საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მიერ წარმოდგენილი საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
05.04.2023
ავტორი
საქართველოს ბიზნესომბუდსმენი (ოთარ დანელია)
ნომერი
#1-4765/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-04-10
ბიუროს ნომერი 243

📜 ტექსტი

წერილი
*00000138* № 00000138 04/04/2023 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ შალვა პაპუაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, დანართის სახით წარმოგიდგენთ საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშს. დანართი: 9 ფურცელი (2022 წლის ანგარიში). პატივისცემით, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი საქართველოს ბიზნესომბუდსმენი დანელია ოთარი
ანგარიში
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში "საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად წარმოგიდგენთ საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშს 2022 წლის საქმიანობის ანგარიში მოკლე ისტორია საქართველოში ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის საქმიანობას საფუძველი ჩაეყარა 2011 წელს, როდესაც შეიქმნა საგადასახადო ომბუდსმენის ინსტიტუტი. იგი საჩივრებზე რეაგირებით, კანონმდებლობაში ან/და პრაქტიკაში სისტემური ხარვეზების გამოვლენითა და საგანმანათლებლო საქმიანობით ახორციელებდა გადასახადის გადამხდელთა უფლებების დაცვას. 2015 წლის 5 ივნისიდან ამოქმედდა "საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ" საქართველოს კანონი, რომლის საფუძველზეც ინსტიტუტმა საქმიანობა ახალი სახელწოდებით განაგრძო. მიზანი ბიზნესომბუდსმენის საქმიანობის მიზანია საქართველოს ტერიტორიაზე პირის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის ხელშეწყობა ბიზნესომბუდსმენის აპარატში 2022წელს შემოსული განცხადებების სტატისტიკა 194 298 1. ბიზნესომბუდსმენის აპარატში მომართვიანობის სტატისტიკა პირდაპირი და ონლაინ შეხვედრა კორესპონდენცია 2. ბიზნესომბუდსმენის აპარატში მომართვიანობის სტატისტიკა საქმიანობის სფეროების მიხედვით ხელოვნება და დასვენება 10 დამამუშავებელი მრეწველობა 12 საკონსულტაციო მომსახურება 17 მშენებლობა 26 საბითუმო და საცალო ვაჭრობა 48 სხვა სფეროები 81 0 10 20 30 40 50 60 70 80 90 3. ბიზნესომბუდსმენის აპარატში მომართვიანობის სტატისტიკა რეგიონების მიხედვით 4% 1% 1% 3% 3% 2% თბილისი აჭარა 6% იმერეთი 5% ქვემო ქართლი 6% შიდა ქართლი კახეთი გურია 69% მცხეთა-მთიანეთი სამეგრელო-ზემო სვანეთი სამცხე ჯავახეთი 4. ბიზნესომბუდსმენის აპარატში მომართვიანობის სტატისტიკა მოპასუხე უწყებების მიხედვით მომართვიანობის სტატისტიკა მოპასუხე უწყებების მიხედვით სსიპ შემოსავლების სამსახური 47 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 14 საქართველოს ფინანსთა სამინისტრო 13 საქართველოს მთავრობა 11 ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 10 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 9 სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო 8 სხვა უწყებები 82 5. საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის მიერ განხილული საკანონდმდებლო პროექტების და გაგზავნილი სასამართლო მეგობრის სტატისტიკა საკანონდმდებლო აქტების პროექტი 21 სასამართლო მეგობარი 2 6. ბიზნესომბუდსმენის აპარატში შემოსულ საქმეებზე რეაგირების სტატისტიკა 2, 3% 8, 13% 24, 37% 9, 14% 21, 33% წერილი 24 შუამდგომლობა 21 რეკომენდაცია 8 სასამართლოს მეგობარი 2 სამართლებრივი დასკვნა 9 საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის მიერ დაიწყო ბიზნესგარემოზე მოქმედი რეგულაციების და მეწარმეების მიერ დასმული პრობლემების შესწავლა და მათ ნაწილზე შესაბამისი უწყებების მისამართით გაიცა რეკომენდაციები თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვის ამოქმედების ვადის გადავადების შესახებ მოკლე აღწერა: 2017 წლის 17 მაისის (N859-IIს) „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (შემდგომში -2017 წლის 17 მაისის კანონის ცვლილება) მიხედვით, 2022 წლის 31 დეკემბრიდან აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია/განლაგება სტანდარტიზებული შეფუთვის გარეშე. ამავე ცვლილებების პაკეტით, უკვე აიკრძალა თამბაქოს ნაწარმის დახურულ სივრცეში მოწევა, თამბაქოს შიდა და გარე ხილვადობა, მომხმარებელთან კომუნიკაცია, რეკლამა. ასევე, ამოქმედდა სამედიცინო გაფრთხილებების დატანის ვალდებულება და კომპანიებს დაეკისრათ თამბაქოს ნაწარმისგან გამოფრქვეული ნივთიერებების შესახებ ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება. საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს განცხადებით მომართეს საქართველოში თამბაქოს ნაწარმის იმპორტიორმა კომპანიებმა, თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვით რეალიზაცის/განლაგების ძალაში შესვლის გადავადებასთან დაკავშირებით. თამბაქოს ნაწარმის ინდუსტრიაში ჩაბმული კომპანიების მიერ, ხუთწლიანი პერიოდის განმავლობაში, მუდმივად ხდებოდა პროდუქტის არსებულ კანონმდებლობასთან მორგება და დღეის მდგომარეობით დარჩენილია მხოლოდ თამბაქოს ნაწარმის სტანდარიზებული შეფუთვის გარეშე რეალიზაცის/განლაგების ვალდებულების ამოქმედება, რაც ითვალისწინებს თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის, შეფუთვის ფერის, წარწერების და ნიშნების, ზედაპირის, ხმის, სურნელის და ჩანართის, ჩასაფენისა და ფოლგის, გარსის, ფორმის, ზომისა და შეფუთვის გახსნის, სიგარეტისა და სიგარის ღერების სტანდარტიზებულ შეფუთვას. მათი განმარტებით, უკრაინაში განვითარებულ მოვლენებამდე, საქართველოს ბაზრისთვის განკუთვნილი თამბაქოს პროდუქცია უკრაინის ქარხნებში იწარმოებოდა. მიმდინარე მოვლენების გამო, უკრაინაში პროდუქციის წარმოება შეუძლებელი გახდა კონფლიქტის პირველივე დღეებიდან და ამ ეტაპზე მიმდინარეობს წარმოების სხვადასხვა ქვეყნებში გადატანა იმისათვის, რომ მოხდეს საქართველოს ბაზარზე არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილება, შესაბამისი რაოდენობისა და სახეობების თამბაქოს პროდუქტის იმპორტი. ნორმალურ პირობებში, მსგავს ახალ შეზღუდვასთან შესაბამისობის მიზნით, წარმოების გადაწყობა სექტორისთვის საკმაოდ გრძელვადიან მოსამზადებელ და გადაიარაღების პროცესს გულისხმობს, რომლის დასაწყებად აუცილებელი იყო ტექნიკური რეგლამენტის არსებობა. უკრაინაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე კი, ეს პროცესი უფრო ხანგრძილივი და კომპლექსური გახდა, რადგან ნაცვლად ერთ ქარხანაში სტანდარტიზებული შეფუთვის შესაბამისი პროცესების დანერგვისა, კომპანიებს უწევთ რამდენიმე ქვეყნის სხვადასხვა ქარხნებში შესაბამისი პროცესების გადაწყობა, რომელიც 2023 წლის 1 იანვრამდე შეუძლებელი იქნებოდა. ამასთანავე, გასათვალიწინებელია, რომ ქარხნებში ამ მომენტისთვის წარმოება მიმდინარეობს ე.წ საგანგებო რეჟიმში, რადგან წარმოების მსგავსი დანაწევრება არ წარმოადგენს კომპანიების ნორმალურ პრაქტიკას და იმისათვის, რომ მოხდეს სტანდარტიზებულ შეფუთვაზე გადასვლა, პირველ რიგში, უნდა მოხდეს წარმოების ნორმალიზება, რაც საჭიროებს 12-24 თვემდე ვადა. გაცემული რეკომენდაცია: აპარატმა მიიჩნია, რომ ახალ მიწოდების ბაზრებზე გადამისამართების პირობებში სტანდარტიზებული შეფუთვის მოთხოვნებთან შესაბამისობა დროულად ვერ განხორციელდებოდა, პროდუქციის მარაგების არარსებობა უარყოფითად აისახებოდა კომპანიებზე ფინანსური თვალსაზრისით, ამავდროულად, ნეგატიურ გავლენას მოახდენდა საბიუჯეტო შემოსავლებზე და გამოიწვევდა მათ შემცირებას. ამასთანავე, პროდუქციის დეფიციტი გავლენას მოახდენდა თამბაქოს ლეგალურ ბაზარზე, ხელს შეუწყობდა უკანონო ვაჭრობას/კონტრაბანდას და გაზრდიდა კონტრაბანდული პროდუქციის ოდენობას ბაზარზე, გამოიწვევდა ლეგალური პროდუქციის გაყიდვების შემცირებას და დამატებით დეფიციტს საბიუჯეტო შემოსავლებზე. ბიზნესომბუდსმენის აპარატმა სამართლებრივი დასკვნი მიმართა საქართველოს პარლამენტს. შედეგი: საქართველოს პარლამენტმა გაითვალისწინა ბიზნესომბუდსმენის აპარატის მიერ მოზადებული სამართლებრივი დასკვნა და „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სტანდარტიზებული შეფუთვის ამოქმედების ვადა გადაიწია 2024 წლის 31 დეკემბრამდე, რითაც კომპანიებს მიეცათ საშუალება ჩვეულ რეჟიმში გაეგრძელებინათ სამეწარმეო საქმიანობა. ვირტუალური ზონის პირების მოგების გადასახადით დაბეგვრის შესახებ მოკლე აღწერა: საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს განცხადებით მომართა ა(ა)იპ „საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციამ“, ვირტუალური ზონის პირების საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხების მართლზომიერების შესწავლის თაობაზე. ასოციაციის ინფორმაციით, 2021 წლიდან სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ ვირტუალური ზონის პირებს ჩაუტარდათ საგადასახადო შემოწმება. რომლის შედაგადაც მიჩნეულ იქნა, რომ კომპანიების მიერ მიწოდებული საინფორმაციო ტექნოლოგიები არ იყო საქართველოს ტერიტორიაზე შექმნილი. შესაბამისად, ასეთი მიწოდება ჩაითვალა მოგების გადასახადით დასაბეგრ ოპერაციად და მოგების გადასახადთან ერთად, კომპანიებს დაეკისრათ ჯარიმა და საურავი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 272-ე მუხლების შესაბამისად. გაცემული რეკომენდაცია: საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატმა შეისწავლა აღნიშნული საკითხი და წარადგინა სასამართლო მეგობრის მოსაზრება თბილისი საქალაქო სასამართლოში. მიწისქვეშა მტკნარი წყლის ჩამოსხმის მიზნით ლიცენზიის მოპოვების შესახებ მოკლე აღწერა: საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს განცხადებით მომართეს ფიზიკურმა პირებმა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის დარიცხვასთან დაკავშირებით. ფიზიკური პირები გარკვეული ვადით ფლობდნენ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიას, მიწისქვეშა მტკნარი წყალის ჩამოსხმის მიზნით მოპოვებისათვის. საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო შემოწმების შედეგად, განმცხადებლებს დაერიცხათ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელი. „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადახდისა და ბიუჯეტში ჩარიცხვის წესს, კერძოდ, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი, მინერალური წყლებისა და მიწისქვეშა მტკნარი ჩამოსასხმელი წყლების შემთხვევაში გადაიხდება − არა უგვიანეს ყოველი კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებული ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მიხედვით, თანაბარ ნაწილებად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებულ ყოველწლიურ ასათვისებელ მოცულობას, − ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით. ამასთან, ლიცენზიისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ჩაბარების შემდგომ, ფიზიკური პირი ვალდებულია ლიცენზიის გამცემ ორგანოში დასამტკიცებლად წარადგინოს სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმა (ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მითითებით). ზემოაღნიშნული ათვისების გეგმის დამტკიცებამდე განმცხადებელი ფიზიკური პირების მიერ სასარგებლო წიაღისეული მოპოვების ლიცენზია გასხვისებულ იქნა სხვა პირზე. აღნიშნულის მიუხედავად საგადასახადო ორგანომ მათ მაინც დაარიცხა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელი. გაცემული რეკომენდაცია: საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატმა შეისწავლა საკითხი და პრობლემის მოგვარების მიზნით შეიმუშავა რეკომენდაცია. საქართველოს ბიზნესომბუდსმენის პოზიციით, „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონი ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლის გადახდას პირდაპირ უკავშირებს ათვისების გეგმის არსებობას და სწორედ ათვისების გეგმა წარმოადგენს მოსაკრებლის თანხის გაანგარიშების საფუძველს. ამასთან, ფიზიკური პირების მიერ ლიცენზიის ფლობის პერიოდში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის დარიცხვა არ შეესაბამება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის მიზნებსა და მოთხოვნებს. შედეგი: საგადასახადო ორგანოს მიერ გათვალისწინებული იქნა საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მიერ გაცემული რეკომენდაცია. განმცხადებლებს შეუმცირდათ ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლის ნაწილში დარიცხული თანხები. 2023 წლის საქმიანობის პრიორიტეტული თემები: • ბიუროკრატიული პროცესების ეფექტიანობის ხელშეწყობა • სასამართლოს მეგობრის ფუნქციის (Amicus Curiae) გაძლიერება • დავის ალტერნატიული მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა • რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) სისტემის დანერგვის მხარდაჭერა საკონტაქტო ინფორმაცია მისამართი: ქ. თბილისი, ინგოროყვას ქ. №7 ცხელი ხაზი: +995 32 2 282828 ელ. ფოსტა: ask@businessombudsman.ge სოციალური ქსელი: www.facebook.com/businessombudsman/ ბიზნესომბუდსმენის პორტალი: www.portal.businessombudsman.ge