საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№1-1568/23; 30.01.2023) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-04-04
ბიუროს ნომერი 239
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
2-4802/23
03-04-2023
საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო
დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
დასკვნა
საქართველოს მოქალაქის ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ
წარმოდგენილ
საკანონმდებლო
წინადადებას
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
კანონის
პროექტთან
დაკავშირებით
(№1-1568/23;
30.01.2023)
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის
კომიტეტმა
საქართველოს
მოქალაქე
საკანონმდებლო
2023
წლის
ნიკოლოზ
წინადადება
3
აპრილის
ნიკოლაძის
„პერსონალურ
სხდომაზე
მიერ
მონაცემთა
განიხილა
წარმოდგენილი
დაცვის
შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.
საკანონმდებლო წინადადების ავტორი აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს ერთერთ მთავარ ვალდებულებას უნდა წარმოადგენდეს პერსონალური მონაცემების
გაცნობის
პროცესის
ხელშეწყობა/მოწესრიგება.
მონაცემთა
სუბიექტს
საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული აქვს პერსონალური მონაცემების
დამუშავების თაობაზე ინფორმაციის მოთხოვნისა და მიღების გარკვეული
უფლებები,
ასევე,
საკუთარი
პერსონალური
მონაცემების
ამსახველი
დოკუმენტაციის ასლის ხელმისაწვდომობა.
ავტორი
უთითებს,
რომ
„პერსონალურ
მონაცემთა
დაცვის
შესახებ“
საქართველოს კანონი მონაცემთა დამმუშავებელს ავალდებულებს მონაცემთა
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
სუბიექტს მიაწოდოს კანონის მე-15 და 21-ე მუხლებით განსაზღვრული
ინფორმაცია, თუმცა არ მოიცავს მონაცემთა დამმუშავებლის ვალდებულებას
პასუხი გასცეს მონაცემთა სუბიექტის სხვა სახის შეკითხვას. ამდენად, კანონით
განსაზღვრული
ნორმები
ვერ
ქმნის
საქართველოს
კონსტიტუციით
გარანტირებული უფლების რეალიზების საფუძვლებს, რამდენადაც პერსონალურ
მონაცემებზე განსაზღვრულია შეზღუდული სახით ხელმისაწვდომობა.
ამასთან, საკანონმდებლო წინადადების ავტორი აღნიშნავს, რომ 2014 წლის
27 ივნისს საქართველოსა და ევროპულ კავშირს შორის გაფორმებული ასოცირების
შეთანხმების მიხედვით, საქართველო ვალდებულია დაამკვიდროს მონაცემთა
დაცვის ევროპულ კავშირში მოქმედი სტანდარტები. „პერსონალურ მონაცემთა
დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს საერთაშორისო
სამართლებრივი აქტებით დადგენილ რიგ რეგულაციებს, მათ შორის მონაცემთა
შეგროვების წყაროების, მონაცემთა კატეგორიის, დამუშავებულ მონაცემთა
შინაარსის და მონაცემთა დამუშავების შედეგად დამდგარი სამართლებრივი
შედეგების შესახებ ინფორმაციის მოპოვების შესაძლებლობას. შესაბამისად,
ავტორის
აზრით,
ამგვარი
ინფორმაციის
მიწოდების
ვალდებულების
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრა შესაძლებელია ჩაითვალოს კარგი
პრაქტიკის
მაგალითად
მონაცემთა
სამართლიანი
დამუშავების
პრინციპის
ჭრილშიც.
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტი აღნიშნავს, რომ საკანონმდებლო წინადადების ავტორის
მიერ წამოჭრილი საკითხი, პერსონალურ მონაცემთა სუბიექტის საკუთარი
მონაცემების
დამუშავების
შესახებ მეტად ინფორმირებულობის თაობაზე,
მიმართულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ძირითადი უფლების მეტად
ეფექტიანი რეალიზაციისკენ, რაც მისასალმებელია.
ამავდროულად, კომიტეტი აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტში
ინიციირებულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტი, რომელიც შეიცავს მეტად დეტალიზებულ და განვრცობილ
რეგულაციებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლების რეალიზების მხრივ.
ასევე,
აღნიშნული
საკანონმდებლო
ინიციატივის
მიზანს
წარმოადგენს
საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით
ნაკისრი ვალდებულების შესრულება, რომელიც ეხება პერსონალურ მონაცემთა
დაცვის
სტანდარტის
ამაღლებას
სახელმწიფოში
და
მისი
უზრუნველყოფას ევროკავშირში მოქმედ რეგულაციასთან.
შესაბამისობის
აღსანიშნავია, რომ
ზემოაღნიშნული ინიციატივა შინაარსობრივად, მათ შორის, მიზნად ისახავს იმ
საკითხების ახლებურ და დეტალურ მოწესრიგებას, რაზეც საკანონმდებლო
წინადადების
ავტორი
წარმოდგენილი
მიუთითებს.
წინადადების
შესაბამისად,
ფარგლებში
მნიშვნელოვანია,
მოცემული
რომ
საკითხის
კანონმდებლობაში იმპლემენტირება მოხდეს არა განკერძოებულად, არამედ, სხვა
თანმხლები და ხელშემწყობი ნორმების განახლებისა და გაუმჯობესების
პარალელურად და მათთან ერთიანობაში. ამჟამად, საქართველოს პარლამენტში
მიმდინარეობს კონსულტაციები სხვადასხვა დაინტერესებულ სახელმწიფო
უწყებებთან, რომლის მიზანია ზემოაღნიშნული კანონის პროექტის ანალიზი.
ზემოაღნიშნულიდან
საქართველოს
საკანონმდებლო
მოქალაქის
გამომდინარე,
ნიკოლოზ
წინადადება
კომიტეტმა
ნიკოლაძის
„პერსონალურ
უარყოფილად
მიერ
მონაცემთა
ცნო
წარმოდგენილი
დაცვის
შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის
პროექტთან დაკავშირებით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მიხეილ სარჯველაძე