოხსენება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) საბჭოს წევრობის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით, თანხმობის მისაღებად წარმოდგენილ, კონკურსის შედეგად შერჩეული - გიორგი ეზუგბაიას, გიორგი მუხიგულიშვილისა და ოთარ ანგურიძის კანდიდატურების შესახებ. მომხსენებელმა წარადგინა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) საბჭოს წევრობის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით, თანხმობის მისაღებად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით შექმნილი საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული გიორგი ეზუგბაიას, გიორგი მუხიგულიშვილისა და ოთარ ანგურიძის კანდიდატურები. გიორგი ეზუგბაია არის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრი. ამჟამად არის დოქტორანტი. აქვს მუშაობის გამოცდილება როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში. 2019 წლიდან არის აქტო ჯგუფის გენერალური დირექტორი. გიორგი მუხიგულიშვილი არის საქსტატის საბჭოს მოქმედი წევრი. აქვს მდიდარი აკადემიური და კვლევითი გამოცდილება ენერგეტიკის სექტორში და ზოგადად ეკონომიკის სექტორში. 9 ოთარ ანგურიძე არის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტი და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორი. აქვს სამეცნიერო ნაშრომები და პუბლიკაციები ეკონომიკისა და საბიუჯეტო დარგებზე. არის საქსტატის მრჩეველთა საბჭოს წევრი. ბოლოს კანდიდატებმა - გიორგი ეზუგბაიამ, გიორგი მუხიგულიშვილმა და ოთარ ანგურიძემ წარმოადგინეს ინფორმაცია საკუთარ სამუშაო გამოცდილებასა და ხედვებზე მომავალი საქმიანობის შესახებ. ასევე უპასუხეს სხდომაზე დამსწრეთა შეკითხვებს. აზრი გამოთქვეს: ბეჟან წაქაძემ. გადაწყვიტეს: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კომიტეტი, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით რეკომენდაციას უწევს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თანხმობა მიეცეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს საქსტატის საბჭოს წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშნოს გიორგი ეზუგბაია (მომხრე - 9) და ოთარ ანგურიძე (მომხრე - 9). მოისმინეს: 6. სხდომის თავმჯდომარის - დავით სონღულაშვილის ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საზღვაო შრომის კონვენცია“ და საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „მეზღვაურთა შრომის შესახებ“, „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, მომხსენებლის არყოფნის გამო გადაიდო მომდევნო სხდომისთვის. 10 მოისმინეს: 7. საქართველოს პარლამენტის წევრის - არჩილ თალაკვაძის მოხსენება საქართველოს პარლამენტის წევრების: არჩილ თალაკვაძის, ბექა დავითულიანის, გიორგი ვოლსკის, ბექა ოდიშარიასა და დავით კაჭარავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებზე „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. მომხსენებელმა წარმოადგინა კანონპროექტები, რომელიც ეხება ევროპული რეგულაციების შემოტანას კლასიკურ ავტომობილებთან დაკავშირებით. საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში გატარდა რამოდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმა, კერძოდ, • • • ტექნიკური რეგლამენტის განსაზღვრა და ეკოლოგიური საკითხები; საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება; რეგულაციები, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს ავტოპარკის განახლებას. ამ რეფორმების ფონზე მაქსიმალურად იქნა წახალისებული ელექტრო ავტომობილების და ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტი. მიმდინარეობს ქსელის და ინფრასტრუქტურის განვითარება ამ მიმართულებით. დაწესდა დიფერენციული ტარიფები ეკოლოგიურად უფრო დამზოგველი, თანამედროვე ავტომობილების შესაძენად. ამ ფონზე მომზადდა და შემოთავაზებულია ევროპული რეგულაციები კლასიკურ ავტომობილებთან დაკავშირებით. ვინაიდან ეს ავტომობილები არის ავტოპარკის ასაკოვანი ნაწილი, თუმცა ისინი არ არის განკუთვნილი ყოველდღიური სარგებლობისთვის. ამიტომ ბუნებრივია საერთო რეგულაციებში, რეფორმების საერთო პოლიტიკაში არ უნდა მოხდეს ისეთი მნიშვნელოვანი სფეროს და სექტორის დაზიანება, რასაც ჰქვია კლასიკური, ისტორიული ავტომობილები. შესაბამისად, წარმოდგენილი ცვლილებები მოიცავს 3 საკითხს. 1. კანონმდებლობაში შემოდის კლასიკური ავტომობილების ცალკე კატეგორია, რომელიც შეეხება 40 წლის და მეტი ასაკის ავტომობილებს. 2. კანონმდებლობაში კეთდება სპეციალური მითითება, რომ საქართველის მთავრობა დაარეგულირებს კლასიკური ავტომობილების სფეროს იმგვარად, რომ მფლობელებს გაუადვილდეთ ექსპლუატაცია; 3. შემცირდება და დაწესდება განბაჟების გონივრული ტარიფი, როგორც ეს არის ევროპაში, ინგლისში და აშშ-ში. 11 კანონპროექტთან დაკავშირებით გაიმართა არაერთი შეხვედრა ავტომობილების მფლობელებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან. კლასიკური საქართველოში ამ სფეროს ბევრი მიმდევარი ჰყავს. არსებობს საინტერესო ღონისძიებების ორგანიზებისა და ჩატარების გამოცდილება. ეს სფერო დაკავშირებულია ეკონომიკასთან (ღონისძიებები, სერვისები, რომლებიც სჭირდება კლასიკურ ავტომობილებს) და ტურიზმთან. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ კანონის ინიცირების შემდეგ გამართული კონსულტაციების შედეგად, როგორც კანონპროექტის თანაინიციატორი, შემოდის წინადადებით, რომ კანონპროექტით შემოთავაზებული განბაჟების ტარიფი - 1,5 ლარი შეიცვალოს 1 ლარით. კანონპროექტი უკვე განხილულია საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში. აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა. გადაწყვიტეს: კომიტეტმა განიხილა წარმოდგენილი კანონპროექტები და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად. მოისმინეს: 8. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის - თორნიკე ჭეიშვილის მოხსენება საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებზე: „ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ“ და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. მომხსენებელმა პირველი მოსმენით წარმოადგინა ახალი კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს იმ სამართლებრივი ბაზის გაჩენას, რომელიც ჯერჯერობით არ არსებობს სივრცითი მონაცემების ელექტრონული ფორმით დამუშავებასა და ამ მონაცემების გაზიარებასთან დაკავშირებით. აქამდე იყო აპრობირებული პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც, ძირითადად მატერიალური სახით დგებოდა შესაბამისი რუკები, რომლებზეც ხდებოდა სხვადასხვა ინფორმაციის დატანა. კანონპროექტი ითვალისწინებს აღნიშნული საკითხის მოწესრიგებას თანამედროვე ელექტრონული ფორმით. შესაბამისად, სამი ძირითადი კატეგორიის ინფორმაცია - სივრცითი მონაცემები, მეტამონაცემები და ქსელური სერვისები იქნება მოწესრიგებული. 12 მომხსენებელმა აღნიშნა, რომ სივრცითი მონაცემები პირობითად შეიძლება დაიყოს ორ ნაწილად - საბაზისო (იქმნება გეოპორტალი, რომელსაც აქვს ვებგვერდი, რომელზეც განთავსებულია კარტოგრაფიული, გეოდეზიური და სხვა სტანდარტული მონაცემები) და თემატურ მონაცემებად (რომელიც ეხება სახელმწიფო სერვისებს, კულტურულ მონაცემებს და ა.შ). მომხსენებელმა მეტამონაცემებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ეს არის ინფორმაცია სივრცით მონაცემებთან დაკავშირებით. მომხსენებელმა ქსელურ სერვისებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ის გულისხმობს სივრცითი ინფორმაციის საძიებო და ჩამოტვირთვის სისტემის შექმნას, რაც სასარგებლო იქნება ბიზნესისთვის. კანონპროექტის მიზანია ასევე ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის, ფუნქციონირების, განვითარებისა და სამომავლოდ, ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის ევროკავშირის ქვეყნების სივრცითი ინფორმაციის ერთიან ინფრასტრუქტურაში (INSPIRE) ინტეგრაცია. კანონპროექტის თანახმად, ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის კოორდინაციაზე უფლებამოსილ ორგანოს − კოორდინატორს წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. კოორდინატორი უზრუნველყოფს ეროვნულ გეოპორტალზე გამოქვეყნებული სივრცითი მონაცემების რესურსების მონიტორინგს ტექნიკური ჩარჩო რეგლამენტის ნორმებთან შესაბამისობაზე და, ასევე, მათ ხარისხზე, სისრულეზე, განახლებაზე, ხელმისაწვდომობაზე, დუბლირების აღმოფხვრაზე, ფუნქციურ თავსებადობასა (ინტეროპერაბელობასა) და სტაბილურ ფუნქციონირებაზე. ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის, ფუნქციონირებისა და განვითარების პროცესში, ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სტრატეგიითა და ყოველწლიური პროგრამით გათვალისწინებული ამოცანების იმპლემენტაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით იქმნება საკოორდინაციო საბჭო, რომელიც შედგება ამავე დადგენილებით განსაზღვრული სუბიექტების უფლებამოსილი წარმომადგენლებისაგან. საქართველოს მთავრობა ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის, მართვის, ფუნქციონირებისა და განვითარების მიზნით ამტკიცებს ოთხწლიან სტრატეგიასა და ყოველწლიურ პროგრამას (სამოქმედო გეგმას). მომხსენებელმა ბიზნესთან მიმართებით აღნიშნა, რომ როდესაც ერთიან გეოპორტალზე ხელმისაწვდომი იქნება სხვადასხვა გეოგრაფიული თუ ზოგადად 13 სივრცითი მონაცემები, ეს ხელს შეუწყობს ინვესტორების მოზიდვას და ქვეყნის შიგნითაც გაამარტივებს ბიზნესის განვითარების პროცესს. ეს ყველაფერი დაკავშირებულია გარკვეულ ხარჯებთან. ამიტომ გარკვეული სერვისები გეოპორტალზე იქნება ფასიანი. თანხის დიდი წილი წავა ინფორმაციის სუბიექტთან, ხოლო მცირე პროცენტული წილი დარჩება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ინფრასტრუქტურის სამომავლოდ გამართვის ხელშეწყობისთვის. კანონპროექტის ინიცირება დაკავშირებული იყო მსოფლიო ბანკის წინაშე ნაკისრ ერთერთ ვალდებულებასთან და სწორედ ამისთვის გამოყოფილ იქნა 50 მლნ აშშ დოლარი. მომხსენებელმა გამომდინარე კანონპროექტთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მასში შედის ძირითადად ტექნიკური ცვლილება. კერძოდ, კანონის მე-3 მუხლში ხდება დაზუსტება, რომელიც აწესრიგებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კომპეტენციებს. აზრი გამოთქვეს: ბეჟან წაქაძემ. გადაწყვიტეს: კომიტეტმა განიხილა წარმოდგენილი კანონპროექტები და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად. მოისმინეს: 9. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის - ლია გიგაურის მოხსენება საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ . მომხსენებელმა აღნიშნა, რომ „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია, რომელიც 2019 წელს სს საპარტნიორო ფონდის, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ დაფუძნდა. ფონდის საგრანტო 14 პროგრამები წარმოადგენს ფონდის პროგრამულ ღონისძიებებს, რომლებიც ხელს უწყობს სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ წარმატებით განხორციელებას. პროგრამის მიზნებია: • გამყოფი ხაზების (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა და ცხინვალის რეგიონი (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი)) ორივე მხარეს ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისა და განვითარების ხელშეწყობა. • თანამშრომლობისა და მშვიდობის/ნდობის მშენებლობისათვის საფუძვლის შექმნა, გამყოფი ხაზების (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა და ცხინვალის რეგიონი (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი)) ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ერთობლივი ეკონომიკური საქმიანობის და პარტნიორული პროექტების მხარდაჭერის გზით. ფონდი გრანტს გასცემს 2021 წლიდან მხოლოდ ფიზიკურ პირებზე (ინდივიდუალური ან კოლექტიური ბიზნესგეგმების შესაბამისად). „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, იგი ვერ ახორციელებს საქართველოში რეგისტრირებული მეწარმეების საგრანტო დაფინანსებას. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონი საქართველოში რეგისტრირებული სამეწარმეო სუბიექტების დაფინანსების შესაძლებლობას მხოლოდ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გაცემული გრანტის შემთხვევაში ითვალისწინებს. შესაბამისად, ფონდს არ შეუძლია დააფინანსოს ერთობლივი, ორგანიზებული ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური ბიზნეს ინიციატივები, როდესაც მათი მიზანია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთობლივი სამეწარმეო სუბიექტების, მაგ. შპს-ს რეგისტრაცია და სამეწარმეო საქმიანობის როგორც აფხაზეთის ა/რ-ში ან ცხინვალის რეგიონში, ასევე საქართველოს სხვა რეგიონებში განხორციელება. აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა „გრანტების საქართველოს კანონში ცვლილების განხორციელება. კერძოდ, შესახებ“ კანონპროექტის მე-2 მუხლს ემატება შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი - „გრანტად ითვლება ასევე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“ მიერ საწესდებო მიზნების შესაბამისად სამეწარმეო მიზნით გაცემული გრანტი“. ასევე, კანონპროექტის მე-4 მუხლის „ი1“ ქვეპუნქტს ემატება შემდეგი შინაარსის „ი2“ ქვეპუნქტი - „საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი − არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“ მიერ საწესდებო მიზნების შესაბამისად სამეწარმეო მიზნით გაცემული გრანტის შემთხვევაში“. 15 კანონპროექტის მიღება რაიმე ხარჯებთან არ არის დაკავშირებული. ფონდის - ააიპ „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“ საგრანტო პროგრამები ფინანსდება საერთაშორისო დონორების მიერ. კერძოდ, 2021-2023 წლებში ფონდის საგრანტო პროგრამების დონორები არიან საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოსა და შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოები. აზრი გამოთქვეს: ბეჟან წაქაძემ. გადაწყვიტეს: კომიტეტმა განიხილა წარმოდგენილი კანონპროექტი და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად. მოისმინეს: 10. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის უფროსის - გიორგი გურგენიძის მოხსენება საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებზე: „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის 16 შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. მომხსენებელმა წარმოადგინა კანონპროექტი, რომელზეც დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა სხვადასხვა საერთაშორისო დონორებთან და ბაზრის მხარეებთან ერთად. კანონპროექტი მოიაზრებს ერთის მხრივ ევროკავშირის დირექტივასთან დაახლოებას, ხოლო მეორე მხრივ ცვლილებას დღეს მოქმედ 1998 წელს მიღებულ კანონში. კანონპროექტის ძირითადი მიზანია მეორე დაგროვებითი პენსიის გარდა, რომელიც 2019 წლის პირველი იანვრიდან მოქმედებს, მოქალაქეს სურვილის შემთხვევაში გაუჩნდეს უფლებამოსილება, რომ დანაზოგები მიმართოს ალტერნატიულ საპენსიო კომპანიებში ან აქტივების მმართველ კომპანიებში. შესაბამისად ბაზარზე გაჩნდება საპენსიო კომპანიები, რომლებიც შეძლებენ დამსაქმებლებისთვის ასეთი სერვისების შეთავაზებას. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს და დგას მოქნილ სქემასა და სისტემაზე, რაც გულისხმობს დანაზოგების გრძელვადიანი ზრდისა და უზრუნველყოფილი სიბერის ხელშეწყობას. მოქნილობა მდგომარეობს იმაში, რომ შესაძლებელია ასეთი სქემები დაფუძნდეს ჯგუფურად, კერძოდ, დამსაქმებლის, დამსაქმებელთა ასოციაციის, დასაქმებულთა, დასაქმებულთა ასოციაციის მიერ და ა.შ. ჯგუფურად დაფუძნებულმა სქემებმა შეიძლება შექმნან საპენსიო კომპანიები და ასევე, სქემის ადმინისტრირებისათვის დაიქირაონ აქტივების მმართველი კომპანია ან სადაზღვევო კომპანია. მოაზრებულია ასევე ინდივიდუალური საპენსიო ხორციელდება პროფესიული ნიშნით გაერთიანება. სქემები, რომელშიც არ მოკვლევის დროს შეფასებულ იქნა დღეს არსებული კანონის გამოწვევები, თუ რატომ არ არის საპენსიო სქემები ნებაყოფლობითი საქართველოშიც და მსოფლიოშიც. საქართველოში ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი იყო საგადასახადო შეღავათების არქონა. კანონპროექტი პროგრესული საგადასახადო რეჟიმის მიზნით და საპენსიო კონტრიბუციის კერძო ნებაყოფლობით საპენსიო სქემებში მონაწილეთა მოზიდვისათვის იმგვარ საგადასახადო რეჟიმს ადგენს, რომელიც მსგავსი იქნება დაგროვებითი პენსიის ფარგლებში არსებული საგადასახადო რეჟიმისა. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ გამომდინარე კანონპროექტებშიც. შესაბამისი ცვლილებები განხორციელდა 17 აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა. გადაწყვიტეს: კომიტეტმა განიხილა წარმოდგენილი კანონპროექტები და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად. სხდომის თავმჯდომარე: სხდომის მდივანი: დავით სონღულაშვილი მაია ბერძენიშვილი ოქმს თან ერთვის დოკუმენტური, ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, რომელიც ინახება კომიტეტის აპარატში 18